მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბახალას" ახალი ბრალი წარუდგინეს
"ბახალას" ახალი ბრალი წარუდგინეს

ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მსა­ხი­ობს, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს, ახა­ლი ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მსა­ხი­ო­ბის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დაც­ვის მხა­რე არ იზი­ა­რებს წარ­დგე­ნილ ბრალს და გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს.

„გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს ახა­ლი ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ.

ჩვენ წარ­დგე­ნილ ბრალს არ ვე­თან­ხმე­ბით და ის აბ­სურ­დუ­ლია. გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს, რად­გა­ნაც ეს სწო­რედ ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოა, რო­მელ­მაც მას 45 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ჩა­უ­დო, რა­ზეც გა­ნა­ჩე­ნი უკვე გა­მო­ტა­ნი­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძემ.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის მა­სა­ლე­ბი დაც­ვის მხა­რეს დღეს სა­ღა­მოს გა­და­ე­ცე­მა, შე­სა­ბა­მი­სად დე­ტა­ლუ­რად სა­უ­ბა­რი ამის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბა.

შსს-მ გა­სულ წელს თურ­ქე­თი­დან რე­ა­ნი­მო­ბი­ლით უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 900 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის საქ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი (ბა­ხა­ლა) ფი­გუ­რი­რებს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­მო­ტა­ნას ორ­გა­ნი­ზე­ბას შპს „კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის შვი­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძე უკე­თებ­და და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ზღვარ­ზე გად­მო­ტა­ნის­თვის რე­ა­ნო­მო­ბი­ლებს იყე­ნებ­და.

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს სხვა საქ­მე­ზე 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. ის 23 იან­ვარს, სა­სა­მარ­თლომ დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის მიზ­ნით შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ბა­ხა­ლას" 20 წლამ­დე, ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ბახალას" ახალი ბრალი წარუდგინეს

"ბახალას" ახალი ბრალი წარუდგინეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, გიორგი გიორგანაშვილს, ახალი ბრალი წარუდგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მსახიობის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ განუცხადა, დაცვის მხარე არ იზიარებს წარდგენილ ბრალს და გიორგანაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

„გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვა და საქართველოში შემოტანა ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

ჩვენ წარდგენილ ბრალს არ ვეთანხმებით და ის აბსურდულია. გიორგი გიორგანაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, რადგანაც ეს სწორედ ის საგამოძიებო ორგანოა, რომელმაც მას 45 აბი ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო, რაზეც განაჩენი უკვე გამოტანილია“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალები დაცვის მხარეს დღეს საღამოს გადაეცემა, შესაბამისად დეტალურად საუბარი ამის შემდეგ შეეძლება.

შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ირაკლი ქორიძე უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

გიორგი გიორგანაშვილს სხვა საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის 23 იანვარს, სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს.

იხილეთ ვიდეო: "ბახალას" 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ