მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის, რაზეც ყველა მკითხველი ოცნებობს - როგორ უნდა გახდეთ ერთი დღით წიგნის მაღაზიის კონსულტანტი
ის, რაზეც ყველა მკითხველი ოცნებობს - როგორ უნდა გახდეთ ერთი დღით წიგნის მაღაზიის კონსულტანტი

წიგ­ნე­ბი­სა და სტამ­ბის სუნი, ფე­რა­დი, სა­ინ­ტე­რე­სო, ლა­მა­ზი სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად მიმ­ზიდ­ვე­ლია, რომ აქ შე­მოს­ვლის შემ­დეგ გი­ჭირთ ამ სიმ­ყუდ­რო­ვის და­ტო­ვე­ბა და ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. სწო­რედ ასე­თია წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სის" თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე, ის­ტო­რი­ე­ბით და­ხუნძლუ­ლი გა­რე­მო.

მკი­თხვე­ლის­თვის, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ბევრ დროს ატა­რებს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში, წიგ­ნის პოვ­ნა თა­რო­ზე, შერ­ჩე­ვა და ყიდ­ვა ერთი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ხოლო სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბათ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნილ წიგ­ნებს 5 თი­თი­ვით იც­ნობს. ეს კონ­სულ­ტან­ტია, რომ­ლი­საც თით­ქოს შო­რი­დან, რო­გორც იტყვი­ან "თეთ­რი შუ­რი­თაც კი გვშურს", ის ხომ ასე ახ­ლოს არის იმ წიგ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც თქვენ ასე ძა­ლი­ან გიყ­ვართ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ დგა­ხარ და შენს გარ­შე­მო უამ­რა­ვი წიგ­ნია, ლა­მა­ზი შე­სა­ხე­და­ო­ბით და ოქ­როს­ფე­რი ასო­ე­ბით მორ­თუ­ლი ყდე­ბი გი­ბიძ­გებს თა­ვის­კენ, აღ­ძრავს შენ­ში ინ­ტე­რესს და გიწ­ვევს მათ წა­სა­კი­თხად.

მოკ­ლედ, "ბიბ­ლუსს" თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე აქვს: შანს გაძ­ლევთ, რომ ერთი დღით წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის კონ­სულ­ტან­ტი გახ­დეთ, თქვენ­თვის საყ­ვა­რელ წიგ­ნებს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­უ­წი­ოთ და მომ­ხმა­რე­ბელს გა­აც­ნოთ ისი­ნი. ეს როლი უკვე მო­ირ­გეს ქარ­თველ­მა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა.

ხა­ტია შა­მუ­გია (პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის "ისი-პარი" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი): "მე "ბიბ­ლუ­სის" აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 15 წლის შვი­ლი მყავს. ეს არის გა­რე­მო, სა­დაც შე­გიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნო, რა თქმა უნდა, კონ­სულ­ტან­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "ბიბ­ლუ­სი" მაქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი, რად­გან აქვე ვცხოვ­რობ. ვფიქ­რობ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, კომ­პი­უ­ტე­რის ეპო­ქა­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. მე ალ­ბათ სხვა თა­ო­ბას წარ­მო­ვად­გენ და ელექტრო­ნუ­ლად წიგ­ნებს ვერ ვკი­თხუ­ლობ. აი წიგ­ნის სუნი, მისი გა­და­ფურცვლა და კი­თხვის კულ­ტუ­რა ჩემს ბავ­შვო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე ვფიქ­რობ ყვე­ლა ადა­მი­ანს და მი­თუ­მე­ტეს დე­დას, უნდა ჰქონ­დეს სურ­ვი­ლი, რომ ჰქონ­დეს მეტი შე­ხე­ბა ისეთ სამ­ყა­როს­თან, რო­გო­რიც არის წიგ­ნის მა­ღა­ზია".

გოგა ჩა­ნა­დი­რი (ფო­ტოგ­რა­ფი): "ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ "ბიბ­ლუს­მა" ასე­თი აქ­ცია და­ი­წყო - მე ასე და­ვა­ხა­სი­ა­თებ­დი ამ აქ­ცი­ას "გახ­დი ბიბ­ლუ­სის მრჩე­ვე­ლი". მო­მე­წო­ნა ეს პრო­ცე­სი, ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო ყო­ფი­ლა. თა­ვი­დან გა­მახ­სენ­და იმ წიგ­ნე­ბის ში­ნა­არ­სი, რომ­ლე­ბიც უკვე წა­კი­თხუ­ლი მქონ­და, მათი ავ­ტო­რე­ბი და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მი­ვი­წყე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ხომ გა­გი­გი­ათ, გა­მე­ო­რე­ბა ცოდ­ნის დე­და­აო. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს უზი­ა­რებ შენს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და გან­ცდებს ეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. მინ­და, რომ გირ­ჩი­ოთ თქვენც გახ­დეთ "ბიბ­ლუ­სის მრჩე­ვე­ლი", მოხ­ვი­დეთ ერთი დღით და ადა­მი­ა­ნებს თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი ურ­ჩი­ოთ".

და­ვით ტუ­რაშ­ვი­ლი (მწე­რა­ლი): "ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თვის, რად­გან გარ­და იმი­სა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო იყო წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი, სა­სი­ა­მოვ­ნოც იყო მათი დახ­მა­რე­ბა. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი კი­დევ ერთხელ და არა­ერ­თხელ წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში რი­გით კონ­სულ­ტან­ტად".

ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დია "თქვენ­თვის წე­რი­ლია" ტომ ჰენ­ქსი­სა და მეგ რა­ი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მელ­თა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­აც წიგნს უკავ­შირ­დე­ბა... ვინ იცის, იქ­ნებ თქვენს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს სწო­რედ "ბიბ­ლუ­სის" წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვდეთ. ამი­სათ­ვის თქვენ მხო­ლოდ ერთი სურ­ვი­ლი უნდა აის­რუ­ლოთ, მო­ირ­გოთ ერთი დღით კონ­სულ­ტან­ტის როლი და და­ე­ლო­დოთ, ვინ შე­მო­ა­ღებს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის კარს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ის, რაზეც ყველა მკითხველი ოცნებობს - როგორ უნდა გახდეთ ერთი დღით წიგნის მაღაზიის კონსულტანტი

ის, რაზეც ყველა მკითხველი ოცნებობს - როგორ უნდა გახდეთ ერთი დღით წიგნის მაღაზიის კონსულტანტი

წიგნებისა და სტამბის სუნი, ფერადი, საინტერესო, ლამაზი სამყარო, რომელიც იმდენად მიმზიდველია, რომ აქ შემოსვლის შემდეგ გიჭირთ ამ სიმყუდროვის დატოვება და ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნება. სწორედ ასეთია წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსის" თავგადასავლებით სავსე, ისტორიებით დახუნძლული გარემო.

მკითხველისთვის, რომელიც განსაკუთრებით ბევრ დროს ატარებს წიგნის მაღაზიაში, წიგნის პოვნა თაროზე, შერჩევა და ყიდვა ერთი დიდი სიამოვნებაა. ხოლო სწორი არჩევანის გაკეთებაში გეხმარებათ ის ადამიანი, რომელიც მაღაზიაში წარმოდგენილ წიგნებს 5 თითივით იცნობს. ეს კონსულტანტია, რომლისაც თითქოს შორიდან, როგორც იტყვიან "თეთრი შურითაც კი გვშურს", ის ხომ ასე ახლოს არის იმ წიგნებთან, რომლებიც თქვენ ასე ძალიან გიყვართ. წარმოიდგინეთ დგახარ და შენს გარშემო უამრავი წიგნია, ლამაზი შესახედაობით და ოქროსფერი ასოებით მორთული ყდები გიბიძგებს თავისკენ, აღძრავს შენში ინტერესს და გიწვევს მათ წასაკითხად.

მოკლედ, "ბიბლუსს" თქვენთვის საინტერესო სიახლე აქვს: შანს გაძლევთ, რომ ერთი დღით წიგნის მაღაზიის კონსულტანტი გახდეთ, თქვენთვის საყვარელ წიგნებს პოპულარიზაცია გაუწიოთ და მომხმარებელს გააცნოთ ისინი. ეს როლი უკვე მოირგეს ქართველმა ცნობილმა ადამიანებმა.

ხატია შამუგია (პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის "ისი-პარი" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): "მე "ბიბლუსის" აქტიური მომხმარებელი ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ 15 წლის შვილი მყავს. ეს არის გარემო, სადაც შეგიძლია ყველაფერი აღმოაჩინო, რა თქმა უნდა, კონსულტანტების დახმარებით. განსაკუთრებით ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ბიბლუსი" მაქვს ამოჩემებული, რადგან აქვე ვცხოვრობ. ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში, კომპიუტერის ეპოქაში, ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის პოპულარიზაცია. მე ალბათ სხვა თაობას წარმოვადგენ და ელექტრონულად წიგნებს ვერ ვკითხულობ. აი წიგნის სუნი, მისი გადაფურცვლა და კითხვის კულტურა ჩემს ბავშვობასთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ ყველა ადამიანს და მითუმეტეს დედას,  უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ჰქონდეს მეტი შეხება ისეთ სამყაროსთან, როგორიც არის წიგნის მაღაზია".

გოგა ჩანადირი (ფოტოგრაფი): "ძალიან მიხარია, რომ "ბიბლუსმა" ასეთი აქცია დაიწყო - მე ასე დავახასიათებდი ამ აქციას "გახდი ბიბლუსის მრჩეველი". მომეწონა ეს პროცესი, ძალიან სახალისო ყოფილა. თავიდან გამახსენდა იმ წიგნების შინაარსი, რომლებიც უკვე წაკითხული მქონდა, მათი ავტორები და ბევრი საინტერესო მივიწყებული ინფორმაცია. ხომ გაგიგიათ, გამეორება ცოდნის დედააო. როდესაც ადამიანებს უზიარებ შენს შთაბეჭდილებებს და განცდებს ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია. მინდა, რომ გირჩიოთ თქვენც გახდეთ "ბიბლუსის მრჩეველი", მოხვიდეთ ერთი დღით და ადამიანებს თქვენი საყვარელი წიგნები ურჩიოთ".

დავით ტურაშვილი (მწერალი): "ძალიან დიდი მადლობა ამ შემოთავაზებისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ საინტერესო იყო წიგნების შეძენის მსურველებთან კონტაქტი, სასიამოვნოც იყო მათი დახმარება. სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ ერთხელ და არაერთხელ წიგნების მაღაზიაში რიგით კონსულტანტად".

ალბათ ყველას გახსოვთ რომანტიკული კომედია "თქვენთვის წერილია" ტომ ჰენქსისა და მეგ რაიანის მონაწილეობით, რომელთა სასიყვარულო ისტორიაც წიგნს უკავშირდება... ვინ იცის, იქნებ თქვენს მეორე ნახევარს სწორედ "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიაში შეხვდეთ. ამისათვის თქვენ მხოლოდ ერთი სურვილი უნდა აისრულოთ, მოირგოთ ერთი დღით კონსულტანტის როლი და დაელოდოთ, ვინ შემოაღებს წიგნის მაღაზიის კარს...

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს