სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო ელისაშვილი "სითი პარკზე" - კარგია, რომ მიჯერებს კახა კალაძე, რაშიც არ მიჯერებს, ყველაფერზე ცხვირს იმტვრევს
ალეკო ელისაშვილი "სითი პარკზე" - კარგია, რომ მიჯერებს კახა კალაძე, რაშიც არ მიჯერებს, ყველაფერზე ცხვირს იმტვრევს

ვფიქ­რობ, ეს სი­ნამ­დვი­ლე­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ რო­გორ­ღაც გა­მოძ­ვრეს კახა კა­ლა­ძე ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის­თვის 30 000 ლა­რის გა­დახ­დის სა­კი­თხი­დან. ამის გა­და­ფარ­ვის ამ­ბა­ვი იყო, რა­ზეც პი­რა­დად მე და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც ვე­ლით პა­სუხს, რა­ტომ ჩა­უ­რი­ცხა 30 000 ლარი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს, – ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფილ­მა კან­დი­დატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ კომ­პა­ნია „სითი პარკთან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის სა­კი­თხი შე­ა­ფა­სა.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი მი­ე­სალ­მე­ბა „სითი პარკთან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტას, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის სა­ნაც­ვლოდ თბი­ლი­სის მე­რი­ას კომ­პა­ნია „სითი პარ­კის­თვის“ 25 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევს.

„კარ­გია, რომ მი­ჯე­რებს კახა კა­ლა­ძე. ალ­ბათ, კარ­გად გახ­სოვთ, როცა ვამ­ბობ­დი იმას, რომ ჯა­რი­მის გა­დახ­დას ვერ ავ­ცდე­ბით, თუმ­ცა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ თა­ვად კახა კა­ლა­ძეც ამ­ბობ­და, რომ ვერ აყ­ვე­ბო­და ზო­გი­ერ­თი პო­პუ­ლის­ტის გან­ცხა­დე­ბას „სითი პარკთან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის და ჯა­რი­მის გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხომ ხე­დავს, რომ უნდა და­მი­ჯე­როს. რა­შიც არ მი­ჯე­რებს ყვე­ლა­ფერ­ზე კი იმ­ტვრევს ცხვირს. „სითი პარ­კი“ გა­საშ­ვე­ბი იყო, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მარ­ტო კონ­ტრაქ­ტის გა­წყვე­ტა ვერ მო­აგ­ვა­რებს ავ­ტო­მა­ტუ­რად პარ­კინ­გის პრობ­ლე­მას, შე­სა­ბა­მი­სად, სხვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი. და­ვე­ლო­დოთ ამ ნა­ბი­ჯებს. მი­ვე­სალ­მე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტას, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. თბი­ლი­სის მე­რი­ას მო­უ­წევს 25 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და. ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ზუს­ტად ისე ხდე­ბა, რო­გორც მე ვამ­ბობ­დი, რომ 10 აპ­რი­ლი­დან მე­რი­ას მო­უ­წევს მუ­ნი­ცი­პა­ლურ სერ­ვი­სად ამის აღე­ბა, ანუ პარ­კინ­გის მო­წეს­რი­გე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ალეკო ელისაშვილი "სითი პარკზე" - კარგია, რომ მიჯერებს კახა კალაძე, რაშიც არ მიჯერებს, ყველაფერზე ცხვირს იმტვრევს

ალეკო ელისაშვილი "სითი პარკზე" - კარგია, რომ მიჯერებს კახა კალაძე, რაშიც არ მიჯერებს, ყველაფერზე ცხვირს იმტვრევს

ვფიქრობ, ეს სინამდვილეში ემსახურება იმას, რომ როგორღაც გამოძვრეს კახა კალაძე ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 000 ლარის გადახდის საკითხიდან. ამის გადაფარვის ამბავი იყო, რაზეც პირადად მე და სხვა ადამიანებიც ველით პასუხს, რატომ ჩაურიცხა 30 000 ლარი გაჩეჩილაძეს, – ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელმაც თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხი შეაფასა.

ალეკო ელისაშვილი მიესალმება „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას, თუმცა აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ თბილისის მერიას კომპანია „სითი პარკისთვის“ 25 მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

„კარგია, რომ მიჯერებს კახა კალაძე. ალბათ, კარგად გახსოვთ, როცა ვამბობდი იმას, რომ ჯარიმის გადახდას ვერ ავცდებით, თუმცა წინასაარჩევნოდ თავად კახა კალაძეც ამბობდა, რომ ვერ აყვებოდა ზოგიერთი პოპულისტის განცხადებას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის და ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით. ხომ ხედავს, რომ უნდა დამიჯეროს. რაშიც არ მიჯერებს ყველაფერზე კი იმტვრევს ცხვირს. „სითი პარკი“ გასაშვები იყო, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მარტო კონტრაქტის გაწყვეტა ვერ მოაგვარებს ავტომატურად პარკინგის პრობლემას, შესაბამისად, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. დაველოდოთ ამ ნაბიჯებს. მივესალმები ხელშეკრულების გაწყვეტას, თუმცა ეს ძალიან დაგვიანებულია. თბილისის მერიას მოუწევს 25 მილიონიანი ჯარიმის გადახდა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზუსტად ისე ხდება, როგორც მე ვამბობდი, რომ 10 აპრილიდან მერიას მოუწევს მუნიციპალურ სერვისად ამის აღება, ანუ პარკინგის მოწესრიგება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები