მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ჰარემის კარს მიღმა - არაბი ცოლების რეალური ცხოვრება
რა ხდება ჰარემის კარს მიღმა - არაბი ცოლების რეალური ცხოვრება

პო­ლი­გა­მია და ჰა­რე­მე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა და უკი­დუ­რე­სად შე­ზღუ­დუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი, ბრი­ლი­ან­ტე­ბი, ჰი­ჯა­ბე­ბი - არა­ბი ცო­ლე­ბის შე­სა­ხებ იმ­დე­ნი სტე­რე­ო­ტი­პი არ­სე­ბობს, რომ ძნე­ლია გან­სა­ზღვრა, რა არის სი­მარ­თლე და რა - მითი.

მარ­თა­ლია, ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი მუ­სულ­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია, თუმ­ცა, ხში­რად, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის გან­კარ­გვა ქა­ლებს თა­ვა­დაც შე­უძ­ლი­ათ.

პორ­ტა­ლი Bright Side გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ფაქტს ლა­მა­ზი და იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი აღ­მო­სავ­ლე­ლი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

  • ქორ­წი­ნე­ბა გა­რი­გე­ბით

ქორ­წი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში კვლავ გა­რი­გე­ბით ხდე­ბა, მშობ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კვლავ ფიქ­რობს, რომ გო­გო­ნას აზრი არა­ვის­თვის არის სა­ინ­ტე­რე­სო, თუმ­ცა ეს რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა - თუ პა­ტარ­ძალს არ მოს­წონს საქმრო, შე­უძ­ლია, და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე მას­თან უარი თქვას.

სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტის და­დე­ბა, მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არა­ბულ სამ­ყა­რო­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

არა­ბი ქა­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად ქორ­წინ­დე­ბი­ან სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბის აღმსა­რე­ბელ მა­მა­კაც­ზე. კა­ცებს მეტი პრი­ვი­ლე­გია აქვთ და შე­უძ­ლი­ათ, ქრის­ტი­ა­ნი, ანდა - იუ­დე­ვე­ლი ქალი მო­იყ­ვა­ნონ ცო­ლად, თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ქალი ვერ მი­ი­ღებს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და და­შო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვე­ბი მა­მას­თან დარ­ჩე­ბი­ან.

არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში და­ქორ­წი­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი 18 წე­ლია.

  • ქორ­წი­ლი

სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვაა, თუმ­ცა არა­ბი პა­ტარ­ძლე­ბი და მათი ქმრე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბას ცალ-ცალ­კე აღ­ნიშ­ნა­ვენ, შე­საძ­ლოა - სხვა­დას­ხვა დღე­საც კი.

მა­მა­კა­ცე­ბის სუფ­რა­ზე არის ჩაი, ყავა, ვახ­შა­მი და წვე­უ­ლე­ბა მაქ­სი­მუმ 4 სა­ა­თის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა.

ქა­ლე­ბის მოლ­ხე­ნა კი უფრო მას­შტა­ბუ­რია, ისი­ნი დიდ ქა­ლა­ქებ­ში რეს­ტორ­ნებ­ში იკ­რი­ბე­ბი­ან, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მოს­ში სა­გან­გე­ბოდ გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი, ბრი­ლი­ან­ტის სამ­კა­უ­ლე­ბით. იმის გამო, რომ წვე­უ­ლე­ბა­ზე მხო­ლოდ ქა­ლე­ბი არი­ან, შე­უძ­ლი­ათ, ჰი­ჯა­ბე­ბის გა­რე­შე იყ­ვნენ და თა­მა­მად აჩ­ვე­ნონ გარ­შე­მომ­ყო­ფებს ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლი და სა­მო­სი.

  • პო­ლი­გა­მია

ქორ­წი­ნე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­ნო­გა­მი­უ­რია. ყვე­ლა არაბ მა­მა­კაცს არ აქვს სურ­ვი­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბა, ჰყავ­დეს რამ­დე­ნი­მე ცოლი. ის­ლა­მი ნე­ბას აძ­ლევს, და­ქორ­წინ­დნენ 4 ქალ­ზე, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გან­მა ქმრის­გან თა­ნაბ­რად უნდა მი­ი­ღონ სა­ჩუქ­რე­ბი, ყუ­რა­დღე­ბა, სამ­კა­უ­ლი... რამ­დე­ნი­მე ცოლი შე­ი­ხე­ბი­სა და ძა­ლი­ან მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის პრი­ვი­ლე­გი­აა.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბაა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რამ­დე­ნი ცოლი ეყო­ლე­ბა შემ­დგომ­ში არაბ მა­მა­კაცს, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა რჩე­ბა ყვე­ლა­ზე „დი­დად“ და პირ­ვე­ლი ცოლი არის „უფ­რო­სი“.

თუ მა­მა­კა­ცი სხვა ქალ­ზე და­ქორ­წინ­დე­ბა, და­ნარ­ჩენ­მა ცო­ლებ­მა ქალი უნდა მი­ი­ღონ. ისი­ნი უნდა და­ე­მორ­ჩი­ლონ ქმრის ნე­ბას და არა­ნა­ი­რი ემო­ცია არ უნდა გა­მო­ხა­ტონ. რო­გორც წესი, ცო­ლე­ბი სხვა­დას­ხვა სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ და ერ­თმა­ნეთს ხში­რად არ ხვდე­ბი­ან.

  • გან­ქორ­წი­ნე­ბა

ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, მა­მა­კაც­მა, რო­მელ­საც სურს, ცოლს გა­შორ­დეს, სამ­ჯერ ხმა­მაღ­ლა უნდა თქვას ფრა­ზა „მე შენ გშორ­დე­ბი“. ამის შემ­დეგ, ცოლს შე­უძ­ლია, გა­ჩერ­დეს ქმრის სახ­ლში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რათა დარ­წმუნ­დეს, რომ ორ­სუ­ლად არ არის.

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქმარს შე­უძ­ლია „და­იბ­რუ­ნოს“ ცოლი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ნათ­ქვა­მით „მე შენ უკან გიბ­რუ­ნებ“.

ქალს შე­უძ­ლია გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე შე­ი­ტა­ნოს სა­ბუ­თე­ბი, თუ ქმარს მისი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­თა­ნა­დოდ არ შე­უძ­ლია. ასე­თი საქ­მე­ებს სა­სა­მარ­თლო დიდი სიფრ­თხი­ლით გა­ნი­ხი­ლავს და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ქა­ლის მო­თხოვ­ნას აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

არა­ბულ სამ­ყა­რო­ში კა­ცე­ბი სიყ­ვა­რულს არა მხო­ლოდ ყვა­ვი­ლე­ბით, არა­მედ - ოქ­რო­თი და სამ­კა­უ­ლი­თაც გა­მო­ხა­ტა­ვენ. მა­გა­ლი­თად, ქმარ­მა უნდა წა­იყ­ვა­ნოს ცოლი რეს­ტორ­ნებ­ში, უყი­დოს ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი, ტან­საც­მე­ლი...

  • სა­მო­სი

ქა­ლებ­მა უნდა და­მა­ლონ სხე­უ­ლი გრძელ, ფარ­თო სა­მოს­ში. მათ შე­უძ­ლი­ათ ეც­ვათ ნე­ბის­მი­ე­რი რამ აბა­ი­ას ქვეშ - მოკ­ლე კა­ბე­ბი, ჯინ­სე­ბი, შორ­ტე­ბი... თუმ­ცა, ქუ­ჩა­ში გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ სახე, ან - თვა­ლე­ბი უნდა უჩან­დეთ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
28

ამ სისულელეებს რატომ წერთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა ხდება ჰარემის კარს მიღმა - არაბი ცოლების რეალური ცხოვრება

რა ხდება ჰარემის კარს მიღმა - არაბი ცოლების რეალური ცხოვრება

პოლიგამია და ჰარემები, განათლების არარსებობა და უკიდურესად შეზღუდული უფლებები, ბრილიანტები, ჰიჯაბები - არაბი ცოლების შესახებ იმდენი სტერეოტიპი არსებობს, რომ ძნელია განსაზღვრა, რა არის სიმართლე და რა - მითი.

მართალია, ქალების უფლებები მუსულმანურ ქვეყნებში ძალიან შეზღუდულია, თუმცა, ხშირად, საკუთარი ცხოვრების განკარგვა ქალებს თავადაც შეუძლიათ.

პორტალი Bright Side გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ლამაზი და იდუმალებით მოცული აღმოსავლელი ქალების შესახებ.

  • ქორწინება გარიგებით

ქორწინების უმეტესობა არაბულ ქვეყნებში კვლავ გარიგებით ხდება, მშობლების გადაწყვეტილებით. საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ გოგონას აზრი არავისთვის არის საინტერესო, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება - თუ პატარძალს არ მოსწონს საქმრო, შეუძლია, დაოჯახებაზე მასთან უარი თქვას.

საქორწინო კონტრაქტის დადება, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არაბულ სამყაროში სავალდებულოა.

არაბი ქალები იშვიათად ქორწინდებიან სხვა სარწმუნოების აღმსარებელ მამაკაცზე. კაცებს მეტი პრივილეგია აქვთ და შეუძლიათ, ქრისტიანი, ანდა - იუდეველი ქალი მოიყვანონ ცოლად, თუმცა, ამ შემთხვევაში, ქალი ვერ მიიღებს მოქალაქეობას და დაშორების შემთხვევაში, ბავშვები მამასთან დარჩებიან.

არაბული ქვეყნების უმეტესობაში დაქორწინების მინიმალური ასაკი 18 წელია.

  • ქორწილი

საქორწინო ცერემონიალების ტრადიციები ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა, თუმცა არაბი პატარძლები და მათი ქმრები დაქორწინებას ცალ-ცალკე აღნიშნავენ, შესაძლოა - სხვადასხვა დღესაც კი.

მამაკაცების სუფრაზე არის ჩაი, ყავა, ვახშამი და წვეულება მაქსიმუმ 4 საათის მანძილზე გრძელდება.

ქალების მოლხენა კი უფრო მასშტაბურია, ისინი დიდ ქალაქებში რესტორნებში იკრიბებიან, თანამედროვე დიზაინერების სამოსში საგანგებოდ გამოწყობილები, ბრილიანტის სამკაულებით. იმის გამო, რომ წვეულებაზე მხოლოდ ქალები არიან, შეუძლიათ, ჰიჯაბების გარეშე იყვნენ და თამამად აჩვენონ გარშემომყოფებს ძვირფასი სამკაული და სამოსი.

  • პოლიგამია

ქორწინებების უმეტესობა მონოგამიურია. ყველა არაბ მამაკაცს არ აქვს სურვილი და საშუალება, ჰყავდეს რამდენიმე ცოლი. ისლამი ნებას აძლევს, დაქორწინდნენ 4 ქალზე, თუმცა ყველა მათგანმა ქმრისგან თანაბრად უნდა მიიღონ საჩუქრები, ყურადღება, სამკაული... რამდენიმე ცოლი შეიხებისა და ძალიან მდიდარი ადამიანების პრივილეგიაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ქორწინებაა. იმის მიუხედავად, რამდენი ცოლი ეყოლება შემდგომში არაბ მამაკაცს, პირველი ქორწინება რჩება ყველაზე „დიდად“ და პირველი ცოლი არის „უფროსი“.

თუ მამაკაცი სხვა ქალზე დაქორწინდება, დანარჩენმა ცოლებმა ქალი უნდა მიიღონ. ისინი უნდა დაემორჩილონ ქმრის ნებას და არანაირი ემოცია არ უნდა გამოხატონ. როგორც წესი, ცოლები სხვადასხვა სახლში ცხოვრობენ და ერთმანეთს ხშირად არ ხვდებიან.

  • განქორწინება

ძველი ტრადიციის თანახმად, მამაკაცმა, რომელსაც სურს, ცოლს გაშორდეს, სამჯერ ხმამაღლა უნდა თქვას ფრაზა „მე შენ გშორდები“. ამის შემდეგ, ცოლს შეუძლია, გაჩერდეს ქმრის სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა დარწმუნდეს, რომ ორსულად არ არის.

ამ ხნის განმავლობაში, ქმარს შეუძლია „დაიბრუნოს“ ცოლი ძალიან მარტივი ნათქვამით „მე შენ უკან გიბრუნებ“.

ქალს შეუძლია განქორწინებაზე შეიტანოს საბუთები, თუ ქმარს მისი უზრუნველყოფა სათანადოდ არ შეუძლია. ასეთი საქმეებს სასამართლო დიდი სიფრთხილით განიხილავს და უმეტეს შემთხვევაში, ქალის მოთხოვნას აკმაყოფილებს.

არაბულ სამყაროში კაცები სიყვარულს არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ - ოქროთი და სამკაულითაც გამოხატავენ. მაგალითად, ქმარმა უნდა წაიყვანოს ცოლი რესტორნებში, უყიდოს ძვირფასი საჩუქრები, ტანსაცმელი...

  • სამოსი

ქალებმა უნდა დამალონ სხეული გრძელ, ფართო სამოსში. მათ შეუძლიათ ეცვათ ნებისმიერი რამ აბაიას ქვეშ - მოკლე კაბები, ჯინსები, შორტები... თუმცა, ქუჩაში გასვლის შემთხვევაში მხოლოდ სახე, ან - თვალები უნდა უჩანდეთ.

რა გავლენას მოახდენს 12 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე და რას უნდა ველოდოთ პოლიტიკური ცხოვრების ჭრილში - ასტროლოგ რამაზ გიგაურის განმარტება

"ჩემ თავთანაც ძალიან დიდი ცინიკოსი ვარ... რწმენა მეხმარება...ამ ყველაფერს ეს ერთი ქათმის წონა ქალი ვერ შევძლებდი" - თეა წულუკიანი

რა ღირს მწვანე ქურთუკი, რომელიც ანუკი არეშიძემ პარიზში მოირგო - სამოსი "ინსტაგრამზე", დიზაინერის გამომწერთა ფავორიტია