პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო პატრიარქი - შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის
მსოფლიო პატრიარქი - შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის

მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქო­ში ახ­ლაც შე­მო­დის ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის ეკ­ლე­სია, ერთი მისი ეპის­კო­პო­სის მეშ­ვე­ო­ბით, აკურ­თხებს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს და აგ­ზავ­ნის რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც მას არ ეკუთ­ვნის, - ამის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა ბარ­თლო­მე პირ­ველ­მა "იმე­დის კვი­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბულ ეკ­ლე­სი­ებ­ში ვი­თა­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ისურ­ვებს, რომ მო­წეს­რიგ­დეს ეს სა­კი­თხი, ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ამ პა­ტი­ვი სცეს სხვა ეკ­ლე­სი­ის სა­ზღვრებს და არას­დროს შე­ლა­ხოს ეს სა­ზღვრე­ბი.

"ამ პრობ­ლე­მას აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი და მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქო პო­ლი­ტი­კით არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ეკ­ლე­სი­უ­რად მიგ­ვა­ჩია, რომ ეს ად­გი­ლე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას.

ჩვენ გვქონ­და სა­უბ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას­თან ამ სა­კი­თხებ­ზე და ბო­ლოს, რო­დე­საც კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში ვი­სა­უბ­რე ამ სა­კი­თხზე მის უწ­მინ­დე­სო­ბას­თან, გვი­თხრა, რომ გავ­გზავ­ნი ერთ-ერთ ქო­რე­პის­კო­პოსს, ან შე­იძ­ლე­ბა მეც წა­ვი­დეო. მა­შინ ჩვენ, რო­გორც მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქომ გა­მოვ­თქვით სურ­ვი­ლი დავ­ხმა­რე­ბო­დით და გაგ­ვეგ­ზავ­ნა ჩვენც ერთი ეპის­კო­პო­სი არა იმის­თვის, რომ და­ვუფ­ლე­ბო­დით ეპარ­ქი­ას, რო­მე­ლიც არ გვე­კუთ­ვნის, არა­მედ დავ­ხმა­რე­ბო­დით დრო­ე­ბი­თი დაბ­რკო­ლე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ეს ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ვერც მის­მა უნე­ტა­რე­სო­ბამ გაგ­ზავ­ნა იქ ქო­რე­პის­კო­პო­სი.

მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქო­ში ახ­ლაც შე­მო­დის ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის ეკ­ლე­სია, ერთი მისი ეპის­კო­პო­სის მეშ­ვე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს მღვედლთა ხელ­დას­ხმას, ანუ აკურ­თხებს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს და აგ­ზავ­ნის რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც მას არ ეკუთ­ვნის. ვი­სურ­ვებ მო­წეს­რიგ­დეს ეს სა­კი­თხი, ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ამ პა­ტი­ვი სცეს სხვა ეკ­ლე­სი­ის სა­ზღვრებს და არ­სდროს შე­ლა­ხოს ეს სა­ზღვრე­ბი",- გა­ნა­ცხა­და ბარ­თლო­მე პირ­ველ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მსოფლიო პატრიარქი - შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის

მსოფლიო პატრიარქი - შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის

მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია, ერთი მისი ეპისკოპოსის მეშვეობით, აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა ბართლომე პირველმა "იმედის კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეკლესიებში ვითარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისურვებს, რომ მოწესრიგდეს ეს საკითხი, ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არასდროს შელახოს ეს საზღვრები.

"ამ პრობლემას აქვს პოლიტიკური სარჩული და მსოფლიო საპატრიარქო პოლიტიკით არ არის დაკავებული. ეკლესიურად მიგვაჩია, რომ ეს ადგილები მიეკუთვნება საქართველოს ეკლესიას.

ჩვენ გვქონდა საუბრები საქართველოს ეკლესიასთან ამ საკითხებზე და ბოლოს, როდესაც კონსტანტინოპოლში ვისაუბრე ამ საკითხზე მის უწმინდესობასთან, გვითხრა, რომ გავგზავნი ერთ-ერთ ქორეპისკოპოსს, ან შეიძლება მეც წავიდეო. მაშინ ჩვენ, როგორც მსოფლიო საპატრიარქომ გამოვთქვით სურვილი დავხმარებოდით და გაგვეგზავნა ჩვენც ერთი ეპისკოპოსი არა იმისთვის, რომ დავუფლებოდით ეპარქიას, რომელიც არ გვეკუთვნის, არამედ დავხმარებოდით დროებითი დაბრკოლების მოგვარებაში. ეს ვერ განხორციელდა, რამდენადაც ვიცი, ვერც მისმა უნეტარესობამ გაგზავნა იქ ქორეპისკოპოსი.

მსოფლიო საპატრიარქოში ახლაც შემოდის ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესია, ერთი მისი ეპისკოპოსის მეშვეობით ახორციელებს მღვედლთა ხელდასხმას, ანუ აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ვისურვებ მოწესრიგდეს ეს საკითხი, ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს და არსდროს შელახოს ეს საზღვრები",- განაცხადა ბართლომე პირველმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი