პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეურაცხყოფას გამარჯვებით ვუპასუხე!"-ნათია თოდუას პირველი კომენტარი გაბუნიას კრიტიკაზე
"შეურაცხყოფას გამარჯვებით ვუპასუხე!"-ნათია თოდუას პირველი კომენტარი გაბუნიას კრიტიკაზე

ნა­თია თო­დუა სთხოვს გულ­შე­მატ­კივ­რებს, ნუ გა­იხ­სე­ნე­ბენ ქარ­თულ X Factor-ში გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ნე­გა­ტი­ურ შე­ფა­სე­ბებს. მომ­ღე­რა­ლი ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"მსურს მო­გი­წო­დოთ, რომ უბ­რა­ლოდ გა­ვი­ხა­როთ აწ­მყო­თი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რე­ბა ნა­თელ მო­მა­ვალ­ში, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­ვა­ხა­რებს და გაგ­ვა­ბედ­ნი­ე­რებს.

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე შემ­ფა­სე­ბე­ლის­გან მი­ღე­ბულ სუ­ბი­ექ­ტურ აზრს იჯე­რე­ბენ და შემ­დეგ ჩერ­დე­ბი­ან.

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გუ­ლის ძა­ხი­ლი არ ას­ვე­ნებთ და კი­დევ მცდე­ლო­ბებს გა­ნაგ­რძო­ბენ.

მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამის ძალა აღ­მო­მაჩ­ნდა, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ცხოვ­რე­ბამ ბავ­შვო­ბი­დან ბრძო­ლა მას­წავ­ლა და გა­მაძ­ლი­ე­რა, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა.

ის შე­ფა­სე­ბა თუნ­დაც იმი­ტომ იყო სა­ჭი­რო, რომ დღეს აქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამი­ტომ, ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, შე­ვირ­გოთ აწ­მყო და ეს წარ­მა­ტე­ბა. არ ჩა­ვუ­ციკლდეთ წარ­სულს, რო­მელ­შიც თა­ვად თვლით, რომ შეც­დო­მა იყო.

ნუ გა­ვა­ზი­ა­რებთ იმ ნე­გა­ტივს, რაც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემს წარ­სულ­შია.

ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი აზრი, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნია თა­ვი­სი თა­ვის უფა­ლი.

ვიცი, რომ 2014 წელს გა­მო­უც­დე­ლი კონ­კურ­სან­ტის, ნა­თია თო­დუ­ას შე­ფა­სე­ბა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას­გან შე­უ­რა­ცხყო­ფა უფრო იყო, ვიდ­რე შე­ფა­სე­ბა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ ამით არ წყდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

დღეს მო­ლოც­ვებ­თან ერ­თად ვხე­დავ, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა მათ კრი­ტი­კა­ზე და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­და­დი­ხართ რაც ნამ­დვი­ლად არ არის სა­ჭი­რო.

პ.ს მე პი­რა­დად არ მსურს შე­უ­რა­ცხყო­ფას შე­უ­რა­ცხყო­ფით ვუ­პა­სუ­ხო, მე მო­გე­ბით ვუ­პა­სუ­ხე.

მიყ­ვარ­ხართ," - წერს თო­დუა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გერ­მა­ნუ­ლი The Voice-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო : "შენი ნამ­ღე­რი იყო სა­სა­ცი­ლო" – გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას და­წუ­ნე­ბულ­მა კონ­კურ­სან­ტმა გერ­მა­ნულ "ვო­ის­ში" გა­ი­მარ­ჯვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"შეურაცხყოფას გამარჯვებით ვუპასუხე!"-ნათია თოდუას პირველი კომენტარი გაბუნიას კრიტიკაზე

"შეურაცხყოფას გამარჯვებით ვუპასუხე!"-ნათია თოდუას პირველი კომენტარი გაბუნიას კრიტიკაზე

ნათია თოდუა სთხოვს გულშემატკივრებს, ნუ გაიხსენებენ ქართულ X Factor-ში გიორგი გაბუნიას ნეგატიურ შეფასებებს. მომღერალი ამის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.

„მსურს მოგიწოდოთ, რომ უბრალოდ გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან დამეხმარება ნათელ მომავალში, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგვახარებს და გაგვაბედნიერებს.

არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე შემფასებელისგან მიღებულ სუბიექტურ აზრს იჯერებენ და შემდეგ ჩერდებიან.

არიან ადამიანები, რომლებსაც გულის ძახილი არ ასვენებთ და კიდევ მცდელობებს განაგრძობენ.

მე ბედნიერი ვარ, რომ ამის ძალა აღმომაჩნდა, ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებამ ბავშვობიდან ბრძოლა მასწავლა და გამაძლიერა, როგორც პიროვნება.

ის შეფასება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო, რომ დღეს აქ ვყოფილიყავი, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, შევირგოთ აწმყო და ეს წარმატება. არ ჩავუციკლდეთ წარსულს, რომელშიც თავად თვლით, რომ შეცდომა იყო.

ნუ გავაზიარებთ იმ ნეგატივს, რაც, საბედნიეროდ, ჩემს წარსულშია.

ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი აზრი, ყველა ადამიანია თავისი თავის უფალი.

ვიცი, რომ 2014 წელს გამოუცდელი კონკურსანტის, ნათია თოდუას შეფასება გიორგი გაბუნიასგან შეურაცხყოფა უფრო იყო, ვიდრე შეფასება, მაგრამ საბედნიეროდ ამით არ წყდება ყველაფერი.

დღეს მოლოცვებთან ერთად ვხედავ, რომ უმრავლესობა მათ კრიტიკაზე და შეურაცხყოფაზე გადადიხართ რაც ნამდვილად არ არის საჭირო.

პ.ს მე პირადად არ მსურს შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო, მე მოგებით ვუპასუხე.

მიყვარხართ,“ - წერს თოდუა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანული The Voice-ის გამარჯვებული გახდა.

იხილეთ ვიდეო : "შენი ნამღერი იყო სასაცილო" – გიორგი გაბუნიას დაწუნებულმა კონკურსანტმა გერმანულ "ვოისში" გაიმარჯვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"