საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაღუპული სკოლის მოსწავლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
"დღეს რეალობა ჩვენს ირგვლივ ტრაგიკულია. ვუსამძიმრებ ოჯახს და გამოვთქვამ იმედს, რომ არასდროს ამ რეალობის წინაშე, ჩვენი შვილების დაკარგვის წინაშე, ჩვენ არ დავდგებით, ან როდესაც დავდგებით, ვიქნებით ძლიერები, ვიქნებით ორგანიზებულები, ვიქნებით მზად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდეს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.