სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პასპორტი გაქვს, მაგრამ არაფერს ნიშნავს - ჰაერი ხარ და არა, მოქალაქე" - რომელი ქვეყნების ნახვაზე ოცნებობენ აფხაზები?
"პასპორტი გაქვს, მაგრამ არაფერს ნიშნავს - ჰაერი ხარ და არა, მოქალაქე" - რომელი ქვეყნების ნახვაზე ოცნებობენ აფხაზები?

"მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, ყო­ველ­დღი­უ­რი კრი­მი­ნა­ლი, "თეთ­რი სიკ­ვდი­ლი", ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი... პროპ­ლე­მე­ბი შინ და გა­რეთ, ყველ­გან, სახ­ლში, სამ­სა­ხურ­ში, ქუ­ჩა­ში, სა­მე­გობ­რო­ში... ამა­სო­ბა­ში კი გა­დის ცხოვ­რე­ბა, ამ და­ჭა­ო­ბე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში" - წე­რენ აფხა­ზე­ბი და EKHO Kavkaza-სთან სა­უ­ბარ­ში მათ­თვის სა­ოც­ნე­ბო ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, ბრი­ტა­ნე­თი, - ეს არის ქვეყ­ნე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­თა ერთხელ მა­ინც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ აფხა­ზე­ბი, თუმ­ცა, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, მათი ძი­რი­თა­დი სატ­კი­ვა­რი, იზო­ლა­ცი­აც არის, რომ­ლის გა­მოც რუ­სე­თის იქით, ყველ­გან შე­ზღუდ­ვა აქვთ... ჩა­კე­ტი­ლო­ბის პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდებს არ აწუ­ხებთ.

რო­მან ხა­შ­ბა: "ქარ­თულ-აფხა­ზურ ომამ­დე, ყო­ველ წელს დავ­დი­ო­დით სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. ახლა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, რად­გან ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო არა­ღი­ა­რე­ბუ­ლია. ვცდი­ლობთ რუ­სე­თის პას­პორ­ტე­ბის აღე­ბას და ამ გზით წას­ვლას, მაგ­რამ ბოლო დროს ესეც გარ­თულ­და... ჩვე­ნი პას­პორ­ტით, ვი­ზას არ გვაძ­ლე­ვენ...

შე­ზღუდ­ვა რომ არ გვქონ­დეს, სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი პრა­ღა­ში. ბავ­შვო­ბა­ში ვი­ყა­ვი და კი­დევ ერთხელ მინ­და წა­ვი­დე, და­ვათ­ვა­ლი­ე­რო... ასე­ვე, ძა­ლი­ან მინ­და იტა­ლი­ის ნახ­ვა... ჩემი ოც­ნე­ბაა ვეწ­ვიო სა­ბერ­ძნეთს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ახ­ლოს არის, მაგ­რამ ვერ მივ­დი­ვარ. ვცდი­ლობ, რა­ღაც გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვო, რო­გორ­ღაც გა­ვა­კე­თო პას­პორ­ტი, რომ­ლი­თაც მოგ­ზა­უ­რო­ბას შევ­ძლებ..."

ალი­ა­სი: "თურ­ქეთ­სა და რუ­სეთ­ში ვი­ყა­ვი, ისიც, ახლო ქა­ლა­ქებ­ში... ევ­რო­პა­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ... ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს შე­ზღუდ­ვა არ არის პრობ­ლე­მა, სახ­ლში უამ­რა­ვი საქ­მეა, უფრო სწო­რად, - სულ საქ­მეა. ერთი დღეც რომ დავ­ტო­ვო, არ ვიცი, რა დამ­ხვდე­ბა... თუმ­ცა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვოც­ნე­ბობ­დი მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე და ალ­ბათ პირ­ვე­ლი­ვე შემ­თხვე­ვას სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი, რომ აქე­დან წა­ვი­დე..."

ირაკ­ლი: "ვის არ უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და ახალ-ახა­ლი სამ­ყა­როს გაც­ნო­ბა. ჩვენ, აფხა­ზეთ­ში იცით რო­გო­რი უც­ნა­უ­რი ცხოვ­რე­ბა გვაქვს? - სულ ვის­ვე­ნებთ, იმი­ტომ, რომ საქ­მე არა­ფე­რია... იმ­დე­ნად არა­ფე­რი, რომ ამ არაფ­რის­გან იღ­ლე­ბი და ნევ­როზ­დე­ბი... ჩემ­მა ნაც­ნო­ბებ­მა სცა­დეს წას­ვლა, მაგ­რამ ვინ გა­უშ­ვებ­და ჩვე­ნი პას­პორ­ტით?! პირ­და­პირ უთხრეს, - თქვენ არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­დან ხარ­თო...

ეს სა­ში­ნე­ლი გან­ცდაა, პას­პორ­ტი გაქვს, მაგ­რამ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, მა­ინც ჰა­ე­რი ხარ და არა, რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. სხვა­თა შო­რის, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­შიც მიგ­რძვნია, - თით­ქოს ადა­მი­ა­ნი კი არა, რა­ღაც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ხარ... ხა­ჯიმ­ბა გვპირ­დე­ბა, - გა­მო­ვას­წო­რებ­თო, მაგ­რამ რო­დის, - ვერ აკონ­კრე­ტებს. ასე­ვე, თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბო­და, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვნა­ხავ­დი სა­ბერ­ძნეთს".

გა­ლია: "მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნებ­თან გვაქვს პრობ­ლე­მა, სა­დაც ვიზა გვჭირ­დე­ბა - თუმ­ცა, უვი­ზო მხო­ლოდ რუ­სე­თია და ის უკვე ბევ­რჯერ ვნა­ხე. ევ­რო­პა­ში არ გვიშ­ვე­ბენ, არა­და, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან მუდ­მი­ვად ევ­რო­პის ნახ­ვის სურ­ვი­ლი მეს­მის... მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვნა­ხავ­დი, მაგ­რამ რა­მის შეც­ვლის იმე­დიც კი არ ჩანს..."

ესმა: "ჩემი ოც­ნე­ბაა პა­რი­ზი ვნა­ხო. თუმ­ცა, არც სხვა ქვეყ­ნე­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის ნახ­ვა­ზე ვი­ტყო­დი უარს. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ბრა­ზი­ლია, ვოც­ნე­ბობ, ერთხელ მა­ინც მოვ­ხვდე კარ­ნა­ვალ­ზე. ასე­ვე მიყ­ვარს იტა­ლია. ჩემი აზ­რით, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იქ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე არ ოც­ნე­ბობს... ძა­ლი­ან მომ­წონს ირ­ლან­დი­აც."

იანა ივა­ნო­ვა-შევ­ჩუ­კი: "თავ­და­პირ­ვე­ლად, ახლო ევ­რო­პას მო­ვი­ნა­ხუ­ლებ­დი, შემ­დეგ, და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებ­საც ვეს­ტუმ­რე­ბო­დი. კი­თხვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვნა­ხავ­დი იმ ად­გი­ლებს, რომ­ლებ­ზეც ბალ­ზა­კის, ჰი­უ­გო­სა და სხვა კლა­სი­კო­სე­ბის რო­მა­ნებ­ში წა­მი­კი­თხავს... რუ­სე­თის პას­პორ­ტი ჯერ ვერ გა­ვა­კე­თე. ჩვე­ნი პას­პორ­ტით არც მიც­დია, რად­გან გარ­შე­მო მეს­მის, რომ აფხა­ზებს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა­ზე უარი უთხრეს... ახალ­გაზ­რდე­ბი მე­ცო­დე­ბი­ან, - გარ­შე­მო მხო­ლოდ კრი­მი­ნალს და უბე­დუ­რე­ბას უყუ­რე­ბენ და ასეთ გა­რე­მო­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძნე­ლია, ნორ­მა­ლუ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს".

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბე­ბი ენ­გურს გაღ­მი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"პასპორტი გაქვს, მაგრამ არაფერს ნიშნავს - ჰაერი ხარ და არა, მოქალაქე" - რომელი ქვეყნების ნახვაზე ოცნებობენ აფხაზები?

"პასპორტი გაქვს, მაგრამ არაფერს ნიშნავს - ჰაერი ხარ და არა, მოქალაქე" - რომელი ქვეყნების ნახვაზე ოცნებობენ აფხაზები?

"მძიმე სოციალური ფონი, ყოველდღიური კრიმინალი, "თეთრი სიკვდილი", ავტოსაგზაო შემთხვევები... პროპლემები შინ და გარეთ, ყველგან, სახლში, სამსახურში, ქუჩაში, სამეგობროში... ამასობაში კი გადის ცხოვრება, ამ დაჭაობებულ ქვეყანაში" - წერენ აფხაზები და EKHO Kavkaza-სთან საუბარში მათთვის საოცნებო ევროპის ქვეყნების დათვალიერებაზე საუბრობენ.

იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ბრიტანეთი, - ეს არის ქვეყნების არასრული ჩამონათვალი, რომელთა ერთხელ მაინც დათვალიერებაზე ოცნებობენ აფხაზები, თუმცა, ფინანსური პრობლემების გარდა, მათი ძირითადი სატკივარი, იზოლაციაც არის, რომლის გამოც რუსეთის იქით, ყველგან შეზღუდვა აქვთ... ჩაკეტილობის პრობლემა მხოლოდ ახალგაზრდებს არ აწუხებთ.

რომან ხაშბა: "ქართულ-აფხაზურ ომამდე, ყოველ წელს დავდიოდით სხვადასხვა ქვეყნებში. ახლა ამის საშუალება არ არის, რადგან ჩვენი სახელმწიფო არაღიარებულია. ვცდილობთ რუსეთის პასპორტების აღებას და ამ გზით წასვლას, მაგრამ ბოლო დროს ესეც გართულდა... ჩვენი პასპორტით, ვიზას არ გვაძლევენ...

შეზღუდვა რომ არ გვქონდეს, სიამოვნებით წავიდოდი პრაღაში. ბავშვობაში ვიყავი და კიდევ ერთხელ მინდა წავიდე, დავათვალიერო... ასევე, ძალიან მინდა იტალიის ნახვა... ჩემი ოცნებაა ვეწვიო საბერძნეთს, რომელიც ძალიან ახლოს არის, მაგრამ ვერ მივდივარ. ვცდილობ, რაღაც გამოსავალი ვიპოვო, როგორღაც გავაკეთო პასპორტი, რომლითაც მოგზაურობას შევძლებ..."

ალიასი: "თურქეთსა და რუსეთში ვიყავი, ისიც, ახლო ქალაქებში... ევროპაში არასდროს ვყოფილვარ... ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ სახელმწიფოს შეზღუდვა არ არის პრობლემა, სახლში უამრავი საქმეა, უფრო სწორად, - სულ საქმეა. ერთი დღეც რომ დავტოვო, არ ვიცი, რა დამხვდება... თუმცა, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მოგზაურობაზე და ალბათ პირველივე შემთხვევას სიამოვნებით გამოვიყენებდი, რომ აქედან წავიდე..."

ირაკლი: "ვის არ უყვარს მოგზაურობა და ახალ-ახალი სამყაროს გაცნობა. ჩვენ, აფხაზეთში იცით როგორი უცნაური ცხოვრება გვაქვს? - სულ ვისვენებთ, იმიტომ, რომ საქმე არაფერია... იმდენად არაფერი, რომ ამ არაფრისგან იღლები და ნევროზდები... ჩემმა ნაცნობებმა სცადეს წასვლა, მაგრამ ვინ გაუშვებდა ჩვენი პასპორტით?! პირდაპირ უთხრეს, - თქვენ არაღიარებული სახელმწიფოდან ხართო...

ეს საშინელი განცდაა, პასპორტი გაქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მაინც ჰაერი ხარ და არა, რომელიმე ქვეყნის მოქალაქე. სხვათა შორის, ასეთი დამოკიდებულება რუსეთშიც მიგრძვნია, - თითქოს ადამიანი კი არა, რაღაც მეორეხარისხოვანი ხარ... ხაჯიმბა გვპირდება, - გამოვასწორებთო, მაგრამ როდის, - ვერ აკონკრეტებს. ასევე, თუ შესაძლებლობა მექნებოდა, სიამოვნებით ვნახავდი საბერძნეთს".

გალია: "მხოლოდ იმ ქვეყნებთან გვაქვს პრობლემა, სადაც ვიზა გვჭირდება - თუმცა, უვიზო მხოლოდ რუსეთია და ის უკვე ბევრჯერ ვნახე. ევროპაში არ გვიშვებენ, არადა, ჩვენი ახალგაზრდებისგან მუდმივად ევროპის ნახვის სურვილი მესმის... მეც სიამოვნებით ვნახავდი, მაგრამ რამის შეცვლის იმედიც კი არ ჩანს..."

ესმა: "ჩემი ოცნებაა პარიზი ვნახო. თუმცა, არც სხვა ქვეყნებისა და ქალაქების ნახვაზე ვიტყოდი უარს. ძალიან მაინტერესებს, ბრაზილია, ვოცნებობ, ერთხელ მაინც მოვხვდე კარნავალზე. ასევე მიყვარს იტალია. ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იქ მოგზაურობაზე არ ოცნებობს... ძალიან მომწონს ირლანდიაც."

იანა ივანოვა-შევჩუკი: "თავდაპირველად, ახლო ევროპას მოვინახულებდი, შემდეგ, დანარჩენ ქვეყნებსაც ვესტუმრებოდი. კითხვა ძალიან მიყვარს და სიამოვნებით ვნახავდი იმ ადგილებს, რომლებზეც ბალზაკის, ჰიუგოსა და სხვა კლასიკოსების რომანებში წამიკითხავს... რუსეთის პასპორტი ჯერ ვერ გავაკეთე. ჩვენი პასპორტით არც მიცდია, რადგან გარშემო მესმის, რომ აფხაზებს ყველა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს... ახალგაზრდები მეცოდებიან, - გარშემო მხოლოდ კრიმინალს და უბედურებას უყურებენ და ასეთ გარემოში, რასაკვირველია, ძნელია, ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: ვიზალიბერალიზაციის შეფასებები ენგურს გაღმიდან

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?