სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფსიქოსოციალური პრობლემებია სოციალურად დაუცველ ოჯახებში - "იყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები..."
რა ფსიქოსოციალური  პრობლემებია სოციალურად დაუცველ ოჯახებში - "იყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები..."

ჩვენ­ში უამ­რა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხია, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რას სჭი­რო­ე­ბენ. ნანა გურ­გე­ნი­ა­ნი თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კურ­დღე­ლა­ურ­ში იმ ოჯა­ხის ახალ­გაზ­რდა დი­ა­სახ­ლი­სია, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და სა­დაც 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი პა­ტა­რა იზ­რდე­ბა (4 წლის ბიჭი და 6 წლის გო­გო­ნა). ცხოვ­რო­ბენ ქი­რით, თვე­ში 50 ლარს იხ­დი­ან.

"ჩემი მე­უღ­ლე ლან­ჩხუ­თი­დან არის, მე ყვა­რე­ლი­დან, სახ­ლი არც ერთს გვაქვს და არც პრო­ფე­სია. სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შეც ალ­ბათ ამი­ტომ დავ­დე­ქით, გაგ­ვი­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა. მე­უღ­ლეს სამ­სა­ხუ­რი არ აქვს. დრო­ე­ბით ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­ში კი მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ახლა ვე­ღარ მუ­შა­ობს. თირკმე­ლე­ბი აწუ­ხებს, თან, 10 წლის წინ ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და სი­ცი­ვე­ზე მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი თავს ახ­სე­ნებს. როცა მუ­შა­ობ­და, მე ბავ­შვე­ბის დამ­ტო­ვე­ბე­ლი არ მყავ­და, სად­მე მეც რომ დავ­საქ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი", - ამ­ბობს ნანა და მად­ლი­ე­რია პრო­ექ­ტის, რო­მელ­შიც ცოტა ხნის წინ მოხ­ვდა.

ასო­ცი­ა­ცია "ჩვე­ნი სახ­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს" პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცია "სო­ცი­ა­ლურ ქოლ­გას­თან" ერ­თად, პრო­ექტს "ძლი­ე­რი ოჯა­ხი-სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი" ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ექ­ტი იმ სო­ცი­ა­ლუ­რი ოჯა­ხე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობს, სა­დაც შე­საძ­ლოა, ბავ­შვის მი­ტო­ვე­ბის რის­კიც არ­სე­ბობ­დეს. ამი­ტომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ექვს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში (ზუგ­დი­დი, ქუ­თა­ი­სი, ხა­შუ­რი, გორი, რუს­თა­ვი, თე­ლა­ვი) ოჯა­ხე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა მოხ­და, რათა მათი დახ­მა­რე­ბა სწო­რად და­გეგ­მი­ლი­ყო და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. ჩა­მო­ყა­ლიბ­და გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხებ­თან მო­მუ­შა­ვე ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის­გან შედ­გე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ შერ­ჩე­უ­ლი ოჯა­ხე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე ამ­ზა­დე­ბენ პროგ­რა­მე­ბის, პრო­ექ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის რუ­კას, რაც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში ეხ­მა­რე­ბა, რა­საც აქამ­დე სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ვერ ახერ­ხებ­დნენ.

ნანა გურ­გე­ნი­ა­ნის ოჯა­ხი პრო­ექ­ტში სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით მოხ­ვდა: "და­მი­კავ­შირ­დნენ და ჩვენ­თან მო­ვიდ­ნენ ეს გო­გო­ე­ბი, გა­ვი­ცა­ნი, გა­ვე­სა­უბ­რე და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­მე­წო­ნა. ტრე­ნინ­გებ­ზე დავ­დი­ვარ და ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, რაც ცხოვ­რე­ბა­ში მად­გე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში. პა­ტა­რა ბაღ­ში და­დის, გო­გო­ნა სას­კო­ლეა. მა­გა­ლი­თად, უმ­ცრო­სი აქამ­დე მა­ღა­ზი­ა­ში თუ შემ­ყავ­და, ისე­თი რა­ღა­ცე­ბის ყიდ­ვას ითხოვ­და, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მქონ­და, ის და­უს­რუ­ლე­ბად ტი­რო­და. ამას გან­ვიც­დი­დი, გავ­ლი­ლი ტრე­ნინ­გე­ბის შე­დე­გად მივ­ხვდი - იტი­როს, არა უშავს, გა­ჩერ­დე­ბა. ამ მე­თოდ­მა გა­ა­მარ­თლა. ახლა ერთს წა­მო­ი­ტი­რებს და ჩერ­დე­ბა, ცრემ­ლე­ბიც აღარ ჩა­მოს­დის. აქამ­დე ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბით ამ გო­გო­ე­ბის გარ­და არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მათ არ ეხე­ბათ, საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია ჩა­ა­ტა­რეს, რი­თაც ბავ­შვებს ტან­საც­მლით, ფეხ­საც­მლით და წიგ­ნე­ბით და­ეხ­მარ­ნენ"

- თქვე­ნი აზ­რით, რას უნდა აკე­თებ­დეს სა­ხელ­მწი­ფო თქვენ­ნა­ი­რი ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად?

- ზუს­ტი პა­სუ­ხი არ მაქვს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მიწა რომ გვქონ­დეს, და­ვა­მუ­შა­ვე­დით... რა­ღა­ცას დავ­თე­სავ­დით, მო­ვიყ­ვან­დით, მაგ­რამ მიწა კი არა, სახ­ლიც არ გვაქვს. სა­დაც ვცხოვ­რობთ ქი­რით, იქაც არ არის მი­წის ნაკ­ვე­თი. ან მე­უღ­ლეს შე­სა­ფე­რი­სი სამ­სა­ხუ­რი რომ ჰქონ­დეს, რომ და­ე­საქ­მე­ბი­ნათ. უნდა გი­თხრათ, რომ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მოხ­და ჩემი და­საქ­მე­ბა. ფსი­ქო-ნევ­რო­ლო­გი­ურ დის­პა­სერ­ში რე­გის­ტრა­ტო­რი ვარ. კომ­პი­უ­ტე­რის მოხ­მა­რე­ბა ვი­ცო­დი, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მა­ში მუ­შა­ო­ბა - არა, ამა­შიც და­მეხ­მარ­ნენ, მას­წავ­ლეს. ნა­თი­ამ და თეამ და­მა­საქ­მეს და მათი მად­ლო­ბე­ლი ვარ.

ნა­თია მექ­ვა­ბა­უ­რი, პრო­ექ­ტის ფსი­ქო­ლო­გი:

- ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა ადა­მი­ან­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მოქ­მე­დებს - ვი­ღაც სუს­ტი ხდე­ბა, და­უც­ვე­ლი, ვი­ღაც აგ­რე­სი­უ­ლი და ა.შ. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბით, ასე­თი­ვე მო­ტი­ვა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნი­სად­მი აქვთ აპა­თი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, აგ­რე­სია, ზოგს კონ­ფლიქ­ტი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა უჩ­ნდე­ბა. ამას ხში­რად ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი იწ­ვევს, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ პი­როვ­ნე­ბის სრულ უუ­ნა­რო­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. მათი სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ძა­ლი­ან ქვე­ით­დე­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად, სო­ცი­ა­ლუ­რად უფუნ­ქცი­ო­ე­ბი არი­ან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ გა­მო­დი­ან და რა­ღაც პე­რი­ო­დის მერე ჩა­კე­ტი­ლე­ბიც ხდე­ბი­ან. თე­ლავ­ში ამ პრო­ექტს ასო­ცი­ა­ცია "სო­ცი­ა­ლუ­რი ქოლ­გა" ახორ­ცი­ე­ლებს, ანუ ჩვენ ვართ თა­ნა­განმცხა­დებ­ლე­ბი ასო­ცი­ა­ცი­ის "ჩვე­ნი სახ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის". თე­ლავ­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი 6 ოჯა­ხი გვყავს, რო­მელ­თა­ნაც ვმუ­შა­ობთ.

- გარ­და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა კი­დევ რა პრობ­ლე­მე­ბი იჩენს თავს?

- სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებ­ში ხში­რია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც. იყო ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი, ანუ აღ­ზრდის მე­თო­დებ­ში რა­ღა­ცე­ე­ბი ეშ­ლე­ბო­დათ, არ იცოდ­ნენ. მოხ­და მშობ­ლე­ბის­თვის პო­ზი­ტი­უ­რი აღ­ზრდის მე­თო­დე­ბის გაც­ნო­ბა და მშობ­ლე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მოხ­და ბავ­შვე­ბის ქცე­ვის კო­რექ­ცი­აც - პა­ტა­რებს აღარ უყ­ვი­რი­ან, აღარ ეჩხუ­ბე­ბი­ან, არ არის წა­მორ­ტყმის ფაქ­ტე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი, სხვა­თა შო­რის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სე­რი­ო­ზულ ფი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში რომ არ გა­დაზ­რდი­ლი­ყო და ბავ­შვე­ბი ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­საყ­ვა­ნი არ გამ­ხდა­რიყ­ვნენ, დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ეთ.

- ბავ­შვე­ბის მინ­დო­ბით აღ­ზრდის მსურ­ვე­ლე­ბი ხომ არ ყო­ფი­ლან?

- ასე­თი სურ­ვი­ლი არ გა­მო­უთ­ქვამთ, პი­რი­ქით, ისი­ნი ბავ­შვის სა­კუ­თარ ოჯახ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ. ასე­თი ფაქ­ტე­ბი უმე­ტე­სად ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის დროს ხდე­ბა და სოც­მუ­შა­კებს ოჯა­ხე­ბი­დან ბავ­შვი გა­მოჰ­ყავთ. ამ დროს საფრ­თხე იკ­ვე­თე­ბა და პა­ტა­რე­ბის იქ და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

- ანუ თქვე­ნი როლი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა...

- დიახ, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ, ვახ­დენთ ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის მომ­სა­ხუ­რე­ბას... ვეხ­მა­რე­ბით მათ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის, ბრა­ზის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით... შე­ვას­წავ­ლეთ კო­მუ­ნი­კა­ცია, პო­ზი­ტი­უ­რი ზრდის მე­თო­დე­ბი, ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­ე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ ხელი შე­უ­წყონ ბავ­შვებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ასე­ვე შე­ვას­წავ­ლეთ ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. ბავ­შვე­ბის გარ­და­ტე­ხის ასაკ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ცენ­ტი გვქონ­და, ვი­მუ­შა­ვეთ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­თან, რად­გა­ნაც პრო­ექ­ტში ასე­თი ბავ­შვე­ბიც გვყავს. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ასე­ვე მუ­შა­ობ­და სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ზე მათ­თვის, ვი­საც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა ჰქონ­და, და­ვეხ­მა­რეთ და­საქ­მე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, ნანა გურ­გე­ნი­ანს კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ვერ ახერ­ხებ­და და­საქ­მე­ბას, გა­რეთ გა­მოს­ვლას. ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი იყო მათი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვი­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა ფსიქოსოციალური პრობლემებია სოციალურად დაუცველ ოჯახებში - "იყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები..."

რა ფსიქოსოციალური  პრობლემებია სოციალურად დაუცველ ოჯახებში - "იყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები..."

ჩვენში უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახია, რომლებიც საზოგადოების, სახელმწიფოს მხარდაჭერას სჭიროებენ. ნანა გურგენიანი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში იმ ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისია, რომელიც სოციალურად დაუცველია და სადაც 2 მცირეწლოვანი პატარა იზრდება (4 წლის ბიჭი და 6 წლის გოგონა). ცხოვრობენ ქირით, თვეში 50 ლარს იხდიან.

"ჩემი მეუღლე ლანჩხუთიდან არის, მე  ყვარელიდან, სახლი არც ერთს გვაქვს და არც პროფესია. სოციალური პრობლემის წინაშეც ალბათ ამიტომ დავდექით, გაგვიჭირდა ცხოვრება. მეუღლეს სამსახური არ აქვს. დროებით ავტოსამრეცხაოში კი მუშაობდა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ახლა ვეღარ მუშაობს. თირკმელები აწუხებს, თან, 10 წლის წინ ავარიაში მოყვა და სიცივეზე მოტეხილობები თავს ახსენებს. როცა მუშაობდა, მე ბავშვების დამტოვებელი არ მყავდა, სადმე მეც რომ დავსაქმებულიყავი", - ამბობს ნანა და მადლიერია პროექტის, რომელშიც ცოტა ხნის წინ მოხვდა.

ასოციაცია "ჩვენი სახლი-საქართველოს" პარტნიორ ორგანიზაცია "სოციალურ ქოლგასთან" ერთად, პროექტს "ძლიერი ოჯახი-საზოგადოების განვითარების საფუძველი" ახორციელებს. პროექტი იმ სოციალური ოჯახების გაძლიერებასა და დახმარებას ცდილობს, სადაც შესაძლოა, ბავშვის მიტოვების რისკიც არსებობდეს. ამიტომ პროექტის ფარგლებში ექვს მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ქუთაისი, ხაშური, გორი, რუსთავი, თელავი) ოჯახების საჭიროებების შეფასება მოხდა, რათა მათი დახმარება სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩამოყალიბდა გუნდები, რომლებიც ოჯახებთან მომუშავე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისგან შედგება. გარდა იმისა, რომ ისინი მუშაობენ შერჩეული ოჯახების სოციალური უნარების განვითარებაზე, ასევე ამზადებენ პროგრამების, პროექტებისა და სერვისების რუკას, რაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება, რასაც აქამდე საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდნენ.

ნანა გურგენიანის ოჯახი პროექტში სწორედ ამ პრინციპით მოხვდა: "დამიკავშირდნენ და ჩვენთან მოვიდნენ ეს გოგოები, გავიცანი, გავესაუბრე და მათთან ურთიერთობა მომეწონა. ტრენინგებზე დავდივარ და ბევრი რამ ვისწავლე, რაც ცხოვრებაში მადგება, განსაკუთრებით - ბავშვების აღზრდაში. პატარა ბაღში დადის, გოგონა სასკოლეა. მაგალითად, უმცროსი აქამდე მაღაზიაში თუ შემყავდა, ისეთი რაღაცების ყიდვას ითხოვდა, რომლის საშუალებაც არ მქონდა, ის დაუსრულებად ტიროდა. ამას განვიცდიდი, გავლილი ტრენინგების შედეგად მივხვდი - იტიროს, არა უშავს, გაჩერდება. ამ მეთოდმა გაამართლა. ახლა ერთს წამოიტირებს და ჩერდება, ცრემლებიც აღარ ჩამოსდის. აქამდე ჩვენი პრობლემებით ამ გოგოების გარდა არავინ დაინტერესებულა... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მატერიალური დახმარება მათ არ ეხებათ, საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს, რითაც ბავშვებს ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და წიგნებით დაეხმარნენ"

- თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო თქვენნაირი ოჯახების დასახმარებლად?

- ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მიწა რომ გვქონდეს, დავამუშავედით... რაღაცას დავთესავდით, მოვიყვანდით, მაგრამ მიწა კი არა, სახლიც არ გვაქვს. სადაც ვცხოვრობთ ქირით, იქაც არ არის მიწის ნაკვეთი. ან მეუღლეს შესაფერისი სამსახური რომ ჰქონდეს, რომ დაესაქმებინათ. უნდა გითხრათ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მოხდა ჩემი დასაქმება. ფსიქო-ნევროლოგიურ დისპასერში რეგისტრატორი ვარ. კომპიუტერის მოხმარება ვიცოდი, მაგრამ სხვადასხვა პროგრამაში მუშაობა - არა, ამაშიც დამეხმარნენ, მასწავლეს. ნათიამ და თეამ დამასაქმეს და მათი მადლობელი ვარ.

ნათია მექვაბაური, პროექტის ფსიქოლოგი:

- ნებისმიერი პრობლემა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს - ვიღაც სუსტი ხდება, დაუცველი, ვიღაც აგრესიული და ა.შ. ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, გამოირჩევიან დაბალი თვითშეფასებით, ასეთივე მოტივაციით, სხვადასხვა მოვლენისადმი აქვთ აპათიური დამოკიდებულება, აგრესია, ზოგს კონფლიქტისადმი მიდრეკილება უჩნდება. ამას ხშირად ოჯახური კონფლიქტები იწვევს, რასაც საბოლოოდ პიროვნების სრულ უუნარობამდე მივყავართ. მათი სოციალური ფუნქციონირება ძალიან ქვეითდება. პრაქტიკულად, სოციალურად უფუნქციოები არიან, საზოგადოებაში აღარ გამოდიან და რაღაც პერიოდის მერე ჩაკეტილებიც ხდებიან. თელავში ამ პროექტს ასოციაცია "სოციალური ქოლგა" ახორციელებს, ანუ ჩვენ ვართ თანაგანმცხადებლები ასოციაციის "ჩვენი სახლი საქართველოსთვის". თელავში სოციალურად დაუცველი 6 ოჯახი გვყავს, რომელთანაც ვმუშაობთ.

- გარდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა კიდევ რა პრობლემები იჩენს თავს?

- სოციალურად დაუცველ ოჯახებში ხშირია ფსიქოლოგიური პრობლემებიც. იყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები, ანუ აღზრდის მეთოდებში რაღაცეები ეშლებოდათ, არ იცოდნენ. მოხდა მშობლებისთვის პოზიტიური აღზრდის მეთოდების გაცნობა და მშობლების უნარების განვითარება, რის შედეგადაც მოხდა ბავშვების ქცევის კორექციაც - პატარებს აღარ უყვირიან, აღარ ეჩხუბებიან, არ არის წამორტყმის ფაქტები. ეს ყველაფერი, სხვათა შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხდებოდა. მოკლედ, ეს ყველაფერი სერიოზულ ფიქოლოგიურ ძალადობაში რომ არ გადაზრდილიყო და ბავშვები ამ სიტუაციიდან გამოსაყვანი არ გამხდარიყვნენ, დახმარება გავუწიეთ.

- ბავშვების მინდობით აღზრდის მსურველები ხომ არ ყოფილან?

- ასეთი სურვილი არ გამოუთქვამთ, პირიქით, ისინი ბავშვის საკუთარ ოჯახში შენარჩუნებას ცდილობდნენ.  ასეთი ფაქტები უმეტესად ძალადობის შემთხვევების დროს ხდება და სოცმუშაკებს ოჯახებიდან ბავშვი გამოჰყავთ. ამ დროს საფრთხე იკვეთება და პატარების იქ დატოვება არ შეიძლება.

- ანუ თქვენი როლი ამ ადამიანებისთვის არამატერიალური დახმარების აღმოჩენაა...

- დიახ, არამატერიალური დახმარება, სწორად აღნიშნეთ, ვახდენთ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და სოციალური მუშაკის მომსახურებას... ვეხმარებით მათ საკუთარი ემოციების, ბრაზის მართვის მიმართულებით... შევასწავლეთ კომუნიკაცია, პოზიტიური ზრდის მეთოდები, ბავშვის განვითარებაზე ორიენტიებული სავარჯიშოები, როგორ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბავშვებს განვითარებაში, ასევე შევასწავლეთ ასაკობრივი თავისებურებები. ბავშვების გარდატეხის ასაკზე სერიოზული აქცენტი გვქონდა, ვიმუშავეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებთან, რადგანაც პროექტში ასეთი ბავშვებიც გვყავს. სოციალური მუშაკი ასევე მუშაობდა სოციალური სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე მათთვის, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, დავეხმარეთ დასაქმებაში. მაგალითად, ნანა გურგენიანს კარგი აკადემიური უნარები ჰქონდა, მაგრამ სოციალური პრობლემების გამო ვერ ახერხებდა დასაქმებას, გარეთ გამოსვლას. ეს ყველაფერი კარგი იყო მათი სოციალიზაციისთვისა და თვითშეფასების ამაღლებისთვის.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ