სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღმოვაჩენთ რაიმე ძალზე მნიშვნელოვანს, შეიძლება გამოიხატოს მოულოდნელი კარგი ამბებით" - უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ასპექტები
"აღმოვაჩენთ რაიმე ძალზე მნიშვნელოვანს, შეიძლება გამოიხატოს მოულოდნელი კარგი ამბებით" - უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ასპექტები

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის გარ­და, 2 იან­ვარს ახა­ლი, და­დე­ბი­თი ტრან­ზი­ტი ჩა­ირ­თო ცაზე - მერ­კუ­რი­სა და ურა­ნის ტრი­ნი. მისი კე­თი­ლის­მყო­ფე­ლი ზე­გავ­ლე­ნა ნელ-ნელა და­ი­წყებს ძა­ლე­ბის მოკ­რე­ფას და კვი­რის ბო­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა.

ამას­თან, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ას­პექ­ტის მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთი პლა­ნე­ტა - ურა­ნი ასეთ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში 3 სხვა­დას­ხვა ფა­ზას გა­ივ­ლის. რო­გორც ალ­ბათ გახ­სოვთ, 5 აგ­ვის­ტო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ურა­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იყო ანუ უკუს­ვლით მოძ­რა­ობ­და, 29 დე­კემ­ბრი­დან 6 იან­ვრის ჩათ­ვლით ის სტა­ცი­ო­ნა­რულ ფა­ზა­ში გა­და­ვა, რაც გარ­კვე­ულ და­პა­უ­ზე­ბას გა­მო­იწ­ვევს ურა­ნი­სე­ულ სა­კი­თხებ­ში. და აი მხო­ლოდ მას მერე, რაც სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვა წინ­მა­ვალ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, გზახ­სნი­ლი იქ­ნე­ბა და მწვა­ნე შუ­ქიც აინ­თე­ბა.

რას მოგ­ვი­ტანს ეს ას­პექ­ტი? ურა­ნი­სა და მერ­კუ­რის ტრი­ნი ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვიხ­სნის, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი კარ­გი ამ­ბე­ბით, ან ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, ექ­სცენ­ტრი­ულ და სტი­მუ­ლის მომ­ცემ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რე­ბით. ამ ტრან­ზი­ტის დროს ძალ­ზე ხში­რად იც­ვლე­ბა ხოლ­მე ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლი, ვპო­უ­ლობთ გო­ნე­ბი­სათ­ვის რა­ღაც ახალ საზ­რდოს, აღ­მო­ვა­ჩენთ ხოლ­მე რა­ი­მეს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს ან ვუ­მე­გობ­რდე­ბით ახალ ადა­მი­ა­ნებს.

ის კი არა­და, სა­რის­კო ქმე­დე­ბე­ბიც კი გა­მარ­თლე­ბუ­ლია ხოლ­მე ამ დროს. თუ რა­ი­მე ექ­სტრე­მა­ლუ­რის ჩა­დე­ნას აპი­რებთ, მა­გა­ლი­თად მა­ღა­ლი მთი­დან თხი­ლა­მუ­რე­ბით დაშ­ვე­ბა გსურთ, ან ვერ­ტმფრე­ნი­დან პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტო­მა - კი ბა­ტო­ნო - შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი დღე 4 იან­ვა­რი იქ­ნე­ბა. ამ დღეს სხვა ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტებ­თან ერ­თად ცაზე ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი დიდი ტრი­ნი შედ­გე­ბა, მერ­კუ­რის, ურა­ნი­სა და მთვა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ამ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას სამ­კუ­თხა ფა­რის ფორ­მა აქვს და მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბი­სა­გან გვი­ცავს ხოლ­მე.

თუმ­ცა ეს მა­ინც ზო­გა­დი პროგ­ნო­ზია, ნათ­ქვა­მია - სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვაო და ამი­ტომ ური­გო არ იქ­ნე­ბა, თუ წი­ნას­წარ პი­რად ტრან­ზი­ტებ­საც შე­ა­მოწ­მებთ

ეს პე­რი­ო­დი ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვია მოკ­ლე გა­სი­ერ­ნე­ბე­ბი­სათ­ვის, ვთქვათ სად­მე უახ­ლო­ეს მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც ორგ ტექ­ნი­კა და ელექტრო­ხელ­სა­წყო­ე­ბი იყი­დე­ბა. მერ­კუ­რი­სა და ურა­ნის და­დე­ბით ას­პექ­ტებ­ზე შე­ძე­ნი­ლი ასე­თი ნივ­თე­ბი მა­ღა­ლი ხა­რის­ხით და გამ­ძლე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ხოლ­მე.

მინ­და არ გა­ვუშ­ვა შემ­თხვე­ვა და ვთქვა- ურა­ნი­სა და მერ­კუ­რის და­დე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბი შე­სა­ნიშ­ნავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა იმის­თვის, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ას­ტრო­ლო­გი­ის სე­რი­ო­ზუ­ლად შეს­წავ­ლას მიჰ­ყონ ხელი. ასე რომ თუ ვინ­მეს სურ­ვი­ლი გაქვთ უკეთ გა­ეც­ნოთ ამ მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან მეც­ნი­ე­რე­ბას, შე­გიძ­ლი­ათ დღე­ი­დან აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გეთ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"აღმოვაჩენთ რაიმე ძალზე მნიშვნელოვანს, შეიძლება გამოიხატოს მოულოდნელი კარგი ამბებით" - უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ასპექტები

"აღმოვაჩენთ რაიმე ძალზე მნიშვნელოვანს, შეიძლება გამოიხატოს მოულოდნელი კარგი ამბებით" - უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ასპექტები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს:

"სავსემთვარეობის გარდა, 2 იანვარს ახალი, დადებითი ტრანზიტი ჩაირთო ცაზე - მერკურისა და ურანის ტრინი. მისი კეთილისმყოფელი ზეგავლენა ნელ-ნელა დაიწყებს ძალების მოკრეფას და კვირის ბოლოს განსაკუთრებულად შესამჩნევი იქნება.

ამასთან, საინტერესოა, რომ ამ ასპექტის მონაწილე ერთ-ერთი პლანეტა - ურანი ასეთ მოკლე პერიოდში 3 სხვადასხვა ფაზას გაივლის. როგორც ალბათ გახსოვთ, 5 აგვისტოდან მოყოლებული ურანი რეტროგრადული იყო ანუ უკუსვლით მოძრაობდა, 29 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით ის სტაციონარულ ფაზაში გადავა, რაც გარკვეულ დაპაუზებას გამოიწვევს ურანისეულ საკითხებში. და აი მხოლოდ მას მერე, რაც საბოლოოდ გადავა წინმავალ მიმართულებაზე, გზახსნილი იქნება და მწვანე შუქიც აინთება.

რას მოგვიტანს ეს ასპექტი? ურანისა და მერკურის ტრინი ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის, ეს შეიძლება გამოიხატოს მოულოდნელი კარგი ამბებით, ან ძალზე საინტერესო, ექსცენტრიულ და სტიმულის მომცემ ადამიანებთან შეხვედრებით. ამ ტრანზიტის დროს ძალზე ხშირად იცვლება ხოლმე ჩვენი აზროვნების სტილი, ვპოულობთ გონებისათვის რაღაც ახალ საზრდოს, აღმოვაჩენთ ხოლმე რაიმეს ძალზე მნიშვნელოვანს ან ვუმეგობრდებით ახალ ადამიანებს.

ის კი არადა, სარისკო ქმედებებიც კი გამართლებულია ხოლმე ამ დროს. თუ რაიმე ექსტრემალურის ჩადენას აპირებთ, მაგალითად მაღალი მთიდან თხილამურებით დაშვება გსურთ, ან ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოხტომა - კი ბატონო - შესანიშნავი პერიოდია. განსაკუთრებულად კარგი დღე 4 იანვარი იქნება. ამ დღეს სხვა ჰარმონიულ ასპექტებთან ერთად ცაზე ეგრეთწოდებული დიდი ტრინი შედგება, მერკურის, ურანისა და მთვარის მონაწილეობით. ამ კონფიგურაციას სამკუთხა ფარის ფორმა აქვს და მოსალოდნელი საფრთხეებისაგან გვიცავს ხოლმე.

თუმცა ეს მაინც ზოგადი პროგნოზია, ნათქვამია - სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ წინასწარ პირად ტრანზიტებსაც შეამოწმებთ

ეს პერიოდი ასევე შესანიშნავია მოკლე გასიერნებებისათვის, ვთქვათ სადმე უახლოეს მაღაზიაში, სადაც ორგ ტექნიკა და ელექტროხელსაწყოები იყიდება. მერკურისა და ურანის დადებით ასპექტებზე შეძენილი ასეთი ნივთები მაღალი ხარისხით და გამძლეობით გამოირჩევიან ხოლმე.

მინდა არ გავუშვა შემთხვევა და ვთქვა- ურანისა და მერკურის დადებითი ასპექტები შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ დაინტერესებულმა ადამიანებმა ასტროლოგიის სერიოზულად შესწავლას მიჰყონ ხელი. ასე რომ თუ ვინმეს სურვილი გაქვთ უკეთ გაეცნოთ ამ მრავალსაუკუნოვან მეცნიერებას, შეგიძლიათ დღეიდან აქტიურად შეუდგეთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს