სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი" - გაუპატიურების მსხვერპლი 22 წლის გოგონას უმძიმესი ისტორია
"შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი" - გაუპატიურების მსხვერპლი 22 წლის გოგონას უმძიმესი ისტორია

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 22 წლის სა­ლო­მე ზან­დუ­კე­ლის ის­ტო­რი­ას. ახალ­გაზ­რდა ქალი შემ­ზა­რავ ამ­ბავს ყვე­ბა - რო­გორ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა ორი წლის წინ ორმა მო­ძა­ლა­დემ, რო­გორ შეძ­ლო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლმა ამ ტკი­ვილ­თან ბრძო­ლა და ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბა:

რა მოხ­და ქუ­ჩა­ში

"ზუს­ტად ორი წლის წინ, 2016 წლის 20 თე­ბერ­ვალს მოხ­და ეს ამ­ბა­ვი. ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და სამ­სა­ხუ­რი, პა­რა­ლე­ლუ­რად ბავ­შვებს ვამ­ზა­დებ­დი ინ­გლი­სურ­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში, ამი­ტომ სა­ღა­მო­ო­ბით გვი­ან ქავ­თა­რა­ძი­დან სო­ლო­ლაკ­ში მი­წევ­და ხოლ­მე წას­ვლა, ღამე კი, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ა­თის­თვის დიღ­მის მა­სივ­ში, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა. იმ დღე­საც, დი­დუ­ბის მეტ­რო­დან სახ­ლამ­დე ფე­ხით გა­დავ­წყვი­ტე წას­ვლა, რად­გან ტაქ­სის­თვის ფუ­ლის მი­ცე­მა და­მე­ნა­ნა და ვი­ფიქ­რე ფე­ხით ჩა­მო­ვი­დო­დი, მი­თუ­მე­ტეს შიში არ მქო­ნია, რად­გან აქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე.

სახ­ლის­კენ რომ მივ­დი­ო­დი, გზად ვი­ღაც ტიპი ამე­კი­და - სა­ხელს მე­კი­თხე­ბო­და. რა თქმა უნდა, არა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და. გად­მო­ვი­ა­რე ხიდი და უკვე გამ­გე­ო­ბას­თან ვი­ყა­ვი, რო­დე­საც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი მო­მა­ძა­ხა. ძა­ლი­ან გავმწარ­დი და მეც ასე­ვე ვუ­პა­სუ­ხე. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ვი­ნა­ხე, ვი­ღაც ორ სხვა ბი­ჭთან ერ­თად მომ­ყვე­ბო­და უკან. ერთი ძა­ლი­ან პა­ტა­რა ბავ­შვი იყო, მე­ო­რე - და­ახ­ლო­ე­ბით, 15-16 წლის იქ­ნე­ბო­და. და­მი­ჭი­რეს. ყვი­რი­ლი იმ შუ­ა­ღა­მით არა­ვის გა­უ­გია.

და­მი­ჭი­რეს და ჩა­მათ­რი­ეს გამ­გე­ო­ბის უკან, ნაძვნარ­ში. გა­მა­უ­პა­ტი­უ­რეს. ერთ მო­მენ­ტში ქვას მივ­წვდი და ვე­ცა­დე ბი­ჭის­თვის ჩა­მერ­ტყა. რო­გორც მერე გა­ვი­გე, ას­ცდა. ამის შემ­დეგ ის ჩემს დახ­რჩო­ბას ცდი­ლობ­და. შეგ­რძნე­ბა მახ­სოვს, ისე მი­ჭერ­და ხე­ლებს, რომ მი­წა­ში თავ­ჩარ­გუ­ლი, მი­წით ვსუნ­თქავ­დი. რომ ამ­ბო­ბენ, სიკ­ვდი­ლის წინ ყვე­ლა­ფე­რი თვალ­წინ გა­გირ­ბენ­სო, ზუს­ტად ეგ გა­ვი­ა­რე. არც მი­ფიქ­რია, რომ სას­წა­უ­ლი მოხ­დე­ბო­და და გა­დავ­რჩე­ბო­დი. ამ ყვე­ლა­ფერს იმ პა­ტა­რა ბავ­შვს აყუ­რე­ბი­ნებ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, თან­ხა რაც მქონ­და წა­მარ­თვეს, გამ­ძარ­ცვეს და წა­ვიდ­ნენ.

წა­მოვ­დე­ქი და იმ წამ­სვე პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვე­დი. პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა გამ­გე­ო­ბას­თან ახლო მან­ძილ­ზეა. რომ მი­ვე­დი, კაბა ჩა­მო­ხე­უ­ლი მქონ­და, სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, სა­შინ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა რომ შემ­ხე­დეს, არ და­მი­ჯე­რეს, არ გავ­ხარ შენ სახ­ლის გო­გო­სო. ძა­ლი­ან გავმწარ­დი, ყვი­რი­ლი და­ვი­წყე, წა­ვი­დეთ იმ ად­გი­ლას და ვნა­ხოთ რა და რო­გორ მოხ­და-მეთ­ქი.

ად­გილ­ზე მის­ვლი­სას ნა­ხეს, რომ ჩემი ნივ­თე­ბი ეყა­რა, ტრუ­სიც იქ იყო დაგ­დე­ბუ­ლი. ამის ნახ­ვი­სას ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა მი­თხრა, ახალ­გაზ­რდა გოგო ხარ, რად გინ­და ამის გახ­მა­უ­რე­ბა და თქმა, ცხოვ­რე­ბას გა­ი­ფუ­ჭე­ბო. ამის თქმა და ჩემი ღრი­ა­ლი ერთი იყო. რას ამ­ბობ, ეს რო­გორ უნდა დავ­მა­ლო-თქო - ვუყ­ვი­რო­დი. ყვე­ლა ელო­და, რომ უნდა მე­ტი­რა, მექ­ვი­თი­ნა და დას­წავ­ლუ­ლი ქცე­ვა მქო­ნო­და, მაგ­რამ არ მე­ტი­რე­ბო­და. ბრა­ზი მახ­რჩობ­და.

სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე აღიძ­რა. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მა­ლე­ვე იპო­ვეს. შემ­დეგ უკვე დე­ტექ­ტი­ვებ­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ისი­ნი კი უკეთ მე­პყრო­ბოდ­ნენ და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც სხვა იყო. ერთ-ერ­თმა დე­ტექ­ტივ­მა თა­ვი­სი მო­ბი­ლუ­რიც კი მა­თხო­ვა, რო­მე­ლიც დღემ­დე სახ­ლში მაქვს, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ჩემი ნივ­თი, ბა­რა­თე­ბი, ტან­საც­მე­ლი და მო­ბი­ლუ­რი ნივთმტკი­ცე­ბე­ბად იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. 10 წლის ბავ­შვი არ და­უ­ჭე­რი­ათ, ის ორი ტიპი და­ი­ჭი­რეს. არას­რულ­წლო­ვანს 6 წელი, უფ­როსს კი 13 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მო­სა­მარ­თლე, რა თქმა უნდა, ქალი იყო.

სა­სა­მარ­თლო

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, ეს 15 წლის ბიჭი მა­თხო­ვა­რი იყო, მე­ო­რე ასა­კით უფ­როს კაცს კი ცოლი და სამი შვი­ლი ჰყავ­და. უფ­რო­სი ბო­ლომ­დე არ აღი­ა­რებ­და, რომ გა­მა­უ­პა­ტი­უ­რა და მას მხარს მისი ქალი ად­ვო­კა­ტიც უჭერ­და, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სო­ლი­და­რო­ბა და სენ­სი­ტი­უ­რო­ბა არ გა­მო­უ­ჩე­ნია ამ ამ­ბის მი­მართ, არას­რულ­წლო­ვან ბიჭ­ზე სრუ­ლი უმ­წე­ო­ბი­სა და სა­ცო­და­ო­ბის გან­ცდა მქონ­და, რად­გან წერა-კი­თხვა, სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი არ იცო­და. სა­კუ­თა­რი თა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ვერ ახ­დენ­და. ხელ­მო­წე­რის ად­გი­ლას ჯვრებს სვამ­და. მას­თან რო­გორ უნდა მე­კა­მა­თა სა­ერ­თოდ. ვფიქ­რობ, დას­ჯას­თან ერ­თად სხვა პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც უნდა არ­სე­ბობ­დეს. იჯ­დე­ბა 6 წელი ცი­ხე­ში, გა­მო­ვა და მერე რა მოხ­დე­ბა? იქ­ნებ, შუ­რის­ძი­ე­ბა გა­დაწ­ვი­ტოს? და თუ ასე მოხ­და, სად უნდა და­ვე­მა­ლო?

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო იყო, რომ მოწ­მეც მე ვი­ყა­ვი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც. ასე­ვე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბად არ ით­ვლე­ბა ის ქმე­დე­ბა, თუ უშუ­ა­ლო პე­ნეტ­რა­ცია არ მოხ­და. ამი­ტომ, პრო­ცეს­ზე კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა, როცა ამ ყვე­ლა­ფერს უცხო ხალ­ხთან ლა­მის სან­ტი­მეტ­რე­ბით ამ­ტკი­ცებ. პრო­ცე­სებ­ზე დას­წრე­ბა სულ მინ­დო­და, მაგ­რამ არა­ვინ მაფრ­თხი­ლებ­და ხოლ­მე, რო­დის იმარ­თე­ბო­და, დრო თუ იც­ვლე­ბო­და და ა.შ.

არას­რულ­წლოვ­ნის პრო­ცეს­ზე არ შე­მიშ­ვეს, და­ხუ­რუ­ლი სხდო­მა იყო, თურ­მე. იმ უფ­რო­სი კა­ცის ოჯახ­მა კი შე­მო­მით­ვა­ლა, სა­ჩი­ვა­რი გა­მო­ი­ტა­ნე და ცო­ლად მო­გიყ­ვან­სო. რო­დე­საც სა­სა­მარ­თლომ სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ამ ტიპს 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, მისი ცოლი შე­ნო­ბა­ში და­მე­დევ­ნა და თმებ­ში მწვდა, ცემა და­მი­წყო.

ორ­სუ­ლო­ბა

ერთი თვის თავ­ზე მადა, მგრძნო­ბე­ლო­ბა მო­მე­მა­ტა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. ეს სა­ერ­თოდ შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. ბავ­შვის და­ტო­ვე­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ რომც მე­ფიქ­რა, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­გან იმ­ხე­ლა წნე­ხი მო­დი­ო­და, რომ ამას ვერ შევ­ძლებ­დი, ვერ გავ­ბე­დავ­დი. მახ­სოვს, ახ­ლო­ბე­ლი, ასა­კით დიდი ქალი, მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და მკი­თხა: რა გინ­და, ნა­ბიჭ­ვა­რი უნდა გა­ზარ­დოო?

აბორ­ტი გა­ვი­კე­თე. ყვე­ლა­ფერს ის ფაქ­ტიც აფუ­ჭებ­და, რომ ჩემი ყვე­ლა ბა­რა­თი, სა­დაც თან­ხა მქონ­და და­რი­ცხუ­ლი, პო­ლი­ცი­ა­ში იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად ისე­თი დღე­ე­ბიც ყო­ფი­ლა, რომ სახ­ლში საჭ­მე­ლიც არ გვქო­ნია. რომ არა ჩემი ნა­თე­სა­ვი, რო­მე­ლიც ფუ­ლით და­მეხ­მა­რა, არ ვიცი რა მოხ­დე­ბო­და. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ სა­ხელ­მწი­ფო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, აბორ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, თან­ხით უნდა ეხ­მა­რე­ბო­დეს.

მახ­სოვს, ჩემი ამ­ბა­ვი სტა­ტუ­სად დავ­წე­რე ფე­ის­ბუქ­ზე, რად­გან ამა­ზე ლა­პა­რა­კი მჭირ­დე­ბო­და. ვფიქ­რობ, ქა­ლე­ბი ასეთ ის­ტო­რი­ებს არ უნდა მა­ლავ­დნენ და მუდ­მი­ვად უნდა ლა­პა­რა­კობ­დნენ მსგავ­სი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ. სტა­ტუ­სი “ჟურ­ნა­ლის­ტმა” ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ ნახა ფე­ის­ბუქ­ზე და ჩემი ის­ტო­რია, მა­ინც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე უარს ვუ­ცხა­დებ­დი. სტა­ტი­ას ფოტო ედო, რო­მელ­ზეც სიბ­ნე­ლე­ში მჯდა­რი, თავ­ჩა­ქინ­დრუ­ლი გოგო იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ა­ში ვუ­ჩივ­ლე და 6 მუხ­ლი­დან 5-ში მო­ვუ­გე.

დედა

რო­დე­საც ეს ამ­ბე­ბი მოხ­და, მე და დედა ვცხოვ­რობ­დით მარ­ტო სახ­ლში. დე­დას 5 წელი ალ­ცჰა­ი­მე­რი სჭირ­და. სა­ნამ დი­აგ­ნოზს და­უს­ვამ­დნენ, სულ კონ­ფლიქ­ტი გვქონ­და, რად­გან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვე­ბი ჰქონ­და, მე კი ვერ ვხვდე­ბო­დით თა­ვი­დან რა იყო ეს. ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ გავ­ლა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან გვი­ყუ­რებ­დნენ. სუ­რა­თე­ბი ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, მა­მას და­წე­რი­ლი ხა­ტე­ბი კი რა­ღა­ცებს პა­რავ­დნენ.

ხში­რად, სა­ა­თო­ბით სარ­კე­ში ელა­პა­რა­კობ­და სა­კუ­თარ თავს. ერთხელ, მე­ზო­ბელ­თან წყა­ლი ჩა­უშ­ვა, მე ამ დროს არ ვი­ყა­ვი სახ­ლში, ჩემი არ­ყოფ­ნი­სას კი ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სწო­რედ იქ გა­ვი­გე, რომ ალ­ცჰა­ი­მე­რი ჰქონ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ და კი­დევ უფრო ალო­გი­კუ­რი გახ­და მისი ქცე­ვე­ბი, თუმ­ცა მისი სახ­ლში მარ­ტო და­ტო­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან სა­კუ­თარ თავს არა­ფერს და­უ­შა­ვებ­და, სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბე­ბი სულ და­კარ­გა, თუმ­ცა უფრო გუ­ლუბ­რყვი­ლო და საყ­ვა­რე­ლი გახ­და.

იმ ღა­მეს, რო­დე­საც გა­მა­უ­პა­ტი­უ­რეს, სახ­ლში მი­ვე­დი, აბა­ზა­ნა­ში შე­ვე­დი, ვი­ბან­დი. დედა შე­მო­ვი­და და ნახა, სულ სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და და­ლურ­ჯე­ბე­ბი რომ მქონ­და. მკი­თხა რა მოხ­დაო. მეც ავ­დე­ქი და ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვი. დიდ­ხანს იტი­რა, ერთ სა­ათ­ში კი თა­ვი­დან მკი­თხა: რა მო­გი­ვი­და, ქუ­ჩა­ში ჰო არ და­ე­ციო.

დედა ცო­ტახ­ნის წინ კო­მა­ში ჩა­ვარ­და და ორი თვე გა­ა­ტა­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ერთი კვი­რის წინ კი გარ­და­იც­ვა­ლა.

ხალ­ხი

ის, რაც თავს გა­დამ­ხდა, არ და­მი­მა­ლავს. ყვე­ლას მო­ვუ­ყე­ვი რაც მოხ­და. გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ქა­ლის­გან მო­ვის­მი­ნე ჩუ­მად ნათ­ქვა­მი იგი­ვე ამ­ბე­ბი. ქა­ლე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც მა­შინ დუ­მი­ლი ამ­ჯო­ბი­ნეს, ან მო­ძა­ლა­დე­ზე და­ა­ქორ­წი­ნეს. ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­ვი­გე, რომ მსგავ­სი ჰქონ­დათ გა­მოვ­ლი­ლი, ვის­ზეც ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცი­ე­ბი იყო: მე­გობ­რე­ბი სულ გვერ­დში მყავ­დნენ, მო­დი­ოდ­ნენ და ისე ხდე­ბო­და, რომ სულ ისი­ნი ტი­როდ­ნენ ჩემს ამ­ბავ­ზე, მე კი ვამ­შვი­დებ­დი. სამ­სა­ხურ­შიც დავ­დი­ო­დი, სა­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მყავს და მო­ვა­ლე­ო­ბის გან­ცდამ ბევ­რი ცუდი რა­ღა­ცის­გან მიხ­სნა. იმ პე­რი­ოდ­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და, რო­მელ­მაც მი­თხრა, შენს ად­გი­ლას თავს მო­ვიკ­ლავ­დიო. ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გა­და­სა­ტა­ნი იყო ჩემ­თვის. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ და­მა­და­ნა­შა­უ­ლა, ჰო გაფრ­თხი­ლებ­დი პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი გე­ყი­და და იმით გევ­ლო, თავს მა­ინც და­ი­ცავ­დიო.

ზოგი ახ­ლო­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, არა­ვის უთხრა ეს ამ­ბა­ვი, თავს ნუ გა­ი­უ­ბე­დუ­რე­ბო. ამის მთქმე­ლებს ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვუღ­რი­ა­ლებ­დი, რო­გორ მი­ბე­დავთ ამის თქმას სა­ერ­თოდ-თქო. სა­ო­ცა­რია, კი­დევ აქეთ უნდა იდა­ნა­შა­უ­ლებ­დე თურ­მე თავს და კი­დევ აქეთ უნდა გრცხვე­ნო­დეს. რა გა­მო­დის, რომ ისევ მე ვარ დამ­ნა­შა­ვე? კულ­ტუ­რა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბულ ქალს ნა­მუ­სახ­დილს უწო­დე­ბენ, თით­ქოს კი­დევ შენ არ გაქვს ნა­მუ­სი და არა მო­ძა­ლა­დეს. არც ამ ამ­ბის შემ­დეგ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ქა­ლის მო­დე­ლი არ­სე­ბობს. ყვე­ლა მათ­გა­ნი ან თავს იკ­ლავს ან ცხოვ­რე­ბა ენგრე­ვა. არა­და ჩემი თა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლო, იბ­რძო­ლო და გა­დარ­ჩე. ბრძო­ლა ბევ­რი და ხან­გრძლი­ვი იყო. დეპ­რე­სი­ას­თან, უძი­ლო­ბას­თან, სა­ში­ნელ სიზ­მრებ­თან გამ­კლა­ვე­ბა დღემ­დე მი­წევს. მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, რომ მსხვერ­პლი კი არა, გა­დარ­ჩე­ნი­ლი ვარ“

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი" - გაუპატიურების მსხვერპლი 22 წლის გოგონას უმძიმესი ისტორია

"შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი" - გაუპატიურების მსხვერპლი 22 წლის გოგონას უმძიმესი ისტორია

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 22 წლის სალომე ზანდუკელის ისტორიას. ახალგაზრდა ქალი შემზარავ ამბავს ყვება - როგორ გააუპატიურა ორი წლის წინ ორმა მოძალადემ, როგორ შეძლო ძალადობის მსხვერპლმა ამ ტკივილთან ბრძოლა და ცხოვრების თავიდან დაწყება:

რა მოხდა ქუჩაში

"ზუსტად ორი წლის წინ, 2016 წლის 20 თებერვალს მოხდა ეს ამბავი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური, პარალელურად ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურსა და მათემატიკაში, ამიტომ საღამოობით გვიან ქავთარაძიდან სოლოლაკში მიწევდა ხოლმე წასვლა, ღამე კი, დაახლოებით 12 საათისთვის დიღმის მასივში, სახლში დაბრუნება. იმ დღესაც, დიდუბის მეტროდან სახლამდე ფეხით გადავწყვიტე წასვლა, რადგან ტაქსისთვის ფულის მიცემა დამენანა და ვიფიქრე ფეხით ჩამოვიდოდი, მითუმეტეს შიში არ მქონია, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე.

სახლისკენ რომ მივდიოდი, გზად ვიღაც ტიპი ამეკიდა - სახელს მეკითხებოდა. რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. გადმოვიარე ხიდი და უკვე გამგეობასთან ვიყავი, როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვები მომაძახა. ძალიან გავმწარდი და მეც ასევე ვუპასუხე. რამდენიმე წუთში დავინახე, ვიღაც ორ სხვა ბიჭთან ერთად მომყვებოდა უკან. ერთი ძალიან პატარა ბავშვი იყო, მეორე - დაახლოებით, 15-16 წლის იქნებოდა. დამიჭირეს. ყვირილი იმ შუაღამით არავის გაუგია.

დამიჭირეს და ჩამათრიეს გამგეობის უკან, ნაძვნარში. გამაუპატიურეს. ერთ მომენტში ქვას მივწვდი და ვეცადე ბიჭისთვის ჩამერტყა. როგორც მერე გავიგე, ასცდა. ამის შემდეგ ის ჩემს დახრჩობას ცდილობდა. შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი. რომ ამბობენ, სიკვდილის წინ ყველაფერი თვალწინ გაგირბენსო, ზუსტად ეგ გავიარე. არც მიფიქრია, რომ სასწაული მოხდებოდა და გადავრჩებოდი. ამ ყველაფერს იმ პატარა ბავშვს აყურებინებდნენ. საბოლოოდ, თანხა რაც მქონდა წამართვეს, გამძარცვეს და წავიდნენ.

წამოვდექი და იმ წამსვე პოლიციაში წავედი. პოლიციის შენობა გამგეობასთან ახლო მანძილზეა. რომ მივედი, კაბა ჩამოხეული მქონდა, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, საშინლად გამოვიყურებოდი. პოლიციელებმა რომ შემხედეს, არ დამიჯერეს, არ გავხარ შენ სახლის გოგოსო. ძალიან გავმწარდი, ყვირილი დავიწყე, წავიდეთ იმ ადგილას და ვნახოთ რა და როგორ მოხდა-მეთქი.

ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ჩემი ნივთები ეყარა, ტრუსიც იქ იყო დაგდებული. ამის ნახვისას ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ამის გახმაურება და თქმა, ცხოვრებას გაიფუჭებო. ამის თქმა და ჩემი ღრიალი ერთი იყო. რას ამბობ, ეს როგორ უნდა დავმალო-თქო - ვუყვიროდი. ყველა ელოდა, რომ უნდა მეტირა, მექვითინა და დასწავლული ქცევა მქონოდა, მაგრამ არ მეტირებოდა. ბრაზი მახრჩობდა.

საბოლოოდ, საქმე აღიძრა. დამნაშავეები მალევე იპოვეს. შემდეგ უკვე დეტექტივებთან მქონდა ურთიერთობა, ისინი კი უკეთ მეპყრობოდნენ და დამოკიდებულებაც სხვა იყო. ერთ-ერთმა დეტექტივმა თავისი მობილურიც კი მათხოვა, რომელიც დღემდე სახლში მაქვს, რადგან იმ პერიოდში ყველა ჩემი ნივთი, ბარათები, ტანსაცმელი და მობილური ნივთმტკიცებებად იყო გამოყენებული. 10 წლის ბავშვი არ დაუჭერიათ, ის ორი ტიპი დაიჭირეს. არასრულწლოვანს 6 წელი, უფროსს კი 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე, რა თქმა უნდა, ქალი იყო.

სასამართლო

როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს 15 წლის ბიჭი მათხოვარი იყო, მეორე ასაკით უფროს კაცს კი ცოლი და სამი შვილი ჰყავდა. უფროსი ბოლომდე არ აღიარებდა, რომ გამაუპატიურა და მას მხარს მისი ქალი ადვოკატიც უჭერდა, რომელსაც არანაირი სოლიდარობა და სენსიტიურობა არ გამოუჩენია ამ ამბის მიმართ, არასრულწლოვან ბიჭზე სრული უმწეობისა და საცოდაობის განცდა მქონდა, რადგან წერა-კითხვა, საკუთარი დაბადების თარიღი არ იცოდა. საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენდა. ხელმოწერის ადგილას ჯვრებს სვამდა. მასთან როგორ უნდა მეკამათა საერთოდ. ვფიქრობ, დასჯასთან ერთად სხვა პრევენციის საშუალებებიც უნდა არსებობდეს. იჯდება 6 წელი ციხეში, გამოვა და მერე რა მოხდება? იქნებ, შურისძიება გადაწვიტოს? და თუ ასე მოხდა, სად უნდა დავემალო?

სასამართლო პროცესებზე ძალიან უსიამოვნო იყო, რომ მოწმეც მე ვიყავი და დაზარალებულიც. ასევე გაუპატიურებად არ ითვლება ის ქმედება, თუ უშუალო პენეტრაცია არ მოხდა. ამიტომ, პროცესზე კომიკური სიტუაცია იქმნება, როცა ამ ყველაფერს უცხო ხალხთან ლამის სანტიმეტრებით ამტკიცებ. პროცესებზე დასწრება სულ მინდოდა, მაგრამ არავინ მაფრთხილებდა ხოლმე, როდის იმართებოდა, დრო თუ იცვლებოდა და ა.შ.

არასრულწლოვნის პროცესზე არ შემიშვეს, დახურული სხდომა იყო, თურმე. იმ უფროსი კაცის ოჯახმა კი შემომითვალა, საჩივარი გამოიტანე და ცოლად მოგიყვანსო. როდესაც სასამართლომ საბოლოოდ გამოაცხადა, რომ ამ ტიპს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მისი ცოლი შენობაში დამედევნა და თმებში მწვდა, ცემა დამიწყო.

ორსულობა

ერთი თვის თავზე მადა, მგრძნობელობა მომემატა. აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. ეს საერთოდ შოკისმომგვრელი იყო. ბავშვის დატოვებაზე არ მიფიქრია, მაგრამ რომც მეფიქრა, გარშემომყოფებისგან იმხელა წნეხი მოდიოდა, რომ ამას ვერ შევძლებდი, ვერ გავბედავდი. მახსოვს, ახლობელი, ასაკით დიდი ქალი, მელაპარაკებოდა და მკითხა: რა გინდა, ნაბიჭვარი უნდა გაზარდოო?

აბორტი გავიკეთე. ყველაფერს ის ფაქტიც აფუჭებდა, რომ ჩემი ყველა ბარათი, სადაც თანხა მქონდა დარიცხული, პოლიციაში იყო. ფაქტობრივად ისეთი დღეებიც ყოფილა, რომ სახლში საჭმელიც არ გვქონია. რომ არა ჩემი ნათესავი, რომელიც ფულით დამეხმარა, არ ვიცი რა მოხდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გაუპატიურებით დაზარალებულებს, აბორტის შემთხვევაში, თანხით უნდა ეხმარებოდეს.

მახსოვს, ჩემი ამბავი სტატუსად დავწერე ფეისბუქზე, რადგან ამაზე ლაპარაკი მჭირდებოდა. ვფიქრობ, ქალები ასეთ ისტორიებს არ უნდა მალავდნენ და მუდმივად უნდა ლაპარაკობდნენ მსგავსი ამბების შესახებ. სტატუსი “ჟურნალისტმა” ირაკლი მამალაძემ ნახა ფეისბუქზე და ჩემი ისტორია, მაინც გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალში გამოქვეყნებაზე უარს ვუცხადებდი. სტატიას ფოტო ედო, რომელზეც სიბნელეში მჯდარი, თავჩაქინდრული გოგო იყო გამოსახული. ირაკლი მამალაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ვუჩივლე და 6 მუხლიდან 5-ში მოვუგე.

დედა

როდესაც ეს ამბები მოხდა, მე და დედა ვცხოვრობდით მარტო სახლში. დედას 5 წელი ალცჰაიმერი სჭირდა. სანამ დიაგნოზს დაუსვამდნენ, სულ კონფლიქტი გვქონდა, რადგან არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, მე კი ვერ ვხვდებოდით თავიდან რა იყო ეს. ტელევიზორის წინ გავლა არ შეიძლებოდა, რადგან ტელევიზორიდან გვიყურებდნენ. სურათები ელაპარაკებოდნენ, მამას დაწერილი ხატები კი რაღაცებს პარავდნენ.

ხშირად, საათობით სარკეში ელაპარაკობდა საკუთარ თავს. ერთხელ, მეზობელთან წყალი ჩაუშვა, მე ამ დროს არ ვიყავი სახლში, ჩემი არყოფნისას კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. სწორედ იქ გავიგე, რომ ალცჰაიმერი ჰქონდა. დროთა განმავლობაში კიდევ და კიდევ უფრო ალოგიკური გახდა მისი ქცევები, თუმცა მისი სახლში მარტო დატოვება შეიძლებოდა, რადგან საკუთარ თავს არაფერს დაუშავებდა, საკუთარი ხასიათის თვისებები სულ დაკარგა, თუმცა უფრო გულუბრყვილო და საყვარელი გახდა.

იმ ღამეს, როდესაც გამაუპატიურეს, სახლში მივედი, აბაზანაში შევედი, ვიბანდი. დედა შემოვიდა და ნახა, სულ სისხლჩაქცევები და დალურჯებები რომ მქონდა. მკითხა რა მოხდაო. მეც ავდექი და ყველაფერი მოვუყევი. დიდხანს იტირა, ერთ საათში კი თავიდან მკითხა: რა მოგივიდა, ქუჩაში ჰო არ დაეციო.

დედა ცოტახნის წინ კომაში ჩავარდა და ორი თვე გაატარა საავადმყოფოში. ერთი კვირის წინ კი გარდაიცვალა.

ხალხი

ის, რაც თავს გადამხდა, არ დამიმალავს. ყველას მოვუყევი რაც მოხდა. გაოცებული დავრჩი, როდესაც ძალიან ბევრი ქალისგან მოვისმინე ჩუმად ნათქვამი იგივე ამბები. ქალებისგან, რომლებმაც მაშინ დუმილი ამჯობინეს, ან მოძალადეზე დააქორწინეს. ისეთ ადამიანებზე გავიგე, რომ მსგავსი ჰქონდათ გამოვლილი, ვისზეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები იყო: მეგობრები სულ გვერდში მყავდნენ, მოდიოდნენ და ისე ხდებოდა, რომ სულ ისინი ტიროდნენ ჩემს ამბავზე, მე კი ვამშვიდებდი. სამსახურშიც დავდიოდი, სადაც არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს და მოვალეობის განცდამ ბევრი ცუდი რაღაცისგან მიხსნა. იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა, რომელმაც მითხრა, შენს ადგილას თავს მოვიკლავდიო. ეს ალბათ ყველაზე საშინელი გადასატანი იყო ჩემთვის. ამას ისიც დაემატა, რომ დამადანაშაულა, ჰო გაფრთხილებდი პნევმატური იარაღი გეყიდა და იმით გევლო, თავს მაინც დაიცავდიო.

ზოგი ახლობელი მეუბნებოდა, არავის უთხრა ეს ამბავი, თავს ნუ გაიუბედურებო. ამის მთქმელებს ძალიან გაბრაზებული ვუღრიალებდი, როგორ მიბედავთ ამის თქმას საერთოდ-თქო. საოცარია, კიდევ აქეთ უნდა იდანაშაულებდე თურმე თავს და კიდევ აქეთ უნდა გრცხვენოდეს. რა გამოდის, რომ ისევ მე ვარ დამნაშავე? კულტურასა და ლიტერატურაშიც გაუპატიურებულ ქალს ნამუსახდილს უწოდებენ, თითქოს კიდევ შენ არ გაქვს ნამუსი და არა მოძალადეს. არც ამ ამბის შემდეგ რეალიზებული ქალის მოდელი არსებობს. ყველა მათგანი ან თავს იკლავს ან ცხოვრება ენგრევა. არადა ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცი, რომ ყველაფერი შეიძლება გააგრძელო, იბრძოლო და გადარჩე. ბრძოლა ბევრი და ხანგრძლივი იყო. დეპრესიასთან, უძილობასთან, საშინელ სიზმრებთან გამკლავება დღემდე მიწევს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მსხვერპლი კი არა, გადარჩენილი ვარ“

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"მისთვის "მამა" არასდროს დამიძახია, იგი ჩემი "ნოდო" იყო..." - შვილის ემოციური პოსტი ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე

"საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება... სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს" - ზურა შევარდნაძე შეზღუდვების გამო გადადებულ ქორწილზე

"კონცერტები უქმდება? ჩვენ რა ვქნათ? არასოდეს არავინ ჩვენზე რატომ არ ფიქრობს?" - რას წერს თიკა ჯამბურია ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ