სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - მმართველი გუნდი არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანების პოვნას ვეტოს დაძლევაში ხედავს
გიორგი მარგველაშვილი - მმართველი გუნდი არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანების პოვნას ვეტოს დაძლევაში ხედავს

რო­გორც ყო­ველ­თვის, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მა­ტე­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლევს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი არ­ნა­ხუ­ლი სუ­ლი­ე­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პოვ­ნას ვე­ტოს დაძ­ლე­ვა­ში ხე­დავს.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში არის რამ­დე­ნი­მე სა­და­ვო სა­კი­თხი. მე გა­მოვ­ყა­ვი 2 პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი ჩემს მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­ში, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­და­ვოდ მი­მაჩ­ნია. პირ­ვე­ლი არის რეკ­ლა­მის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბელ ტე­ლე­ვი­ზი­ებს და "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" პრინ­ციპს ურტყამს და მე­ო­რე, შეს­ყიდ­ვე­ბის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც მი­მაჩ­ნია, რომ არ­სე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის კა­ნო­ნი არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი. მი­სა­ღე­ბია ახა­ლი და ის უნდა იყოს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის, მაგ­რამ სა­ერ­თოდ შეს­ყიდ­ვებ­ზე რე­გუ­ლა­ცი­ის გაქ­რო­ბა არას­წო­რია.

ერთი კარ­გი ქარ­თლუ­რი გა­მოთ­ქმაა" მი­ზეზ-მი­ზეზ დოს მა­რი­ლი აკ­ლი­აო", რა­ღაც მი­ზე­ზი იყო სა­ჭი­რო, რა­მე­ნა­ი­რად, უკვე მე­რამ­დე­ნედ და­იძ­ლი­ოს პრე­ზი­დენ­ტის ვეტო. არ­ნა­ხუ­ლი სუ­ლი­ე­რი და ემო­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რა­მე­ში მა­ინც იპოვ­ნოს მმარ­თველ­მა გუნ­დმა და რა­ღა­ცა­ში მარ­თლა მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას, რა­ღაც სი­მაღ­ლე აი­ღონ ერ­თად, ეს არის ვე­ტოს დაძ­ლე­ვა. სულ ასე ხდე­ბა, ვი­საც ახ­სოვს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ის­ტო­რია, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვეტო... იძ­ლე­ო­და ვეტო და მერე ჩემს შე­ნიშ­ვნებს გა­და­წერ­დნენ ლა­მა­ზი ხე­ლით და ისევ იმ კა­ნონს ცვლიდ­ნენ. ასე­ვეა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზეც, რა­საც მე ვე­ტო­ში ვი­თხოვ­დი, 2017 წელს მი­ღე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში იმის ჩას­წო­რე­ბა ხდე­ბა. აქ გვაქვს მარ­ტივ რა­მეს­თან საქ­მე, რო­გორც ყო­ველ­თვის, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მა­ტე­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლევს.

მგო­ნია, რომ ვე­ტოს დაძ­ლე­ვენ, მერე ახალ კა­ნონს არ მი­ი­ღე­ბენ, და­ტო­ვე­ბენ ძველ კა­ნონს ძა­ლა­ში, რაც შე­დე­გობ­რი­ვად იმას ნიშ­ნავს, რომ ვეტო მი­უ­ღი­ათ, უბ­რა­ლოდ ამას ვე­ტოს დაძ­ლე­ვად გა­ა­ფორ­მე­ბენ. მგო­ნი, ერ­თო­ბა უხა­რი­ათ, ყვე­ლა­ნი ერ­თად რომ რა­ღა­ცის შემ­ძლე არი­ან. ვე­ტოს დაძ­ლე­ვენ თუ ძველ კა­ნონს და­ტო­ვე­ბენ ძა­ლა­ში, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ეს არის კარ­გი და არ მი­ა­ყე­ნებს ზა­რალს არც "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყებლს", არც მე­დია ბა­ზარს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გიორგი მარგველაშვილი - მმართველი გუნდი არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანების პოვნას ვეტოს დაძლევაში ხედავს

გიორგი მარგველაშვილი - მმართველი გუნდი არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანების პოვნას ვეტოს დაძლევაში ხედავს

როგორც ყოველთვის, მმართველი გუნდის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანების პოვნას ვეტოს დაძლევაში ხედავს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში არის რამდენიმე სადავო საკითხი. მე გამოვყავი 2 პრინციპული საკითხი ჩემს მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც განსაკუთრებით სადავოდ მიმაჩნია. პირველი არის რეკლამის საკითხი, რომელიც დამოუკიდებელ ტელევიზიებს და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრინციპს ურტყამს და მეორე, შესყიდვების საკითხი, რომელზეც მიმაჩნია, რომ არსებული შესყიდვების კანონი არ არის ადეკვატური. მისაღებია ახალი და ის უნდა იყოს ევროპული სტანდარტების, მაგრამ საერთოდ შესყიდვებზე რეგულაციის გაქრობა არასწორია.

ერთი კარგი ქართლური გამოთქმაა" მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო", რაღაც მიზეზი იყო საჭირო, რამენაირად, უკვე მერამდენედ დაიძლიოს პრეზიდენტის ვეტო. არნახული სულიერი და ემოციური გაერთიანება რამეში მაინც იპოვნოს მმართველმა გუნდმა და რაღაცაში მართლა მიაღწიონ წარმატებას, რაღაც სიმაღლე აიღონ ერთად, ეს არის ვეტოს დაძლევა. სულ ასე ხდება, ვისაც ახსოვს საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორია, ეროვნული ბანკის ვეტო... იძლეოდა ვეტო და მერე ჩემს შენიშვნებს გადაწერდნენ ლამაზი ხელით და ისევ იმ კანონს ცვლიდნენ. ასევეა კონსტიტუციაზეც, რასაც მე ვეტოში ვითხოვდი, 2017 წელს მიღებულ კონსტიტუციაში იმის ჩასწორება ხდება. აქ გვაქვს მარტივ რამესთან საქმე, როგორც ყოველთვის, მმართველი გუნდის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

მგონია, რომ ვეტოს დაძლევენ, მერე ახალ კანონს არ მიიღებენ, დატოვებენ ძველ კანონს ძალაში, რაც შედეგობრივად იმას ნიშნავს, რომ ვეტო მიუღიათ, უბრალოდ ამას ვეტოს დაძლევად გააფორმებენ. მგონი, ერთობა უხარიათ, ყველანი ერთად რომ რაღაცის შემძლე არიან. ვეტოს დაძლევენ თუ ძველ კანონს დატოვებენ ძალაში, ორივე შემთხვევაში ეს არის კარგი და არ მიაყენებს ზარალს არც "საზოგადოებრივ მაუწყებლს", არც მედია ბაზარს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."