კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართველმა მკვლევარმა ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღმოაჩინა
ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართველმა მკვლევარმა ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღმოაჩინა

ის­ტო­რი­კო­სი ბექა კო­ბა­ხი­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ უა­ზი­ა­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ქარ­თველ ხალ­ხს. ის­ტო­რი­კო­სი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს, რომ ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი ძი­ე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პე­ტი­ცია, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც "ასი წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ქვეყ­ნი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე აა­ლა­პა­რა­კა":

აი, რას წერს ბექა კო­ბა­ხი­ძე:

"1907 წელს გა­ი­მარ­თა ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია. მან ბევ­რი ისე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მა და­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც დღემ­დე ძა­ლა­შია. ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის ანარ­ქის­ტმა და ქარ­თველ­მა ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტმა, თა­ვად­მა ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა და­ი­წყო "ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პე­ტი­ცი­ის" შედ­გე­ნა. პე­ტი­ცია ბრალს სდებ­და რუ­სეთს 1783 წლის გი­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის დარ­ღვე­ვა­ში, ანექ­სი­ა­ში, 1905-1906 წლებ­ში პოგ­რო­მე­ბის მო­წყო­ბა­ში გუ­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ითხოვ­და ტრაქ­ტა­ტის მუხ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­ნო­მი­ის მი­ნი­ჭე­ბას. სა­ჯა­როდ ასე იყო ცნო­ბი­ლი, რომ ტექ­სტი შე­ად­გი­ნა მო­მა­ვალ­ში ეროვ­ნულ-დე­მოკ­რატ­მა, იუ­რის­ტმა გო­გი­ტა გვა­ზა­ვამ. ჯერ კი­დევ 5 წლის წინ ვნა­ხე ოქსფორ­დის ბოდ­ლი­ა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, რომ ტექ­სტის რე­დაქ­ტი­რე­ბა­ზე და მის­თვის სა­ბო­ლოო სა­ხის მი­ცე­მა­ზე მუ­შა­ობ­და ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ოლი­ვერ უორდრო­პი. მან ისიც მო­ა­ხერ­ხა, რომ ტექ­სტი მოხ­ვედ­რი­ლი­ყო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მა­გი­და­ზე, მაგ­რამ სა­კუ­თარ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­სა­გებ მი­ზეზ­თა გამო, ბო­ლომ­დე ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და. ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა ასე შე­ა­ფა­სა ეს მოვ­ლე­ნა: "ასი წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად იყო, რომ ქვეყ­ნი­ე­რე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­ი­ლა­პა­რა­კა". სა­მი­ა­თა­სამ­დე ხელ­მო­წე­რა ჰქონ­და ტექ­სტსო, გად­მო­ცე­მით ვი­ცო­დით, მაგ­რამ სად იყო ეს ხელ­მო­წე­რე­ბი, არ გვე­ნა­ხა.

2013 წელ­საც ვე­ძებ­დი და ვერ ვი­პო­ვე ოქსფორდში. რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, არას­წო­რი სა­ხე­ლით აღ­მოჩ­ნდა კა­ტა­ლო­გი­ზი­რე­ბუ­ლი. ახლა კი­დევ ერთხელ მო­ძებ­ნა მთხო­ვა ბა­ტონ­მა ოთარ ჯა­ნე­ლი­ძემ და ისევ ვერ მოვ­ძებ­ნი­დი, რომ არა Gillian Evison-ი, რო­მე­ლიც ამ კო­ლექ­ცი­ას კუ­რი­რებს და იცის, სად რა ეშ­მა­კი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­მა­ლუ­ლი. თა­ვი­დან ვერც მან მო­ძებ­ნა, მაგ­რამ გან­მე­ო­რე­ბი­თი და გან­მე­ო­რე­ბი­თი ძებ­ნის შემ­დეგ მი­ვაკ­ვლი­ეთ. 25 ფურ­ცე­ლი, ხელ­მო­წე­რე­ბით სავ­სე. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პე­ტი­ცია, ნამ­დვი­ლად, ამ პრინ­ცი­პი­თაც შედ­გა ის:

1. არც ერთი პო­ლი­ტი­კო­სის და პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნის ხელ­მო­წე­რა ზედ არ არის;

2. სა­ზო­გა­დო და კულ­ტუ­რულ მოღ­ვა­წე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა (ოცხე­ლი, ვუ­კოლ ბე­რი­ძე, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, კოტე მა­ყაშ­ვი­ლი და ა.შ.), მღვდლე­ბი (კარ­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბი), მუ­შე­ბი, გლე­ხე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბა ლა­მის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, მრეწ­ვე­ლე­ბი და "ახალ­შო­ბი­ლი" ქარ­თუ­ლი ბურ­ჟუ­ა­ზია;

3. სხვა­დას­ხვა ზო­მი­სა და ფორ­მის ფურ­ცლებ­ზეა ხელ­მო­წე­რე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, რე­გი­ო­ნუ­ლი პრინ­ცი­პით. ცალ­კეა კა­ხე­თის ხელ­მო­წე­რე­ბი, ცალ­კე იმე­რე­თის და ა.შ.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­ხე­ლა შრო­მა და რის­კია ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­დე­ბუ­ლი:

1. ცა­რის­ტუ­ლი რუ­სე­თის პი­რო­ბებ­ში ეს ხალ­ხი და­დი­ო­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გარ­შე­მო და აგ­რო­ვებ­დნენ ხელ­მო­წე­რებს;

2. გლეხს და მუ­შას თუ ცოტა რამ ჰქონ­და და­სა­კარ­გი, აი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რე­ბი და მრეწ­ვე­ლე­ბი, მა­სობ­რი­ვად, რის­კის ქვეშ აყე­ნებ­დნენ სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუს­სა და პრი­ვი­ლე­გი­ებს, რად­გან მათი ხელ­მო­წე­რე­ბი უნდა წა­რედ­გი­ნათ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის; (ახლა რო­ბი­კო სტუ­რუა და სხვა ინ­ტე­ლი­გენტნი აგ­რო­ვე­ბენ ხელ­მო­წე­რებს რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ, მაგ­რამ ეს ცალ­კე სა­კი­თხია);

3. ვინც ფრან­გუ­ლად ან ინ­გლი­სუ­რად სა­უბ­რობ­და (ასე­თი ძა­ლი­ან ცოტა იყო), მათ ხელი ლა­თი­ნუ­რი ან­ბა­ნით მო­ა­წე­რეს, და­ნარ­ჩე­ნებ­მა ქარ­თუ­ლად. არც ერთი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ხელ­მო­წე­რა არ არის;

4. ამ ტექსტს უკე­თებ­დნენ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას: ჩარ­თეს უორდრო­პი, ჩარ­თეს და­სავ­ლუ­რი პრე­სა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ მა­შინ­დე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­მი­ნის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა ნანი დრა­ი­ჰარ­სტის მე­თა­უ­რო­ბით.

ხომ არა­ფე­რი ყო­ფი­ლა შე­დე­გი, ამას სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არც მოჰ­ყო­ლია და ვერც მოყ­ვე­ბო­და, მაგ­რამ თვი­თონ კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თეს და "ასი წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად იყო, რომ ქვეყ­ნი­ე­რე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­ი­ლა­პა­რა­კა."

ეს ხელ­მო­წე­რე­ბი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეროვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ელი­ტურ ჯგუ­ფებ­ში მა­ინც, იმა­ზე მაღ­ლა იყო, ვიდ­რე ხში­რად გვგო­ნია. სო­ცი­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის შე­სას­წავ­ლა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნაა.

მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც მეხ­სი­ე­რე­ბის პო­ლი­ტი­კი­სა და მუ­ზე­უ­მის­თვის არის ეს დო­კუ­მენ­ტი:

1. მას­ზე ყვე­ლა მე­ო­რე ქარ­თველს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი გვა­რის ამო­კი­თხვა და მერე იმ ამ­ბავ­ში ჩა­ძი­ე­ბა, რომ მისი ესა და ეს წი­ნა­პა­რი 111 წლის წინ ჰა­ა­გის კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის წარ­სად­გენ პე­ტი­ცი­ას აწერ­და ხელს და ამით დიდ რისკს სწევ­და;

2. კარ­გი იქ­ნე­ბო­და ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში ერთი დიდი მე­მო­რი­ა­ლუ­რი კედ­ლის გა­კე­თე­ბა, სა­დაც ამ სა­ხე­ლებს და გვა­რებს ჩა­მოვ­წერ­დით. ხალ­ხი მო­ვი­დო­და და კე­დელ­ზე­ვე და­ი­წყებ­და თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბის ძი­ე­ბას, გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბე­ბის მო­ყო­ლას... აქ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სხვა ინ­ფორ­მა­ცი­აც წა­მო­ვი­დეს ოჯა­ხე­ბი­დან, რო­მელ­საც ისი­ნი დღემ­დე ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ" - წერს ის­ტო­რი­კო­სი ბექა კო­ბა­ხი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართველმა მკვლევარმა ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღმოაჩინა

ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართველმა მკვლევარმა ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღმოაჩინა

ისტორიკოსი ბექა კობახიძე, რომელიც ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტში მუშაობს, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ უაზიარებს ინფორმაციას ქართველ ხალხს. ისტორიკოსი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მრავალწლიანი ძიების შემდეგ აღმოაჩინეს ქართველი ხალხის პეტიცია, რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც "ასი წლის შემდეგ პირველად ქვეყნიერება საქართველოზე აალაპარაკა":

აი, რას წერს ბექა კობახიძე:

"1907 წელს გაიმართა ჰააგის საერთაშორისო კონფერენცია. მან ბევრი ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა დაადგინა, რომელიც დღემდე ძალაშია. ამ კონფერენციისთვის ანარქისტმა და ქართველმა ნაციონალისტმა, თავადმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა დაიწყო "ქართველი ხალხის პეტიციის" შედგენა. პეტიცია ბრალს სდებდა რუსეთს 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში, ანექსიაში, 1905-1906 წლებში პოგრომების მოწყობაში გურიის ტერიტორიაზე და ითხოვდა ტრაქტატის მუხლების საფუძველზე საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას. საჯაროდ ასე იყო ცნობილი, რომ ტექსტი შეადგინა მომავალში ეროვნულ-დემოკრატმა, იურისტმა გოგიტა გვაზავამ. ჯერ კიდევ 5 წლის წინ ვნახე ოქსფორდის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, რომ ტექსტის რედაქტირებაზე და მისთვის საბოლოო სახის მიცემაზე მუშაობდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლივერ უორდროპი. მან ისიც მოახერხა, რომ ტექსტი მოხვედრილიყო კონფერენციის მონაწილეთა მაგიდაზე, მაგრამ საკუთარ მონაწილეობას, გასაგებ მიზეზთა გამო, ბოლომდე ასაიდუმლოებდა. ვარლამ ჩერქეზიშვილმა ასე შეაფასა ეს მოვლენა: "ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა". სამიათასამდე ხელმოწერა ჰქონდა ტექსტსო, გადმოცემით ვიცოდით, მაგრამ სად იყო ეს ხელმოწერები, არ გვენახა.

2013 წელსაც ვეძებდი და ვერ ვიპოვე ოქსფორდში. როგორც ხდება ხოლმე, არასწორი სახელით აღმოჩნდა კატალოგიზირებული. ახლა კიდევ ერთხელ მოძებნა მთხოვა ბატონმა ოთარ ჯანელიძემ და ისევ ვერ მოვძებნიდი, რომ არა Gillian Evison-ი, რომელიც ამ კოლექციას კურირებს და იცის, სად რა ეშმაკი შეიძლება იყოს დამალული. თავიდან ვერც მან მოძებნა, მაგრამ განმეორებითი და განმეორებითი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ. 25 ფურცელი, ხელმოწერებით სავსე. ეს არის ქართველი ხალხის პეტიცია, ნამდვილად, ამ პრინციპითაც შედგა ის:

1. არც ერთი პოლიტიკოსის და პოლიტიკურად აქტიური ადამიანის ხელმოწერა ზედ არ არის;

2. საზოგადო და კულტურულ მოღვაწეთა უმრავლესობა (ოცხელი, ვუკოლ ბერიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე მაყაშვილი და ა.შ.), მღვდლები (კარბელაშვილები), მუშები, გლეხები, მასწავლებლები, თავადაზნაურობა ლამის სრული შემადგენლობით, მრეწველები და "ახალშობილი" ქართული ბურჟუაზია;

3. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფურცლებზეა ხელმოწერები გაკეთებული, რეგიონული პრინციპით. ცალკეა კახეთის ხელმოწერები, ცალკე იმერეთის და ა.შ.

წარმოიდგინეთ რამხელა შრომა და რისკია ამ ყველაფერში ჩადებული:

1. ცარისტული რუსეთის პირობებში ეს ხალხი დადიოდა მთელი საქართველოს გარშემო და აგროვებდნენ ხელმოწერებს;

2. გლეხს და მუშას თუ ცოტა რამ ჰქონდა დასაკარგი, აი თავადაზნაურები და მრეწველები, მასობრივად, რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სოციალურ სტატუსსა და პრივილეგიებს, რადგან მათი ხელმოწერები უნდა წარედგინათ რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო კონფერენციისთვის; (ახლა რობიკო სტურუა და სხვა ინტელიგენტნი აგროვებენ ხელმოწერებს რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს ცალკე საკითხია);

3. ვინც ფრანგულად ან ინგლისურად საუბრობდა (ასეთი ძალიან ცოტა იყო), მათ ხელი ლათინური ანბანით მოაწერეს, დანარჩენებმა ქართულად. არც ერთი რუსულენოვანი ხელმოწერა არ არის;

4. ამ ტექსტს უკეთებდნენ ინტერნაციონალიზაციას: ჩართეს უორდროპი, ჩართეს დასავლური პრესა და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინდელი საერთაშორისო ფემინისტური მოძრაობა ნანი დრაიჰარსტის მეთაურობით.

ხომ არაფერი ყოფილა შედეგი, ამას საქართველოს გათავისუფლება არც მოჰყოლია და ვერც მოყვებოდა, მაგრამ თვითონ კმაყოფილები იყვნენ, რომ მაქსიმუმი გააკეთეს და "ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა."

ეს ხელმოწერები გვეუბნება, რომ ეროვნული თავისუფლებების მნიშვნელობა, ელიტურ ჯგუფებში მაინც, იმაზე მაღლა იყო, ვიდრე ხშირად გვგონია. სოციალური ისტორიის შესასწავლადაც საინტერესო აღმოჩენაა.

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მეხსიერების პოლიტიკისა და მუზეუმისთვის არის ეს დოკუმენტი:

1. მასზე ყველა მეორე ქართველს შეუძლია საკუთარი გვარის ამოკითხვა და მერე იმ ამბავში ჩაძიება, რომ მისი ესა და ეს წინაპარი 111 წლის წინ ჰააგის კონფერენციისთვის წარსადგენ პეტიციას აწერდა ხელს და ამით დიდ რისკს სწევდა;

2. კარგი იქნებოდა ოკუპაციის მუზეუმში ერთი დიდი მემორიალური კედლის გაკეთება, სადაც ამ სახელებს და გვარებს ჩამოვწერდით. ხალხი მოვიდოდა და კედელზევე დაიწყებდა თავიანთი წინაპრების ძიებას, გადმოცემული ამბების მოყოლას... აქ შეიძლება ბევრი სხვა ინფორმაციაც წამოვიდეს ოჯახებიდან, რომელსაც ისინი დღემდე ყურადღებას არ აქცევდნენ" - წერს ისტორიკოსი ბექა კობახიძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს