სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 რამ, რაც ახლავე უნდა წაშალოთ "ფეისბუქიდან"
9 რამ, რაც ახლავე უნდა წაშალოთ "ფეისბუქიდან"

"კემ­ბრიჯ ანა­ლი­ტი­კა­სა" და "ფე­ის­ბუ­ქის" გარ­შე­მო ატე­ხი­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ ბევრ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდა კი­თხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის როლ­ზე მათ ცხოვ­რე­ბა­ში. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ მათი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია არც ისე და­ცუ­ლია, რო­გორც აქამ­დე ფიქ­რო­ბენ.

იმის­თვის, რომ თქვენს შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­მა“ და სხვა ადა­მი­ა­ნებ­მა ნაკ­ლე­ბი იცოდ­ნენ, Indy100 გთა­ვა­ზობთ, ახ­ლა­ვე წა­შა­ლოთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ინ­ფორ­მა­ცია:

და­ბა­დე­ბის დღე

თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია თავ­სა­ტე­ხის, რო­მე­ლიც, ასე­ვე, შე­ი­ცავს თქვენს სა­ხელს და მი­სა­მართს. ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ თაღ­ლი­თე­ბი უფრო მარ­ტი­ვად შეძ­ლე­ბენ თქვენს ბან­კის ან­გა­რიშ­სა და პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მას.

ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი

ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს რის­კი, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის ნაც­ვლად თქვე­ნი ნომ­რის სა­ჯა­რო­ო­ბით ვინ­მე სხვამ ისარ­გებ­ლოს და მუდ­მი­ვად, მო­მა­ბეზ­რებ­ლად გირ­ე­კოთ.

თქვე­ნი "ფე­ის­ბუქ­მე­გობ­რე­ბის" უმე­ტე­სო­ბა

ფსი­ქო­ლო­გი­ის ოქსფორ­დე­ლი პრო­ფე­სო­რის რო­ბინ დან­ბა­რის თე­ო­რი­ით, ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 ადა­მი­ან­თან ჰქონ­დეთ სტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია, წა­შა­ლოთ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინ მე­გობ­რე­ბის სი­ა­შია და ურ­თი­ერ­თო­ბა "ფე­ის­ბუქ­მე­გობ­რებ­თან" ბევ­რად ჯან­მრთე­ლი იქ­ნე­ბა.

თქვე­ნი შვი­ლის/ოჯა­ხის მცი­რე­წლო­ვა­ნი წევ­რის ფო­ტო­ე­ბი

ოქსფორ­დის ინ­ტერ­ნე­ტის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ვიქ­ტო­რია ნეშ­მა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვა დას­ვა: რო­დე­საც ბავ­შვე­ბი გა­იზ­რდე­ბი­ან, კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ან თუ არა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მათ შე­სა­ხებ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით?

რო­მელ სკო­ლა­ში/ბაღ­ში და­დის თქვე­ნი შვი­ლი

გა­სულ წლებ­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და. ინ­ფორ­მა­ცია, სად სწავ­ლობს მცი­რე­წლო­ვა­ნი, რო­მელ სა­ათ­ზე იწყე­ბა და სრულ­დე­ბა სწავ­ლის პრო­ცე­სი, მო­ძა­ლა­დე­ებს საქ­მეს გა­უ­მარ­ტი­ვებს.

ლო­კა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სერ­ვი­სე­ბი

TechCrunch-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წელს ამ სერ­ვი­სით „ფე­ის­ბუქ­ზე“ 500 მლნ-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა ისარ­გებ­ლა. ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ, რომ ლო­კა­ცი­ის მი­თი­თე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას აძ­ლევთ იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, ვი­საც თქვენ­თვის ზი­ა­ნის მო­ყე­ნე­ბა სურს.

რო­დის და სად მი­დი­ხართ და­სას­ვე­ნებ­ლად

სა­კუ­თარ სახ­ლს გა­ქურდვის რის­კის ქვეშ აყე­ნებთ.

ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ

უნდა და­ფიქ­რდეთ, ღირს თუ არა გა­უ­ზი­ა­როთ სხვებს ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, მალე დას­რულ­დეს;

საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი მო­ნა­ცე­მე­ბი

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ცუდი იდე­აა, რაც შე­იძ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­როთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

9 რამ, რაც ახლავე უნდა წაშალოთ "ფეისბუქიდან"

9 რამ, რაც ახლავე უნდა წაშალოთ "ფეისბუქიდან"

"კემბრიჯ ანალიტიკასა" და "ფეისბუქის" გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ ბევრ ადამიანს გაუჩნდა კითხვა სოციალური ქსელების როლზე მათ ცხოვრებაში. ინტერნეტმომხმარებლები მიხვდნენ, რომ მათი პირადი ინფორმაცია არც ისე დაცულია, როგორც აქამდე ფიქრობენ.

იმისთვის, რომ თქვენს შესახებ „ფეისბუქმა“ და სხვა ადამიანებმა ნაკლები იცოდნენ, Indy100 გთავაზობთ, ახლავე წაშალოთ სოციალური ქსელიდან რამდენიმე ინფორმაცია:

დაბადების დღე

თქვენი დაბადების დღე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია თავსატეხის, რომელიც, ასევე, შეიცავს თქვენს სახელს და მისამართს. ინფორმაციის მოპოვების შემდეგ თაღლითები უფრო მარტივად შეძლებენ თქვენს ბანკის ანგარიშსა და პირად ინფორმაციაზე წვდომას.

ტელეფონის ნომერი

ამ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ სასიამოვნო თაყვანისმცემლის ნაცვლად თქვენი ნომრის საჯაროობით ვინმე სხვამ ისარგებლოს და მუდმივად, მომაბეზრებლად გირეკოთ.

თქვენი "ფეისბუქმეგობრების" უმეტესობა

ფსიქოლოგიის ოქსფორდელი პროფესორის რობინ დანბარის თეორიით, ადამიანებს შეუძლიათ, დაახლოებით, 150 ადამიანთან ჰქონდეთ სტაბილური ურთიერთობა. ამიტომ, უმჯობესია, წაშალოთ ყველა ადამიანი, ვინ მეგობრების სიაშია და ურთიერთობა "ფეისბუქმეგობრებთან" ბევრად ჯანმრთელი იქნება.

თქვენი შვილის/ოჯახის მცირეწლოვანი წევრის ფოტოები

ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის დირექტორმა, ვიქტორია ნეშმა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კითხვა დასვა: როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, კმაყოფილი იქნებიან თუ არა სოციალურ ქსელებში მათ შესახებ გაზიარებული ინფორმაციით?

რომელ სკოლაში/ბაღში დადის თქვენი შვილი

გასულ წლებში დიდ ბრიტანეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. ინფორმაცია, სად სწავლობს მცირეწლოვანი, რომელ საათზე იწყება და სრულდება სწავლის პროცესი, მოძალადეებს საქმეს გაუმარტივებს.

ლოკაციის მაჩვენებელი სერვისები

TechCrunch-ის ინფორმაციით, 2015 წელს ამ სერვისით „ფეისბუქზე“ 500 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ლოკაციის მითითებით ინფორმაციას აძლევთ იმ ადამიანებსაც, ვისაც თქვენთვის ზიანის მოყენება სურს.

როდის და სად მიდიხართ დასასვენებლად

საკუთარ სახლს გაქურდვის რისკის ქვეშ აყენებთ.

ინფორმაცია ოჯახური მდგომარეობის შესახებ

უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა გაუზიაროთ სხვებს ახალი ურთიერთობების შესახებ, რომელიც, შესაძლოა, მალე დასრულდეს;

საკრედიტო ბარათი მონაცემები

ამ ინფორმაციის გამჟღავნება ყველაზე ცუდი იდეაა, რაც შეიძლება სოციალურ ქსელში გააზიაროთ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ