კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიხანგრძლივებს თუ არა ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობას კიდევ 6 წლით?
გაიხანგრძლივებს თუ არა ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობას კიდევ 6 წლით?

ძნე­ლია, რუ­სეთ­ში ახლა არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას არას­ტან­დარ­ტუ­ლი ვუ­წო­დოთ; ვერც იმის თქმა იქ­ნე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნი, რომ რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი ელო­და მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, - იყ­რი­და თუ არა კენ­ჭს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მე­ო­თხე ვა­დით. მისი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სულ მე­დი­ას არც კი ეპა­რე­ბო­და ეჭვი, რომ პუ­ტი­ნი უკვე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი...

ერთი სი­ტყვით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, 6 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში ყოფ­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ 2018 წლის მარ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, მო­რი­გი ექ­ვსწლი­ა­ნი ვა­დის­თვი­საც წა­მო­ა­ყე­ნებს კან­დი­და­ტუ­რას... ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი რუ­სეთს 2000 წლი­დან მარ­თავს, - ხან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ხან კი, პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძლი­დან.

მისი პო­პუ­ლა­რო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა უწყე­ბის კონ­ტრო­ლი, მრა­ვალ­წლი­ა­ნი, და­უნ­დო­ბე­ლი და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მისი "მარ­ჯვე­ნა ხე­ლის", რამ­ზან კა­დი­რო­ვის ჩა­რე­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზო­მე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და­სა­სუს­ტებ­ლად, მას ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე აძ­ლევს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის გა­რან­ტი­ას. ეს მისი მე-4 საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა იქ­ნე­ბა და რუ­სე­თის მმარ­თვე­ლად 2024 წლამ­დე იქ­ნე­ბა.

პუ­ტინ­მა, ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დი­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯის მი­ზე­ზიც გან­მარ­ტა, - "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ვი­ღე, რომ მინ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ჩემი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. რუ­სე­თი უნდა გახ­დეს უფრო ძლი­ე­რი, და­ცუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი..." - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის პირ­ველ­მა პირ­მა. "მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის" მან დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბი­ლებ­საც ჰკი­თხა, - და­უ­ჭე­რენ თუ არა მას მხარს, - რა­ზეც უპი­რო­ბო დას­ტუ­რიც მი­ი­ღო... (იხი­ლეთ ვი­დეო)

რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ყვე­ლა­ზე დიდი მხარ­და­ჭე­რა მან, მე­ო­რე ვა­დით კენ­ჭისრყის დროს, 2004 წელს მი­ი­ღო, რო­დე­საც ამომ­რჩე­ველ­თა 71%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი... ამის შემ­დეგ, ის და დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვი, მო­რი­გე­ო­ბით მარ­თავ­დნენ რუ­სეთს, - პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძლე­ბი­დან, უფრო სწო­რად, მედ­ვე­დე­ვი პრე­ზი­დენ­ტის რან­გშიც, პუ­ტი­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, თუმ­ცა, "რუ­სულ დე­მოკ­რა­ტი­ას" მა­ინც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­გე­ბოდ­ნენ.

"ჩვენ დიდ­ხანს გან­ვი­ხი­ლავ­დით ნე­ოს­ტა­ლი­ნიზ­მის საფრ­თხეს და სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად, ბრეჟნე­ვის ხა­ნა­ში აღ­მოვ­ჩნდით. პუ­ტი­ნი დიდ­ხანს აჭი­ა­ნუ­რებ­და პა­სუხს კი­თხვა­ზე, - აპი­რებს თუ რა 2018 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ასე რომ, უკვე ვნა­ხეთ, საკ­მა­ოდ ეშ­მა­კუ­რი თა­მა­ში. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვის პრე­ზი­დენ­ტო­ბას..." - წერს რუ­სუ­ლი პრე­სა.

ყვე­ლა­ფე­რი ისე მი­დი­ო­და, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა ეთხო­ვათ მის­თვის - არ მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა ისი­ნი, თუმ­ცა, რა­ღაც მო­მენ­ტში ეს ძა­ლი­ან სწრა­ფა­დაც არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რათა ყვე­ლა­ფე­რი უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო... ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად ასე მოხ­და, - პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რებ­მა, ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ენა გა­მო­ავ­ლი­ნეს, ის, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ყვე­ლას ეს­მის, - "მშრო­მე­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი", რო­მელ­საც მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა თავი ღირ­სე­უ­ლად ვერ გა­არ­თვა.

ახლა რუ­სეთ­ში სუ­რა­თი ასე­თია, - ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის კან­დი­და­ტად რე­გის­ტრი­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, რად­გან ის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნია ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ში, ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის გამო, ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­სტი­ტუ­ცია კენ­ჭისყ­რის უფ­ლე­ბა არ აძ­ლევს, რა­საც ნა­ვალ­ნი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულს უწო­დებს.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპი­რებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო წამ­ყვა­ნი ქსე­ნია სობ­ჩა­კი, რო­მელ­მაც რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­რო­სი თა­ო­ბის მხრი­დან წა­მო­სუ­ლი ირო­ნი­ი­სა და რის­ხვის მი­უ­ხე­და­ვად, საკ­მა­ოდ კარ­გი რე­ი­ტინ­გის "აკ­რე­ფა" შეძ­ლო...

საქ­მე ის არის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის, მძი­მე კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და, ვლა­დი­მირ პუ­ტინს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მა­ინც ჰყავს.

არც ისე დიდი ხნის წინ, ორ­გა­ნი­ზა­ცია "ლა­ვა­და ცენ­ტრმა", სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბის გა­სარ­კვე­ვად, ერ­თგვა­რი სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა, რომ­ლის შე­დეგ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას პუ­ტი­ნის გარ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტად სხვა პო­ლი­ტი­კო­სი არ უნდა. ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე წამ­სვლე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 60%, პუ­ტინს მის­ცემ­და ხმას.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

გაიხანგრძლივებს თუ არა ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობას კიდევ 6 წლით?

გაიხანგრძლივებს თუ არა ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობას კიდევ 6 წლით?

ძნელია, რუსეთში ახლა არსებულ ვითარებას არასტანდარტული ვუწოდოთ; ვერც იმის თქმა იქნებოდა სამართლიანი, რომ რუსული საზოგადოება სუნთქვაშეკრული ელოდა მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, - იყრიდა თუ არა კენჭს ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით. მისი ბოლოდროინდელი ქმედებების მიხედვით, რუსულ მედიას არც კი ეპარებოდა ეჭვი, რომ პუტინი უკვე წინასაარჩევნო კამპანიაზე იყო გადართული...

ერთი სიტყვით, რუსეთის პრეზიდენტმა, 6 დეკემბერს ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ყოფნისას განაცხადა, რომ 2018 წლის მარტის არჩევნებისთვის, მორიგი ექვსწლიანი ვადისთვისაც წამოაყენებს კანდიდატურას... ვლადიმირ პუტინი რუსეთს 2000 წლიდან მართავს, - ხან პრემიერ-მინისტრის, ხან კი, პრეზიდენტის სავარძლიდან.

მისი პოპულარობა, ხელისუფლების ყველა უწყების კონტროლი, მრავალწლიანი, დაუნდობელი და უმეტეს შემთხვევაში, მისი "მარჯვენა ხელის", რამზან კადიროვის ჩარევით განხორციელებული ზომები, პოლიტიკური ოპონენტების დასასუსტებლად, მას ფაქტობრივად უკვე აძლევს არჩევნებში გამარჯვების გარანტიას. ეს მისი მე-4 საპრეზიდენტო ვადა იქნება და რუსეთის მმართველად 2024 წლამდე იქნება.

პუტინმა, ნიჟნი ნოვგოროდიში გამართულ შეხვედრაზე მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური ნაბიჯის მიზეზიც განმარტა, - "გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მინდა ჩემს ქვეყანაში ჩემი ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდეს. რუსეთი უნდა გახდეს უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული..." - აღნიშნა რუსეთის პირველმა პირმა. "მეტი დამაჯერებლობისთვის" მან დარბაზში შეკრებილებსაც ჰკითხა, - დაუჭერენ თუ არა მას მხარს, - რაზეც უპირობო დასტურიც მიიღო... (იხილეთ ვიდეო)

რუსეთის მოსახლეობისგან პროცენტული რაოდენობით ყველაზე დიდი მხარდაჭერა მან, მეორე ვადით კენჭისრყის დროს, 2004 წელს მიიღო, როდესაც ამომრჩეველთა 71%-მა დაუჭირა მხარი... ამის შემდეგ, ის და დმიტრი მედვედევი, მორიგეობით მართავდნენ რუსეთს, - პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სავარძლებიდან, უფრო სწორად, მედვედევი პრეზიდენტის რანგშიც, პუტინის წარმომადგენელი იყო, თუმცა, "რუსულ დემოკრატიას" მაინც შესანიშნავად ერგებოდნენ.

"ჩვენ დიდხანს განვიხილავდით ნეოსტალინიზმის საფრთხეს და სრულიად დამსახურებულად, ბრეჟნევის ხანაში აღმოვჩნდით. პუტინი დიდხანს აჭიანურებდა პასუხს კითხვაზე, - აპირებს თუ რა 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, უკვე ვნახეთ, საკმაოდ ეშმაკური თამაში. რამდენიმე კვირის წინ, სრულიად სერიოზულად განიხილავდნენ დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობას..." - წერს რუსული პრესა.

ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს უნდა ეთხოვათ მისთვის - არ მიეტოვებინა ისინი, თუმცა, რაღაც მომენტში ეს ძალიან სწრაფადაც არ უნდა მომხდარიყო, რათა ყველაფერი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო... ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, - პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ავტორებმა, ერთადერთი პოლიტიკური ენა გამოავლინეს, ის, რომელიც რუსეთში ყველას ესმის, - "მშრომელებთან შეხვედრები", რომელსაც მოქმედმა პრეზიდენტმა თავი ღირსეულად ვერ გაართვა.

ახლა რუსეთში სურათი ასეთია, - ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კანდიდატად რეგისტრირების უფლებას არ აძლევენ, რადგან ის სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია ქონების მითვისების საქმეში, ნასამართლეობის გამო, ადგილობრივი კონსტიტუცია კენჭისყრის უფლება არ აძლევს, რასაც ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს სატელევიზიო წამყვანი ქსენია სობჩაკი, რომელმაც რუსული საზოგადოების, განსაკუთრებით უფროსი თაობის მხრიდან წამოსული ირონიისა და რისხვის მიუხედავად, საკმაოდ კარგი რეიტინგის "აკრეფა" შეძლო...

საქმე ის არის, რომ ქვეყანაში არსებული კორუფციული მმართველობის, მძიმე კრიმინოგენული და სოციალური ფონის მიუხედავად, რომელიც სანქციების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა, ვლადიმირ პუტინს მხარდამჭერები მაინც ჰყავს.

არც ისე დიდი ხნის წინ, ორგანიზაცია "ლავადა ცენტრმა", საზოგადოებრივი განწყობის გასარკვევად, ერთგვარი სიმულაციური ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმეტესობას პუტინის გარდა რუსეთის პრეზიდენტად სხვა პოლიტიკოსი არ უნდა. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ არჩევნებზე წამსვლელი მოქალაქეების 60%, პუტინს მისცემდა ხმას.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"