კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ კბილების გახეხვისას ონკანს დაკეტავთ, თვეში 100 ლიტრ წყალს დაზოგავთ - ენერგოეფექტურობის ექსპერტი კომუნალური ხარჯების შემცირებას გვასწავლის
თუ კბილების გახეხვისას ონკანს დაკეტავთ, თვეში 100 ლიტრ წყალს დაზოგავთ - ენერგოეფექტურობის ექსპერტი კომუნალური ხარჯების შემცირებას გვასწავლის

კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მძი­მე ტვირ­თად აწევს, რა­ზეც ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტის საგ­რძნობ­ლად დიდი ნა­წი­ლი იხარ­ჯე­ბა. ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა კი ის დარ­გია, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის, თუ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ისე, რომ ნაკ­ლე­ბი ენერ­გო­რე­სურ­სი და­ი­ხარ­ჯოს და გა­და­სა­ხა­დი შემ­ცირ­დეს.

ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის ექ­სპერ­ტი კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის და­ზოგ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს აძ­ლევს AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლებს.

- ხში­რად ჩვე­ნი კომ­პი­უ­ტე­რი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი მთელ დროს მო­ნი­ტორ­თან ატა­რებს. სის­ტე­მუ­რი ბლო­კის ხში­რი გა­მორ­თვა კომ­პი­უ­ტე­რის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლია, მაგ­რამ "ძი­ლის რე­ჟიმ­ში" გა­დაყ­ვა­ნა არ და­ა­ზი­ა­ნებს - სა­მა­გი­ე­როდ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბას ამ რე­ჟიმ­ში 10-ჯერ შეგ­ვიმ­ცი­რებს.

  • კომ­პი­უ­ტე­რის მოხ­მა­რე­ბი­სას ჩარ­თეთ მოკ­ლე დრო­ის პე­რი­ო­დის­თვის (10 ან 15 წუთი) ჩა­ძი­ნე­ბის ფუნ­ქცია (SLEEP), ეკ­რა­ნის შე­ნახ­ვის (SCREEN SAVER) ფუნ­ქცი­ის ნაც­ვლად;
  • როცა არ სარ­გებ­ლობთ კომ­პი­უ­ტე­რით 10 ან 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მორ­თეთ მო­ნი­ტო­რი (ეკ­რა­ნი), რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მეტ ენერ­გი­ას მო­იხ­მარს;
  • და­ა­რე­გუ­ლი­რეთ მო­ნი­ტო­რის სიმ­კვეთ­რე ან გა­მორ­თეთ ის. მო­ნი­ტო­რის სიმ­კვეთ­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბით მუ­შა­ო­ბა უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს არა მარ­ტო მხედ­ვე­ლო­ბა­ზე, არა­მედ ჩვენს ჯი­ბე­ზეც;
  • ეცა­დეთ, კომ­პი­უ­ტე­რის მო­ნი­ტო­რი გა­ნა­თე­ბულ ად­გი­ლას მო­ა­თავ­სოთ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, კონ­ტრას­ტი და სიმ­კვეთ­რე და­ბალ დო­ნე­ზე და­ა­ყე­ნოთ და ამით ელექტრო­მოხ­მა­რე­ბა 5%-ით შე­ამ­ცი­როთ;
  • CD/DVD დის­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას მკვეთ­რად იზ­რდე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა. და­ა­კო­პი­რეთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ აუ­დიო/ვი­დეო ფა­ი­ლე­ბი თქვე­ნი კომ­პი­უ­ტე­რის მყა­რი დის­კი­დან;

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მა­ცი­ვა­რიც და ტე­ლე­ვი­ზო­რის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­იხ­მარს...

- თუ ოთახ­ში, სა­დაც მა­ცი­ვა­რი დგას, ტემ­პე­რა­ტუ­რა აღ­წევს 30 გრა­დუსს, მა­ცივ­რის მიერ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა ორ­მაგ­დე­ბა.

პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ნა­ხად საკ­მა­რი­სია და­ა­ყე­ნოთ მა­ცივ­რის თერ­მოს­ტა­ტი +60 გრა­დუს­ზე, ხოლო სა­ყი­ნუ­ლის -18 გრა­დუს­ზე.

ნუ მო­ა­თავ­სებთ ცხელ კერ­ძებს მა­ცი­ვარ­ში და არ და­ტო­ვოთ მისი კარი ღია.

მა­ცი­ვარ­ში არც თავ­ღია წყლის ჭურ­ჭლი­სა და გაჭ­რი­ლი წვნი­ა­ნი ხი­ლის შე­ნახ­ვაა სა­სურ­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან ჭარ­ბი ნეს­ტი­ა­ნო­ბა მა­ცივ­რის აორ­თქლე­ბის სის­ტე­მის ნორ­მა­ლურ მუ­შა­ო­ბას აფერ­ხებს და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბას ზრდის.

რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზორს, მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო ენერ­გი­ის 15%-ს (ე.წ. ვამ­პი­რუ­ლი ენერ­გია) მო­იხ­მარს. ამი­ტომ ნუ გა­მორ­თავთ ტე­ლე­ვი­ზორს მხო­ლოდ სა­მარ­თა­ვი პულ­ტი­დან, გა­მორ­თეთ ქსე­ლი­დან. სა­სურ­ვე­ლია რამ­დე­ნი­მე მო­წყო­ბი­ლო­ბის ერთ ელექტრო­წყა­რო­ში ჩარ­თვა (ტე­ლე­ვი­ზო­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი, ვი­დეო, DVD, ციფ­რუ­ლი დე­კო­დე­რი, ან­ტე­ნის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი). ამით გა­მორ­თავთ ყვე­ლა მას­ზე შე­ერ­თე­ბულ მო­წყო­ბი­ლო­ბას ერ­თდრო­უ­ლად და და­ზო­გავთ ენერ­გი­ას.

ნუ და­ტო­ვებთ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის, ფო­ტო­ა­პა­რა­ტის, პლე­ე­რის, ნო­უტ­ბუ­კის და სხვა მსგავ­სი აპა­რა­ტუ­რის დამ­ტენ მო­წყო­ბი­ლო­ბას ქსელ­ში ჩარ­თულს და­ტენ­ვის შემ­დეგ. ამ დროს დამ­ტე­ნი მა­ინც მო­იხ­მარს ელექტრო­ე­ნერ­გი­ას, რო­მე­ლიც იხარ­ჯე­ბა არა და­ტენ­ვა­ზე, არა­მედ გა­ხუ­რე­ბა­ზე

რო­გორ დავ­ზო­გოთ წყლის მოხ­მა­რე­ბის ხარ­ჯე­ბი?

  • გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­სალ­ღო­ბად ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ მოშ­ვე­ბულ წყალს. პრო­დუქ­ტი გა­და­ი­ტა­ნეთ სა­ყი­ნუ­ლე­დან სა­მა­ცივ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში - ეს გალ­ღო­ბის უსაფრ­თხო და წყლის დამ­ზო­გი ეფექ­ტი­ა­ნი მე­თო­დია;
  • ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის გა­რე­ცხვის შემ­დეგ, დარ­ჩე­ნი­ლი წყა­ლი შე­აგ­რო­ვეთ და ოთა­ხის ყვა­ვი­ლე­ბი მორ­წყეთ;
  • ნუ მო­უშ­ვებთ წყალს ქვა­ბის გა­რე­ცხვი­სას, ჯერ და­ალ­ბეთ;
  • შხა­პის მი­ღე­ბის დრო ერთი ან ორი წუ­თით შე­ამ­ცი­რეთ და ამით თვე­ში 600 ლიტრ წყალს და­ზო­გავთ;
  • შეც­ვა­ლეთ საშ­ხა­პის თავი მო­დერ­ნი­ზე­ბულ მო­დელ­ზე, რო­მე­ლიც წყალს ეკო­ნო­მი­უ­რად ხარ­ჯავს და ამით თვე­ში 3000 ლიტრ (3 მ3) წყალს და­ზო­გავთ;
  • კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვი­სას და­კე­ტეთ წყლის ონ­კა­ნი, ეს თვე­ში 100 ლიტრ წყალს და­გა­ზო­გი­ნებთ;
  • მა­მა­კა­ცებ­მა პარსვის დროს სა­სურ­ვე­ლია და­კე­ტონ წყლის ონ­კა­ნი, ასე თვე­ში 1200 ლიტრ წყალს და­ზო­გავთ;
  • ად­რე­ულ წლებ­ში გა­მოშ­ვე­ბულ უნი­ტა­ზებს დიდი მო­ცუ­ლო­ბის "ბა­ჩო­კი" ჰქონ­და, შე­ამ­ცი­რეთ თი­თო­ე­უ­ლი ჩა­რე­ცხვის წყლის რა­ო­დე­ნო­ბა, "ბა­ჩო­კის" მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე (ჩა­აგ­დეთ "ბა­ჩოკ­ში" წყალ­ზე მძი­მე, რა­ი­მე სა­გა­ნი)

ეს რჩე­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ად­გე­ბათ მათ, ვინც წყლის გა­და­სა­ხადს მრი­ცხვე­ლის მი­ხედ­ვით იხ­დის.

რო­გორ დავ­ზო­გოთ ენერ­გია გათ­ბო­ბა/კონ­დენ­სი­რე­ბა­ზე?

  • გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის თერ­მოს­ტა­ტის ყო­ვე­ლი გრა­დუ­სის მო­მა­ტე­ბა და­ნა­ხარ­ჯე­ბის 2%-ს გი­ზო­გავთ;
  • კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვის დროს, არ და­ა­ყე­ნოთ თერ­მოს­ტა­ტი ჩვე­უ­ლებ­რივ ზე­და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. ამით სახ­ლი უფრო სწრა­ფად არ გაგ­რილ­დე­ბა და სა­მა­გი­ე­როდ, გა­მო­იწ­ვევს და­მა­ტე­ბით ენერ­გო­ხარ­ჯვას;
  • ზამ­თარ­ში და­კე­ტეთ გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი და არ გა­ათ­ბოთ ისი­ნი;

რჩე­ვე­ბი დი­ა­სახ­ლი­სებს კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად

  • ელექტრო­ქუ­რა­ზე საჭ­მე­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ქვა­ბი, რომ­ლის ფსკე­რის ზომა ქუ­რის დი­ა­მეტ­რის ზო­მის ტო­ლია - არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი ჭურ­ჭე­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის 10-15% და­ნა­კარგს იწ­ვევს;
  • საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა თავ­ღია ჭურ­ჭელ­ში 2-6% ენერ­გი­ის და­ნა­კარგს გა­მო­იწ­ვევს;
  • ნუ ჩა­ას­ხამთ ჭურ­ჭელ­ში კერ­ძის მომ­ზა­დე­ბი­სას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს, ამით თქვენ გა­ა­ხან­გრძლი­ვებთ საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს და მო­იხ­მართ მეტ ენერ­გი­ას;
  • დრო­უ­ლად მო­ა­ცი­ლეთ ელექტრო­ჩა­ი­და­ნის ფსკე­რი­დან ნა­ლე­ქი. ნა­ლე­ქი გროვ­დე­ბა წყლის მრა­ვალ­ჯე­რა­დი დუ­ღი­ლის შე­დე­გად და და­ბა­ლი თბო­გამ­ტა­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, რაც დუ­ღი­ლის პრო­ცესს საგ­რძნობ­ლად ანე­ლებს;
  • ჩა­ი­დან­ში ზუს­ტად იმ­დე­ნი წყა­ლი აა­დუ­ღეთ, რამ­დე­ნიც იმ წუ­თის­თვის გჭირ­დე­ბათ;
  • ჟა­ლუ­ზე­ბის ჩა­მო­წე­ვა და ფარ­დე­ბის ჩა­მო­ფა­რე­ბა ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა ჩვენს სახ­ლში სიგ­რი­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად;
  • ხში­რად გაწ­მინ­დეთ მტვერ­სას­რუ­ტი - მტვრით სავ­სე ტომ­რით და გა­უ­წ­მენ­და­ვი ფილტრით ის ცა­რი­ელ­თან შე­და­რე­ბით 40%-ით მეტ ენერ­გი­ას ხარ­ჯავს;

- კი­დევ რა ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია?

- იმის­თვის, რომ ზამ­თარ­ში გავ­თბეთ, უნდა და­ვათ­ბუ­ნოთ ფან­ჯრე­ბი, კედ­ლე­ბი, ჭერი, ია­ტა­კი და სა­ხუ­რა­ვი, რი­თაც შეგ­ვიმ­ცირ­დე­ბა ენერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა.

  • დაგ­მა­ნეთ კარ-ფან­ჯრის ჩარ­ჩოს/ალ­თას შე­ერ­თბე­ბის და მისი კე­დელ­თან გა­დაბ­მის ად­გი­ლე­ბი ან და­ა­მონ­ტა­ჟეთ მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სის კარ-ფან­ჯა­რა;
  • შეც­ვა­ლეთ შე­შის ტრა­დი­ცი­უ­ლი ღუ­მე­ლი ეფექ­ტუ­რი ღუ­მე­ლით - და­ზო­გეთ მოხ­მა­რე­ბუ­ლი შე­შის 30%;
  • წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი (მა­გა­ლი­თად, ატ­მო­რი) და­ა­მონ­ტა­ჟეთ სამ­ზა­რე­უ­ლოს ნი­ჟა­რას­თან ახ­ლოს, ამით ცხელ წყალს სწრა­ფად მი­ი­ღებთ და ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­საც და­ზო­გავთ;

- არ­სე­ბობს თუ არა ხრი­კე­ბი, საწ­ვა­ვის ხარ­ჯე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად? მძღო­ლებს რას ეტყო­დით?

- იმის­თვის, რომ მძღო­ლებ­მა და­ზო­გონ საწ­ვა­ვის ხარ­ჯი, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ შემ­დე­გი:

  • იმოძ­რა­ონ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ერთი და იმა­ვე სიჩ­ქა­რით. 10% სიჩ­ქა­რის მო­მა­ტე­ბა 10-20%-ით ზრდის საწ­ვა­ვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას, ჰა­ე­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მო­მა­ტე­ბის ხარ­ჯზე;
  • და­ხუ­რუ­ლი ლუქი და ფან­ჯრე­ბი, სა­ხუ­რა­ვი­დან მოხ­სნი­ლი სა­ბარ­გუ­ლი შე­გიმ­ცი­რებთ საწ­ვა­ვის ხარჯს;
  • ზედ­მე­ტი ბა­ლას­ტი საწ­ვა­ვის ხარ­ჯვის კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რია. და­ა­ლა­გეთ სა­ბარ­გუ­ლი და ამო­ი­ღეთ ზედ­მე­ტი საგ­ნე­ბი;
  • და­ი­ცა­ვით სა­ბუ­რა­ვებ­ში წნე­ვის რე­ჟი­მი. ზედ­მე­ტი ან ნაკ­ლე­ბი წნე­ვა 10%-ით საწ­ვა­ვის გა­და­ხარ­ჯვას გა­მო­იწ­ვევს;
  • შე­ა­მოწ­მეთ და თუ სა­ჭი­როა შეც­ვა­ლეთ ჰა­ე­რის ფილტრი. დას­ვრი­ლი ჰა­ე­რის ფილტრი ძრავ­ში ჰა­ე­რის ნა­კა­დის მოხ­ვედ­რას ზღუ­დავს და ეს გა­რე­მო­ე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს მის მუ­შა­ო­ბა­ზე და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე საწ­ვა­ვის ხარ­ჯვა­ზეც;
  • ნუ და­უშ­ვებთ ბენ­ზი­ნის ბა­კის და­ცა­რი­ე­ლე­ბას. საწ­ვა­ვის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა წევს დაბ­ლა ძრა­ვის მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას. იდე­ა­ლურ ვა­რი­ან­ტში საწ­ვა­ვის და­მა­ტე­ბა უნდა მოხ­დეს, რო­დე­საც ინ­დი­კა­ტო­რი გვიჩ­ვე­ნებს 1/4 ბენ­ზო­ბა­კის შევ­სე­ბას;

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
1
ეს ის ხალხია ლილოზე გაროვაჭრობა რომ მოწყინდა ან ტავარი ჩაუვარდა და ექსპერტი რომ გახდა სხვადასხვა სფეროში. სირცხვილია უბრალოდ შვილიშვილმა დაუწერა ან შვილმა ეს ყველაფერი. ჭკუის სწავლებამდე თქვენი რაიმე ექპერტობის დამადასტურებელი გვანახე. ვინ თქვა რომ ექსპერტი ხარ? გათენდა და ასე გადაწყვიტე?
სასაცილოა
2
ბლაბლა ბლააააა
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

თუ კბილების გახეხვისას ონკანს დაკეტავთ, თვეში 100 ლიტრ წყალს დაზოგავთ - ენერგოეფექტურობის ექსპერტი კომუნალური ხარჯების შემცირებას გვასწავლის

თუ კბილების გახეხვისას ონკანს დაკეტავთ, თვეში 100 ლიტრ წყალს დაზოგავთ - ენერგოეფექტურობის ექსპერტი კომუნალური ხარჯების შემცირებას გვასწავლის

კომუნალური გადასახადები მოსახლეობას განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში მძიმე ტვირთად აწევს, რაზეც ოჯახის ბიუჯეტის საგრძნობლად დიდი ნაწილი იხარჯება. ენერგოეფექტურობა კი ის დარგია, რომელიც გვასწავლის, თუ რა ღონისძიებების გატარება შეიძლება მაქსიმალურად კომფორტული პირობების შესანარჩუნებლად ისე, რომ ნაკლები ენერგორესურსი დაიხარჯოს და გადასახადი შემცირდეს.

ენერგოეფექტურობის ექსპერტი კომუნალური ხარჯების დაზოგვის მიმართულებით სასარგებლო რჩევებს აძლევს AMBEBI.GE-ს მკითხველებს.

- ხშირად ჩვენი კომპიუტერი 24 საათის განმავლობაში ჩართულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებელი მთელ დროს მონიტორთან ატარებს. სისტემური ბლოკის ხშირი გამორთვა კომპიუტერისთვის არასასურველია, მაგრამ "ძილის რეჟიმში" გადაყვანა არ დააზიანებს - სამაგიეროდ, ელექტროენერგიის მოხმარებას ამ რეჟიმში 10-ჯერ შეგვიმცირებს.

  • კომპიუტერის მოხმარებისას ჩართეთ მოკლე დროის პერიოდისთვის (10 ან 15 წუთი) ჩაძინების ფუნქცია (SLEEP), ეკრანის შენახვის (SCREEN SAVER) ფუნქციის ნაცვლად;
  • როცა არ სარგებლობთ კომპიუტერით 10 ან 15 წუთის განმავლობაში, გამორთეთ მონიტორი (ეკრანი), რომელიც ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს;
  • დაარეგულირეთ მონიტორის სიმკვეთრე ან გამორთეთ ის. მონიტორის სიმკვეთრის მაქსიმალური პარამეტრებით მუშაობა უარყოფითად მოქმედებს არა მარტო მხედველობაზე, არამედ ჩვენს ჯიბეზეც;
  • ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორი განათებულ ადგილას მოათავსოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, კონტრასტი და სიმკვეთრე დაბალ დონეზე დააყენოთ და ამით ელექტრომოხმარება 5%-ით შეამციროთ;
  • CD/DVD დისკების გამოყენებისას მკვეთრად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. დააკოპირეთ და გამოიყენეთ აუდიო/ვიდეო ფაილები თქვენი კომპიუტერის მყარი დისკიდან;

- როგორც ცნობილია, ელექტროენერგიას მაცივარიც და ტელევიზორის დიდი რაოდენობით მოიხმარს...

- თუ ოთახში, სადაც მაცივარი დგას, ტემპერატურა აღწევს 30 გრადუსს, მაცივრის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება ორმაგდება.

პროდუქტების შესანახად საკმარისია დააყენოთ მაცივრის თერმოსტატი +60 გრადუსზე, ხოლო საყინულის -18 გრადუსზე.

ნუ მოათავსებთ ცხელ კერძებს მაცივარში და არ დატოვოთ მისი კარი ღია.

მაცივარში არც თავღია წყლის ჭურჭლისა და გაჭრილი წვნიანი ხილის შენახვაა სასურველი, ვინაიდან ჭარბი ნესტიანობა მაცივრის აორთქლების სისტემის ნორმალურ მუშაობას აფერხებს და ელექტროენერგიის მოხმარებას ზრდის.

რაც შეეხება ტელევიზორს, მოლოდინის რეჟიმში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის 15%-ს (ე.წ. ვამპირული ენერგია) მოიხმარს. ამიტომ ნუ გამორთავთ ტელევიზორს მხოლოდ სამართავი პულტიდან, გამორთეთ ქსელიდან. სასურველია რამდენიმე მოწყობილობის ერთ ელექტროწყაროში ჩართვა (ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, ვიდეო, DVD, ციფრული დეკოდერი, ანტენის გამაძლიერებელი). ამით გამორთავთ ყველა მასზე შეერთებულ მოწყობილობას ერთდროულად და დაზოგავთ ენერგიას.

ნუ დატოვებთ მობილური ტელეფონის, ფოტოაპარატის, პლეერის, ნოუტბუკის და სხვა მსგავსი აპარატურის დამტენ მოწყობილობას ქსელში ჩართულს დატენვის შემდეგ. ამ დროს დამტენი მაინც მოიხმარს ელექტროენერგიას, რომელიც იხარჯება არა დატენვაზე, არამედ გახურებაზე

როგორ დავზოგოთ წყლის მოხმარების ხარჯები?

  • გაყინული პროდუქტის გასალღობად ნუ გამოიყენებთ მოშვებულ წყალს. პროდუქტი გადაიტანეთ საყინულედან სამაცივრო განყოფილებაში - ეს გალღობის უსაფრთხო და წყლის დამზოგი ეფექტიანი მეთოდია;
  • ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვის შემდეგ, დარჩენილი წყალი შეაგროვეთ და ოთახის ყვავილები მორწყეთ;
  • ნუ მოუშვებთ წყალს ქვაბის გარეცხვისას, ჯერ დაალბეთ;
  • შხაპის მიღების დრო ერთი ან ორი წუთით შეამცირეთ და ამით თვეში 600 ლიტრ წყალს დაზოგავთ;
  • შეცვალეთ საშხაპის თავი მოდერნიზებულ მოდელზე, რომელიც წყალს ეკონომიურად ხარჯავს და ამით თვეში 3000 ლიტრ (3 მ3) წყალს დაზოგავთ;
  • კბილების გახეხვისას დაკეტეთ წყლის ონკანი, ეს თვეში 100 ლიტრ წყალს დაგაზოგინებთ;
  • მამაკაცებმა პარსვის დროს სასურველია დაკეტონ წყლის ონკანი, ასე თვეში 1200 ლიტრ წყალს დაზოგავთ;
  • ადრეულ წლებში გამოშვებულ უნიტაზებს დიდი მოცულობის "ბაჩოკი" ჰქონდა, შეამცირეთ თითოეული ჩარეცხვის წყლის რაოდენობა, "ბაჩოკის" მოცულობის შემცირების ხარჯზე (ჩააგდეთ "ბაჩოკში" წყალზე მძიმე, რაიმე საგანი)

ეს რჩევები განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვინც წყლის გადასახადს მრიცხველის მიხედვით იხდის.

როგორ დავზოგოთ ენერგია გათბობა/კონდენსირებაზე?

  • გამაგრილებელი სისტემის თერმოსტატის ყოველი გრადუსის მომატება დანახარჯების 2%-ს გიზოგავთ;
  • კონდიციონერის ჩართვის დროს, არ დააყენოთ თერმოსტატი ჩვეულებრივ ზედაბალ ტემპერატურაზე. ამით სახლი უფრო სწრაფად არ გაგრილდება და სამაგიეროდ, გამოიწვევს დამატებით ენერგოხარჯვას;
  • ზამთარში დაკეტეთ გამოუყენებელი ოთახები და არ გაათბოთ ისინი;

რჩევები დიასახლისებს კომუნალური ხარჯების შესამცირებლად

  • ელექტროქურაზე საჭმელის მოსამზადებლად გამოიყენეთ ქვაბი, რომლის ფსკერის ზომა ქურის დიამეტრის ზომის ტოლია - არასწორად შერჩეული ჭურჭელი ელექტროენერგიის 10-15% დანაკარგს იწვევს;
  • საკვების მომზადება თავღია ჭურჭელში 2-6% ენერგიის დანაკარგს გამოიწვევს;
  • ნუ ჩაასხამთ ჭურჭელში კერძის მომზადებისას დიდი რაოდენობით წყალს, ამით თქვენ გაახანგრძლივებთ საკვების მომზადების პროცესს და მოიხმართ მეტ ენერგიას;
  • დროულად მოაცილეთ ელექტროჩაიდანის ფსკერიდან ნალექი. ნალექი გროვდება წყლის მრავალჯერადი დუღილის შედეგად და დაბალი თბოგამტარობით ხასიათდება, რაც დუღილის პროცესს საგრძნობლად ანელებს;
  • ჩაიდანში ზუსტად იმდენი წყალი აადუღეთ, რამდენიც იმ წუთისთვის გჭირდებათ;
  • ჟალუზების ჩამოწევა და ფარდების ჩამოფარება ეფექტური საშუალებაა ჩვენს სახლში სიგრილის შესანარჩუნებლად;
  • ხშირად გაწმინდეთ მტვერსასრუტი - მტვრით სავსე ტომრით და გაუწმენდავი ფილტრით ის ცარიელთან შედარებით 40%-ით მეტ ენერგიას ხარჯავს;

- კიდევ რა ენერგოეფექტური ღონისძიებების ჩატარება შეგვიძლია?

- იმისთვის, რომ ზამთარში გავთბეთ, უნდა დავათბუნოთ ფანჯრები, კედლები, ჭერი, იატაკი და სახურავი, რითაც შეგვიმცირდება ენერგიის მოხმარება.

  • დაგმანეთ კარ-ფანჯრის ჩარჩოს/ალთას შეერთბების და მისი კედელთან გადაბმის ადგილები ან დაამონტაჟეთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა;
  • შეცვალეთ შეშის ტრადიციული ღუმელი ეფექტური ღუმელით - დაზოგეთ მოხმარებული შეშის 30%;
  • წყლის გამაცხელებელი (მაგალითად, ატმორი) დაამონტაჟეთ სამზარეულოს ნიჟარასთან ახლოს, ამით ცხელ წყალს სწრაფად მიიღებთ და ელექტროენერგიასაც დაზოგავთ;

- არსებობს თუ არა ხრიკები, საწვავის ხარჯების შესამცირებლად? მძღოლებს რას ეტყოდით?

- იმისთვის, რომ მძღოლებმა დაზოგონ საწვავის ხარჯი, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • იმოძრაონ შეძლებისდაგვარად ერთი და იმავე სიჩქარით. 10% სიჩქარის მომატება 10-20%-ით ზრდის საწვავის მოთხოვნილებას, ჰაერის წინააღმდეგობის მომატების ხარჯზე;
  • დახურული ლუქი და ფანჯრები, სახურავიდან მოხსნილი საბარგული შეგიმცირებთ საწვავის ხარჯს;
  • ზედმეტი ბალასტი საწვავის ხარჯვის კიდევ ერთი ფაქტორია. დაალაგეთ საბარგული და ამოიღეთ ზედმეტი საგნები;
  • დაიცავით საბურავებში წნევის რეჟიმი. ზედმეტი ან ნაკლები წნევა 10%-ით საწვავის გადახარჯვას გამოიწვევს;
  • შეამოწმეთ და თუ საჭიროა შეცვალეთ ჰაერის ფილტრი. დასვრილი ჰაერის ფილტრი ძრავში ჰაერის ნაკადის მოხვედრას ზღუდავს და ეს გარემოება ნეგატიურად მოქმედებს მის მუშაობაზე და აქედან გამომდინარე საწვავის ხარჯვაზეც;
  • ნუ დაუშვებთ ბენზინის ბაკის დაცარიელებას. საწვავის მცირე რაოდენობა წევს დაბლა ძრავის მუშაობის ეფექტურობას. იდეალურ ვარიანტში საწვავის დამატება უნდა მოხდეს, როდესაც ინდიკატორი გვიჩვენებს 1/4 ბენზობაკის შევსებას;

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ