სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბიზნესმენი მდიდრულ იახტებს ვარსკვლავებზე ყიდის - ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც 68 კგ-ს დაკლების შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო
ქართველი ბიზნესმენი მდიდრულ იახტებს ვარსკვლავებზე ყიდის - ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც 68 კგ-ს დაკლების შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო

წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, პრინ­ცი­პუ­ლი... სხვა ბევ­რი სი­ტყვით შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ხა­სი­ა­თოთ ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ ცნო­ბი­ლია სა­ხე­ლით - რამ­ზე­სი... რო­გორ მოხ­ვდა პრო­ფე­სი­ით ვე­ტე­რი­ნა­რი მდიდ­რუ­ლი იახ­ტე­ბის ბიზ­ნეს­ში და რა გეგ­მე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში - ამას ჩიკ­ვა­ი­ძე თა­ვად გვი­ამ­ბობს...

"ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია და თა­ვის დრო­ზე წარ­მა­ტე­ბე­ბიც მქონ­და. სა­კუ­თარ ვე­ტე­რი­ნა­ლურ კლი­ნი­კა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მყავ­და, და მაგ­რამ ერთ დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩა. ვფიქ­რობ, რომ გავ­ყო­ლო­დი ამ საქ­მეს, წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი... მე­გობ­რებ­ში სულ გან­ხილ­ვის და „ღა­და­ო­ბის“ სა­გა­ნი ვი­ყა­ვი, აი, გი­ორ­გი და ძაღ­ლე­ბი, გი­ორ­გი და თევ­ზე­ბი და იყ­ვნენ ერთ ამ­ბავ­ში. ძა­ლი­ან მიყ­ვარს თევ­ზე­ბი. დიდი აკ­ვა­რი­უ­მე­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა დღემ­დე ჩემს ჰო­ბად რჩე­ბა და უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს... შემ­დეგ იყო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, სა­დაც ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად შევ­ქმე­ნი წამ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო და ვმუ­შა­ობ­დი ვე­ტე­რი­ნარ ინ­სპექ­ტო­რად.

იმ პე­რი­ო­დის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მეც არ მწყა­ლობ­და და პირ­ვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მა­შინ­დელ მი­ნის­ტრ ბა­კურ კვე­ზე­რელ­თან მო­მი­წია. რო­დე­საც ამ­ხე­ლა სის­ტე­მას ებ­რძვი, ის ბრძო­ლა და­სა­წყის­ში­ვე წა­გე­ბუ­ლია, თუმ­ცა, არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნის მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და იმი­ტომ და­ვუ­პი­რის­პირ­დი, ეს დამ­თავ­რდა იმით, რომ მა­შინ­დელ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­მი­წე­რა დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი შე­ნიშ­ვნა სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა­ზე, რაც ეჭვქვეშ აყე­ნებ­და ჩემს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, ეს იყო შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი მი­ზე­ზი, თუმ­ცა, საქ­მე უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად იყო. ან­ხორ­ცი­ე­ლებ­დნენ ზე­წო­ლას, რო­გორც ჩემ­ზე, ასე­ვე ჩემს ოჯახ­ზე. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე - ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ვიდ­რე ჩემი ამ­ბი­ცი­ე­ბი და ჟინი - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იმ დრო­ი­სათ­ვის ეს ბრძო­ლა წა­ვა­გე.

ამის შემ­დეგ და­ი­წყო ახა­ლი ეტა­პი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, არ ვი­შუ­რებ­დი ძა­ლას და ენერ­გი­ას, რომ მემ­ხი­ლე­ბი­ნა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მა­ნამ­დე იყო ჩემი დიდხ­ნი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, მქონ­და გარ­კვე­უ­ლი მოწ­ვე­ვე­ბი ჰა­ა­გი­დან, ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რას ვიც­ნობ­დი, მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და კონ­კრე­ტუ­ლად სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს პრობ­ლე­მებს ვუქ­მნი­დი, არ ვაძ­ლევ­დი სა­შუ­ა­ლე­ბას, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­ედ­გათ. ჩემი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით, ვერ გა­ა­უქ­მეს ეს და დღეს ეს სამ­სა­ხუ­რი ისე­თი ძლი­ე­რია, რო­გორც არას­დროს.

- რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მერე?

- ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, ამას მოყ­ვა ჩემი ხში­რი ვი­ზი­ტე­ბი ევ­რო­პა­ში და ყვე­ლა­ზე ხში­რად საფ­რან­გეთ­ში, სა­დაც და­ი­წყო ჩემი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი სა­ი­ახ­ტო ბიზ­ნეს­ში. ბევრ კომ­პა­ნი­ას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ მოვ­ხვდი იახ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ლი­დერ კომ­პა­ნი­ა­ში „აზი­მუტ ბე­ნეტ­ში“, კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ქმნის ამინდს სა­ი­ახ­ტო ბიზ­ნეს­ში. და­ვამ­თავ­რე მათი აკა­დე­მია და და­ახ­ლო­ე­ბით სამი წელი ვი­მუ­შა­ვე კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ჯერ გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად, შემ­დეგ ვიპ გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად.

- საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლით აპი­რებთ ბა­ზარ­ზე თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას, რა­ტომ „რამ­ზე­სი“?

- ამას ძა­ლი­ან დიდი ის­ტო­რია აქვს. 17 წლი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცხოვ­რობ, ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უამ­რა­ვი კომ­პლექ­სი, ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, აგა­რაკ­ზე გა­დავ­სახ­ლდი ჩემს ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად. მარ­ტო ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც გი­ორ­გი, ანუ მე, სა­კუ­თარ თავ­ში ძა­ლას ვერ ვპო­უ­ლობ­დი, სა­კუ­თარ თავ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად შევ­ქმე­ნი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე, რო­მელ­საც და­ვარ­ქვი რამ­ზე­სი, ჩემი ეგ­ვიპ­ტო­ლო­გი­ის და ის­ტო­რი­ის სიყ­ვა­რუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რამ­ზე­სი აღ­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, ვიდ­რე გი­ორ­გი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ქართველი ბიზნესმენი მდიდრულ იახტებს ვარსკვლავებზე ყიდის - ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც 68 კგ-ს დაკლების შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო

ქართველი ბიზნესმენი მდიდრულ იახტებს ვარსკვლავებზე ყიდის - ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც 68 კგ-ს დაკლების შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო

წარმატებული, მიზანდასახული, პრინციპული... სხვა ბევრი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ ახალგაზრდა ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილია სახელით - რამზესი... როგორ მოხვდა პროფესიით ვეტერინარი მდიდრული იახტების ბიზნესში და რა გეგმები აქვს საქართველოში - ამას ჩიკვაიძე თავად გვიამბობს...

"ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ცხოველები, აქედან გამომდინარე, ავირჩიე ეს პროფესია და თავის დროზე წარმატებებიც მქონდა. საკუთარ ვეტერინალურ კლინიკაში საკმაოდ ბევრი პაციენტი მყავდა, და მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი მორჩა. ვფიქრობ, რომ გავყოლოდი ამ საქმეს, წარმატებას მივაღწევდი... მეგობრებში სულ განხილვის და „ღადაობის“ საგანი ვიყავი, აი, გიორგი და ძაღლები, გიორგი და თევზები და იყვნენ ერთ ამბავში. ძალიან მიყვარს თევზები. დიდი აკვარიუმების დაპროექტება დღემდე ჩემს ჰობად რჩება და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს... შემდეგ იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, სადაც ჩემს თანამშრომლებთან ერთად შევქმენი წამლის რეგისტრაციის სამმართველო და ვმუშაობდი ვეტერინარ ინსპექტორად.

იმ პერიოდისთვის ხელისუფლება მეც არ მწყალობდა და პირველი დაპირისპირება მაშინდელ მინისტრ ბაკურ კვეზერელთან მომიწია. როდესაც ამხელა სისტემას ებრძვი, ის ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია, თუმცა, არსებობს ადამიანის მორალური ღირებულებები და იმიტომ დავუპირისპირდი, ეს დამთავრდა იმით, რომ მაშინდელმა ადმინისტრაციამ დამიწერა დისციპლინარული შენიშვნა სიგარეტის მოწევაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებდა ჩემს შრომისუნარიანობას, ეს იყო შედარებით მარტივი მიზეზი, თუმცა, საქმე უფრო სერიოზულად იყო. ანხორციელებდნენ ზეწოლას, როგორც ჩემზე, ასევე ჩემს ოჯახზე. მაშინ გადავწყვიტე - ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი ამბიციები და ჟინი - შეიძლება ითქვას, იმ დროისათვის ეს ბრძოლა წავაგე.

ამის შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი საერთაშორისო ასპარეზზე, არ ვიშურებდი ძალას და ენერგიას, რომ მემხილებინა ყოფილი ხელისუფლება. მანამდე იყო ჩემი დიდხნიანი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მქონდა გარკვეული მოწვევები ჰააგიდან, ბევრ მნიშვნელოვან ფიგურას ვიცნობდი, მაშინდელ ხელისუფლებას და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრობლემებს ვუქმნიდი, არ ვაძლევდი საშუალებას, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადაედგათ. ჩემი დიდი ძალისხმევით, ვერ გააუქმეს ეს და დღეს ეს სამსახური ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მერე?

- ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ამას მოყვა ჩემი ხშირი ვიზიტები ევროპაში და ყველაზე ხშირად საფრანგეთში, სადაც დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი საიახტო ბიზნესში. ბევრ კომპანიასთან ვთანამშრომლობდი. საბოლოოდ, ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი იახტების მწარმოებელ ლიდერ კომპანიაში „აზიმუტ ბენეტში“, კომპანია, რომელიც მსოფლიოში ქმნის ამინდს საიახტო ბიზნესში. დავამთავრე მათი აკადემია და დაახლოებით სამი წელი ვიმუშავე კანის ფესტივალის ფარგლებში ჯერ გაყიდვების მენეჯერად, შემდეგ ვიპ გაყიდვების მენეჯერად.

- საკმაოდ უცნაური სახელით აპირებთ ბაზარზე თავის დამკვიდრებას, რატომ „რამზესი“?

- ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს. 17 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ბავშვობაში მქონდა ჭარბი წონის პრობლემა და მასთან დაკავშირებული უამრავი კომპლექსი, ჩაკეტილი ცხოვრების წესი, აგარაკზე გადავსახლდი ჩემს ცხოველებთან ერთად. მარტო ცხოვრების პერიოდში, როდესაც გიორგი, ანუ მე, საკუთარ თავში ძალას ვერ ვპოულობდი, საკუთარ თავთან საბრძოლველად შევქმენი ალტერნატიული მე, რომელსაც დავარქვი რამზესი, ჩემი ეგვიპტოლოგიის და ისტორიის სიყვარულიდან გამომდინარე. რამზესი აღმოჩნდა ძალიან ძლიერი, ვიდრე გიორგი... განაგრძეთ კითხვა