მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს თბილისში მიწის ნაკვეთები
რა ღირს თბილისში მიწის ნაკვეთები

თბი­ლის­ში კერ­ძო სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. უკა­ნას­კნელ წლებ­ში სწრა­ფად გა­შენ­და დე­და­ქა­ლა­ქის და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ფა­სე­ბი სულ უფრო იზ­რდე­ბა.

ნაკ­ვე­თებს დე­და­ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბან­ში სხვა­დას­ხვა ფა­სად ნა­ხავთ. კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფასი მისი მდე­ბა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს ისიც, თუ რამ­დე­ნად ახ­ლოა იგი ცენ­ტრა­ლურ გზას­თან, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტთან, რამ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ირ­გვლივ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი - ელექტრო­ე­ნერ­გია, ბუ­ნებ­რი­ვი აირი, წყა­ლი და ა.შ.

"ახლა, სა­დაც ჩემი სახ­ლი დგას, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ ფაქ­ტი­უ­რად არა­ფე­რი იდგა. ის ად­გი­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი და გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბუ­ლი იყო. მა­წან­წა­ლა ძაღ­ლებს ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი და იმ ად­გი­ლას გავ­ლას ყვე­ლა ერი­დე­ბო­და. დღეს რომ მოხ­ვი­დეთ იმ ად­გი­ლას, ვერ იც­ნობთ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უბა­ნია გა­შე­ნე­ბუ­ლი ლა­მა­ზი, პა­ტა­რა კერ­ძო სახ­ლე­ბით. ნაკ­ვე­თე­ბის ფა­სე­ბიც, ამ ათ წე­ლი­წად­ში გა­ათ­მაგ­და. მე რამ­დე­ნა­დაც ვი­ყი­დე, ახლა იმ ფა­სად ვე­რა­ფერს იყი­დი," - ამ­ბობს ლე­ვა­ნი, რო­მელ­მაც გლ­დან­სა და სო­ფელ გლ­დანს შო­რის არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნაკ­ვე­თი წლე­ბის წინ იყი­და და სახ­ლიც ფაქ­ტი­უ­რად თა­ვი­სი ხე­ლით აა­შე­ნა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ფასი ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, ერ­თსა და იმა­ვე უბან­ში სხვა­დას­ხვა ნაკ­ვე­თის კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფასი შე­საძ­ლოა საგ­რძნობ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს.

თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში ნაკ­ვე­თე­ბის ფა­სე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. აქ შე­იძ­ლე­ბა კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი 2 ლა­რა­დაც იშოვ­ნოთ და 400 დო­ლა­რა­დაც. მა­გა­ლი­თად აე­რო­პორ­ტის და­სახ­ლე­ბა­ში, ამ მო­მენ­ტში იყი­დე­ბა ნაკ­ვე­თი, რომ­ლის კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რიც 2 ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა, აე­რო­პორ­ტის გზატ­კე­ცილ­ზე კვად­რა­ტუ­ლის ფასი 122 ლა­რია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა ღირს თბილისში მიწის ნაკვეთები

რა ღირს თბილისში მიწის ნაკვეთები

თბილისში კერძო სახლების მშენებლობა სულ უფრო პოპულარული ხდება. უკანასკნელ წლებში სწრაფად გაშენდა დედაქალაქის დაუსახლებელი ტერიტორიები. შესაბამისად, მიწის ნაკვეთების ფასები სულ უფრო იზრდება.

ნაკვეთებს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ფასად ნახავთ. კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია ირგვლივ ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.

"ახლა, სადაც ჩემი სახლი დგას, დაახლოებით 10 წლის წინ ფაქტიურად არაფერი იდგა. ის ადგილი მიტოვებული და გაუკაცრიელებული იყო. მაწანწალა ძაღლებს ჰქონდათ დაკავებული და იმ ადგილას გავლას ყველა ერიდებოდა. დღეს რომ მოხვიდეთ იმ ადგილას, ვერ იცნობთ. ჩვეულებრივი უბანია გაშენებული ლამაზი, პატარა კერძო სახლებით. ნაკვეთების ფასებიც, ამ ათ წელიწადში გაათმაგდა. მე რამდენადაც ვიყიდე, ახლა იმ ფასად ვერაფერს იყიდი," - ამბობს ლევანი, რომელმაც გლდანსა და სოფელ გლდანს შორის არსებულ ტერიტორიაზე ნაკვეთი წლების წინ იყიდა და სახლიც ფაქტიურად თავისი ხელით ააშენა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიწის ნაკვეთების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ერთსა და იმავე უბანში სხვადასხვა ნაკვეთის კვადრატული მეტრის ფასი შესაძლოა საგრძნობლად განსხვავებული იყოს.

თბილისის გარეუბნებში ნაკვეთების ფასები მრავალფეროვანია. აქ შეიძლება კვადრატული მეტრი 2 ლარადაც იშოვნოთ და 400 დოლარადაც. მაგალითად აეროპორტის დასახლებაში, ამ მომენტში იყიდება ნაკვეთი, რომლის კვადრატული მეტრიც 2 ლარადაა შეფასებული. თუმცა, აეროპორტის გზატკეცილზე კვადრატულის ფასი 122 ლარია.

განაგრძეთ კითხვა

თქვენი აზრით, გაყალბდა თუ არა არჩევნები? - ambebi.ge-ზე მიმდინარეობს გამოკითხვა. მიიღეთ მასში მონაწილეობა და გამოხატეთ თქვენი პოზიცია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია, მათ შორის 293 - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს კოვიდპაციენტების მართვა, რათა შეფერხებები ავიცილოთ? - რაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან