მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის დედაქალაქის ბიბლიოთეკებს
რა ბედი ელის დედაქალაქის ბიბლიოთეკებს

თბი­ლი­ი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე სო­ფიო ხუნ­წა­რია დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს ხვდე­ბა. რო­გორც ხუნ­წა­რი­ამ შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში გა­ნა­ცხდა, იგეგ­მე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა და არა ლიკ­ვი­და­ცია.

"ჩვენ ერთი კვი­რის წინ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს და ვი­სა­უბ­რეთ თუ რა პრო­ცე­სე­ბი გვე­ლო­დე­ბა, რა პრო­ცე­სე­ბი უნდა გა­ვი­ა­როთ, რომ მი­ვი­ღოთ მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ახა­ლი სივ­რცე­ე­ბი, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სა­ი­მი­ჯო სივ­რცე უნდა იყოს და არა პი­რი­ქით, რაც ახლა ხდე­ბა. ვწუხ­ვარ, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის რე­ფორ­მას მოყ­ვა პრო­ტეს­ტი გარ­კვე­უ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა­რე­ბის მხრი­დან. ეს ნამ­დვი­ლად სამ­წუ­ხა­როა, რად­გან იგეგ­მე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა და არა ლიკ­ვი­და­ცია, რო­გორც ეს გა­ცხა­დე­ბუ­ლი იყო. ჩა­მო­გით­ვლით მი­ზე­ზებს, თუ რა­ტომ გახ­და ეს პრო­ცე­სე­ბი სა­ჭი­რო. ბიბ­ლი­ო­თე­კა დღეს არის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სსიპ-ი და მას აფი­ნან­სებს თბი­ლი­სის მე­რია, რაც სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­უ­მარ­თა­ვია. მე­ო­რე სა­კი­თხია ის, რომ 36 ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან 30 ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. არის წიგ­ნა­დი ფონ­დე­ბის და წიგ­ნის შე­ნახ­ვის პრობ­ლე­მე­ბი. ბევრ წიგნს სოკო აქვს გა­ჩე­ნი­ლი იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გამო, რო­მელ­შიც დღეს თქვენ გი­წევთ ყოფ­ნა. ასე­ვე, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა თქვენ­თვი­საც, რად­გან გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გი­წევთ ყოფ­ნა, შე­უ­სა­ბა­მოა ის გა­რე­მო, სა­დაც მუ­შა­ობთ და ასე­ვე შე­უ­სა­ბა­მოა მკი­თხვე­ლის­თვი­საც. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პრობ­ლე­მაა და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ის ხელ­ფა­სი, რაც გაქვთ, არ უნდა გქონ­დეთ. იმის­თვის, რომ გავ­მარ­თოთ სის­ტე­მა, უნდა გა­დავ­დგათ გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. რათა ჩვენ მი­ვი­ღოთ ახა­ლი ტი­პის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი. 21-ე სა­უ­კუ­ნეა და გვაქვს ახა­ლი ტი­პის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­საც უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ", - მი­მარ­თა ხუნ­წა­რი­ამ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც მე­რი­ის მხრი­დან ა(ა)იპ-ის და­ფუძ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ამ ა(ა)იპ-ში გა­ერ­თი­ან­დე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და 3 მე­დი­ა­თე­კა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში არ­სე­ბობს. ასე­ვე ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა რომ მოხ­დეს, უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ გარ­კვე­ულ სტან­დარ­ტებს. შე­სა­ბა­მი­სად, 1 თვის მან­ძილ­ზე მოხ­დე­ბა ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა და პრო­ცე­სი 2 კვი­რა­ში და­ი­წყე­ბა. გა­დამ­ზა­დე­ბა მოხ­დე­ბა იმ სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რაც გვაქვს. ამა­ში გვეხ­მა­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი, რომ პრო­ცე­სე­ბი ღირ­სე­უ­ლად გა­ვი­ა­როთ. ასე­ვე უნდა გა­ვი­ა­როთ ტეს­ტი­რე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ, რაც და­ფუძნ­დე­ბა ა(ა)იპ-ი, ტეს­ტი­რე­ბის შემ­დგომ ვინც გა­და­ლა­ხავს ბა­რი­ერს, ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის აყ­ვა­ნა ახალ ა(ა)იპ-ში. ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში სსიპ-ის ლიკ­ვი­და­ცია. ეს პრო­ცე­სი იმის­თვის და­ი­წყო, რომ გა­მოს­წორ­დეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, წიგ­ნა­დი ფონ­დი მაქ­სი­მა­ლურდ შე­ივ­სოს, კლი­მა­ტი, რაც წიგნს სჭირ­დე­ბა გვქონ­დეს და სერ­ვი­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გავ­ხდეთ", - გა­ნა­ცხა­და ხუნ­წა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა ბედი ელის დედაქალაქის ბიბლიოთეკებს

რა ბედი ელის დედაქალაქის ბიბლიოთეკებს

თბილიისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ხვდება. როგორც ხუნწარიამ შეხვედრის დასაწყისში განაცხდა, იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია.

"ჩვენ ერთი კვირის წინ შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ თუ რა პროცესები გველოდება, რა პროცესები უნდა გავიაროთ, რომ მივიღოთ მოდერნიზებული ბიბლიოთეკა, ახალი სივრცეები, რომელიც ქალაქის საიმიჯო სივრცე უნდა იყოს და არა პირიქით, რაც ახლა ხდება. ვწუხვარ, რომ ბიბლიოთეკების რეფორმას მოყვა პროტესტი გარკვეული ბიბლიოთეკარების მხრიდან. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია, როგორც ეს გაცხადებული იყო. ჩამოგითვლით მიზეზებს, თუ რატომ გახდა ეს პროცესები საჭირო. ბიბლიოთეკა დღეს არის კულტურის სამინისტროს სსიპ-ი და მას აფინანსებს თბილისის მერია, რაც სამართლებრივად გაუმართავია. მეორე საკითხია ის, რომ 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არის წიგნადი ფონდების და წიგნის შენახვის პრობლემები. ბევრ წიგნს სოკო აქვს გაჩენილი იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელშიც დღეს თქვენ გიწევთ ყოფნა. ასევე, მძიმე მდგომარეობაა თქვენთვისაც, რადგან გაუსაძლის მდგომარეობაში გიწევთ ყოფნა, შეუსაბამოა ის გარემო, სადაც მუშაობთ და ასევე შეუსაბამოა მკითხველისთვისაც. რასაკვირველია, პრობლემაა დაბალი ხელფასები. მიგვაჩნია, რომ ის ხელფასი, რაც გაქვთ, არ უნდა გქონდეთ. იმისთვის, რომ გავმართოთ სისტემა, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები. რათა ჩვენ მივიღოთ ახალი ტიპის ბიბლიოთეკები. 21-ე საუკუნეა და გვაქვს ახალი ტიპის გამოწვევები, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ", - მიმართა ხუნწარიამ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია, რომელიც მერიის მხრიდან ა(ა)იპ-ის დაფუძნებას გულისხმობს.

"ამ ა(ა)იპ-ში გაერთიანდება ბიბლიოთეკები და 3 მედიათეკა, რომელიც ქალაქში არსებობს. ასევე ხელფასების მატება რომ მოხდეს, უნდა ვუპასუხოთ გარკვეულ სტანდარტებს. შესაბამისად, 1 თვის მანძილზე მოხდება ყველა თანამშრომლის გადამზადება და პროცესი 2 კვირაში დაიწყება. გადამზადება მოხდება იმ საბიბლიოთეკო სტანდარტების მიხედვით, რაც გვაქვს. ამაში გვეხმარება ეროვნული მუზეუმი, რომ პროცესები ღირსეულად გავიაროთ. ასევე უნდა გავიაროთ ტესტირება. მხოლოდ ამის შემდეგ, რაც დაფუძნდება ა(ა)იპ-ი, ტესტირების შემდგომ ვინც გადალახავს ბარიერს, ამის შემდეგ მოხდება თანამშრომლების აყვანა ახალ ა(ა)იპ-ში. ამის შემდეგ მოხდება კულტურის სამინისტროში სსიპ-ის ლიკვიდაცია. ეს პროცესი იმისთვის დაიწყო, რომ გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა, წიგნადი ფონდი მაქსიმალურდ შეივსოს, კლიმატი, რაც წიგნს სჭირდება გვქონდეს და სერვისებზე ორიენტირებული გავხდეთ", - განაცხადა ხუნწარიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ