სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეტალურად: რა რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ვენეციის კომისია
დეტალურად: რა რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ვენეციის კომისია

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნას­წა­რი დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დას­კვნი­თი ნა­წი­ლის სრულ თარ­გმანს გთა­ვა­ზობთ:

დას­კვნა:

51. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია კვლავ აცხა­დებს თა­ვის და­დე­ბით შე­ფა­სე­ბას. კერ­ძოდ იმას, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მის პრო­ცე­სი ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ევო­ლუ­ცი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის­კენ და და­დე­ბით ნა­ბიჯს წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის სა­კონ­სტი­ტუ­ციო წეს­რი­გის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პრინ­ცი­პებს.

52. პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის­თვის ძა­ლა­ში შეს­ვლის გა­და­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა და მთა­ვარ შე­ფერ­ხე­ბას წარ­მო­ად­გენს კონ­სენ­სუ­სის მი­საღ­წე­ვად. თუმ­ცა, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ 2017 წლის 20 სექ­ტემ­ბრის წე­რილ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი და­პი­რე­ბა, გა­ნი­ხი­ლონ პარ­ტი­უ­ლი ბლო­კე­ბის დაშ­ვე­ბა და 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე 3%-მდე დას­წი­ონ სა­არ­ჩევ­ნო ზღვა­რი, რად­გან ეს ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ამ­სუ­ბუ­ქებს პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის 2024 წლამ­დე გა­და­ვა­დე­ბის უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას.

53. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ წინა მო­საზ­რე­ბა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და, კერ­ძოდ, ამ­ჟა­მინ­დელ შე­რე­ულ პრო­პორ­ცი­ულ/მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ჩა­ნაც­ვლე­ბას სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლი იყო სამი მე­ქა­ნიზ­მის გამო, რო­მე­ლიც ზღუ­დავ­და პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის გავ­ლე­ნას: სა­კა­ნონ­მდებ­ლო არ­ჩევ­ნებ­ში 5%-იანი ზღვა­რი, პარ­ტი­უ­ლი ბლო­კე­ბის აკ­რძალ­ვა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პარ­ტი­ის­თვის გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა. რათა პა­ტა­რა პარ­ტი­ე­ბი­სა და პლუ­რა­ლიზ­მის­თვის ეს დესტრუქ­ცი­უ­ლი გავ­ლე­ნა შე­ზღუ­დუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­მო­ვი­და გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სათ­ვის, ვინც 5%-იანი ზღვა­რი გა­და­ლა­ხა ან დად­გე­ნი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მან­და­ტე­ბის ის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პარ­ტია მი­ი­ღებ­და; და/ან ზღვა­რი და­წე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო 2 ან 3%-მდე.

54. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის­თვის შე­სას­წავ­ლად გა­და­ცე­მულ კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტში გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის წინა სის­ტე­მა ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია ახა­ლი კომ­პლექ­სუ­რი სის­ტე­მით, რო­მე­ლიც ინარ­ჩუ­ნებს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ზღუ­დავს ბო­ნუსს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პარ­ტი­ის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი სის­ტე­მა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მიერ გა­კე­თე­ბულ წინა რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ სულ მცი­რე შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყოს ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მის გავ­ლე­ნა, ის მა­ინც უპი­რა­ტე­სო­ბას აძ­ლევს ყვე­ლა­ზე ძლი­ერ პარ­ტი­ას იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე ძლი­ერ პარ­ტი­ას მტკი­ცე უმ­რავ­ლე­სო­ბის ქო­ნის ტრა­დი­ცია გა­აჩ­ნია. ბო­ნუ­სის სის­ტე­მა ასე­ვე წარ­მო­ად­გენს მთა­ვარ შე­ფერ­ხე­ბას ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, რათა კონ­სტი­ტუ­ცია მი­ი­ღონ.

55. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია მტკი­ცედ მი­ე­სალ­მე­ბა 2017 წლის 20 სექ­ტემ­ბრის წე­რილ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის და­პი­რე­ბას გა­ნი­ხი­ლოს ბო­ნუ­სის სის­ტე­მა­ზე უა­რის თქმა და მი­ი­ღოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სათ­ვის, ვინც 5%-იან ზღვარს გა­და­ლა­ხავს, გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბის სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბა. ასე­თი სის­ტე­მა ხელს შე­უ­წყობს პარ­ლა­მენ­ტში პლუ­რა­ლიზმს და შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან. ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია ელო­დე­ბა, რომ ეს ნა­ბი­ჯი არა მხო­ლოდ გან­ხი­ლუ­ლი, არა­მედ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

56. რაც შე­ე­ხე­ბა წინა პრო­ექ­ტში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია მი­ე­სალ­მე­ბა:

- საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ამომ­რჩე­ველ­თა სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ორი მე­სა­მე­დის ხმე­ბით კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­თხოვ­ნის შე­მო­ღე­ბას;

- კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტის 34 (3) მუხ­ლში პრო­პორ­ცი­უ­ლი პრინ­ცი­პის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვან ხსე­ნე­ბას;

- სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სამი მო­სა­მარ­თლის და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევრთა არ­ჩე­ვი­სას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­თხოვ­ნას;

- უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უვა­დოდ და­ნიშ­ვნას;

- 2024 წლის 31 დე­კემ­ბრი­დან მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის გა­მო­საც­დე­ლი ვა­დის გა­უქ­მე­ბას;

- პარ­ლა­მენ­ტის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის უფრო გრძე­ლი ვა­დით არ­ჩე­ვას (6 წელი 5-ის ნაც­ვლად);

- კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტის 30-ე მუხ­ლის სა­თა­ურ­ში ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვან ხსე­ნე­ბას.

57. გა­მოვ­დი­ვართ რამ­დე­ნი­მე და­მა­ტე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ით.

ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი:

- კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტის 22 (2) მუხ­ლის მი­ხედ­ვით გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის პი­რო­ბე­ბი უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით და არა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ნო­ნით, ისე­ვე, რო­გორც სხვა ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად, შრო­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის;

- რჯუ­ლის, აღმსა­რებ­ლო­ბის და სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნე­ბი უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-9 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წილს;

- "პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით შექ­მნის" აკ­რძალ­ვა (კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტის 23 (3) მუხ­ლი) უნდა გა­უქ­მდეს.

სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა:

- სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გან­ხილ­ვი­სას სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის წე­სე­ბი უნდა გა­და­ი­ხე­დოს;

- იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის პარ­ლა­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე და­ნიშ­ვნა ან იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წარ­დგე­ნით მათი პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­ნიშ­ვნა უკეთ უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­მო­უ­კი­დე­ლო­ბას.

თარ­გმა­ნი "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დეტალურად: რა რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ვენეციის კომისია

დეტალურად: რა რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ვენეციის კომისია

ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. "ინტერპრესნიუსი" ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დასკვნითი ნაწილის სრულ თარგმანს გთავაზობთ:

დასკვნა:

51. ვენეციის კომისია კვლავ აცხადებს თავის დადებით შეფასებას. კერძოდ იმას, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებასა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს.

52. პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლის ოქტომბრისთვის ძალაში შესვლის გადავადება ძალიან სამწუხაროა და მთავარ შეფერხებას წარმოადგენს კონსენსუსის მისაღწევად. თუმცა, მისასალმებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში გაკეთებული დაპირება, განიხილონ პარტიული ბლოკების დაშვება და 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დასწიონ საარჩევნო ზღვარი, რადგან ეს ცვლილებები შეამსუბუქებს პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გადავადების უარყოფით გავლენას.

53. ვენეციის კომისიის მიერ წინა მოსაზრებაში გაკეთებული დადებითი შეფასება, რომელიც ეხებოდა, კერძოდ, ამჟამინდელ შერეულ პროპორციულ/მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებას სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით გაკრიტიკებული იყო სამი მექანიზმის გამო, რომელიც ზღუდავდა პროპორციული საარჩევნო სისტემის გავლენას: საკანონმდებლო არჩევნებში 5%-იანი ზღვარი, პარტიული ბლოკების აკრძალვა და გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილება. რათა პატარა პარტიებისა და პლურალიზმისთვის ეს დესტრუქციული გავლენა შეზღუდული ყოფილიყო, ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოვიდა გაუნაწილებელი მანდატების განაწილება მომხდარიყო ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, ვინც 5%-იანი ზღვარი გადალახა ან დადგენილი ყოფილიყო მანდატების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც გამარჯვებული პარტია მიიღებდა; და/ან ზღვარი დაწეული ყოფილიყო 2 ან 3%-მდე.

54. ვენეციის კომისიისთვის შესასწავლად გადაცემულ კონსტიტუციის პროექტში გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წინა სისტემა ჩანაცვლებულია ახალი კომპლექსური სისტემით, რომელიც ინარჩუნებს, მაგრამ ამავდროულად ზღუდავს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სისტემა შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებულ წინა რეკომენდაციას, რომ სულ მცირე შემცირებული იყოს ბონუსების სისტემის გავლენა, ის მაინც უპირატესობას აძლევს ყველაზე ძლიერ პარტიას იმ ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძლიერ პარტიას მტკიცე უმრავლესობის ქონის ტრადიცია გააჩნია. ბონუსის სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ შეფერხებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა კონსტიტუცია მიიღონ.

55. ვენეციის კომისია მტკიცედ მიესალმება 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში საპარლამენტო უმრავლესობის დაპირებას განიხილოს ბონუსის სისტემაზე უარის თქმა და მიიღოს ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, ვინც 5%-იან ზღვარს გადალახავს, გაუნაწილებელი მანდატების სრულად პროპორციული გადანაწილება. ასეთი სისტემა ხელს შეუწყობს პარლამენტში პლურალიზმს და შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისია ელოდება, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ განხილული, არამედ დაუყოვნებლივ მიღებული იქნება.

56. რაც შეეხება წინა პროექტში შეტანილ ცვლილებებს, ვენეციის კომისია მიესალმება:

- საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის ორი მესამედის ხმებით კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნის შემოღებას;

- კონსტიტუციის პროექტის 34 (3) მუხლში პროპორციული პრინციპის ერთმნიშვნელოვან ხსენებას;

- საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისას კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნას;

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას;

- 2024 წლის 31 დეკემბრიდან მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმებას;

- პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით სახალხო დამცველის უფრო გრძელი ვადით არჩევას (6 წელი 5-ის ნაცვლად);

- კონსტიტუციის პროექტის 30-ე მუხლის სათაურში ბავშვთა უფლებების ერთმნიშვნელოვან ხსენებას.

57. გამოვდივართ რამდენიმე დამატებითი რეკომენდაციით.

ძირითადი უფლებები:

- კონსტიტუციის პროექტის 22 (2) მუხლის მიხედვით გაერთიანების ლიკვიდაციის პირობები უნდა განიხილებოდეს ორგანული კანონით და არა ჩვეულებრივი კანონით, ისევე, როგორც სხვა ძირითადი უფლებების და თავისუფლებებისთვის, მაგალითად, შრომის თავისუფლებისთვის და პოლიტიკური პარტიების თავისუფლებისთვის;

- რჯულის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლების შეზღუდვების კანონიერი მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის მეორე ნაწილს;

- "პოლიტიკური პარტიების ტერიტორიული პრინციპით შექმნის" აკრძალვა (კონსტიტუციის პროექტის 23 (3) მუხლი) უნდა გაუქმდეს.

სასამართლო ხელისუფლება:

- საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეზღუდვის წესები უნდა გადაიხედოს;

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მონაწილეობის გარეშე დანიშვნა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენით მათი პრეზიდენტის მიერ დანიშვნა უკეთ უზრუნველყოფს ამ მოსამართლეების დამოუკიდელობას.

თარგმანი "ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."