პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ბუღაძე: "ჩვენ შევეჩვიეთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მკვდარია"
ლაშა ბუღაძე: "ჩვენ შევეჩვიეთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მკვდარია"

მწე­რალ ლაშა ბუ­ღა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე­სა­მე სექ­ტო­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხე­ბო­და, პოეტ ზვი­ად რა­ტი­ა­ნის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე და­სა­ხეს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­უ­წყე­ბე­ლი უნდა და­იბ­რუ­ნოს.

"პოეტ ზვი­ად რა­ტი­ა­ნის სა­კი­თხი იყო ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, სა­დაც ჩვენ ვთქვით, რომ სხვა ყვე­ლა და­ნა­შა­ულ­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­რა­ლურ და­ნა­შა­ულ­ზეც აგოს პა­სუ­ხი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ. ჩვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, ამას კამ­პა­ნი­ურ ხა­სი­ათს მივ­ცემთ. მე­სა­მე სექ­ტორ­თან ერ­თად დავ­გეგ­მეთ ნა­ბი­ჯე­ბი, თუ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. ჩვენ შე­ვეჩ­ვი­ეთ იმას, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" მკვდა­რია, ამი­ტომ ხალ­ხს უნდა გა­ვუ­ჩი­ნოთ იმის გან­ცდა, რომ მა­უ­წყე­ბე­ლი ჩვე­ნია და მა­თია. ჩვენ არ ვი­ცით რამ­დენს ვიხ­დით "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის".

ყვე­ლა ვამ­ბობთ, რომ ჩვე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბით ვიხ­დით თან­ხას, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად რამ­დენს - არ ვი­ცით. ასე­ვე არ ვი­ცით რა კო­რუფ­ცია ტრი­ა­ლებს მა­უ­წყე­ბელ­ში. ბო­ი­კოტ­ზე ვლა­პა­რა­კობთ და ბო­ი­კო­ტი არ არის, როცა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" 3%-იანი რე­ი­ტინ­გი აქვს?! მეტი რა ბო­ი­კოტ­ზეა სა­უ­ბა­რი, როცა მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას ბო­ი­კო­ტი აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ლაშა ბუ­ღა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ექ­ვსპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს. ერთ-ერთი პუნ­ქტის მი­ხედ­ვით, ისი­ნი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის შეს­ვლას ითხო­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
0

მთავარი არხია ცოცხალი.. :-))))))))))))))))

ბუღაძე-ს
0

ერთხელ მაინც შეგევლო თვალი.. იმდენი საინტერესო არაპოლიტიკური გადაცემა აქვთ.. მაგრამ თქვენ დღეში ერთხელ გვარამია შლეგიანმა თუ არ შეგაგინათ, ვერ დაიძინებთ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ლაშა ბუღაძე: "ჩვენ შევეჩვიეთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მკვდარია"

ლაშა ბუღაძე: "ჩვენ შევეჩვიეთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მკვდარია"

მწერალ ლაშა ბუღაძის განცხადებით, მესამე სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, პოეტ ზვიად რატიანის საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, შეხვედრაზე დასახეს სამოქმედო გეგმა, რომლითაც საზოგადოებამ მაუწყებელი უნდა დაიბრუნოს.

"პოეტ ზვიად რატიანის საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც ჩვენ ვთქვით, რომ სხვა ყველა დანაშაულთან ერთად მნიშვნელოვანია მორალურ დანაშაულზეც აგოს პასუხი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობამ. ჩვენ, ბუნებრივია, ამას კამპანიურ ხასიათს მივცემთ. მესამე სექტორთან ერთად დავგეგმეთ ნაბიჯები, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მკვდარია, ამიტომ ხალხს უნდა გავუჩინოთ იმის განცდა, რომ მაუწყებელი ჩვენია და მათია. ჩვენ არ ვიცით რამდენს ვიხდით "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის".

ყველა ვამბობთ, რომ ჩვენი გადასახადებით ვიხდით თანხას, თუმცა რეალურად რამდენს - არ ვიცით. ასევე არ ვიცით რა კორუფცია ტრიალებს მაუწყებელში. ბოიკოტზე ვლაპარაკობთ და ბოიკოტი არ არის, როცა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" 3%-იანი რეიტინგი აქვს?! მეტი რა ბოიკოტზეა საუბარი, როცა მთელ მოსახლეობას ბოიკოტი აქვს გამოცხადებული "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ექვსპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ისინი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ.