სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ხარჯავს ხელფასის დიდ ნაწილს დავით საგანელიძე: "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა ვამბობ..."
რაში ხარჯავს ხელფასის დიდ ნაწილს დავით საგანელიძე: "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა ვამბობ..."

"და­ნიშ­ვნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩემი ხელ­ფა­სის 2/3 მი­დის ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში" - ამის შე­სა­ხებ სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. სა­გა­ნე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მარ­თა­ლია ოფი­ცი­ა­ლუ­რად მას გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი აქვს, ვიდ­რე დე­პუ­ტატს, თუმ­ცა ის იგი­ვე თან­ხას იღებს ხელ­ზე, რა­საც პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი იღე­ბენ.

"მე­ხუ­თე დი­რექ­ტო­რი ვარ და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მცი­რე ხელ­ფა­სი მაქვს, არა­ფე­რი მო­მა­ტე­ბუ­ლა. ხელ­ფასს არ სა­ზღვრავს ფონ­დი, არა­მედ სა­ზღვრავს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო (რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრია და თავ­მჯდო­მა­რე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია), ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვართ ბანკთან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა. გან­ვმარ­ტავ, რომ არ ვხარ­ჯავთ ბი­უ­ჯე­ტის თან­ხებს, არა­მედ ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბია დი­ვი­დენ­დე­ბი, ჩვენს მიერ პრო­ექ­ტებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი. ჩვენ ბი­უ­ჯე­ტის­თვის მოგ­ვაქვს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლო­ბით და კი­დევ უფრო მეტი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მო­გე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ხელ­ფა­სი, რო­გორც სა­ბან­კო სექ­ტორ­ში, ფორ­მირ­დე­ბა ჩვე­ნი მო­გე­ბით...

ხელ­ფა­სი მაქვს 21 ათა­სი ლარი, სა­ი­და­ნაც ხელ­ზე ვი­ღებ 16 ათას ლარს, და­ნარ­ჩე­ნი 5 000 იჭ­რე­ბა სა­შე­მო­სავ­ლოს სა­ხით... რაში ვხარ­ჯავ? პარ­ლა­მენ­ტში დიდ­ხანს ვი­ყა­ვი, 4 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი ვარ, ბო­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდით და როცა მოვ­დი­ო­დი ფონდში, ერ­თმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა მი­თხრა - რა­ტომ მი­დი­ხარ, მა­ღა­ლი ხელ­ფა­სის გა­მოო? მე მა­შინ ვუ­თხა­რი ეს ჩემი მო­რა­ლის საქ­მე­ა­მეთ­ქი და მა­შინ ვთქვი, რომ იმ­დე­ნი­ვეს ავი­ღებ ხელ­ფასს, რამ­დენ­საც თი­თო­ე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი იღებს დღეს. ორ წელ­ზე მე­ტია ფონდში ვარ და მე იმ­დენს ვი­ღებ, რამ­დენ­საც რე­ა­ლუ­რად პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ვკი­თხუ­ლობ სი­სუ­ლე­ლე­ებს, რომ თით­ქოს ოქ­როს დანა-ჩან­გა­ლი მაქვს..." - რო­გორ და­აგ­რო­ვა ქო­ნე­ბა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ

ეს არას­დროს არ მით­ქვამს და თქვენს ეთერ­ში ვამ­ბობ: ყო­ველ თვე, და­ნიშ­ვნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, ჩემი ხელ­ფა­სის 2/3 ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში მი­დის. ჩემი ხელ­ფა­სი­დან გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ირი­ცხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (რო­მე­ლიც მე და­ვამ­თავ­რე), ხუ­თი­ვე ფა­კულ­ტეტ­ზე სტი­პენ­დია არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, ჩემს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი. სა­ჯა­რო სკო­ლა, რო­მე­ლიც მე და­ვამ­თავ­რე, იღებს ყო­ველ­თვი­უ­რად საკ­მა­ოდ დიდ თან­ხას სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი­სა და მოს­წავ­ლის­თვის.

მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა, რო­მე­ლიც მე და­ვამ­თავ­რე, ყო­ველ­თვი­უ­რად ყვე­ლა­ზე მა­ღალ თან­ხას იღებს პე­და­გო­გი­სა და მოს­წავ­ლის­თვის. ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრი, სა­დაც მე ვმუ­შა­ობ, ყო­ველ­თვე ბავ­შვთა გან­ყო­ფი­ლე­ბას აქვს იმ­ხე­ლა თან­ხა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. ამ­ბრო­ლა­უ­რი­სა და ონის ოთხი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე ჩემ­გან იღებს სტი­პენ­დი­ას ყო­ველ­თვი­უ­რად. ივ­ნის­ში და­ღუ­პუ­ლი ოჯა­ხი, რო­მელ­საც პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი დარ­ჩათ, დღემ­დე ჩემ­გან იღებს დახ­მა­რე­ბას... ეს თან­ხე­ბი ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ხელ­ფას­ში ჩანს. ეს თან­ხე­ბი არის ის, რო­მე­ლიც აიღო დათო სა­გა­ნე­ლი­ძემ, და­ი­ბეგ­რა და თან­ხა, რო­მე­ლიც უნდა წა­ე­ღო სახ­ლში, ამ თან­ხის 2/3 მი­დის ამ მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

იხი­ლეთ ნა­წყვე­ტი გა­და­ცე­მი­დან

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რაში ხარჯავს ხელფასის დიდ ნაწილს დავით საგანელიძე: "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა ვამბობ..."

რაში ხარჯავს ხელფასის დიდ ნაწილს დავით საგანელიძე: "ეს არასდროს არ მითქვამს და ახლა ვამბობ..."

"დანიშვნის პირველივე დღიდან ჩემი ხელფასის 2/3 მიდის ქველმოქმედებაში" - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. საგანელიძის განმარტებით, მართალია ოფიციალურად მას გაცილებით მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე დეპუტატს, თუმცა ის იგივე თანხას იღებს ხელზე, რასაც პარლამენტარები იღებენ.

"მეხუთე დირექტორი ვარ და მათ შორის ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, არაფერი მომატებულა. ხელფასს არ საზღვრავს ფონდი, არამედ საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო (რომელშიც რამდენიმე მინისტრია და თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია), ვინაიდან ჩვენ ვართ ბანკთან გათანაბრებული სტრუქტურა. განვმარტავ, რომ არ ვხარჯავთ ბიუჯეტის თანხებს, არამედ ჩვენი შემოსავლებია დივიდენდები, ჩვენს მიერ პროექტებში განთავსებული თანხები. ჩვენ ბიუჯეტისთვის მოგვაქვს რამდენიმე ათეულობით და კიდევ უფრო მეტი მილიონი დოლარის მოგება და, შესაბამისად, ჩვენი ხელფასი, როგორც საბანკო სექტორში, ფორმირდება ჩვენი მოგებით...

ხელფასი მაქვს 21 ათასი ლარი, საიდანაც ხელზე ვიღებ 16 ათას ლარს, დანარჩენი 5 000 იჭრება საშემოსავლოს სახით... რაში ვხარჯავ? პარლამენტში დიდხანს ვიყავი, 4 მოწვევის პარლამენტარი ვარ, ბოლოს უმრავლესობის თავმჯდომარე გახლდით და როცა მოვდიოდი ფონდში, ერთმა ოპოზიციონერმა მითხრა - რატომ მიდიხარ, მაღალი ხელფასის გამოო? მე მაშინ ვუთხარი ეს ჩემი მორალის საქმეამეთქი და მაშინ ვთქვი, რომ იმდენივეს ავიღებ ხელფასს, რამდენსაც თითოეული პარლამენტარი იღებს დღეს. ორ წელზე მეტია ფონდში ვარ და მე იმდენს ვიღებ, რამდენსაც რეალურად პარლამენტარები.

ასევე წაიკითხეთ: "ვკითხულობ სისულელეებს, რომ თითქოს ოქროს დანა-ჩანგალი მაქვს..." - როგორ დააგროვა ქონება დავით საგანელიძემ

ეს არასდროს არ მითქვამს და თქვენს ეთერში ვამბობ: ყოველ თვე, დანიშვნის პირველივე დღიდან, ჩემი ხელფასის 2/3 ქველმოქმედებაში მიდის. ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა ირიცხება სამედიცინო უნივერსიტეტში (რომელიც მე დავამთავრე), ხუთივე ფაკულტეტზე სტიპენდია არის ყველაზე მაღალი, ჩემს მიერ დაწესებული. საჯარო სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, იღებს ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას საუკეთესო პედაგოგისა და მოსწავლისთვის.

მუსიკალური სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, ყოველთვიურად ყველაზე მაღალ თანხას იღებს პედაგოგისა და მოსწავლისთვის. ონკოლოგიის ცენტრი, სადაც მე ვმუშაობ, ყოველთვე ბავშვთა განყოფილებას აქვს იმხელა თანხა, რომ აბსოლუტურად ყველაფრით არის აღჭურვილი. ამბროლაურისა და ონის ოთხი საუკეთესო მოსწავლე ჩემგან იღებს სტიპენდიას ყოველთვიურად. ივნისში დაღუპული ოჯახი, რომელსაც პატარა ბავშვები დარჩათ, დღემდე ჩემგან იღებს დახმარებას... ეს თანხები ყველაფერი ჩემს ხელფასში ჩანს. ეს თანხები არის ის, რომელიც აიღო დათო საგანელიძემ, დაიბეგრა და თანხა, რომელიც უნდა წაეღო სახლში, ამ თანხის 2/3 მიდის ამ მიზნით", - განაცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა.

იხილეთ ნაწყვეტი გადაცემიდან

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები