კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სო­ფო გე­ლო­ვანის მყუდ­რო სახ­ლი "შანხაიში", ისტორიული ფორტეპიანო და მწვანე აივანი
სო­ფო გე­ლო­ვანის მყუდ­რო სახ­ლი "შანხაიში", ისტორიული ფორტეპიანო და მწვანე აივანი

მომ­ღე­რა­ლი სო­ფო გე­ლო­ვა­ნი მე­უღ­ლე ნო­დი ლან­დი­ას­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად 2 წლის წინ სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­ვი­და. თუმ­ცა მე­უღ­ლის დიდ ოჯახ­ში გა­ტა­რე­ბულ 5 წელს ძა­ლი­ან თბი­ლად იხ­სე­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ფო კარ­გად და მყუდ­რო­დაა მო­წყო­ბი­ლი, ამ­ბობს, ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, თით­ქოს ეს ჩვე­ნი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლია, ჩვე­ნი სახ­ლი უფ­რო ბუ­ნე­ბა­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე წარ­მო­მიდ­გე­ნიაო. მარ­თა­ლია, სო­ფოს ბი­ჭე­ბის ერ­თად შეკ­რე­ბა ად­ვი­ლი საქ­მე არ იყო, მაგ­რამ დი­ა­სახ­ლი­სის დახ­მა­რე­ბით ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­სე­სი­აც მო­ვაწყ­ვეთ.

- ბავ­შ­ვო­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­თან, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს გვერ­დით რომ ძვე­ლი სახ­ლია, იქ გა­ვა­ტა­რე, შე­სა­ბა­მი­სად, ამ უბან­ზე ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ჩე­მი მე­უღ­ლეც იქ­ვე ახ­ლოს ცხოვ­რობ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, იმა­ვე უბან­ში გავ­თხოვ­დი. 5 წე­ლი ვი­ცხოვ­რეთ ჩე­მი მე­უღ­ლის დიდ ოჯახ­თან ერ­თად და მინ­და გითხ­რათ, რომ ამას სულ სხვა ხიბ­ლი აქვს. მეც დი­დი ოჯა­ხი­დან მოვ­დი­ვარ - სა­მი და, ერ­თი ძმა, მშობ­ლე­ბი, ბე­ბია-ბა­ბუა ერ­თად ვი­ყა­ვით და ამის შემ­დეგ უკ­ვე ნო­დის მშობ­ლებ­თან ცხოვ­რე­ბაც არ გამ­ჭირ­ვე­ბია. პი­რი­ქით, ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლობ­დ­ნენ, ჩემ­თ­ვის კომ­ფორ­ტი შე­ექ­მ­ნათ, გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი დახ­მა­რე­ბით, იმ­დე­ნი საქ­მე ნამ­დ­ვი­ლად არ მქონ­და, რაც დღეს მაქვს. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, თა­ვი­დან ცალ­კე გად­მოს­ვ­ლა მეც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ჩემს უფ­როს ბიჭს, და­თას, ის სახ­ლი უფ­რო უყ­ვარს და გუ­ლი სულ იქით მი­უ­წევს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, აქა­უ­რო­ბაც შე­ვაყ­ვა­რო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი მუ­დამ გვერ­დ­ში გვიდ­გა­ნან - ბავ­შ­ვე­ბის და­ტო­ვე­ბა იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა, რაც ცალ­კე გად­მო­ვე­დით, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი მთლი­ა­ნად მე და­მე­კის­რა. არ მყავს დამ­ხ­მა­რე, რო­მე­ლიც და­მი­ლა­გებს სახ­ლს, მო­მიმ­ზა­დებს სა­დილს, თა­ვად ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს და მსი­ა­მოვ­ნებს კი­დეც. რო­ცა საქ­მე მაქვს და გა­სას­ვ­ლე­ლი ვარ, ნო­დიც მეხ­მა­რე­ბა და მი­წყობს ხელს. ზო­გა­დად, ოჯა­ხის, ბავ­შ­ვე­ბის, სა­ში­ნაო საქ­მის და კა­რი­ე­რის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ რო­ცა ხელს გი­წყო­ბენ, შე­უძ­ლე­ბე­ლი აღა­რა­ფე­რია. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და მო­გო­ნე­ბე­ბი­სა, ვფიქ­რობ, მა­ინც ჯო­ბია, წყვილ­მა ცალ­კე იცხოვ­როს და თა­ვად იზ­რუ­ნოს სა­კუ­თარ შვი­ლებ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მყუდ­რო სახ­ლი გვე­ყი­და, სა­დაც შევ­ქ­მ­ნი­დით ჩვენს ის­ტო­რი­ას.

ჩემს მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან უნ­დო­და სახ­ლი ქა­ლაქ­გა­რეთ, მაგ­რამ მე ვი­ყა­ვი წი­ნა­აღ­მ­დე­გი. მარ­თა­ლი გითხ­რათ, მეც ვოც­ნე­ბობ ასეთ სახ­ლ­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც გყავს შვი­ლე­ბი, და­დი­ან სკო­ლა­ში, ბაღ­ში, სხვა­დას­ხ­ვა წრე­ზე და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი სარ­ბე­ნი გაქვს, ძა­ლი­ან რთუ­ლია ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა. რო­ცა გა­იზ­რ­დე­ბი­ან, დი­დი იმე­დი მაქვს, გა­და­ვალთ სად­მე ქა­ლაქ­თან ახ­ლოს, სუფ­თა ჰა­ერ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ბი­ნის ყიდ­ვის ის­ტო­რი­ას, სრუ­ლი­ად სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სა­ბურ­თა­ლო ჩემ­თ­ვის უცხო უბა­ნი იყო, მით უმე­ტეს შან­ხაი, მაგ­რამ ქუ­ჩა, სა­დაც ჩვე­ნი კორ­პუ­სი მდე­ბა­რე­ობს, შე­და­რე­ბით შე­მაღ­ლე­ბულ­ზეა და ისე ძა­ლინ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი არ არის ჰა­ე­რი. სწო­რედ ამან მოგ­ვ­ხიბ­ლა და ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, აქ დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით. მა­შინ შა­ვი კარ­კა­სი იყო, ფა­სიც - ჩვენ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი და ვი­ყი­დეთ. და­ვი­წყეთ რე­მონ­ტი, სწრა­ფად და სა­დად გა­ვა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი და მა­ლე­ვე გად­მო­ვე­დით. გაგ­რძე­ლე­ბა+ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

სო­ფო გე­ლო­ვანის მყუდ­რო სახ­ლი "შანხაიში", ისტორიული ფორტეპიანო და მწვანე აივანი

სო­ფო გე­ლო­ვანის მყუდ­რო სახ­ლი "შანხაიში", ისტორიული ფორტეპიანო და მწვანე აივანი

მომღერალი სოფო გელოვანი მეუღლე ნოდი ლანდიასთან და ორ ვაჟთან ერთად 2 წლის წინ საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. თუმცა მეუღლის დიდ ოჯახში გატარებულ 5 წელს ძალიან თბილად იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფო კარგად და მყუდროდაა მოწყობილი, ამბობს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ჩვენი დროებითი საცხოვრებელია, ჩვენი სახლი უფრო ბუნებაში, სუფთა ჰაერზე წარმომიდგენიაო. მართალია, სოფოს ბიჭების ერთად შეკრება ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ დიასახლისის დახმარებით ოჯახური ფოტოსესიაც მოვაწყვეთ.

- ბავშვობა ბარათაშვილის ხიდთან, კულტურის სამინისტროს გვერდით რომ ძველი სახლია, იქ გავატარე, შესაბამისად, ამ უბანზე ვარ შეყვარებული. ჩემი მეუღლეც იქვე ახლოს ცხოვრობდა და შეიძლება ითქვას, იმავე უბანში გავთხოვდი. 5 წელი ვიცხოვრეთ ჩემი მეუღლის დიდ ოჯახთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ამას სულ სხვა ხიბლი აქვს. მეც დიდი ოჯახიდან მოვდივარ - სამი და, ერთი ძმა, მშობლები, ბებია-ბაბუა ერთად ვიყავით და ამის შემდეგ უკვე ნოდის მშობლებთან ცხოვრებაც არ გამჭირვებია. პირიქით, ყოველთვის ცდილობდნენ, ჩემთვის კომფორტი შეექმნათ, განებივრებული ვიყავი დახმარებით, იმდენი საქმე ნამდვილად არ მქონდა, რაც დღეს მაქვს. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცალკე გადმოსვლა მეც ძალიან გამიჭირდა, ჩემს უფროს ბიჭს, დათას, ის სახლი უფრო უყვარს და გული სულ იქით მიუწევს, მაგრამ ვცდილობ, აქაურობაც შევაყვარო. მიუხედავად იმისა, რომ ბებიები და ბაბუები მუდამ გვერდში გვიდგანან - ბავშვების დატოვება იქნება ეს თუ სხვა, რაც ცალკე გადმოვედით, საოჯახო საქმეები მთლიანად მე დამეკისრა. არ მყავს დამხმარე, რომელიც დამილაგებს სახლს, მომიმზადებს სადილს, თავად ვაკეთებ ყველაფერს და მსიამოვნებს კიდეც. როცა საქმე მაქვს და გასასვლელი ვარ, ნოდიც მეხმარება და მიწყობს ხელს. ზოგადად, ოჯახის, ბავშვების, საშინაო საქმის და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება საკმაოდ რთულია, მაგრამ როცა ხელს გიწყობენ, შეუძლებელი აღარაფერია. მიუხედავად ასეთი თბილი ურთიერთობების და მოგონებებისა, ვფიქრობ, მაინც ჯობია, წყვილმა ცალკე იცხოვროს და თავად იზრუნოს საკუთარ შვილებზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მყუდრო სახლი გვეყიდა, სადაც შევქმნიდით ჩვენს ისტორიას.

ჩემს მეუღლეს ძალიან უნდოდა სახლი ქალაქგარეთ, მაგრამ მე ვიყავი წინააღმდეგი. მართალი გითხრათ, მეც ვოცნებობ ასეთ სახლზე, მაგრამ როდესაც გყავს შვილები, დადიან სკოლაში, ბაღში, სხვადასხვა წრეზე და დღის განმავლობაში ბევრი სარბენი გაქვს, ძალიან რთულია ქალაქგარეთ ცხოვრება. როცა გაიზრდებიან, დიდი იმედი მაქვს, გადავალთ სადმე ქალაქთან ახლოს, სუფთა ჰაერზე. რაც შეეხება ამ ბინის ყიდვის ისტორიას, სრულიად სპონტანურად მოხდა, სიმართლე გითხრათ, საბურთალო ჩემთვის უცხო უბანი იყო, მით უმეტეს შანხაი, მაგრამ ქუჩა, სადაც ჩვენი კორპუსი მდებარეობს, შედარებით შემაღლებულზეა და ისე ძალინ დაბინძურებული არ არის ჰაერი. სწორედ ამან მოგვხიბლა და ამიტომ გადავწყვიტეთ, აქ დავსახლებულიყავით. მაშინ შავი კარკასი იყო, ფასიც - ჩვენთვის მისაღები და ვიყიდეთ. დავიწყეთ რემონტი, სწრაფად და სადად გავაკეთეთ ყველაფერი და მალევე გადმოვედით. გაგრძელება+ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება