სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობდა, ქურდობისთვის პატიმრობა მიესაჯა
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობდა, ქურდობისთვის პატიმრობა მიესაჯა

გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა ბა­ნაკ­ში ცხოვ­რობ­და, ქურ­დო­ბის­თვის 2 წლი­თა და 10 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ქა­ლაქ ფრა­ი­ბერ­გში, თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა ბა­ნაკ­ში ცხოვ­რობ­და, ხოლო და­ნა­შა­ულს დრეზ­დენ­ში ჩა­დი­ო­და. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს 2016 წლის მა­ი­სი­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში ქურ­დო­ბის 16 ეპი­ზოდს ედა­ვე­ბო­და. მა­მა­კა­ცი და­ნა­შა­ულს ძი­რი­თა­დად სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა და აფ­თი­ა­ქებ­ში ჩა­დი­ო­და, სა­ი­და­ნაც შო­კო­ლადს, ბავ­შვთა საკ­ვებს, კოს­მე­ტი­კას, კბი­ლის ელექტრო­ნულ ჯაგ­რი­სებს, შამ­პუ­ნებს, სა­პარ­სებს, კრე­მებს და სუ­ნა­მო­ებს იპა­რავ­და. და­კა­ვე­ბი­სას მას 2000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­ქურ­და­ლი სა­ქო­ნე­ლი აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ნა­ქურ­დალ ნივ­თებს ის ჰე­რო­ინ­ზე ცვლი­და, ვი­ნა­ი­დან ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა მას ომში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლის გა­სა­ყუ­ჩებ­ლად სჭირ­დე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი ავ­ღა­ნეთ­შიც გა­ი­ა­რა, სა­დაც ნაღ­მის აფეთ­ქე­ბი­სას ზურ­გი­სა და კი­დუ­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლო­ში მას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ის თურ­ქე­თი­სა და ბელ­გი­ის გავ­ლით გერ­მა­ნი­ა­ში სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­ვი­და, რის­თვი­საც მან თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა. სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს დე­პორ­ტა­ცია ელის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობდა, ქურდობისთვის პატიმრობა მიესაჯა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობდა, ქურდობისთვის პატიმრობა მიესაჯა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობდა, ქურდობისთვის 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ქალაქ ფრაიბერგში, თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობდა, ხოლო დანაშაულს დრეზდენში ჩადიოდა. გამოძიება საქართველოს მოქალაქეს 2016 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ქურდობის 16 ეპიზოდს ედავებოდა. მამაკაცი დანაშაულს ძირითადად სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში ჩადიოდა, საიდანაც შოკოლადს, ბავშვთა საკვებს, კოსმეტიკას, კბილის ელექტრონულ ჯაგრისებს, შამპუნებს, საპარსებს, კრემებს და სუნამოებს იპარავდა. დაკავებისას მას 2000 ევროს ღირებულების ნაქურდალი საქონელი აღმოუჩინეს.

საქართველოს მოქალაქის ადვოკატის განცხადებით, ნაქურდალ ნივთებს ის ჰეროინზე ცვლიდა, ვინაიდან ნარკოტიკების მიღება მას ომში მიღებული ჭრილობებით გამოწვეული ტკივილის გასაყუჩებლად სჭირდებოდა. საქართველოში ყოფნისას, ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და სამხედრო სამსახური ავღანეთშიც გაიარა, სადაც ნაღმის აფეთქებისას ზურგისა და კიდურების სერიოზული ტრავმები მიიღო. საქართველოში მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ. ის თურქეთისა და ბელგიის გავლით გერმანიაში სამედიცინო დახმარების მისაღებად ჩავიდა, რისთვისაც მან თავშესაფარი მოითხოვა. სასჯელის მოხდის შემდეგ საქართველოს მოქალაქეს დეპორტაცია ელის.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს