სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულ 18 წლის ბიჭს პატიმრობა შეეფარდა
35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულ 18 წლის ბიჭს პატიმრობა შეეფარდა

35-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ გა­ნა­ცხა­და, 117-ე მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და ბრალ­დე­ბულს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, რაც 16-დან 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"2018 წლის 31 იან­ვარს თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­თა დაჭ­რის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სსკ-ის კო­დექ­სის 19-109 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის ბ და მე-3 ნა­წი­ლის ა ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნე­ბი­სა და ორი პი­რის მი­მართ.

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა გა­ნე­კუთ­ვნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­ულს, შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბის მხა­რემ მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გა­ნუ­სა­ზღვრა პა­ტიმ­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ.

მისი თქმით, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა გა­ნა­პი­რო­ბა საქ­მე­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბამ.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლით უნდა მომ­ხდა­რი­ყო ბრა­ლის წარ­დგე­ნა. იგი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით არ სა­უბ­რობს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წო­ვა­ნია.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი ფაქტს ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას არ ეთან­ხმე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში, "წი­თელ ბაღ­ში" მომ­ხდარ ინი­ცი­დენ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლი - 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ნ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, 31 იან­ვარს თბი­ლის­ში, ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, ე.წ. წი­თე­ლი ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ა.ნ.-მ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ყო­ფილ თა­ნაკ­ლა­სე­ლებს - 2000 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ც.-ს და 2000 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ც.-ს ცივი ია­რა­ღით მუც­ლი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში თითო ჭრი­ლო­ბა, ხოლო 2000 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.ხ.-ს ხელ­ზე მსუ­ბუ­ქი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. და­კა­ვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მე-12 კლა­სე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულ 18 წლის ბიჭს პატიმრობა შეეფარდა

35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულ 18 წლის ბიჭს პატიმრობა შეეფარდა

35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურორმა თეონა გვაზავამ განაცხადა, 117-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"2018 წლის 31 იანვარს თბილისში განხორციელებულ არასრულწლოვანთა დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე, რომელსაც წარედგინა ბრალდება სსკ-ის კოდექსის 19-109 მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა და ორი პირის მიმართ.

წარდგენილი ბრალდება განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრული მოცულობით გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა", - განაცხადა თეონა გვაზავამ.

მისი თქმით, კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ.

პროკურორის განმარტებით, გამოძიების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული მუხლით უნდა მომხდარიყო ბრალის წარდგენა. იგი მტკიცებულებების შინაარსთან დაკავშირებით არ საუბრობს იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული არასრულწოვანია.

პროკურორის თქმით, ბრალდებული ფაქტს ადასტურებს, თუმცა მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

იხილეთ ვიდეო

სამართალდამცველებმა თბილისში, "წითელ ბაღში" მომხდარ ინიციდენტში ბრალდებული - 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად, 31 იანვარს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-12 კლასელია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ