მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთს მაგრად გაუმართლა, ავტოგასამართი სადგურიდან 33 000 წამოიღო" - რას ჰყვება არასრულწლოვანი, რომელიც წლებია თავს ქურდობით ირჩენს
"ერთს მაგრად გაუმართლა, ავტოგასამართი სადგურიდან 33 000 წამოიღო" - რას ჰყვება არასრულწლოვანი, რომელიც წლებია თავს ქურდობით ირჩენს

14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­მა საგ­რძნობ­ლად რომ იმა­ტა, ამა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც სა­უბ­რობს. მო­ზარ­დე­ბი ქურ­დო­ბენ ყველ­გან - სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში, სა­ლო­ნებ­ში, აფ­თი­ა­ქებ­ში, ძარ­ცვა­ვენ ავ­ტო­მან­ქა­ნებს და ზოგ­ჯერ ბი­ნებ­საც. არა­ერ­თი მა­ღა­ზი­ის თუ ობი­ექ­ტის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რა ისი­ნი და მათი და­კა­ვე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა პო­ლი­ცი­ას, თუმ­ცა არ აკა­ვე­ბენ, რად­გან 14 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ ვრცელ­დე­ბა. ერთი და იმა­ვე მო­ზარდს თურ­მე ათე­უ­ლო­ბით ქურ­დო­ბა აქვს ჩა­დე­ნი­ლი, არა­ერ­თხელ მი­უყ­ვა­ნი­ათ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და გა­მო­კი­თხვის მერე გა­მო­უშ­ვი­ათ.

მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­სა­ვალს კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­ში ხე­დავს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი აცხა­დებს, რომ ამ ეტაპ­ზე კა­ნო­ნის გა­და­ხედ­ვა არ იგეგ­მე­ბა, რა­საც იუ­რის­ტე­ბი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბიც ეთან­ხმე­ბი­ან, მათი აზ­რით, არას­რულ­წლოვ­ნის დას­ჯა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის და სხვა გზე­ბია მო­სა­ძებ­ნი.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" რეს­პონ­დენ­ტი სამი წე­ლია ქურ­დო­ბით ირ­ჩენს თავს. მის ვი­ნა­ო­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, არ ვა­სა­ხე­ლებთ:

"სამი წე­ლია ასე ვცხოვ­რობ. ბევ­რჯერ და­ვუ­კა­ვე­ბი­ვარ პო­ლი­ცი­ას, მაგ­რამ ვიცი, სა­ნამ 14 წელი არ შე­მის­რულ­დე­ბა, ვე­რა­ვინ შე­მე­ხე­ბა. მალე გა­და­ვა­ბი­ჯებ ამ ასაკს და მერე ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვიყო. პო­ლი­ცია ჩა­საფ­რე­ბუ­ლია. ჩემს მე­გობ­რებს ბევ­რი საპ­რო­ცე­სო აქვთ გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ბევ­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ახ­ლაც მი­დის, მაგ­რამ იმე­დია, ცი­ხე­ში არ გა­უშ­ვე­ბენ. ჩემი "პა­დელ­ნი­კი" 16 წლის რო­გორც კი გახ­და, და­ი­ჭი­რეს, 30-ზე მეტი ქურ­დო­ბა და­უ­ფიქ­სი­რა პო­ლი­ცი­ამ, ალ­ბათ, "სროკ­ზე" გა­უშ­ვე­ბენ.

11 წლის ვი­ყა­ვი, დედა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა სიმ­სივ­ნით, მა­ნამ­დე კერ­ძო სკო­ლა­შიც დავ­დი­ო­დი, წრე­ებ­ზეც, ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და. მა­მაც მყავს და ბე­ბი­აც, მაგ­რამ უდე­დოდ გა­მი­ჭირ­და. ვა­ლე­ბის გამო ბინა გა­სა­ყი­დი გაგ­ვიხ­და, ახლა ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობთ. მე­გობ­რე­ბი ქუ­ჩა­ში გა­ვი­ჩი­ნე და და­ლე­ვა და­ვი­წყე. მთვრა­ლი რომ მივ­დი­ო­დი, ჩე­მე­ბი მიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ და მეც ისევ გა­რეთ გა­მოვრბო­დი. 12 წლის ვი­ყა­ვი, მე­გო­ბარ­თან ერ­თად რომ წა­ვე­დი სა­ქურდლად.

- ყო­ველ­თვის გაქვთ ნა­დავ­ლი?

- თით­ქმის, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, არა­ფე­რი დაგ­ვხვედ­რია. ასეთ დროს იქა­უ­რო­ბას ვან­გრევთ. მერე ჭკუა ის­წავ­ლეს პატ­რო­ნებ­მა და ცოტა თან­ხას მა­ინც ტო­ვე­ბენ. ერთხელ იმ­ხე­ლა მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დით და მარ­ტო 10 ლა­რის ელე­მენ­ტე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნეთ. კი იყო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი "ტა­ვა­რი", მაგ­რამ ზურ­გზე ვერ მო­ვი­კი­დებ­დით. მა­შინ დაგ­ვი­ჭი­რა პო­ლი­ცი­ამ, მარ­თა­ლია, მე გა­დავ­რჩი, მაგ­რამ ჩემი მე­გო­ბა­რი 16 წლის იყო და საქ­მე აღუძ­რეს. ასეთ პა­ტა­რა რა­მე­ზე "სროკ­ზე" რო­გორ უნდა გა­უშ­ვა ადა­მი­ა­ნი? ისე, რომ იცო­დეთ, მარ­ტო ჩვენ არ ვჭამთ, სხვებ­საც ვეხ­მა­რე­ბით. ახ­ლა­ხან ჩემს მე­გო­ბარს და­ბა­დე­ბის დღე გა­და­ვუ­ხა­დე რეს­ტო­რან­ში. ორი და ჰყავს, დე­და­მი­სი არ მუ­შა­ობს და 500 ლარი ვა­ჩუ­ქე.

... რომ ვიკ­რი­ბე­ბით, მი­დის გარ­ჩე­ვა, ვინ რა გა­ა­კე­თა. ზოგს მარ­თლა უმარ­თლებს და დიდ ფულს შო­უ­ლობს. მათი გვა­რე­ბის ჩა­მოთ­ვლა არ მომ­თხო­ვო, მა­ინც არ გე­ტყვი. ბევ­რმა იმ­დე­ნი იშო­ვა, ბიზ­ნე­სიც კი წა­მო­ი­წყო. ფულს უაზ­როდ კი არ ხარ­ჯა­ვენ. ზოგს ძაღ­ლის ბედი აქვს. ერ­თმა დიდი მა­ყუ­თი იშო­ვა. უკვე 16 წლის არის და თუ და­ი­ჭი­რეს, ცუ­დად ექ­ნე­ბა საქ­მე, მგო­ნი, 40-ზე მეტი ქურ­დო­ბის ამ­ბა­ვი იცის პო­ლი­ცი­ამ. ძმაც ჰყავს 14 წლის, მაგ­რამ უფ­რო­სი ძმა ცდი­ლობს, პა­ტა­რამ არ მო­ი­პა­როს. ერთხელ მაგ­რად გა­უ­მარ­თლა, ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი­დან 33.000 ლარი წა­მო­ი­ღო გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ერთს მაგრად გაუმართლა, ავტოგასამართი სადგურიდან 33 000 წამოიღო" - რას ჰყვება არასრულწლოვანი, რომელიც წლებია თავს ქურდობით ირჩენს

"ერთს მაგრად გაუმართლა, ავტოგასამართი სადგურიდან 33 000 წამოიღო" - რას ჰყვება არასრულწლოვანი, რომელიც წლებია თავს ქურდობით ირჩენს

14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა საგრძნობლად რომ იმატა, ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრიც საუბრობს. მოზარდები ქურდობენ ყველგან - სუპერმარკეტებში, სავაჭრო ობიექტებში, სალონებში, აფთიაქებში, ძარცვავენ ავტომანქანებს და ზოგჯერ ბინებსაც. არაერთი მაღაზიის თუ ობიექტის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა ისინი და მათი დაკავება არ გაუჭირდება პოლიციას, თუმცა არ აკავებენ, რადგან 14 წლამდე მოზარდებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. ერთი და იმავე მოზარდს თურმე ათეულობით ქურდობა აქვს ჩადენილი, არაერთხელ მიუყვანიათ პოლიციის განყოფილებაში და გამოკითხვის მერე გამოუშვიათ.

მოსახლეობა გამოსავალს კანონის გამკაცრებაში ხედავს, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კანონის გადახედვა არ იგეგმება, რასაც იურისტები და ადამიანის უფლებადამცველებიც ეთანხმებიან, მათი აზრით, არასრულწლოვნის დასჯა გამოსავალი არ არის და სხვა გზებია მოსაძებნი.

"კვირის პალიტრის" რესპონდენტი სამი წელია ქურდობით ირჩენს თავს. მის ვინაობას, ბუნებრივია, არ ვასახელებთ:

"სამი წელია ასე ვცხოვრობ. ბევრჯერ დავუკავებივარ პოლიციას, მაგრამ ვიცი, სანამ 14 წელი არ შემისრულდება, ვერავინ შემეხება. მალე გადავაბიჯებ ამ ასაკს და მერე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. პოლიცია ჩასაფრებულია. ჩემს მეგობრებს ბევრი საპროცესო აქვთ გაფორმებული, ბევრის სასამართლო პროცესი ახლაც მიდის, მაგრამ იმედია, ციხეში არ გაუშვებენ. ჩემი "პადელნიკი" 16 წლის როგორც კი გახდა, დაიჭირეს, 30-ზე მეტი ქურდობა დაუფიქსირა პოლიციამ, ალბათ, "სროკზე" გაუშვებენ.

11 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა სიმსივნით, მანამდე კერძო სკოლაშიც დავდიოდი, წრეებზეც, ყველაფერი მქონდა. მამაც მყავს და ბებიაც, მაგრამ უდედოდ გამიჭირდა. ვალების გამო ბინა გასაყიდი გაგვიხდა, ახლა ნაქირავებში ვცხოვრობთ. მეგობრები ქუჩაში გავიჩინე და დალევა დავიწყე. მთვრალი რომ მივდიოდი, ჩემები მიბრაზდებოდნენ და მეც ისევ გარეთ გამოვრბოდი. 12 წლის ვიყავი, მეგობართან ერთად რომ წავედი საქურდლად.

- ყოველთვის გაქვთ ნადავლი?

- თითქმის, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, არაფერი დაგვხვედრია. ასეთ დროს იქაურობას ვანგრევთ. მერე ჭკუა ისწავლეს პატრონებმა და ცოტა თანხას მაინც ტოვებენ. ერთხელ იმხელა მაღაზიაში შევედით და მარტო 10 ლარის ელემენტები გამოვიტანეთ. კი იყო ძვირად ღირებული "ტავარი", მაგრამ ზურგზე ვერ მოვიკიდებდით. მაშინ დაგვიჭირა პოლიციამ, მართალია, მე გადავრჩი, მაგრამ ჩემი მეგობარი 16 წლის იყო და საქმე აღუძრეს. ასეთ პატარა რამეზე "სროკზე" როგორ უნდა გაუშვა ადამიანი? ისე, რომ იცოდეთ, მარტო ჩვენ არ ვჭამთ, სხვებსაც ვეხმარებით. ახლახან ჩემს მეგობარს დაბადების დღე გადავუხადე რესტორანში. ორი და ჰყავს, დედამისი არ მუშაობს და 500 ლარი ვაჩუქე.

... რომ ვიკრიბებით, მიდის გარჩევა, ვინ რა გააკეთა. ზოგს მართლა უმართლებს და დიდ ფულს შოულობს. მათი გვარების ჩამოთვლა არ მომთხოვო, მაინც არ გეტყვი. ბევრმა იმდენი იშოვა, ბიზნესიც კი წამოიწყო. ფულს უაზროდ კი არ ხარჯავენ. ზოგს ძაღლის ბედი აქვს. ერთმა დიდი მაყუთი იშოვა. უკვე 16 წლის არის და თუ დაიჭირეს, ცუდად ექნება საქმე, მგონი, 40-ზე მეტი ქურდობის ამბავი იცის პოლიციამ. ძმაც ჰყავს 14 წლის, მაგრამ უფროსი ძმა ცდილობს, პატარამ არ მოიპაროს. ერთხელ მაგრად გაუმართლა, ავტოგასამართი სადგურიდან 33.000 ლარი წამოიღო  განაგრძეთ კითხვა

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი