კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტობიდან პრემიერის პოსტზე - სერჟ სარგსიანის "ჭადრაკის სვლები"
პრეზიდენტობიდან პრემიერის პოსტზე - სერჟ სარგსიანის "ჭადრაკის სვლები"

მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თი ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე თვე­ში, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, - 2018 წლის 2 მარტს, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს... რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, სომ­ხე­თის მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად, არ­მენ სარ­გსი­ა­ნი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ნი­დერ­ლან­დებ­სა და ლუქ­სემ­ბურ­გში სომ­ხე­თის ელჩი იყო.

უფრო ადრე, 1996-1997 წლებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტსაც იკა­ვებ­და. ის ამ­ჟა­მად ლონ­დონ­ში იმ­ყო­ფე­ბა და "Арменпресс"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხეთ­ში, კვი­რის ბო­ლოს ჩა­მო­ვა.

სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა ოპო­ზი­ცი­ა­მაც წა­რად­გი­ნა - არ­ტაკ ზე­ი­ნა­ლი­ა­ნი, რო­მელ­ზეც დიდ იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ. თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სე­ბი­სა და ბოლო ხანს უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი სერჟ სარ­გსი­ა­ნის რჩე­უ­ლის ფონ­ზე, რამ­დე­ნად აქვს მას მო­გე­ბის შან­სი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია...

ცოტა ხნის წინ, სარ­გსი­ა­ნი აცხა­დებ­და, რომ "სომ­ხე­თის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი პერ­სო­ნა უნდა იყოს. მას, ასე­ვე, პა­ტივს უნდა სცემ­დნენ სამ­შობ­ლო­შიც, რო­გორც ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს... ახლა სომ­ხე­თის­თვის ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი პირი აირ­ჩი­ონ, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ქვე­ყა­ნას ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩენს..." რო­გორც ჩანს, მან თა­ვის მოგ­ვა­რე­ში ეს თვი­სე­ბე­ბი და რაც მთა­ვა­რია, სა­ი­მე­დო და­საყ­რდე­ნი იპო­ვა...

"ის საკ­მა­ოდ კარ­გი მო­ჭად­რა­კეა, კარ­გი ბეგ­რა­უნ­დით და რო­გორც ჩანს, ჭად­რა­კულ აზ­როვ­ნე­ბას პო­ლი­ტი­კა­შიც იყე­ნებს" - წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

ამით დას­რულ­დე­ბა თუ არა სერჟ სარ­გსი­ა­ნის მმარ­თვე­ლო­ბის ხანა, დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა ნა­ად­რე­ვია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო დროს სომ­ხე­თის სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, შემ­თხვე­ვი­თი არ არის, - ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას მი­აჩ­ნია, რომ სარ­გსი­ან­მა, ბოლო თვე­ებ­ში, "სა­კუ­თარ თავ­ზე კარ­გად იმუ­შა­ვა..."

2015 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის თა­ნახ­მად,ქვე­ყა­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე გა­და­დის, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის. სომ­ხე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ერთი და იგი­ვე პირს მხო­ლოდ ორ­ჯერ შე­უძ­ლია პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე იყა­როს კენ­ჭი, ამი­ტო­მაც, რო­გორც სომ­ხუ­რი მე­დია წერს, სარ­გსი­ან­მა თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რა და რაც მთა­ვა­რია ისე, რომ ერთი შე­ხედ­ვით, "დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს" არ გა­და­უხ­ვია. სარ­გსი­ა­ნი, ბოლო ხა­ნებ­ში, აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს, სომ­ხეთ­ში და­სავ­ლე­თის ხაზი გა­ნა­ვი­თა­როს.

ერთი სი­ტყვით, ძვე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, სარ­გსი­ანს კი­დევ ერთხელ პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შან­სი არ აქვს, თუმ­ცა, პრე­მი­ე­რო­ბის იმედს არ კარ­გავს და მისი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი აქ­ტი­უ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პო­ტენ­ცი­უ­რი ამომ­რჩევ­ლის თვალ­ში, საკ­მაო ქუ­ლე­ბიც და­აგ­რო­ვა. ცნო­ბის­თვის, მას თა­ვად არას­დროს და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, - სად ხე­დავს თა­ვის მო­მა­ვალს პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადს ამო­წურ­ვის შემ­დეგ და სურს თუ არა პრე­მი­ე­რო­ბა.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატ­მა კონ­სტან­ტინ ზა­ტუ­ლინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სარ­გსი­ა­ნი პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას პრე­მი­ე­რის პოსტზე გა­ნაგ­რძობს, რაც ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მე მკვეთ­რი რყე­ვე­ბი სომ­ხურ პო­ლი­ტი­კა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის. "სომ­ხე­თის უახ­ლო­ეს­მა წარ­სულ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სერჟ სარ­გსი­ა­ნი სა­უ­კე­თე­სო მმარ­თვე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მისი შეც­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ ჩანს"- აცხა­დებ­და ის.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, მის ერ­თა­დერთ კონ­კუ­რენ­ტად, - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კა­რენ კა­რა­პე­ტი­ა­ნი მი­იჩ­ნე­ო­და, რო­მე­ლიც ერევ­ნის ყო­ფი­ლი მე­რია. ის ბოლო წლებ­ში, რუ­სუ­ლი "გა­ზპ­რო­მის" სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობ­და. მის დიდ პლუ­სად, სუფ­თა წარ­სუ­ლი მი­იჩ­ნე­ო­და - ის ად­გი­ლობ­რივ და არც რუს ოლი­გარ­ქებ­თან კავ­ში­რებ­ში ყო­ფი­ლა შემ­ჩნე­უ­ლი. თუმ­ცა, რუ­სულ ბიზ­ნეს­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

"სარ­გსი­ან­მა მის "სუფ­თა წარ­სულს" და ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ზიდ­ვის შე­საძ­ლე­ბო­ბებს, ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე გას­ვლის შან­სე­ბი და­უ­პი­რის­პი­რა და კა­რა­პე­ტი­ა­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლიც, უხ­მა­უ­როდ, ყო­ველ­გვა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და კა­მა­თის გა­რე­შე, მი­ჩუ­მათ­და", - წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­სა და მის ქარ­თველ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რი­სას, სარ­გსი­ან­მა ქარ­თულ მხა­რე­საც შეს­თა­ვა­ზა, - გა­მო­ი­ყე­ნოს სომ­ხე­თის შე­საძ­ლე­ბე­ლო­ბე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა იმი­სათ­ვის, რათა სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის ბაზ­რებ­ზე გა­ყი­დოს;

"გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა ირა­ნის სა­ზღვარ­თან შექ­მნილ თა­ვი­სუ­ფალ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნას, რო­მე­ლიც დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მოგ­ვცემს, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია და მომ­სა­ხუ­რე­ბა სხვა გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ან - ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ბა­ზარ­ზე ექ­სპორტზე გა­ვი­დეს", - აცხა­დებ­და სარ­გსი­ა­ნი, თუმ­ცა, მისი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი მხა­რის პო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ, ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა...

სომ­ხუ­რი მე­დი­ი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, - სომ­ხე­თი ევ­რო­პის­კენ აღე­ბულ გეზს, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, ალ­ბათ აღარ გა­და­უხ­ვევს. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში საკ­მა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი, არ­მენ სარ­გსი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რაც ამის დას­ტუ­რია. თუმ­ცა, რაც შე­ე­ხე­ბა, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, - ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სარ­გსი­ა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვის თავ­ზე იღებს და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში გა­უ­ძღვე­ბა. "რამ­დე­ნად გა­არ­თმევს თავს რუ­სეთ­სა და ევ­რო­პას­თან ერ­თდრო­ულ ურ­თი­ერ­თო­ბას, ეს პრაქ­ტი­კა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა..." - წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

პრეზიდენტობიდან პრემიერის პოსტზე - სერჟ სარგსიანის "ჭადრაკის სვლები"

პრეზიდენტობიდან პრემიერის პოსტზე - სერჟ სარგსიანის "ჭადრაკის სვლები"

მეზობელი სომხეთი ახალი კონსტიტუციის თანახმად, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, - 2018 წლის 2 მარტს, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები უნდა განხორციელდეს... რამდენიმე დღის წინ მოქმედმა პრეზიდენტმა, სომხეთის მეოთხე პრეზიდენტობის კანდიდატად, არმენ სარგსიანი დაასახელა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩი იყო.

უფრო ადრე, 1996-1997 წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტსაც იკავებდა. ის ამჟამად ლონდონში იმყოფება და "Арменпресс"-ს ინფორმაციით, სომხეთში, კვირის ბოლოს ჩამოვა.

საკუთარი კანდიდატურა ოპოზიციამაც წარადგინა - არტაკ ზეინალიანი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ. თუმცა, სახელმწიფო რესურსებისა და ბოლო ხანს უპრეცენდენტოდ გააქტიურებული სერჟ სარგსიანის რჩეულის ფონზე, რამდენად აქვს მას მოგების შანსი, ძნელი სათქმელია...

ცოტა ხნის წინ, სარგსიანი აცხადებდა, რომ "სომხეთის მომავალი პრეზიდენტი უცხოეთში მიღებული პერსონა უნდა იყოს. მას, ასევე, პატივს უნდა სცემდნენ სამშობლოშიც, როგორც ღირსეულ ადამიანს... ახლა სომხეთისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი პირი აირჩიონ, რომელიც საერთაშორისო არენაზე ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს..." როგორც ჩანს, მან თავის მოგვარეში ეს თვისებები და რაც მთავარია, საიმედო დასაყრდენი იპოვა...

"ის საკმაოდ კარგი მოჭადრაკეა, კარგი ბეგრაუნდით და როგორც ჩანს, ჭადრაკულ აზროვნებას პოლიტიკაშიც იყენებს" - წერს სომხური მედია.

ამით დასრულდება თუ არა სერჟ სარგსიანის მმართველობის ხანა, დასკვნების გაკეთება ნაადრევია. არსებული ინფორმაციით, ბოლო დროს სომხეთის საგარეო მიმართულებით გააქტიურება, შემთხვევითი არ არის, - ადგილობრივ მედიას მიაჩნია, რომ სარგსიანმა, ბოლო თვეებში, "საკუთარ თავზე კარგად იმუშავა..."

2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად,ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, რაც პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებას მნიშვნელოვნად ზრდის. სომხეთის კანონმდებლობით, ერთი და იგივე პირს მხოლოდ ორჯერ შეუძლია პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი, ამიტომაც, როგორც სომხური მედია წერს, სარგსიანმა თადარიგი დაიჭირა და რაც მთავარია ისე, რომ ერთი შეხედვით, "დემოკრატიულ პრინციპებს" არ გადაუხვია. სარგსიანი, ბოლო ხანებში, აქტიურად ცდილობს, სომხეთში დასავლეთის ხაზი განავითაროს.

ერთი სიტყვით, ძველი კონსტიტუციით, სარგსიანს კიდევ ერთხელ პრეზიდენტად არჩევის შანსი არ აქვს, თუმცა, პრემიერობის იმედს არ კარგავს და მისი ბოლოდროინდელი აქტიურობის გათვალისწინებით, პოტენციური ამომრჩევლის თვალში, საკმაო ქულებიც დააგროვა. ცნობისთვის, მას თავად არასდროს დაუკონკრეტებია, - სად ხედავს თავის მომავალს პრეზიდენტობის ვადს ამოწურვის შემდეგ და სურს თუ არა პრემიერობა.

გასული წლის დეკემბერში, რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ სარგსიანი პოლიტიკურ მოღვაწეობას პრემიერის პოსტზე განაგრძობს, რაც ნიშნავს, რომ რაიმე მკვეთრი რყევები სომხურ პოლიტიკაში მოსალოდნელი არ არის. "სომხეთის უახლოესმა წარსულმა აჩვენა, რომ სერჟ სარგსიანი საუკეთესო მმართველია, შესაბამისად, მისი შეცვლის აუცილებლობა არ ჩანს"- აცხადებდა ის.

რამდენიმე ხნის წინ, მის ერთადერთ კონკურენტად, - პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მიიჩნეოდა, რომელიც ერევნის ყოფილი მერია. ის ბოლო წლებში, რუსული "გაზპრომის" სისტემაში მუშაობდა. მის დიდ პლუსად, სუფთა წარსული მიიჩნეოდა - ის ადგილობრივ და არც რუს ოლიგარქებთან კავშირებში ყოფილა შემჩნეული. თუმცა, რუსულ ბიზნესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

"სარგსიანმა მის "სუფთა წარსულს" და ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებობებს, ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შანსები დაუპირისპირა და კარაპეტიანის პოტენციალიც, უხმაუროდ, ყოველგვარი დაპირისპირებისა და კამათის გარეშე, მიჩუმათდა", - წერს სომხური მედია.

საქართველოში ბოლო ოფიციალური ვიზიტისა და მის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას, სარგსიანმა ქართულ მხარესაც შესთავაზა, - გამოიყენოს სომხეთის შესაძლებელობები, თავისუფალი ეკონომიკური ზონების არსებობა იმისათვის, რათა საკუთარი პროდუქცია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე გაყიდოს;

"განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ირანის საზღვართან შექმნილ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, რომელიც დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს, რომ ქართული პროდუქცია და მომსახურება სხვა გადახდისუნარიან - ირანის ისლამური რესპუბლიკის ბაზარზე ექსპორტზე გავიდეს", - აცხადებდა სარგსიანი, თუმცა, მისი შემოთავაზების შემდეგ, ქართული მხარის პოზიციის შესახებ, ინფორმაცია არ გავრცელებულა...

სომხური მედიისა და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, - სომხეთი ევროპისკენ აღებულ გეზს, საკუთარი სურვილით, ალბათ აღარ გადაუხვევს. ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ მიღებული, არმენ სარგსიანის კანდიდატურაც ამის დასტურია. თუმცა, რაც შეეხება, რუსეთთან ურთიერთობას, - ამ პასუხისმგებლობას სარგსიანი, სავარაუდოდ, თავის თავზე იღებს და პრემიერ-მინისტრის რანგში გაუძღვება. "რამდენად გაართმევს თავს რუსეთსა და ევროპასთან ერთდროულ ურთიერთობას, ეს პრაქტიკაში გამოჩნდება..." - წერს სომხური მედია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"