სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1983 წელს წა­ვი­და ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი... მას მე­რე მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე..." - თემურ წიკლაური
"1983 წელს წა­ვი­და ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი... მას მე­რე მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე..." - თემურ წიკლაური

"იცით, რა­ტომ იხ­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­დიშს? ალ­ბათ იმი­ტომ, რომ რა­მეს აშა­ვე­ბენ ან რა­ღაც ეშ­ლე­ბათ, არა? ზოგ­ჯერ კი ამ მი­ზე­ზე­ბის გა­რე­შეც, მხო­ლოდ გუ­ლახ­დი­ლო­ბის გა­მო იხ­დი­ან ბო­დიშს, რად­გან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სიტ­ყვა­თა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა. ეს არის ზღვა­რის წაშ­ლა და სახ­ლის იმ კუნ­ჭულ­ში შე­ხედ­ვა, სა­დაც ალ­ბათ არა­სო­დეს შე­ა­ხე­დებ­დით ვინ­მეს..."

თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა სწო­რედ ამი­ტომ მო­ი­ბო­დი­შა:

- დი­დი ბო­დი­ში მკით­ხველს, რომ ასე გუ­ლახ­დი­ლად გიყ­ვე­ბით ყვე­ლა­ფერს და რომ შე­იძ­ლე­ბა თავ­საც ვახ­ვევ ჩემს ცხოვ­რე­ბას. ამას ვიტ­ყვი თავ­შიც და ბო­ლო­შიც...

არ უთ­ქვამს, რა რთუ­ლია ილა­პა­რა­კო სა­კუ­თარ თავ­ზე, თა­ნაც გუ­ლახ­დი­ლად; არ უთ­ქვამს, რომ ამას გამ­ბე­და­ო­ბა და ვაჟ­კა­ცო­ბა სჭირ­დე­ბა... ამას ყვე­ლა თა­ვად მიხ­ვდე­ბა.

წლე­ბის წი­ნან­დელ ფო­ტო­ებს დაჰ­ყუ­რებს. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ მი­სი ხმა სიმ­ღე­რა­სა­ვით ჟღერს მა­ში­ნაც, რო­ცა სუ­ლაც არ მღე­რის და ძა­ლი­ან სევ­დი­ან ამ­ბებს იხ­სე­ნებს. ეს ბე­დის­წე­რა­სა­ვი­თაა. ვუს­მენ, რო­გორ მი­ამ­ბობს კოჯ­რის სკო­ლა­ზე, რო­მე­ლიც წით­ლე­ბის შე­მოს­ვლის შემ­დეგ დან­გრე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბით აუ­გი­ათ. მე­რე რო­გორ ინ­გრე­ვა ის სკო­ლაც, იმი­ტომ რომ სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს... რო­გორ პო­უ­ლო­ბენ წყა­როს უკან გა­დაყ­რილ ჩუ­ქურ­თმი­ან ქვებს და რო­გორ მი­აქვთ იქ, სა­დაც მა­თი ად­გი­ლია - დაშ­ლი­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­წა­ზე. ქვე­ბი დუ­მან და თა­ვის ჟამს ელი­ან...

ცხოვ­რე­ბა­შიც არის რა­ღაც იდუ­მა­ლი, ისიც თა­ვის ჟამს ელის... წლე­ბის წინ, მა­გა­ლი­თად, რო­ცა კოჯ­რის ტყე­ში მი­დი­ო­და გი­ტა­რა­ზე მა­ლუ­ლად და­საკ­რა­ვად, სხვას რომ ეთ­ქვა, ალ­ბათ არ და­ი­ჯე­რებ­და, ერთ დღეს სტი­ქა­რს თუ ჩა­იც­ვამ­და. ვერც იმას და­ი­ჯე­რებ­და, რომ სტი­ქა­როს­ნო­ბამ­დე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი გახ­დე­ბო­და.

ვინ იცის, რას მო­ი­ტანს ჟა­მი ახალს... ჩვენ იმა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, რაც უკ­ვე მო­ი­ტა­ნა...

* * *

- კო­ჯორ­ში ვცხოვ­რობ­დი. სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, VII კლა­სამ­დე - ხუ­თებ­ზე. დამ­პირ­დნენ, თუ ხუ­თებ­ზე ის­წავ­ლი, ვე­ლო­სი­პედს გი­ყი­დი­თო. ვე­ლო­სი­პე­დი კი ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო. ეტ­ყო­ბა, მე­გობ­რებ­ში და­ვიტ­რა­ბა­ხე კი­დეც, ნა­ხეთ, მა­ლე ვე­ლო­სი­პე­დი მექ­ნე­ბა-მეთ­ქი. არა­და, მშობ­ლებს ისე გა­უ­ჭირ­დათ, ვე­ლო­სი­პე­დი კი არა, არაფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ იყო. მეწ­ყი­ნა, პი­რო­ბა რომ არ ამის­რუ­ლეს და აღარ ვსწავ­ლობ­დი... ახ­ლა მე­ცი­ნე­ბა, რომ მახ­სენ­დე­ბა...

"გი­ტა­რა ჩუ­მად ვი­ყი­დე. მშობ­ლებს არ უნ­დო­დათ კა­ტე­გო­რი­უ­ლად: ჯერ გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას ის­წავ­ლის, მერე გა­ლოთ­დე­ბა და რა გვეშ­ვე­ლე­ბაო" (სუ­რათ­ზე: ან­სამ­ბლი "ცი­ცი­ნა­თე­ლა")

ფი­ზი­კუ­რი შრო­მა თუ გა­მო­მიც­დია? რო­გორ არა! დი­დი ბოს­ტა­ნი გვქონ­და, კარ­ტო­ფილს ვრგავ­დით. მე­ა­თედ ჰექ­ტარ­ზე რომ და­მა­ყე­ნებ­დნენ და ვთოხ­ნი­დი, უნ­და გე­ნა­ხათ. ტყე­შიც დავ­დი­ო­დი შე­შა­ზე... "ტარ­ზა­ნი" რომ შე­მო­ვი­და, ბი­ჭე­ბი მივ­დი­ო­დით ტყე­ში, ვკი­დებ­დით თო­კებს და იყო ერ­თი ტყა­პატ­ყუ­პი. და­ჟე­ჟი­ლი ვბრუნ­დე­ბო­დით სახ­ლებ­ში.

ერ­თი ამ­ბა­ვიც მახ­სოვს: შინ მარ­ტო დაგ­ვტო­ვეს 97 წლის პა­პას­თან. მინ­დო­და გავ­ფრე­ნი­ლი­ყა­ვი. ეზო­ში დი­დი წაბ­ლის ხე იდ­გა. ავი­ტა­ნე ორი-სა­მი ქოლ­გა ამ ხე­ზე, გავ­შა­ლე და გად­მოვ­ხტი. ესე­ნი და­ი­კე­ცა და მე ღო­ბის ეკ­ლი­ან მავ­თულ­ზე ჩა­მო­ვე­კი­დე მუც­ლით. და­ვიწ­ყე ბღა­ვი­ლი. სა­ნამ პა­პამ გა­ი­გო­ნა და მო­ვი­და... კი­დევ კარ­გი, გა­ი­გო­ნა. ახ­ლაც ამ ნა­ი­ა­რევს რომ დავ­ხე­დავ ხოლ­მე, პა­პა მახ­სენ­დე­ბა.

ღმერ­თი მწყა­ლობ­და ყო­ველ­თვის. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ვახ­სე­ნო ხალ­ხი, ვი­საც დი­დი ღვაწ­ლი მი­უძ­ღო­და ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

ნა­თე­ლა პა­ტა­რი­ძე ამო­დი­ო­და თბი­ლი­სი­დან. სკო­ლა­ში სიმ­ღე­რის გუნ­დი შექ­მნა. ისე­თი გუნ­დი დად­გა, ოლიმ­პი­ა­დებ­ზე სულ პირ­ველ ად­გილ­ზე გავ­დი­ო­დით. ის მი­ნერ­გავ­და, მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვს, ხმა გაქვს და მიჰ­ყე­ვიო...

ბი­ჭე­ბი ამო­ვიდ­ნენ კო­ჯორ­ში, გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას ას­წავ­ლიდ­ნენ, მათ­გან ვის­წავ­ლე დაკ­ვრა. მე­რე ერ­თად ვი­ყა­ვით "ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში­ცა" და "ივე­რი­ა­შიც"... პირ­ვე­ლად ეს სიმ­ღე­რა ვის­წავ­ლე: "შე­მოხ­ტი და გა­მიფ­რინ­დი, ჩე­მო თო­ლია". გი­ტა­რა არ მქონ­და. ჩუ­მად ვი­ყი­დე. მშობ­ლებს არ უნ­დო­დათ კა­ტე­გო­რი­უ­ლად: ჯერ გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას ის­წავ­ლის, მე­რე გა­ლოთ­დე­ბა და რა გვეშ­ვე­ლე­ბაო. გი­ტა­რას ტყე­ში ვმა­ლავ­დი. მივ­დი­ო­დი და იქ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი.

საკ­მა­ოდ ხელ­მოკ­ლედ ვცხოვ­რობ­დით. 1964 წელს უც­ხო ენე­ბის ინ­სტი­ტუტ­ში ჩა­ვი­რიც­ხე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"1983 წელს წა­ვი­და ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი... მას მე­რე მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე..." - თემურ წიკლაური

"1983 წელს წა­ვი­და ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი... მას მე­რე მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე..." - თემურ წიკლაური

"იცით, რატომ იხდიან ადამიანები ბოდიშს? ალბათ იმიტომ, რომ რამეს აშავებენ ან რაღაც ეშლებათ, არა? ზოგჯერ კი ამ მიზეზების გარეშეც, მხოლოდ გულახდილობის გამო იხდიან ბოდიშს, რადგან გულახდილი საუბარი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვათა თანამიმდევრობა. ეს არის ზღვარის წაშლა და სახლის იმ კუნჭულში შეხედვა, სადაც ალბათ არასოდეს შეახედებდით ვინმეს..."

თემურ წიკლაურმა სწორედ ამიტომ მოიბოდიშა:

- დიდი ბოდიში მკითხველს, რომ ასე გულახდილად გიყვებით ყველაფერს და რომ შეიძლება თავსაც ვახვევ ჩემს ცხოვრებას. ამას ვიტყვი თავშიც და ბოლოშიც...

არ უთქვამს, რა რთულია ილაპარაკო საკუთარ თავზე, თანაც გულახდილად; არ უთქვამს, რომ ამას გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება... ამას ყველა თავად მიხვდება.

წლების წინანდელ ფოტოებს დაჰყურებს. საოცარია, მაგრამ მისი ხმა სიმღერასავით ჟღერს მაშინაც, როცა სულაც არ მღერის და ძალიან სევდიან ამბებს იხსენებს. ეს ბედისწერასავითაა. ვუსმენ, როგორ მიამბობს კოჯრის სკოლაზე, რომელიც წითლების შემოსვლის შემდეგ დანგრეული ეკლესიის ქვებით აუგიათ. მერე როგორ ინგრევა ის სკოლაც, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია მოხდეს... როგორ პოულობენ წყაროს უკან გადაყრილ ჩუქურთმიან ქვებს და როგორ მიაქვთ იქ, სადაც მათი ადგილია - დაშლილი ეკლესიის მიწაზე. ქვები დუმან და თავის ჟამს ელიან...

ცხოვრებაშიც არის რაღაც იდუმალი, ისიც თავის ჟამს ელის... წლების წინ, მაგალითად, როცა კოჯრის ტყეში მიდიოდა გიტარაზე მალულად დასაკრავად, სხვას რომ ეთქვა, ალბათ არ დაიჯერებდა, ერთ დღეს სტიქარს თუ ჩაიცვამდა. ვერც იმას დაიჯერებდა, რომ სტიქაროსნობამდე ცნობილი მომღერალი გახდებოდა.

ვინ იცის, რას მოიტანს ჟამი ახალს... ჩვენ იმაზე ვისაუბრეთ, რაც უკვე მოიტანა...

* * *

- კოჯორში ვცხოვრობდი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, VII კლასამდე - ხუთებზე. დამპირდნენ, თუ ხუთებზე ისწავლი, ველოსიპედს გიყიდითო. ველოსიპედი კი ჩემი ოცნება იყო. ეტყობა, მეგობრებში დავიტრაბახე კიდეც, ნახეთ, მალე ველოსიპედი მექნება-მეთქი. არადა, მშობლებს ისე გაუჭირდათ, ველოსიპედი კი არა, არაფრის საშუალება აღარ იყო. მეწყინა, პირობა რომ არ ამისრულეს და აღარ ვსწავლობდი... ახლა მეცინება, რომ მახსენდება...

"გიტარა ჩუმად ვიყიდე. მშობლებს არ უნდოდათ კატეგორიულად: ჯერ გიტარაზე დაკვრას ისწავლის, მერე გალოთდება და რა გვეშველებაო" (სურათზე: ანსამბლი "ციცინათელა")

ფიზიკური შრომა თუ გამომიცდია? როგორ არა! დიდი ბოსტანი გვქონდა, კარტოფილს ვრგავდით. მეათედ ჰექტარზე რომ დამაყენებდნენ და ვთოხნიდი, უნდა გენახათ. ტყეშიც დავდიოდი შეშაზე... "ტარზანი" რომ შემოვიდა, ბიჭები მივდიოდით ტყეში, ვკიდებდით თოკებს და იყო ერთი ტყაპატყუპი. დაჟეჟილი ვბრუნდებოდით სახლებში.

ერთი ამბავიც მახსოვს: შინ მარტო დაგვტოვეს 97 წლის პაპასთან. მინდოდა გავფრენილიყავი. ეზოში დიდი წაბლის ხე იდგა. ავიტანე ორი-სამი ქოლგა ამ ხეზე, გავშალე და გადმოვხტი. ესენი დაიკეცა და მე ღობის ეკლიან მავთულზე ჩამოვეკიდე მუცლით. დავიწყე ბღავილი. სანამ პაპამ გაიგონა და მოვიდა... კიდევ კარგი, გაიგონა. ახლაც ამ ნაიარევს რომ დავხედავ ხოლმე, პაპა მახსენდება.

ღმერთი მწყალობდა ყოველთვის. აუცილებლად მინდა ვახსენო ხალხი, ვისაც დიდი ღვაწლი მიუძღოდა ჩემს ჩამოყალიბებაში.

ნათელა პატარიძე ამოდიოდა თბილისიდან. სკოლაში სიმღერის გუნდი შექმნა. ისეთი გუნდი დადგა, ოლიმპიადებზე სულ პირველ ადგილზე გავდიოდით. ის მინერგავდა, მონაცემები გაქვს, ხმა გაქვს და მიჰყევიო...

ბიჭები ამოვიდნენ კოჯორში, გიტარაზე დაკვრას ასწავლიდნენ, მათგან ვისწავლე დაკვრა. მერე ერთად ვიყავით "ციცინათელაშიცა" და "ივერიაშიც"... პირველად ეს სიმღერა ვისწავლე: "შემოხტი და გამიფრინდი, ჩემო თოლია". გიტარა არ მქონდა. ჩუმად ვიყიდე. მშობლებს არ უნდოდათ კატეგორიულად: ჯერ გიტარაზე დაკვრას ისწავლის, მერე გალოთდება და რა გვეშველებაო. გიტარას ტყეში ვმალავდი. მივდიოდი და იქ ვმეცადინეობდი.

საკმაოდ ხელმოკლედ ვცხოვრობდით. 1964 წელს უცხო ენების ინსტიტუტში ჩავირიცხე. განაგრძეთ კითხვა

მარინა ეზუგბაია - ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი

მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ - ამირან გამყრელიძე

რატომ ვრცელდება ასე ადვილად კორონავირუსი - რა წერია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გვერდზე