მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის საქართველო" ნია წივწივაძე: "არასდროს არაფერი მომწონს ჩემი"
"მის საქართველო" ნია წივწივაძე: "არასდროს არაფერი მომწონს ჩემი"

24 წლის ნია წივ­წი­ვა­ძე ცოტა ხნის წინ "მის სა­ქარ­თვე­ლო - 2017" გახ­და. მშვე­ნი­ე­რი ნია ჭკვი­ა­ნი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გო­გო­ნაა, რო­მელ­საც სა­მო­მავ­ლოდ არა­ერ­თი გეგ­მა აქვს და­სა­ხუ­ლი...

- სხე­ულ­ზე გემ­ჩნე­ვა, რომ ვარ­ჯი­შობ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს მიჰ­ყვე­ბი.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცურ­ვა და ეს მეხ­მა­რე­ბა. ტრე­ნა­ჟო­რებ­ზეც ვვარ­ჯი­შობ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ, ეს ჭა­მაა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით ცო­მე­უ­ლი, "ფასტ ფუდი". ვცდი­ლობ, ამო­ვი­ღო რა­ცი­ო­ნი­დან. ვარ­ჯი­ში მეხ­მა­რე­ბა და აბა­ლან­სებს ამ ყვე­ლა­ფერს. ვარ­ჯი­ში, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სხე­უ­ლი უნდა გქონ­დეს ფორ­მა­ში. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გი­ყუ­რებს, რო­გორ ფორ­მა­ში გაქვს სხე­უ­ლი. არას­წო­რი კვე­ბა სა­ხის კან­ზეც ცუ­დად აი­სა­ხე­ბა.

- გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ იყო ბევ­რი კრი­ტი­კა, ამა­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და?

- როცა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ კრი­ტი­კა იქ­ნე­ბო­და და ამის­თვის მზად ვი­ყა­ვი. ვი­ღა­ცე­ე­ბი წერ­დნენ: "ეს გოგო ბე­ქას და არის და ამი­ტომ გახ­და "მის სა­ქარ­თვე­ლოო". ჩემს ცხვირ­საც აკ­რი­ტი­კებ­დნენ, მაგ­რამ რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს, რომ დიდი მი­ჩან­და, ვერ მივ­ხვდი. გა­ტე­ხი­ლი მქონ­და, ძგი­დე გა­ვის­წო­რე, პლას­ტი­კა არ გა­მი­კე­თე­ბია.

მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ, სა­კუ­თარ თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი.არას­დროს არა­ფე­რი მომ­წონს ჩემი, რად­გან მინ­და, იდე­ა­ლუ­რად იყოს ყვე­ლა­ფე­რი. სა­კუ­თარ თავს ბევ­რს ვთხოვ ხოლ­მე. ეს შე­იძ­ლე­ბა - კარ­გია, მაგ­რამ ნორ­მის ფარ­გლებ­ში. მე კი ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი ვარ, მაგ­რამ ნელ-ნელა მე­ტად მე­მა­ტე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა.

- რის კე­თე­ბა გიყ­ვარს?

- ვწერ სტა­ტი­ებს. ჩემი ბლო­გი მაქვს 16 წლი­დან და იქ ვწერ რჩე­ვებს. მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. მინ­და, ამ კუ­თხი­თაც გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი კა­რი­ე­რა. მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რად­გან ახალ ქა­ლაქ­ში, ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო ემო­ცი­აა. სა­ნამ წა­ვალ, მა­ნამ­დე ვეც­ნო­ბი ყვე­ლა­ფერს. მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვე­ნი რუკა ხარო.

- რა ხდე­ბა პი­რად­ში?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავს, ორი წე­ლია, ერ­თად ვართ. რო­გორც მი­თხრა, სა­ნამ გა­მიც­ნობ­და, მა­ნამ­დე იცო­და ჩემ შე­სა­ხებ. მოვ­წონ­დი და მერე, მე­გობ­რე­ბის წრე­ში რომ გა­ვი­ცა­ნი, აქ­ტი­უ­რო­ბა და­ი­წყო. ნელ-ნელა გან­ვი­თარ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა: სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გვქონ­და, გა­ვუ­გეთ, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ახ­ლაც, კონ­კურ­სზე რომ ვა­პი­რებ­დი გას­ვლას, მას ვკი­თხე აზრი და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. უნდა, რომ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვიყო - არ ვიჯ­დე სახ­ლში და ყველ­გან ვიყო. რომ გა­ვი­მარ­ჯვე, მი­თხრა: ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბიო. ფეხ­ბურ­თე­ლია და ჩემი ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არას­დროს მინ­დო­და, სპორ­ტსმე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყო­ლო­და, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და.

ნა­თია უტი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"მის საქართველო" ნია წივწივაძე: "არასდროს არაფერი მომწონს ჩემი"

"მის საქართველო" ნია წივწივაძე: "არასდროს არაფერი მომწონს ჩემი"

24 წლის ნია წივწივაძე ცოტა ხნის წინ "მის საქართველო - 2017" გახდა. მშვენიერი ნია ჭკვიანი და მიზანდასახული გოგონაა, რომელსაც სამომავლოდ არაერთი გეგმა აქვს დასახული...

- სხეულზე გემჩნევა, რომ ვარჯიშობ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვები.

- ძალიან მიყვარს ცურვა და ეს მეხმარება. ტრენაჟორებზეც ვვარჯიშობ. ერთადერთი, რასაც ვერ ვაკონტროლებ, ეს ჭამაა. ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ცომეული, "ფასტ ფუდი". ვცდილობ, ამოვიღო რაციონიდან. ვარჯიში მეხმარება და აბალანსებს ამ ყველაფერს. ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხეული უნდა გქონდეს ფორმაში. ამდენი ადამიანი გიყურებს, როგორ ფორმაში გაქვს სხეული. არასწორი კვება სახის კანზეც ცუდად აისახება.

- გამარჯვების შემდეგ იყო ბევრი კრიტიკა, ამაზე როგორი რეაქცია გქონდა?

- როცა კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, თავიდანვე ვიცოდი, რომ კრიტიკა იქნებოდა და ამისთვის მზად ვიყავი. ვიღაცეები წერდნენ: "ეს გოგო ბექას და არის და ამიტომ გახდა "მის საქართველოო". ჩემს ცხვირსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ რატომ გადაწყვიტეს, რომ დიდი მიჩანდა, ვერ მივხვდი. გატეხილი მქონდა, ძგიდე გავისწორე, პლასტიკა არ გამიკეთებია.

მაქსიმალისტი ვარ, საკუთარ თავთან დაკავშირებით ძალიან კრიტიკული. არასდროს არაფერი მომწონს ჩემი, რადგან მინდა, იდეალურად იყოს ყველაფერი. საკუთარ თავს ბევრს ვთხოვ ხოლმე. ეს შეიძლება - კარგია, მაგრამ ნორმის ფარგლებში. მე კი ძალიან კრიტიკული ვარ, მაგრამ ნელ-ნელა მეტად მემატება თავდაჯერებულობა.

- რის კეთება გიყვარს?

- ვწერ სტატიებს. ჩემი ბლოგი მაქვს 16 წლიდან და იქ ვწერ რჩევებს. მოგზაურობის შესახებ. მინდა, ამ კუთხითაც გავაგრძელო ჩემი კარიერა. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, რადგან ახალ ქალაქში, ახალი შთაბეჭდილებების მიღება ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო ემოციაა. სანამ წავალ, მანამდე ვეცნობი ყველაფერს. მეგობრები მეუბნებიან, ჩვენი რუკა ხარო.

- რა ხდება პირადში?

- შეყვარებული მყავს, ორი წელია, ერთად ვართ. როგორც მითხრა, სანამ გამიცნობდა, მანამდე იცოდა ჩემ შესახებ. მოვწონდი და მერე, მეგობრების წრეში რომ გავიცანი, აქტიურობა დაიწყო. ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა: საერთო ინტერესები გვქონდა, გავუგეთ, ჩემთვის საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ახლაც, კონკურსზე რომ ვაპირებდი გასვლას, მას ვკითხე აზრი და ძალიან გაუხარდა. უნდა, რომ ძალიან დაკავებული ვიყო - არ ვიჯდე სახლში და ყველგან ვიყო. რომ გავიმარჯვე, მითხრა: ძალიან მეამაყებიო. ფეხბურთელია და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა, სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა, მაგრამ ასე გამოვიდა.

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება