მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში დაჭრილ 12 წლის მოსწავლეს, ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული
ბათუმში დაჭრილ 12 წლის მოსწავლეს, ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული

ბა­თუმ­ში მეშ­ვი­დე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე სა­ვა­რა­უ­დოდ, დაჭ­რეს. მო­ზარ­დი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნა.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარდს ფე­ხის არე­ში მსუ­ბუ­ქი ჭრი­ლო­ბა აქვს. რო­გორც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში გა­ნა­ცხა­დეს, თა­ვად მო­ზარ­დი დაჭ­რის ფაქტს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ ჭრი­ლო­ბა და­ცე­მის შე­დე­გად მი­ი­ღო.

ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა ცენ­ტრის ექი­მის, ნა­ი­რი ფარ­ტე­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 წლის მო­ზარდს ჭრი­ლო­ბა ბას­რი საგ­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. რო­გორც ექიმ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მო­ზარ­დი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და კლი­ნი­კას, სა­ვა­რუ­დოდ, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ტო­ვებს. ნა­ი­რა ფარ­ტე­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მო­ზარდს კვან­ძო­ვა­ნი ნა­კე­რე­ბი და­ე­დო.

ბა­თუ­მის მეშ­ვი­დე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის შო­რე­ნა ქო­ნი­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მოს­წავ­ლეს ინ­ცი­დენ­ტი გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ემ­თხვა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მე­ექ­ვსე კლა­სის მოს­წავ­ლე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა. მისი თქმით, ბავ­შვი დაჭ­რის ფაქტს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ მან და­ზი­ა­ნე­ბა და­ცე­მის შე­დე­გად მი­ი­ღო.

"ახ­ლა­ხან შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 118-ე მუხ­ლით და­ი­წყო. ინ­ცი­დენ­ტში ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ვი­ტყვი", - აღ­ნიშ­ნა შო­რე­ნა გო­ნი­ა­ძემ. დი­რექ­ტო­რის თქმით, ინ­ცი­დენ­ტი სკო­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ეზო­ში მოხ­და.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ან ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე ექ­სპერტ- კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ბათუმში დაჭრილ 12 წლის მოსწავლეს, ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული

ბათუმში დაჭრილ 12 წლის მოსწავლეს, ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული

ბათუმში მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლე სავარაუდოდ, დაჭრეს. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა აქვს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, თავად მოზარდი დაჭრის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ჭრილობა დაცემის შედეგად მიიღო.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმის, ნაირი ფარტენაძის ინფორმაციით, 12 წლის მოზარდს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და კლინიკას, სავარუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს. ნაირა ფარტენაძის განცხადებით, მოზარდს კვანძოვანი ნაკერები დაედო.

ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ქონიაძის განცხადებით, მოსწავლეს ინციდენტი გაკვეთილების დასრულების შემდეგ შეემთხვა. როგორც მან აღნიშნა, მეექვსე კლასის მოსწავლე საავადმყოფოში უკვე მოინახულა. მისი თქმით, ბავშვი დაჭრის ფაქტს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მან დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო.

"ახლახან შემატყობინეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო. ინციდენტში ვინ მონაწილეობდა, ამის შესახებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი", - აღნიშნა შორენა გონიაძემ. დირექტორის თქმით, ინციდენტი სკოლის მიმდებარედ, ეზოში მოხდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ინციდენტის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს