მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰარმონიული ურთიერთობა, რომ არ გვქონდეს შვილიც ვერ გვიშველიდა" - როგორ მოხიბლა მომავალი მეუღლე გიორგი ვაშაძემ
"ჰარმონიული ურთიერთობა, რომ არ გვქონდეს შვილიც ვერ გვიშველიდა" - როგორ მოხიბლა მომავალი მეუღლე გიორგი ვაშაძემ

ერ­თო­ბა ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის, ქეთი სი­ჭი­ნა­ვას მი­მართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის დი­დია. რამ­დენ­ჯერ­მე გავ­რცელ­და ხმა წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მათ მყა­რი ოჯა­ხი აქვთ და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნის აღ­ზრდით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი. თა­ვი­ან­თი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, გი­ორ­გი და ქეთი AMBEBI.GE-ს ესა­უბრნენ.

- სად გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

ქეთი: გი­ორ­გი ვე­ნა­ში გა­ვი­ცა­ნი. ეს მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ. მე და ჩემი და სას­წავ­ლებ­ლად ვი­ყა­ვით ვე­ნა­ში, გი­ორ­გი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო. სა­კუ­თა­რი საქ­მე­ე­ბის გამო ხში­რად უწევ­და იქ ჩა­მოს­ვლა, ჯერ ვემ­გობ­რობ­დით, შემ­დეგ კი სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თა­ვი­დან­ვე მო­გე­წო­ნათ ქეთი?

- ნამ­დვი­ლად, ჯერ გა­რეგ­ნუ­ლად მომ­ხიბ­ლა, შემ­დეგ მისი ხა­სი­ა­თიც მო­მე­წო­ნა. გახ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნია და ამი­ტო­მაც და­ვად­გი ქე­თის თვა­ლი (იცი­ნის). თუმ­ცა თა­ვი­დან არ ვიმ­ჩნევ­დი ამას. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სიყ­ვა­რულ­ში ერთ თვე­ში გა­და­ი­ზარ­და.

ქეთი: ერთ თვე­ში რო­გორ გა­და­ი­ზარ­და, როცა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გნა­ხუ­ლობ­დი?

- ქეთი, თქვენ რითი მოგ­ხიბ­ლათ მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ?

- როცა ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით, მე 19 წლის ვი­ყა­ვი, გი­ორ­გი - 26-ის. ამ პე­რი­ოდ­ში ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა ძა­ლი­ან იგ­რძნო­ბა, თან გი­ორ­გი სულ სო­ლი­დუ­რად ჩაც­მუ­ლი და­დი­ო­და, სა­ინ­ტე­რე­სოდ ყვე­ბო­და ამ­ბებს და სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია ჩემ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი. და­ახ­ლო­ე­ბით 4 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. მე­ო­თხე კურ­სზე უკვე და­ვო­ჯახ­დით და თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი.

გი­ორ­გი: შე­ეძ­ლო იქ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლა, მაგ­რამ კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი და­ვაბ­რუ­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- დის­კომ­ფორ­ტს არ გიქ­მნი­დათ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რე­ბა?

- რთუ­ლი იყო აქეთ-იქეთ სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ ხში­რად მი­წევ­და ჩას­ვლა ვე­ნა­ში. ყო­ველ მე­ო­რე კვი­რას ჩავ­დი­ო­დი, მა­შინ ბრი­უ­სელ­ში დავ­დი­ო­დი სა­ვი­ზო რე­ჟიმ­ზე და მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე. ბრუ­სელ­ში ყვე­ლას ავუხ­სე­ნი, რომ შეხ­ვედ­რებ­ზე 10-15 წუ­თით დაგ­ვი­ა­ნე­ბის სა­პა­ტიო მი­ზე­ზე­ბი მქონ­და (იცი­ნის).

- ქეთი, სი­ურპრი­ზებს ხში­რად გი­წყობ­დათ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი ვა­შა­ძე?

- კი, მაგ­რამ ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა. ერთხელ გვი­ან მო­ვე­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, სკა­ი­პით ვე­ლა­პა­რა­კე გი­ორ­გის, მკი­თხა, ახლა რა გინ­დაო, საჭ­მე­ლი მე­ნატ­რე­ბო­და ძი­რი­თა­დად და ვუ­თხა­რი ფე­ლა­მუ­ში მე­ნატ­რე­ბა-მეთ­ქი. და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ათ­ში, კარ­ზე იყო კა­კუ­ნი, თვი­თონ ჩა­მო­ვი­და და ჩა­მო­მი­ტა­ნა ფე­ლა­მუ­ში.

გი­ორ­გი: როცა და­ვა­კა­კუ­ნე გერ­მა­ნუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დი და მის­მა დამ უთხრა, ეტყო­ბა გა­ზის მრი­ცხველ­ზე მო­ვიდ­ნე­ნო.

- რო­გო­რი ქორ­წი­ლი გქონ­დათ?

ქეთი: მა­მას უნ­დო­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი გვქონ­და. ჩემი პა­ტა­რა ასა­კის გამო, მა­მა­ჩე­მი ნერ­ვი­უ­ლობ­და და უფრო გი­ორ­გის მხა­რეს იყო.

გი­ორ­გი: სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემი სი­მამ­რი ჩემს მხა­რეს იყო, მე­უბ­ნე­ბო­და, ქეთი ჯერ პა­ტა­რაა, შენ გა­აზ­რე­ბუ­ლი გაქვს და­ო­ჯა­ხე­ბა და ხომ არ და­ვი­ცა­დო­თო. მაგ­რამ მე როცა გა­ვი­ცა­ნი ქეთი, ვი­ცო­დი რო­გო­რიც იყო. იმ ეტაპ­ზე ოჯა­ხის შექ­მნის დრო იყო, ბევ­რი მი­ნა­ხავს ჩემს გარ­შე­მო წყვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ­ხანს ფიქ­რო­ბენ და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე და მერე შორ­დე­ბი­ან. ყვე­ლა­ფერს გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ არის რომ ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ ახა­ლი ბავ­შვი გვყავს (იცი­ნის).

ქეთი: რა თქმა უნდა, შვი­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ არ გვქონ­დეს შვი­ლიც ვერ გვიშ­ვე­ლი­და.

- რაზე კა­მა­თობთ?

- ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კა­ზე ვჩხუ­ბობთ, სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს გი­ორ­გის ყო­ფილ პარ­ტი­ა­ზე. აქ­ტი­უ­რად ვარ ჩა­თუ­ლი გი­ორ­გის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში ვმუ­შა­ობ.

გი­ორ­გი: სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მაქვს ოფი­სე­ბი, პირ­ვე­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი ავა­შე­ნეთ კი­ევ­ში, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი საბ­ჭო შევ­ქმე­ნით, კი­დევ გვაქვს სხვა პრო­ექ­ტე­ბი და­გეგ­მი­ლი. ჩემი მთა­ვა­რი შე­მო­სა­ვა­ლი არის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სა­ვა­ლი არ მაქვს. ქეთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლად ხელ­მძღვა­ნე­ლობს ამ ყვე­ლა­ფერს. ქეთი მე­უბ­ნე­ბო­და, ამ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღოო და არ და­ვუ­ჯე­რე.

- რა­ტომ არ გინ­დო­დათ მისი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- უკვე ამ­დე­ნი ბრძო­ლა დამ­ღლე­ლია. გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბა­ში ად­ვი­ლად არა­ფე­რი მო­დის, ის ძა­ლი­ან მებ­რძო­ლია.

გი­ორ­გი: ჩემი წარ­მა­ტე­ბა ქე­თის გვერ­დით დგო­მა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვართ და სტრე­სე­ბი არ გვაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტარ-პა­ტა­რა ჭო­რებს, ეს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, შე­ვეჩ­ვი­ეთ უკვე ამას. არ ვა­პი­რებთ პა­სუ­ხი გავ­ცეთ. ჩვენ ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ვართ, ჰარ­ვარ­დის ჯგუ­ფე­ლებს ქეთი უფრო იც­ნობს, ვიდ­რე მე. ახლა დუ­ბა­ი­ში გვქონ­და ჰარ­ვარ­დის სა­მი­ტი და მი­თხრეს, ალ­ბათ აქ მე­უღ­ლის გამო ხარ­თო.

- ქეთი, უკ­რა­ი­ნა­ში როცა მი­დის თქვე­ნი მე­უღ­ლე, არ ეჭ­ვი­ა­ნობთ?

- ჩვენ სულ ერ­თად დავ­დი­ვართ, ხან­და­ხან მარ­ტო თუ წავა, მი­რე­კა­ვენ მე­გობ­რე­ბი ქეთი რა მოხ­და, რა­ტომ არ ჩა­მოხ­ვე­დიო. სხვა­თა შო­რის, იქ, ჩემს გარ­და, სხვი­სი ცო­ლე­ბი არ მი­ნა­ხავს, ვერც ხვდე­ბი­ან, რომ ცოლ-ქმა­რი ვართ. უკ­რა­ი­ნა­ში მე გი­ორ­გის გუნ­დის წევ­რად აღ­მი­ქა­ვე­მენ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"ჰარმონიული ურთიერთობა, რომ არ გვქონდეს შვილიც ვერ გვიშველიდა" - როგორ მოხიბლა მომავალი მეუღლე გიორგი ვაშაძემ

"ჰარმონიული ურთიერთობა, რომ არ გვქონდეს შვილიც ვერ გვიშველიდა" - როგორ მოხიბლა მომავალი მეუღლე გიორგი ვაშაძემ

ერთობა ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და მისი მეუღლის, ქეთი სიჭინავას მიმართ, საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია. რამდენჯერმე გავრცელდა ხმა წყვილის დაშორების შესახებ, თუმცა მათ მყარი ოჯახი აქვთ და სამი მცირეწლოვანის აღზრდით არიან დაკავებულნი. თავიანთი სიყვარულის ისტორიის შესახებ, გიორგი და ქეთი AMBEBI.GE-ს ესაუბრნენ.

- სად გაიცანით ერთმანეთი?

ქეთი: გიორგი ვენაში გავიცანი. ეს მოხდა დაახლოებით ათი წლის წინ. მე და ჩემი და სასწავლებლად ვიყავით ვენაში, გიორგი საერთო მეგობარმა გამაცნო. საკუთარი საქმეების გამო ხშირად უწევდა იქ ჩამოსვლა, ჯერ ვემგობრობდით, შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა ჩვენი ურთიერთობა.

- ბატონო გიორგი, თავიდანვე მოგეწონათ ქეთი?

- ნამდვილად, ჯერ გარეგნულად მომხიბლა, შემდეგ მისი ხასიათიც მომეწონა. გახსნილი ადამიანია და ამიტომაც დავადგი ქეთის თვალი (იცინის). თუმცა თავიდან არ ვიმჩნევდი ამას. ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში ერთ თვეში გადაიზარდა.

ქეთი: ერთ თვეში როგორ გადაიზარდა, როცა წელიწადში ორჯერ გნახულობდი?

- ქეთი, თქვენ რითი მოგხიბლათ მომავალმა მეუღლემ?

- როცა ერთმანეთი გავიცანით, მე 19 წლის ვიყავი, გიორგი - 26-ის. ამ პერიოდში ასაკობრივი სხვაობა ძალიან იგრძნობა, თან გიორგი სულ სოლიდურად ჩაცმული დადიოდა, საინტერესოდ ყვებოდა ამბებს და სწორედ ამან გამოიწვია ჩემში დიდი ინტერესი. დაახლოებით 4 წელიწადს გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. მეოთხე კურსზე უკვე დავოჯახდით და თბილისში დავბრუნდი.

გიორგი: შეეძლო იქ გაეგრძელებინა მაგისტრატურაში სწავლა, მაგრამ კიდევ ერთი ქართველი დავაბრუნე საქართველოში.

- დისკომფორტს არ გიქმნიდათ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება?

- რთული იყო აქეთ-იქეთ სიარული, მაგრამ ხშირად მიწევდა ჩასვლა ვენაში. ყოველ მეორე კვირას ჩავდიოდი, მაშინ ბრიუსელში დავდიოდი სავიზო რეჟიმზე და მიგრაციის საკითხების მოლაპარაკებებზე. ბრუსელში ყველას ავუხსენი, რომ შეხვედრებზე 10-15 წუთით დაგვიანების საპატიო მიზეზები მქონდა (იცინის).

- ქეთი, სიურპრიზებს ხშირად გიწყობდათ შეყვარებული გიორგი ვაშაძე?

- კი, მაგრამ ერთი გამორჩეულად დამამახსოვრდა. ერთხელ გვიან მოვედი უნივერსიტეტიდან, სკაიპით ველაპარაკე გიორგის, მკითხა, ახლა რა გინდაო, საჭმელი მენატრებოდა ძირითადად და ვუთხარი ფელამუში მენატრება-მეთქი. დაახლოებით 5 საათში, კარზე იყო კაკუნი, თვითონ ჩამოვიდა და ჩამომიტანა ფელამუში.

გიორგი: როცა დავაკაკუნე გერმანულად ვლაპარაკობდი და მისმა დამ უთხრა, ეტყობა გაზის მრიცხველზე მოვიდნენო.

- როგორი ქორწილი გქონდათ?

ქეთი: მამას უნდოდა ტრადიციული ქართული ქორწილი გვქონდა. ჩემი პატარა ასაკის გამო, მამაჩემი ნერვიულობდა და უფრო გიორგის მხარეს იყო.

გიორგი: საინტერესო იყო ჩემი სიმამრი ჩემს მხარეს იყო, მეუბნებოდა, ქეთი ჯერ პატარაა, შენ გააზრებული გაქვს დაოჯახება და ხომ არ დავიცადოთო. მაგრამ მე როცა გავიცანი ქეთი, ვიცოდი როგორიც იყო. იმ ეტაპზე ოჯახის შექმნის დრო იყო, ბევრი მინახავს ჩემს გარშემო წყვილები, რომლებიც დიდხანს ფიქრობენ დაოჯახებაზე და მერე შორდებიან. ყველაფერს განვითარება სჭირდება, ამიტომ არის რომ ორ წელიწადში ერთხელ ახალი ბავშვი გვყავს (იცინის).

ქეთი: რა თქმა უნდა, შვილები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჰარმონიული ურთიერთობა, რომ არ გვქონდეს შვილიც ვერ გვიშველიდა.

- რაზე კამათობთ?

- ძირითადად პოლიტიკაზე ვჩხუბობთ, სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს გიორგის ყოფილ პარტიაზე. აქტიურად ვარ ჩათული გიორგის საქმიანობაში. ინოვაციებისა და განვითარების ფონდში ვმუშაობ.

გიორგი: სხვადასხვა ქვეყნებში მაქვს ოფისები, პირველი იუსტიციის სახლი ავაშენეთ კიევში, ანტიკორუფციული საბჭო შევქმენით, კიდევ გვაქვს სხვა პროექტები დაგეგმილი. ჩემი მთავარი შემოსავალი არის კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოში შემოსავალი არ მაქვს. ქეთი ორგანიზაციულად ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. ქეთი მეუბნებოდა, ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოო და არ დავუჯერე.

- რატომ არ გინდოდათ მისი არჩევნებში მონაწილეობა?

- უკვე ამდენი ბრძოლა დამღლელია. გიორგის ცხოვრებაში ადვილად არაფერი მოდის, ის ძალიან მებრძოლია.

გიორგი: ჩემი წარმატება ქეთის გვერდით დგომაზეა დამოკიდებული. სახლში ყველაფერი მოწესრიგებულია, ერთმანეთის გვერდით ვართ და სტრესები არ გვაქვს. რაც შეეხება პატარ-პატარა ჭორებს, ეს ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, შევეჩვიეთ უკვე ამას. არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ. ჩვენ ყველგან ერთად დავდივართ, ჰარვარდის ჯგუფელებს ქეთი უფრო იცნობს, ვიდრე მე. ახლა დუბაიში გვქონდა ჰარვარდის სამიტი და მითხრეს, ალბათ აქ მეუღლის გამო ხართო.

- ქეთი, უკრაინაში როცა მიდის თქვენი მეუღლე, არ ეჭვიანობთ?

- ჩვენ სულ ერთად დავდივართ, ხანდახან მარტო თუ წავა, მირეკავენ მეგობრები ქეთი რა მოხდა, რატომ არ ჩამოხვედიო. სხვათა შორის, იქ, ჩემს გარდა, სხვისი ცოლები არ მინახავს, ვერც ხვდებიან, რომ ცოლ-ქმარი ვართ. უკრაინაში მე გიორგის გუნდის წევრად აღმიქავემენ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

საქართველოში დღეიდან ყველა სახის მაღაზია და წარმოება იხსნება, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა

დღეიდან თბილისში შემოსვლა და გასვლა ნებადართულია

"ცენტრს საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში" - თბილისის ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს