სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ბრუნდებიან ქალები მოძალადე ქმრებთან - "საბოლოოდ რომ დააღწიოს თავი, რვაჯერ მაინც უნდა წამოვიდეს სახლიდან..."
რატომ ბრუნდებიან ქალები მოძალადე ქმრებთან - "საბოლოოდ რომ დააღწიოს თავი, რვაჯერ მაინც უნდა წამოვიდეს სახლიდან..."

არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი იხ­დის სას­ჯელს ოჯა­ხის წევ­რის ცე­მის­თვის, შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, მკვლე­ლო­ბის­თვის, დაჭ­რის­თვის. სის­ტე­მა­ტუ­რად აკა­ვე­ბენ ძა­ლოვ­ნე­ბი ოჯახ­ში მო­ძა­ლა­დე­ებს, კა­ნო­ნიც მკაც­რია, მაგ­რამ ფაქ­ტე­ბი მა­ინც ხდე­ბა. მსხვერ­პლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კი ქა­ლია.

ცოტა ხნის წინ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 7-დან 1 ქალს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა გა­მო­უც­დია. გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის­თვის ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა დიდ­წი­ლად კვლა­ვაც მი­სა­ღე­ბია: ქა­ლე­ბის 22%-ს და კა­ცე­ბის 31%-ს მი­აჩ­ნია, რომ ცო­ლის ცემა გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გა­მარ­თლე­ბუ­ლია.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­დის და გა­ნა­ჩე­ნე­ბიც გა­მო­დის, თუმ­ცა სა­ნამ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტა­ნენ, ხში­რად ირ­კვე­ვა, რომ მსხვერ­პლი მო­ძა­ლა­დეს შე­უ­რიგ­და და ისი­ნი ერ­თად ცხოვ­რე­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ.

"ჩემს მე­უღ­ლეს შე­ვუ­რიგ­დი, აწი ასეთ და­ნა­შა­ულს არ ჩა­ი­დენს, ორი შვი­ლი გვყავს და მის გა­რე­შე შვი­ლე­ბის გაზ­რდას ვერ შევ­ძლებ. სიმ­თვრა­ლე­ში მოხ­და ეს ამ­ბა­ვი... დამ­პირ­და, რომ არ გა­ი­მე­ო­რებს. არ ვი­თხოვ მის დას­ჯას, ისევ ერ­თად უნდა ვი­ცხოვ­როთ" - თქვა ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კი­თხვი­სას და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ქალ­მა. პრო­კუ­რო­რი ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად კი­თხვას კი­თხვა­ზე უს­ვამ­და და­ზა­რა­ლე­ბულს, თუმ­ცა ქალი ქმრის პო­ზი­ცი­ას იცავ­და. არა­და ის­ტო­რია საკ­მა­ოდ მძი­მე იყო - ქალს ქმა­რი შვი­ლე­ბის თვალ­წინ სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და. სახე სულ და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და, როცა პო­ლი­ცია შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და. დე­ტა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა ჰქონ­და წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის დროს მი­ცე­მუ­ლი, პრო­ცეს­ზე კი აცხა­დებ­და, მა­შინ აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მუ­ქე­ბას ვცდი­ლობ­დი და მთლად ასე არ იყო საქ­მეო. არა­და ექ­სპერ­ტი­ზი­თაც დას­ტურ­დე­ბო­და, ის ნა­ცე­მი რომ იყო.

ბრალ­დე­ბუ­ლი 2 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. პრო­კუ­რორ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა და ბრალ­დე­ბუ­ლის დას­ჯა მო­ი­თხო­ვა. თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც აღი­ა­რებ­და მომ­ხდარს - "ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი, რა­ღა­ცის მო­ტა­ნა ვთხო­ვე და არ მო­მი­ტა­ნა, შე­მე­პა­სუ­ხა, ამი­ტომ და­ვარ­ტყი, თუმ­ცა მის­თვის ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბა არ მინ­დო­და, ძა­ლი­ან ვნა­ნობ რაც მოხ­და, მთა­ვა­რია მა­პა­ტია და გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. ცი­ხე­ში ნუ გა­მიშ­ვებთ, ჩემს მეტი სახ­ლში არა­ვინ მუ­შა­ობს. ორი შვი­ლი მყავს, მო­ხუ­ცი დე­დაც ჩემს კი­სერ­ზეა. გთხოვთ ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. მარ­თლა ვნა­ნობ რაც მოხ­და" - თქვა ბრალ­დე­ბულ­მა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო, თუმ­ცა პა­ტიმ­რო­ბას მა­ინც გა­და­ურ­ჩა და 2-წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი გა­მო­უ­ტა­ნეს.

სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ხში­რია - და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მო­ძა­ლა­დის დაც­ვას ცდი­ლო­ბენ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი სა­სა­მარ­თლო­ზე მის­ვლას, ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს და და­მა­ტე­ბით კი­თხვებს თავს არი­დებს. ამ დროს ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატს მო­აქვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გა­მო­კი­თხვის ოქმი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მას პრე­ტენ­ზია არ აქვს და მო­ძა­ლა­დე მე­უღ­ლის დას­ჯას არ მო­ი­თხოვს.

"12 იან­ვრის სა­ღა­მოს ბრალ­დე­ბულ­მა ა.-მ ცოლს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში სცე­მა. ქალს სა­ხე­ში და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში მუშ­ტე­ბი ურტყა, რა­მაც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, ქა­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია ჯან­მრთე­ლო­ბის მო­უშ­ლე­ლად" - თქვა პრო­კუ­რორ­მა კი­დევ ერთი ოჯა­ხუ­რი და­ვის გან­ხილ­ვი­სას. ბრა­ლის წა­კი­თხვის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე ბრალ­დე­ბულს მი­უბ­რუნ­და: "თავს ცნობთ დამ­ნა­შა­ვედ?" "და­ნა­შა­ულს ვა­ღი­ა­რებ" - თქვა ბრალ­დე­ბულ­მა. ად­ვო­კატ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და­კი­თხვა მო­ი­თხო­ვა. მალე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც შე­მო­ვი­და დარ­ბაზ­ში:

"ჩვენ უკვე შევ­რიგ­დით, პრობ­ლე­მა აღარ არ­სე­ბობს, პრობ­ლე­მა არც ყო­ფი­ლა არა­ფე­რი. 10 თვის არის ჩემი შვი­ლი, ქმრის გა­რე­შე შვი­ლის გაზ­რდა გა­მი­ჭირ­დე­ბა. ჩვენ გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. არ მინ­დო­და პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა, თურ­მე მე­ზო­ბელ­მა გა­ი­გო ჩემი მე­უღ­ლის ხმა, შე­შინ­და და გა­მო­ი­ძა­ხა პატ­რუ­ლი. ეს უბ­რა­ლოდ შე­ლა­პა­რა­კე­ბა იყო. მე­ზო­ბე­ლი რომ არა, ვერც გა­ი­გებ­და პო­ლი­ცია.

ჩემი ქმა­რი იჯდა ცი­ხე­ში, მერე გი­რა­ოს ფული მო­ვაგ­რო­ვეთ და გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ძა­ლი­ან გვი­ჭირს ეკო­ნო­მი­უ­რად, მაგ­რამ 5 000 ლარი ნა­თე­სა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ვაგ­რო­ვეთ გი­რა­ოს­თვის. ახლა გთხოვთ ისევ ცი­ხე­ში ნუ შე­აბ­რუ­ნებთ, მე პრე­ტენ­ზია არ მაქვს, ნუ დას­ჯით ჩემს ქმარს" - თქვა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ქალ­მა. ამ პო­ზი­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ბრალ­დე­ბუ­ლიც დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­სა­მარ­თლომ.

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა გა­ნი­ხი­ლა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ერთი თვის წინ. ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ძა­ლა­დე 25 წლის მა­მა­კა­ცი იყო, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რო­ბი­დან ორი­ა­თას­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აქაც ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ცოლი შე­უ­რიგ­და და მო­თხოვ­ნა ერ­თია - საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა.

"ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას ვი­თხოვთ, მაგ­რამ ჯერ უც­ნო­ბია წა­მო­ვა თუ არა ამა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა. ცოლ-ქმა­რი ისევ ერ­თად ცხოვ­რობს" - ამ­ბობს მისი ად­ვო­კა­ტი. სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ცო­ლის ცე­მა­ში ბრალ­დე­ბულ რუს­ლანს არ გა­უ­მარ­თლა. მარ­თა­ლია აცხა­დებ­და, ჩემი ცოლი დარ­ბაზ­ში ზის და მას არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ აქ­ვსო, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა მის დას­ჯას ითხოვ­და. გა­ირ­კვა, რომ ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა - ადრე არა­ერ­თხელ გა­მოს­ცა პო­ლი­ცი­ამ დამ­ცა­ვი ორ­დე­რი, მაგ­რამ მან მა­ინც ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ამ­ჯე­რად ბრალ­დე­ბულ­მა სა­კუ­თარ ცოლს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თვალ­წინ სცე­მა.

"მან სამ­ჯერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ძა­ლა­დო­ბა ცოლ­ზე. ის რომ გან­თა­ვი­სუფ­ლდეს ისევ იძა­ლა­დებს" - გან­მარ­ტა პრო­კუ­რორ­მა. ად­ვო­კა­ტი ამ შემ­თხვე­ვა­შიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბას იშ­ვე­ლი­ებ­და - "თა­ვად მო­ის­მი­ნეთ პრო­ცეს­ზე, რომ მას არ აქვს პრე­ტენ­ზია". მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 1 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო ერთი წელი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი შე­უ­ფარ­და. მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს...

კა­ნო­ნი "ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თის, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა დაც­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ" 2006 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს. ბოლო დროს მსხვერ­პლთა და­სახ­მა­რებ­ლად უწყე­ბე­ბი ხში­რად სა­უბ­რო­ბენ და მო­უ­წო­დე­ბენ მსხვერ­პლებს ხმა აი­მაღ­ლონ. ამ გზამ გა­ა­მარ­თლა და უკვე ბევ­რი მსხვერ­პლი უჩი­ვის ოჯა­ხის წევ­რს, თუმ­ცა ისიც ფაქ­ტია, ხში­რად პრობ­ლე­მას აწყდე­ბი­ან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, როცა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­დი­ან, მათ­თან არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ მსხვერ­პლე­ბი. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ოჯა­ხის წევ­რის წი­ნა­აღ­მდეგ არ იძ­ლე­ვი­ან ჩვე­ნე­ბებს. არა­და პო­ლი­ცი­ე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ვერ უმ­ტკი­ცებს და­ნა­შა­ულს.

სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, მსხვერ­პლე­ბი ძი­რი­თა­დად 25-დან 40 წლამ­დე ასა­კის ქა­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი მე­უღ­ლე­ე­ბის­გან, ან მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცე­ბის­გან გა­ნიც­დი­ან ძა­ლა­დო­ბას. ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც ხში­რია და ასე­თი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ჭირს. რად­გან ბავ­შვი ხში­რად ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მას­ზე ძა­ლა­დო­ბენ. ჭირს მო­ხუ­ცებ­ზე ძა­ლა­დო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნაც, რად­გან მათ მარ­ჩე­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა არ სურთ. მარ­თა­ლია ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­საფ­რე­ბი არ­სე­ბობს, არა­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ყვე­ლა თავ­შე­სა­ფა­რი მსხვერ­პლე­ბით სავ­სეა, მაგ­რამ ამ კუ­თხით მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად ქა­ლე­ბი უკან იხე­ვენ და ისევ მო­ძა­ლა­დე­ებ­თან ბრუნ­დე­ბი­ან.

ელი­სო ამი­რე­ჯი­ბი, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლი:

"ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არც თუ იშ­ვი­ა­თია, როცა მსხვერ­პლი ისევ მო­ძა­ლა­დეს­თან ბრუნ­დე­ბა. ამის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მა­ინც ის არის, რომ მსხვერ­პლ ქალს უწევს ჭი­დი­ლი არა­მარ­ტო მო­ძა­ლა­დეს­თან, არა­მედ მის გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ეუბ­ნე­ბი­ან - "რა მოხ­დე­ბა აპა­ტიე", "გა­მოს­წორ­დე­ბა, ხომ ხე­დავ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და", "აწი ასე აღარ მო­იქ­ცე­ვა". ასე­ვე აში­ნე­ბენ მას და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ვერ შეძ­ლებს მო­ძა­ლა­დის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას, რად­გან უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ეს ქა­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ მო­ძა­ლა­დის სა­კუთ­რე­ბა­ში.

ქალი რომ ოჯახ­დე­ბა, მი­დის მე­უღ­ლის სახ­ლში და იქ ცხოვ­რობს. შე­იძ­ლე­ბა ეს სახ­ლი არც იყოს მე­უღ­ლის ქო­ნე­ბა და იყოს მისი მშობ­ლე­ბის სა­ხელ­ზე. ქა­ლე­ბის დიდ ნა­წილს არ აქვს გა­ნათ­ლე­ბა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლოს ცხოვ­რე­ბა. მო­ძა­ლა­დე ხში­რად მსხვერ­პლს არ აძ­ლევს მუ­შა­ო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და ასე თვით­შე­ფა­სე­ბას უკ­ნი­ნებს. სულ იმას უჩი­ჩი­ნებს, რომ მის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა არ შე­უძ­ლია. ეს გამ­ჯდა­რი აქვს მსხვერ­პლს და ფიქ­რობს, რომ წა­ვი­დეს რა გა­ა­კე­თოს. სამ­სა­ხურს ვერ იშო­ვის, რად­გან გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს, მხარ­დამ­ჭე­რი არ ჰყავს. ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი­დან იქ­მნე­ბა ბა­რი­ე­რე­ბი და თავს ვერ აღ­წე­ვენ ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მოს. თუ მო­ძა­ლა­დემ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, ცე­მის შემ­დეგ სა­ჩუ­ქა­რი აჩუ­ქა შე­სა­რი­გებ­ლად, ჰგო­ნია, რომ მან ჭკუა ის­წავ­ლა, პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხეს, შე­ე­შინ­დე­ბო­და და ამას აწი არ გა­ი­მე­ო­რებს, თუმ­ცა ეს არის მითი, რომ­ლის დან­გრე­ვას სამ­წუ­ხა­როდ წლე­ბი სჭირ­დე­ბა. მსხვერ­პლი წლე­ბის მერე ხვდე­ბა, რომ მო­ძა­ლა­დის გა­მოს­წო­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

- მო­ძა­ლა­დე ვერ გა­მოს­წორ­დე­ბა?

- მო­ძა­ლა­დის გა­მოს­წო­რე­ბა მხო­ლოდ ქცე­ვის კო­რექ­ცი­ით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩა­ერ­თვე­ბა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მა­ში. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ას­წავ­ლი­ან რო­გორ შეძ­ლოს თა­ვი­სი ბრა­ზის მარ­თვა მა­შინ, როცა გა­მოვ­ლე­ნა ეწყე­ბა ამ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვის.

- მსხვერ­პლმა ერთხელ თუ აპა­ტია მო­ძა­ლა­დეს და იხ­სნა პა­ტიმ­რო­ბის­გან, ის არ გა­მოს­წორ­დე­ბა? ჭკუ­ას მა­ინც ვერ ის­წავ­ლის?

- მსხვერ­პლმა ერთხელ თუ აპა­ტია, უნდა იცო­დეს, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად იგი­ვეს ჩა­ი­დენს. რო­გორც კი და­ი­ნა­ხავს მო­ძა­ლა­დე რომ მსხვერ­პლმა უკან და­ი­ხია, გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ისევ მო­ი­პო­ვოს მსხვერ­პლზე ძა­ლა­უფ­ლე­ბა, კონ­ტრო­ლი და მო­მენ­ტა­ლუ­რად ეს ადა­მი­ა­ნი იგი­ვეს ჩა­ი­დენს. მო­ძა­ლა­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი რომ ჰქონ­დეს ცუ­დად რომ იქ­ცე­ვა და მო­ძა­ლა­დეა, ასე არ მო­იქ­ცე­ო­და. იყო ახ­ლა­ხანს შემ­თხვე­ვა, მა­მა­კა­ცი სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და ცოლს, იმ დო­ნე­ზე ძა­ლა­დობ­და, რომ მას დას­ჭირ­და ოპე­რა­ცი­ე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბის გამო და ეს კაცი გა­ა­სა­მარ­თლეს და ახლა ცი­ხი­დან უთ­ვლის თა­ვის ცოლს, არ მე­გო­ნა ასე თუ გა­მი­მე­ტებ­დიო. ისევ სინ­დის­ზე აგ­დებს.

მსხვერ­პლებს ვე­ტყო­დი, სა­კუ­თა­რი თავი შე­ი­ცო­დონ იმის გამო, რომ ასეთ ადა­მი­ან­თან უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა, არ შე­უ­რიგ­დნენ, თა­ვად გაძ­ლი­ერ­დნენ და არ ჩა­იგ­დონ თავი ისევ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

თუ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლია, დამ­ნა­შა­ვემ უნდა აგოს პა­სუ­ხი. ქალი და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლებს ცხოვ­რე­ბას. ამის უნა­რი მათ შეს­წევთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თია. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ რომ თვალ­ნათ­ლივ ვხე­დავთ ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გებს, ჩვენ ქა­ლე­ბის გვერ­დზე ვდგა­ვართ. მათ ვე­უბ­ნე­ბით რა შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს იმას, თუ ისი­ნი უკან გა­დად­გა­მენ ნა­ბიჯს და არ წავ­ლენ წინ. თვი­თონ უნდა მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს და სხვის მა­გივ­რად ვერ მი­ი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, თავ­შე­საფ­რი­დან მსხვერ­პლი ისევ მო­ძა­ლა­დეს­თან რომ დაბ­რუნ­და?

- ბევ­რი მა­გა­ლი­თია ამის. ბევ­რს აკე­თებ, ბევ­რს მუ­შა­ობ მსხვერ­პლთან, გგო­ნია რომ გაქვს შე­დე­გი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ ამ ქა­ლის ცხოვ­რე­ბა იმ კა­ცის გვერ­დზე არ შე­იძ­ლე­ბა და უცებ გე­უბ­ნე­ბა - მე მივ­ხვდი რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი ქმა­რი, არ მინ­და შენი დახ­მა­რე­ბა და მე ვუბ­რუნ­დე­ბი ჩემს საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს. რამ­დე­ნი გიწ­ვა­ლია და უცებ ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში გეყ­რე­ბა და გიჩ­ნდე­ბა ბრა­ზი, მაგ­რამ ამის გვერ­დით მე­ო­რე გე­უბ­ნე­ბა: "მად­ლო­ბა, შენ რომ არ ყო­ფი­ლი­ყა­ვი მე მკვდა­რი ვიქ­ნე­ბო­დიო" და ეს გაძ­ლევს ისევ ძა­ლას რომ იბ­რძო­ლო და საქ­მე აკე­თო. ყვე­ლა გა­დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა და ფეხ­ზე დამ­დგა­რი ქალი არის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვი, რომ აკე­თო ეს საქ­მე. არა­სო­დეს არ ვკი­ცხავ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ისევ უკან მი­დი­ან, ვი­ცით, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დის მერე ისევ მოვა ჩვენ­თან. ამი­ტომ ვცდი­ლობთ უკან მო­სას­ვლე­ლი გზა და­ვუ­ტო­ვოთ. ბევ­რი მათ­გა­ნი ბრუნ­დე­ბა...

ქალ­მა მო­ძა­ლა­დე ქმრის­გან სა­ბო­ლო­ოდ რომ და­აღ­წი­ოს თავი, მა­ნამ­დე 8-ჯერ, ან მეტ­ჯერ უნდა მი­ი­ღოს სახ­ლი­დან წა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ­დენ­ჯერ წა­მო­ვა, შე­უ­რიგ­დე­ბა და მერე მი­ი­ღებს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ეს არის სტა­ტის­ტი­კა, ასე­თი სტა­ტის­ტი­კაა სხვა ქვეყ­ნებ­შიც. მთა­ვა­რი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნი გრძნობ­დეს გვერ­დზე ვი­ღაც უდ­გას და მას აქვს პერ­სპექ­ტი­ვა ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი ამი­ტო­მაც კეთ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. თუ ქალ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რე ვერ მო­ი­პო­ვა, გა­უ­ჭირ­დე­ბა ბრძო­ლა. რად­გან მას ბრძო­ლა უწევს არა­მარ­ტო მო­ძა­ლა­დეს­თან, არა­მედ მის ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან ძა­ლი­ან დიდი ენერ­გია სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ შეძ­ლოს ამ ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბა.

- სა­სა­მარ­თლო­ში ხში­რად ითხო­ვენ, რომ მო­ძა­ლა­დე არ და­ი­სა­ჯოს...

- დიახ, ასეა. ახლა შე­ვუ­რიგ­დიო ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ კა­ნო­ნით ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში საქ­მეს მსვლე­ლო­ბა მი­ე­ცე­მა და ქა­ლის ჩვე­ნე­ბას არ აქვს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა. მო­სა­მარ­თლე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­ზღვრუ­ლია. ხში­რად მსხვერ­პლე­ბი მო­ძა­ლა­დე­ებ­თან ბრუნ­დე­ბი­ან და მი­ზე­ზად ამ­ბო­ბენ იმას, რომ მათ წა­სას­ვლე­ლი ფი­ზი­კუ­რად არ აქვთ. თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფო მათ სთა­ვა­ზობს დახ­მა­რე­ბას. არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად შე­უძ­ლი­ათ თავ­შე­სა­ფარ­ში მი­ვიდ­ნენ, მი­ი­ღონ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ფსი­ქო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა.

თავ­შე­სა­ფარ­ში 3 თვეა პი­რის ყოფ­ნის ვადა, მაგ­რამ კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი­დევ შე­იძ­ლე­ბა სამი თვე გა­და­უ­ვა­დონ ეს ვადა. მსხვერ­პლთან მუ­შა­ო­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ მათ და­საქ­მე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა შეძ­ლონ. გვაქვს ამის წარ­მა­ტე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა ეს შეძ­ლეს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რატომ ბრუნდებიან ქალები მოძალადე ქმრებთან - "საბოლოოდ რომ დააღწიოს თავი, რვაჯერ მაინც უნდა წამოვიდეს სახლიდან..."

რატომ ბრუნდებიან ქალები მოძალადე ქმრებთან - "საბოლოოდ რომ დააღწიოს თავი, რვაჯერ მაინც უნდა წამოვიდეს სახლიდან..."

არაერთი ადამიანი იხდის სასჯელს ოჯახის წევრის ცემისთვის, შეურაცხყოფისთვის, მკვლელობისთვის, დაჭრისთვის. სისტემატურად აკავებენ ძალოვნები ოჯახში მოძალადეებს, კანონიც მკაცრია, მაგრამ ფაქტები მაინც ხდება. მსხვერპლების უმრავლესობა კი ქალია.

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ, საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია.

ხშირ შემთხვევაში საქმე სასამართლომდე მიდის და განაჩენებიც გამოდის, თუმცა სანამ მოსამართლეები განაჩენს გამოიტანენ, ხშირად ირკვევა, რომ მსხვერპლი მოძალადეს შეურიგდა და ისინი ერთად ცხოვრებას განაგრძობენ.

"ჩემს მეუღლეს შევურიგდი, აწი ასეთ დანაშაულს არ ჩაიდენს, ორი შვილი გვყავს და მის გარეშე შვილების გაზრდას ვერ შევძლებ. სიმთვრალეში მოხდა ეს ამბავი... დამპირდა, რომ არ გაიმეორებს. არ ვითხოვ მის დასჯას, ისევ ერთად უნდა ვიცხოვროთ" - თქვა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას დაზარალებულმა ქალმა. პროკურორი ბრალდებულის დანაშაულის დასამტკიცებლად კითხვას კითხვაზე უსვამდა დაზარალებულს, თუმცა ქალი ქმრის პოზიციას იცავდა. არადა ისტორია საკმაოდ მძიმე იყო - ქალს ქმარი შვილების თვალწინ სისტემატურად სცემდა. სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა, როცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა. დეტალური ჩვენება ჰქონდა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული, პროცესზე კი აცხადებდა, მაშინ აღელვებული ვიყავი, სიტუაციის გამუქებას ვცდილობდი და მთლად ასე არ იყო საქმეო. არადა ექსპერტიზითაც დასტურდებოდა, ის ნაცემი რომ იყო.

ბრალდებული 2 000-ლარიანი გირაოთი იყო გათავისუფლებული. პროკურორმა მტკიცებულებები წარმოადგინა და ბრალდებულის დასჯა მოითხოვა. თავად ბრალდებულიც აღიარებდა მომხდარს - "ნასვამი ვიყავი, რაღაცის მოტანა ვთხოვე და არ მომიტანა, შემეპასუხა, ამიტომ დავარტყი, თუმცა მისთვის ტკივილის მიყენება არ მინდოდა, ძალიან ვნანობ რაც მოხდა, მთავარია მაპატია და გვიყვარს ერთმანეთი. ციხეში ნუ გამიშვებთ, ჩემს მეტი სახლში არავინ მუშაობს. ორი შვილი მყავს, მოხუცი დედაც ჩემს კისერზეა. გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ. მართლა ვნანობ რაც მოხდა" - თქვა ბრალდებულმა.

დაზარალებულის ჩვენების მიუხედავად, მოსამართლემ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო, თუმცა პატიმრობას მაინც გადაურჩა და 2-წლიანი პირობითი სასჯელი გამოუტანეს.

სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები ხშირია - დაზარალებულები მოძალადის დაცვას ცდილობენ. დაზარალებულების ნაწილი სასამართლოზე მისვლას, ხმამაღლა საუბარს და დამატებით კითხვებს თავს არიდებს. ამ დროს ბრალდებულის ადვოკატს მოაქვს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მას პრეტენზია არ აქვს და მოძალადე მეუღლის დასჯას არ მოითხოვს.

"12 იანვრის საღამოს ბრალდებულმა ა.-მ ცოლს საკუთარ ბინაში სცემა. ქალს სახეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მუშტები ურტყა, რამაც ექსპერტიზის დასკვნით, ქალის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჯანმრთელობის მოუშლელად" - თქვა პროკურორმა კიდევ ერთი ოჯახური დავის განხილვისას. ბრალის წაკითხვის შემდეგ მოსამართლე ბრალდებულს მიუბრუნდა: "თავს ცნობთ დამნაშავედ?" "დანაშაულს ვაღიარებ" - თქვა ბრალდებულმა. ადვოკატმა დაზარალებულის დაკითხვა მოითხოვა. მალე დაზარალებულიც შემოვიდა დარბაზში:

"ჩვენ უკვე შევრიგდით, პრობლემა აღარ არსებობს, პრობლემა არც ყოფილა არაფერი. 10 თვის არის ჩემი შვილი, ქმრის გარეშე შვილის გაზრდა გამიჭირდება. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. არ მინდოდა პატრულის გამოძახება, თურმე მეზობელმა გაიგო ჩემი მეუღლის ხმა, შეშინდა და გამოიძახა პატრული. ეს უბრალოდ შელაპარაკება იყო. მეზობელი რომ არა, ვერც გაიგებდა პოლიცია.

ჩემი ქმარი იჯდა ციხეში, მერე გირაოს ფული მოვაგროვეთ და გამოვიყვანეთ. ძალიან გვიჭირს ეკონომიურად, მაგრამ 5 000 ლარი ნათესავების დახმარებით მოვაგროვეთ გირაოსთვის. ახლა გთხოვთ ისევ ციხეში ნუ შეაბრუნებთ, მე პრეტენზია არ მაქვს, ნუ დასჯით ჩემს ქმარს" - თქვა დაზარალებულმა ქალმა. ამ პოზიციის მიუხედავად, ეს ბრალდებულიც დამნაშავედ სცნო სასამართლომ.

ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა განიხილა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ერთი თვის წინ. ამ შემთხვევაში მოძალადე 25 წლის მამაკაცი იყო, რომელიც პატიმრობიდან ორიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აქაც ძალადობაში ბრალდებულს ცოლი შეურიგდა და მოთხოვნა ერთია - საპროცესო გარიგება.

"ოჯახი სოციალურად დაუცველია, საპროცესო შეთანხმებას ვითხოვთ, მაგრამ ჯერ უცნობია წამოვა თუ არა ამაზე პროკურატურა. ცოლ-ქმარი ისევ ერთად ცხოვრობს" - ამბობს მისი ადვოკატი. სხვებისგან განსხვავებით ცოლის ცემაში ბრალდებულ რუსლანს არ გაუმართლა. მართალია აცხადებდა, ჩემი ცოლი დარბაზში ზის და მას არავითარი პრეტენზია არ აქვსო, მაგრამ პროკურატურა მის დასჯას ითხოვდა. გაირკვა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა - ადრე არაერთხელ გამოსცა პოლიციამ დამცავი ორდერი, მაგრამ მან მაინც ჩაიდინა დანაშაული. გამოძიების ვერსიით, ამჯერად ბრალდებულმა საკუთარ ცოლს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემა.

"მან სამჯერ განახორციელა ძალადობა ცოლზე. ის რომ განთავისუფლდეს ისევ იძალადებს" - განმარტა პროკურორმა. ადვოკატი ამ შემთხვევაშიც დაზარალებულის ჩვენებას იშველიებდა - "თავად მოისმინეთ პროცესზე, რომ მას არ აქვს პრეტენზია". მოსამართლემ ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მსგავსი ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...

კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" 2006 წლიდან საქართველოში მოქმედებს. ბოლო დროს მსხვერპლთა დასახმარებლად უწყებები ხშირად საუბრობენ და მოუწოდებენ მსხვერპლებს ხმა აიმაღლონ. ამ გზამ გაამართლა და უკვე ბევრი მსხვერპლი უჩივის ოჯახის წევრს, თუმცა ისიც ფაქტია, ხშირად პრობლემას აწყდებიან პოლიციელები, როცა გამოძახებაზე მიდიან, მათთან არ თანამშრომლობენ მსხვერპლები. არის შემთხვევები, როცა ოჯახის წევრის წინააღმდეგ არ იძლევიან ჩვენებებს. არადა პოლიციელი დარწმუნებულია პირის ბრალეულობაში, მაგრამ ვერ უმტკიცებს დანაშაულს.

სტატისტიკის მიხედვით, მსხვერპლები ძირითადად 25-დან 40 წლამდე ასაკის ქალები არიან. ისინი მეუღლეებისგან, ან მეგობარი მამაკაცებისგან განიცდიან ძალადობას. ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებიც ხშირია და ასეთი ფაქტების გამოვლენა ჭირს. რადგან ბავშვი ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ მასზე ძალადობენ. ჭირს მოხუცებზე ძალადობების გამოვლენაც, რადგან მათ მარჩენალის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ სურთ. მართალია ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო თავშესაფრები არსებობს, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც მუშაობს ამ მიმართულებით, ყველა თავშესაფარი მსხვერპლებით სავსეა, მაგრამ ამ კუთხით მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ ხშირად ქალები უკან იხევენ და ისევ მოძალადეებთან ბრუნდებიან.

ელისო ამირეჯიბი, ოჯახში ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი:

"ასეთი შემთხვევები არც თუ იშვიათია, როცა მსხვერპლი ისევ მოძალადესთან ბრუნდება. ამის ყველაზე მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ მსხვერპლ ქალს უწევს ჭიდილი არამარტო მოძალადესთან, არამედ მის გარშემო მყოფებთან, მშობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, რომლებიც მუდმივად ეუბნებიან - "რა მოხდება აპატიე", "გამოსწორდება, ხომ ხედავ ბოდიში მოიხადა", "აწი ასე აღარ მოიქცევა". ასევე აშინებენ მას და ეუბნებიან, რომ ვერ შეძლებს მოძალადის გარეშე ცხოვრებას, რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს ქალები ცხოვრობენ მოძალადის საკუთრებაში.

ქალი რომ ოჯახდება, მიდის მეუღლის სახლში და იქ ცხოვრობს. შეიძლება ეს სახლი არც იყოს მეუღლის ქონება და იყოს მისი მშობლების სახელზე. ქალების დიდ ნაწილს არ აქვს განათლება, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება. მოძალადე ხშირად მსხვერპლს არ აძლევს მუშაობის, განათლების მიღების საშუალებას და ასე თვითშეფასებას უკნინებს. სულ იმას უჩიჩინებს, რომ მის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ეს გამჯდარი აქვს მსხვერპლს და ფიქრობს, რომ წავიდეს რა გააკეთოს. სამსახურს ვერ იშოვის, რადგან განათლება არ აქვს, მხარდამჭერი არ ჰყავს. ასეთი პრობლემებიდან იქმნება ბარიერები და თავს ვერ აღწევენ ძალადობრივ გარემოს. თუ მოძალადემ ბოდიში მოუხადა, ცემის შემდეგ საჩუქარი აჩუქა შესარიგებლად, ჰგონია, რომ მან ჭკუა ისწავლა, პოლიციაში გამოკითხეს, შეეშინდებოდა და ამას აწი არ გაიმეორებს, თუმცა ეს არის მითი, რომლის დანგრევას სამწუხაროდ წლები სჭირდება. მსხვერპლი წლების მერე ხვდება, რომ მოძალადის გამოსწორება არ შეიძლება.

- მოძალადე ვერ გამოსწორდება?

- მოძალადის გამოსწორება მხოლოდ ქცევის კორექციით არის შესაძლებელი. ისიც იმ შემთხვევაში თუ ჩაერთვება სარეაბილიტაციო პროგრამაში. სპეციალისტები ასწავლიან როგორ შეძლოს თავისი ბრაზის მართვა მაშინ, როცა გამოვლენა ეწყება ამ ძალადობრივი ქცევის.

- მსხვერპლმა ერთხელ თუ აპატია მოძალადეს და იხსნა პატიმრობისგან, ის არ გამოსწორდება? ჭკუას მაინც ვერ ისწავლის?

- მსხვერპლმა ერთხელ თუ აპატია, უნდა იცოდეს, რომ ის აუცილებლად იგივეს ჩაიდენს. როგორც კი დაინახავს მოძალადე რომ მსხვერპლმა უკან დაიხია, გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ისევ მოიპოვოს მსხვერპლზე ძალაუფლება, კონტროლი და მომენტალურად ეს ადამიანი იგივეს ჩაიდენს. მოძალადეს გააზრებული რომ ჰქონდეს ცუდად რომ იქცევა და მოძალადეა, ასე არ მოიქცეოდა. იყო ახლახანს შემთხვევა, მამაკაცი სისტემატურად სცემდა ცოლს, იმ დონეზე ძალადობდა, რომ მას დასჭირდა ოპერაციები მიყენებული ტრავმების გამო და ეს კაცი გაასამართლეს და ახლა ციხიდან უთვლის თავის ცოლს, არ მეგონა ასე თუ გამიმეტებდიო. ისევ სინდისზე აგდებს.

მსხვერპლებს ვეტყოდი, საკუთარი თავი შეიცოდონ იმის გამო, რომ ასეთ ადამიანთან უწევდათ ცხოვრება, არ შეურიგდნენ, თავად გაძლიერდნენ და არ ჩაიგდონ თავი ისევ ისეთ მდგომარეობაში.

თუ დანაშაული ჩადენილია, დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. ქალი დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას. ამის უნარი მათ შესწევთ. საბედნიეროდ ამის არაერთი მაგალითია. ძალიან ბედნიერი ვარ რომ თვალნათლივ ვხედავთ ჩვენი მუშაობის შედეგებს, ჩვენ ქალების გვერდზე ვდგავართ. მათ ვეუბნებით რა შეიძლება მოყვეს იმას, თუ ისინი უკან გადადგამენ ნაბიჯს და არ წავლენ წინ. თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და სხვის მაგივრად ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას.

- გქონიათ შემთხვევა, თავშესაფრიდან მსხვერპლი ისევ მოძალადესთან რომ დაბრუნდა?

- ბევრი მაგალითია ამის. ბევრს აკეთებ, ბევრს მუშაობ მსხვერპლთან, გგონია რომ გაქვს შედეგი, დარწმუნებული ხარ, რომ ამ ქალის ცხოვრება იმ კაცის გვერდზე არ შეიძლება და უცებ გეუბნება - მე მივხვდი რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი, არ მინდა შენი დახმარება და მე ვუბრუნდები ჩემს საყვარელ მეუღლეს. რამდენი გიწვალია და უცებ ყველაფერი წყალში გეყრება და გიჩნდება ბრაზი, მაგრამ ამის გვერდით მეორე გეუბნება: "მადლობა, შენ რომ არ ყოფილიყავი მე მკვდარი ვიქნებოდიო" და ეს გაძლევს ისევ ძალას რომ იბრძოლო და საქმე აკეთო. ყველა გადარჩენილი ცხოვრება და ფეხზე დამდგარი ქალი არის ყველაზე დიდი მოტივი, რომ აკეთო ეს საქმე. არასოდეს არ ვკიცხავ იმ ადამიანებს, რომლებიც ისევ უკან მიდიან, ვიცით, რომ რაღაც პერიოდის მერე ისევ მოვა ჩვენთან. ამიტომ ვცდილობთ უკან მოსასვლელი გზა დავუტოვოთ. ბევრი მათგანი ბრუნდება...

ქალმა მოძალადე ქმრისგან საბოლოოდ რომ დააღწიოს თავი, მანამდე 8-ჯერ, ან მეტჯერ უნდა მიიღოს სახლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. ამდენჯერ წამოვა, შეურიგდება და მერე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს არის სტატისტიკა, ასეთი სტატისტიკაა სხვა ქვეყნებშიც. მთავარი ისაა, რომ ადამიანი გრძნობდეს გვერდზე ვიღაც უდგას და მას აქვს პერსპექტივა ცხოვრებაში. ახლა განსაკუთრებული აქცენტები ამიტომაც კეთდება ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუ ქალმა ეკონომიკური სიძლიერე ვერ მოიპოვა, გაუჭირდება ბრძოლა. რადგან მას ბრძოლა უწევს არამარტო მოძალადესთან, არამედ მის ნათესავებთან, მეგობრებთან ძალიან დიდი ენერგია სჭირდება იმისთვის, რომ შეძლოს ამ ბრძოლაში გამარჯვება.

- სასამართლოში ხშირად ითხოვენ, რომ მოძალადე არ დაისაჯოს...

- დიახ, ასეა. ახლა შევურიგდიო ამბობენ, მაგრამ კანონით ყველა შემთხვევაში საქმეს მსვლელობა მიეცემა და ქალის ჩვენებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მოსამართლეზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს. კანონმდებლობით ყველაფერი განსაზღვრულია. ხშირად მსხვერპლები მოძალადეებთან ბრუნდებიან და მიზეზად ამბობენ იმას, რომ მათ წასასვლელი ფიზიკურად არ აქვთ. თუმცა, სახელმწიფო მათ სთავაზობს დახმარებას. არასრულწლოვან შვილებთან ერთად შეუძლიათ თავშესაფარში მივიდნენ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგის კონსულტაცია და იურიდიული დახმარება.

თავშესაფარში 3 თვეა პირის ყოფნის ვადა, მაგრამ კომისიის გადაწყვეტილებით კიდევ შეიძლება სამი თვე გადაუვადონ ეს ვადა. მსხვერპლთან მუშაობენ სოციალური მუშაკები, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ დასაქმება და დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ. გვაქვს ამის წარმატებული შემთხვევები, როცა ქალბატონებმა ეს შეძლეს.

თეა ხურცილავა

AMBEBI.GE

"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს

COVID-19 თვენახევრის ჩვილს დაუდასტურდა - ინფიცირებულია მამაც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომელია

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს