პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაფრის აღარ მჯერა ამ ქვეყანაში!..." - რას წერს ოთო აბესაძის შეყვარებული "ფეისბუქზე"
"არაფრის აღარ მჯერა ამ ქვეყანაში!..." - რას წერს ოთო აბესაძის შეყვარებული "ფეისბუქზე"

ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ოთარ აბე­სა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დეა აფ­ცი­ა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"არაფ­რის აღარ მჯე­რა ამ ქვე­ყა­ნა­ში!!! მჯე­რა მარ­ტო ამ ბი­ჭის სიყ­ვა­რუ­ლის, კა­ცო­ბის და ადა­მი­ა­ნო­ბის !!!

სა­უ­კე­თე­სო ბიჭი ხარ და არ გაქვს ცუ­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა! არ­ცერთ კა­ნონს და არ­ცერთ ადა­მი­ანს არ აქვს უფ­ლე­ბა, საფრ­თხე შე­უქ­მნას შენს სი­ცო­ცხლეს !!!

ყველ­გან და ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი შენს გვერ­დით, თუნ­დაც ბევ­რი რკი­ნის კა­რით შენ­გან შორს, ვიქ­ნე­ბი ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლოს შენ­თან და გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს შენი კარ­გად ყოფ­ნის­თვის. მჯე­რა მარ­ტო ერთი სი­მარ­თლის! იმის, რომ შენ იმ­სა­ხუ­რებ თა­ვი­სუფ­ლე­ბას !!!!!! ერ­თა­დერ­თი ოც­ნე­ბა მაქვს, გა­თენ­დეს ის დღე, როცა ეს ჯო­ჯო­ხე­თი დამ­თავ­რე­ბა, ჩა­გე­ხუ­ტე­ბი ცო­ცხალს, ჯან­მრთელს და ისევ გე­ტყვი, რო­გორ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ..." - წერს დეა აფ­ცი­ა­უ­რი.

ოთარ აბე­სა­ძე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვეა პა­ტიმ­რო­ბა­შია გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე შე­უძ­ლოდ გახ­და, რის გა­მოც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა წა­რად­გი­ნა, სა­დაც აბე­სა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იყო სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ის სა­სა­მარ­თლომ კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. სა­სა­მარ­თლო­დან პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ აბე­სა­ძე მა­ლე­ვე უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აბე­სა­ძე ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით სუს-მა და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, აბე­სა­ძემ მდი­ნა­რე მტკვარ­ზე, გარ­კვე­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ის აშე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად და ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბამ­დე მშე­ნებ­ლო­ბის წარ­მო­ე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­ქა­ლა­ქეს 3 ათა­სი დო­ლა­რი ქრთა­მის სა­ხით გა­მო­არ­თვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"არაფრის აღარ მჯერა ამ ქვეყანაში!..." - რას წერს ოთო აბესაძის შეყვარებული "ფეისბუქზე"

"არაფრის აღარ მჯერა ამ ქვეყანაში!..." - რას წერს ოთო აბესაძის შეყვარებული "ფეისბუქზე"

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის შეყვარებული დეა აფციაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არაფრის აღარ მჯერა ამ ქვეყანაში!!! მჯერა მარტო ამ ბიჭის სიყვარულის, კაცობის და ადამიანობის !!!

საუკეთესო ბიჭი ხარ და არ გაქვს ცუდად ყოფნის უფლება! არცერთ კანონს და არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, საფრთხე შეუქმნას შენს სიცოცხლეს !!!

ყველგან და ყოველთვის ვიქნები შენს გვერდით, თუნდაც ბევრი რკინის კარით შენგან შორს, ვიქნები ყოველთვის ყველაზე ახლოს შენთან და გავაკეთებ ყველაფერს შენი კარგად ყოფნისთვის. მჯერა მარტო ერთი სიმართლის! იმის, რომ შენ იმსახურებ თავისუფლებას !!!!!! ერთადერთი ოცნება მაქვს, გათენდეს ის დღე, როცა ეს ჯოჯოხეთი დამთავრება, ჩაგეხუტები ცოცხალს, ჯანმრთელს და ისევ გეტყვი, როგორ ძალიან მიყვარხარ..." - წერს დეა აფციაური.

ოთარ აბესაძე, რომელიც რამდენიმე თვეა პატიმრობაშია გუშინდელ სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, სადაც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო საუბარი, თუმცა ის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ აბესაძე მალევე უმძიმეს მდგომარეობაში ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს