ლიკა ქავჟარაძე თავისიანებს კი არა, საქართველოს დააკლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლიკა ქავჟარაძის მეგობარმა, მსახიობმა სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძე იყო ადამიანი, რომელსაც საზოგადოებაში მყარად ჰქონდა ადგილი დაკავებული.
"ლიკა თავისიანებს კი არა, საქართველოს დააკლდა. ის იყო დიდი ადამიანი, კარგი მსახიობი და სხვათა შორის, ძალიან მორიდებული. ლიკა ძალიან გვიყვარდა ყველას. განსაკუთრებით მე და ზაზას. ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
მსახიობის საცხოვრებელ სახლში ამ დრომდე მოდიან მსახიობები, რეჟისორები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ. 58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ ღამით იპოვეს.
წაიკითხეთ: როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა