მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელსაქმე - ახალი მიგნება ანტისტრესულ თერაპიაში
ხელსაქმე - ახალი მიგნება ანტისტრესულ თერაპიაში

თქვენ ნამ­დვი­ლად იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ხართ, თუ პლედ­ში გახ­ვე­ულს, საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე სხვა­დას­ხვა ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა გიყ­ვართ. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებ­დეთ, რომ მხო­ლოდ ეს­თე­ტი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბას კი არ იღებთ, არა­მედ გო­ნე­ბას გან­ტვირ­თვა­ში, ნერ­ვებს დამ­შვი­დე­ბა­ში და სხე­ულს რე­ლაქ­სა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბით.

ექი­მე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ნე­ბის­მი­რი სა­ხის ხელ­საქ­მე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. მათ, ვინც ხელ­საქ­მით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე კარ­გად ეს­მით, რომ ხელ­საქ­მე გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა და მას ადა­მი­ა­ნის სრულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კომ­ფორ­ტამ­დე მიყ­ვა­ნა შე­უძ­ლია.

ხელ­საქ­მე ხელს უწყობს ნერ­ვი­უ­ლი სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბას, რაც ყო­ველ­დღი­უ­რად სტრე­სულ და ემო­ცი­ურ გა­რე­მო­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­ტვირ­თვის გარ­და, ხელ­საქ­მე ტვი­ნის მუ­შა­ო­ბა­ზეც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ხე­ლის­გუ­ლებ­ზე უამ­რა­ვი რე­ცეპ­ტო­რი მდე­ბა­რე­ობს. ამი­ტომ, ხელ­საქ­მე, თუნ­დაც, ქარ­გვის პრო­ცე­სი, ხელს უწყობს მათ სტი­მუ­ლი­რე­ბას, რაც სა­ბო­ლო­ოდ ტვი­ნის მოქ­მე­დე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. კრაფტ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ავი­თა­რებს ყუ­რა­დღე­ბას, მეხ­სი­ე­რე­ბას და მე­ტყვე­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­საც კი უწყობს ხელს.

ხელ­საქ­მის პრო­ცე­სი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. თუმ­ცა ის გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი ან­ტის­ტრე­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა ორ­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის მო­ზარ­დე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, უდი­დე­სი ად­გი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ურ მო­წყო­ბი­ლო­ბებს უკა­ვია, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. კრაფ­ტი ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია.

ხელ­საქ­მის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რომ ის ჩარ­ჩო­ებ­ში არ გსვამთ და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გთა­ვა­ზობთ. ამა­ში კი ხელ­საქ­მის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თებ­მაც უნდა შე­გი­წყონ ხელი. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე კრაფ­ტის გა­მორ­ჩე­ულ ას­ტორ­ტი­მენტს „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“ გთა­ვა­ზობთ. მა­ღა­ზია იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვან და ორი­გი­ნა­ლურ არ­ჩე­ვანს გთა­ვა­ზობთ, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კრაფ­ტერ­მა, მისი გე­მოვ­ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ატ­რი­ბუ­ტი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნოს.

არ იფიქ­როთ, რომ ამ ხელ­საქ­მით ვერ და­კავ­დე­ბით, თუ თქვენ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და უნარ-ჩვე­ვე­ბი არ გაქვთ. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" კრაფ­ტის გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით ამ შემ­თხვე­ვა­შიც და­გეხ­მა­რე­ბათ. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ეს­ტუმ­როთ "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ებს" სამ­შა­ბათს, ხუთ­შა­ბათ­სა და შა­ბათს და და­ეს­წროთ ხელ­საქ­მის გაკ­ვე­თი­ლებს უფ­რო­სე­ბის­თვის და ასე­ვე პა­ტა­რე­ბის­თვის, სა­დაც შე­გას­წავ­ლი­ან ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბას სწრა­ფად და მარ­ტი­ვად. ისი­ნი სა­ჭი­რო მა­სა­ლებს შე­გარ­ჩე­ვი­ნე­ბენ, თა­ნაც უფა­სოდ გას­წავ­ლი­ან, თუ რო­გორ და­ამ­ზა­დოთ სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ხელსაქმე - ახალი მიგნება ანტისტრესულ თერაპიაში

ხელსაქმე - ახალი მიგნება ანტისტრესულ თერაპიაში

თქვენ ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ხართ, თუ პლედში გახვეულს, საყვარელი მუსიკის ფონზე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადება გიყვართ. ამ დროს შეიძლება, ვერც კი აცნობიერებდეთ, რომ მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას კი არ იღებთ, არამედ გონებას განტვირთვაში, ნერვებს დამშვიდებაში და სხეულს რელაქსაციაში ეხმარებით.

ექიმები და ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ნებისმირი სახის ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე. მათ, ვინც ხელსაქმით არიან დაკავებული, ყველაზე კარგად ესმით, რომ ხელსაქმე განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და მას ადამიანის სრულ ფსიქოლოგიურ კომფორტამდე მიყვანა შეუძლია.

ხელსაქმე ხელს უწყობს ნერვიული სისტემის მოწესრიგებას, რაც ყოველდღიურად სტრესულ და ემოციურ გარემოში მომუშავეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიური განტვირთვის გარდა, ხელსაქმე ტვინის მუშაობაზეც დადებითად აისახება. ცნობილია, რომ ხელისგულებზე უამრავი რეცეპტორი მდებარეობს. ამიტომ, ხელსაქმე, თუნდაც, ქარგვის პროცესი, ხელს უწყობს მათ სტიმულირებას, რაც საბოლოოდ ტვინის მოქმედებაზე აისახება. კრაფტზე მუშაობის პროცესი ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას და მეტყველების გაუმჯობესებასაც კი უწყობს ხელს.

ხელსაქმის პროცესი დადებითად მოქმედებს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა ის განსაკუთრებით კარგი ანტისტრესული საშუალებაა ორსული ქალბატონებისთვის.

21-ე საუკუნეში, როდესაც ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის მოზარდებისა და ბავშვების ცხოვრებაში, უდიდესი ადგილი ტექნოლოგიურ მოწყობილობებს უკავია, ალტერნატიული შეთავაზებების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი აქტივობები, რომლებიც გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. კრაფტი ამ შემთხვევაშიც საუკეთესო არჩევანია.

ხელსაქმის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის ჩარჩოებში არ გსვამთ და მრავალფეროვანი ნივთების დამზადების შესაძლებლობას გთავაზობთ. ამაში კი ხელსაქმისთვის საჭირო ნივთებმაც უნდა შეგიწყონ ხელი. ქართულ ბაზარზე კრაფტის გამორჩეულ ასტორტიმენტს „ბიბლუსი გალერეა“ გთავაზობთ. მაღაზია იმდენად მრავალფეროვან და ორიგინალურ არჩევანს გთავაზობთ, რომ წარმოუდგენელია კრაფტერმა, მისი გემოვნებისა და სურვილების მიუხედავად, მისთვის სასურველი ატრიბუტი ვერ აღმოაჩინოს.

არ იფიქროთ, რომ ამ ხელსაქმით ვერ დაკავდებით, თუ თქვენ მუშაობის გამოცდილება და უნარ-ჩვევები არ გაქვთ. "ბიბლუსი გალერეა" კრაფტის გამოცდილი სპეციალისტებით ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ "ბიბლუსი გალერეებს" სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს და დაესწროთ ხელსაქმის გაკვეთილებს უფროსებისთვის და ასევე პატარებისთვის, სადაც შეგასწავლიან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას სწრაფად და მარტივად. ისინი საჭირო მასალებს შეგარჩევინებენ, თანაც უფასოდ გასწავლიან, თუ როგორ დაამზადოთ სასურველი ნივთი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი