მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილის კონსტრუქტორის" ძეგლი მოსკოვში
"სიკვდილის კონსტრუქტორის" ძეგლი მოსკოვში

მოს­კოვ­ში, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღის შემ­ქმნელს, მი­ხა­ილ კა­ლაშ­ნი­კოვს, რო­მე­ლიც 2013 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ძეგლი და­უდ­გეს... სა­ვა­რა­უ­დოდ, მსოფ­ლი­ო­ში კა­ლაშ­ნი­კო­ვის ავ­ტო­მა­ტის АК-47-ის 200 მი­ლი­ო­ნამ­დე ეგ­ზემპლა­რი არ­სე­ბობს.

რუსი კონ­სტრუქ­ტო­რის ძეგლი, რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, პუშ­კი­ნი­სა და მა­ი­ა­კოვ­სკის მო­ნუ­მენ­ტებ­თან ახ­ლოს და­იდ­გა და მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, ელე­ნა კა­ლაშ­ნი­კო­ვამ გახ­სნა... ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აქ­ტი­ვის­ტი ან­დრეი კი­სე­ლი­ო­ვი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც ძეგლ­თან პლა­კა­ტი გა­შა­ლა, - "ია­რა­ღის კონ­სტრუქ­ტო­რი - სიკ­ვდი­ლის კონ­სტრუქ­ტო­რი". ის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რის შემ­დეგ კი­სე­ლი­ო­ვი ისევ მი­ვი­და კა­ლაშ­ნი­კო­ვის ძეგლ­თან და მე­ო­რე­დაც და­ა­კა­ვეს...

მი­ხე­ილ კა­ლაშ­ნი­კო­ვის შექ­მნი­ლი ია­რა­ღი, ბოლო ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბულ ომებ­სა და კონ­ფლიქ­ტებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და ახ­ლაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ია­რა­ღის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო, - მას ასზე მეტი ქვეყ­ნის ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი იყე­ნე­ბენ, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, მის არა­ლე­გა­ლურ რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით აზი­ის ქვეყ­ნებ­შია მი­ღე­ბუ­ლი...

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, მი­ხა­ილ კა­ლაშ­ნი­კოვ­მა პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის­თვის, სა­ტან­კო ია­რა­ღი­დან სრო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის რე­გის­ტრა­ტო­რის გა­მო­გო­ნე­ბის­თვის, სა­ჩუქ­რად გი­ორ­გი ჟუ­კო­ვის­გან მის სა­ხელ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ა­თი მი­ი­ღო... ის მა­შინ ახალ­გაზ­რდა იყო, თუმ­ცა, სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე­ე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი...

1941 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მი­ხე­ილ კა­ლაშ­ნი­კო­ვი მძი­მედ და­იჭ­რა და ჰოს­პი­ტალ­ში რამ­დე­ნი­მე თვე გა­ა­ტა­რა. სწო­რედ მა­შინ გა­უჩ­ნდა ია­რა­ღის შექ­მნის იდეა, რომ­ლის ხორ­ცშეს­ხმა­საც 5 წელი დას­ჭირ­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, კონ­სტრუქ­ტორ­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი შაშ­ხა­ნის საც­დე­ლი ნი­მუ­ში ავ­ტო­მა­ტურ ცე­ცხლსას­როლ ია­რაღ კა­ლაშ­ნი­კო­ვად გა­და­აქ­ცია. 1949 წელს "კა­ლაშ­ნი­კო­ვი" საბ­ჭო­თა არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მი­ი­ღეს.

თუმ­ცა, АК-47-ს არა­ერ­თხელ გა­უ­კეთ­და მო­დერ­ნი­ზე­ბა, შე­იქ­მნა მისი მრა­ვა­ლი მო­დი­ფი­კა­ცია, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა...

მი­ხა­ილ კა­ლაშ­ნი­კოვ­მა სი­ცო­ცხლე­ში რამ­დენ­ჯერ­მე სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქვა სი­ნა­ნუ­ლი, რომ სა­ხე­ლი ია­რა­ღის შექ­მნით გა­ით­ქვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ტენ­ცი­ა­ლი სხვა სფე­რო­შიც ჰქონ­და.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, АК-47-ის შემ­ქმნელ­მა სიკ­ვდი­ლამ­დე წე­ლი­წად­ნა­ხევ­რით ადრე, პატ­რი­არქ კი­რილს მი­წე­რა წე­რი­ლი, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შექ­მნის გამო სი­ნა­ნულს გა­მოთ­ქვამ­და. მა­შინ ბლო­გე­რებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ში­ნა­არ­სის პოს­ტე­ბიც და­წე­რეს – "მთა­ვა­რი მკვლე­ლის აღ­სა­რე­ბა..."

"ბოლო ხა­ნე­ბია მუდ­მი­ვად მტან­ჯავს ერთი და იგი­ვე კი­თხვა, რომ­ლის პა­სუ­ხიც ვერ მი­პო­ვია - რად­გან ჩემი ავ­ტო­მა­ტით ადა­მი­ა­ნე­ბი იხო­ცე­ბოდ­ნენ, გა­მო­დის, რომ დამ­ნა­შა­ვე ვარ ადა­მი­ა­ნე­ბის, თუნ­დაც მტრე­ბის, სიკ­ვდილ­ში?"- ეკი­თხე­ბა კა­ლაშ­ნი­კო­ვი რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს.

კა­ლაშ­ნი­კო­ვი მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ი­ნათ­ლა. ასე­ვე იგო­ნებ­და იმ ფაქტს, რომ იჟევ­სკში მისი სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მის აშე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში, საბ­ჭო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ აფეთ­ქე­ბუ­ლი წმინ­და მი­ხე­ი­ლის ტაძ­რის აღ­დგე­ნის იდეა წა­მო­ა­ყე­ნა.

BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რუ­სე­თის წმინ­და სი­ნო­დის ეკ­ლე­სი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ვსე­ვო­ლოდ ჩაპ­ლინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ წე­რილს აღ­სა­რე­ბად არ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. მისი თქმით, ეკ­ლე­სი­ამ ია­რაღ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უკვე არა­ერ­თხელ გან­მარ­ტა და აღ­ნიშ­ნა, რომ "მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ერის მი­მართ აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდე­გია, მაგ­რამ, რო­დე­საც შენს ერს თავს ეს­ხმი­ან, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც სარ­წმუ­ნო­ე­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მან.

მოს­კოვ­ში მი­ხა­ილ კა­ლაშ­ნი­კო­ვის ძეგლის დად­გმას, რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მცი­რე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, თუმ­ცა, უმე­ტე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ ის ამას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"სიკვდილის კონსტრუქტორის" ძეგლი მოსკოვში

"სიკვდილის კონსტრუქტორის" ძეგლი მოსკოვში

მოსკოვში, მსოფლიოში ცნობილი ავტომატური იარაღის შემქმნელს, მიხაილ კალაშნიკოვს, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა, ძეგლი დაუდგეს... სავარაუდოდ, მსოფლიოში კალაშნიკოვის ავტომატის АК-47-ის 200 მილიონამდე ეგზემპლარი არსებობს.

რუსი კონსტრუქტორის ძეგლი, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, პუშკინისა და მაიაკოვსკის მონუმენტებთან ახლოს დაიდგა და მისმა ქალიშვილმა, ელენა კალაშნიკოვამ გახსნა... ცერემონიაზე სამართალდამცველებმა აქტივისტი ანდრეი კისელიოვი დააკავეს, რომელმაც ძეგლთან პლაკატი გაშალა, - "იარაღის კონსტრუქტორი - სიკვდილის კონსტრუქტორი". ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგ კისელიოვი ისევ მივიდა კალაშნიკოვის ძეგლთან და მეორედაც დააკავეს...

მიხეილ კალაშნიკოვის შექმნილი იარაღი, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმოებულ ომებსა და კონფლიქტებში გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული იარაღის რეალიზაციით, რამდენიმე მილიარდი შემოსავალი მიიღო, - მას ასზე მეტი ქვეყნის ძალოვანი უწყებები იყენებენ, რომ არაფერი ვთქვათ, მის არალეგალურ რეალიზაციაზე, რომელიც განსაკუთრებით აზიის ქვეყნებშია მიღებული...

საბჭოთა კავშირის დროს, მიხაილ კალაშნიკოვმა პირველი პროექტისთვის, სატანკო იარაღიდან სროლების რაოდენობის რეგისტრატორის გამოგონებისთვის, საჩუქრად გიორგი ჟუკოვისგან მის სახელზე დამზადებული საათი მიიღო... ის მაშინ ახალგაზრდა იყო, თუმცა, სერიოზული საქმეებით გატაცებული...

1941 წლის ოქტომბერში, მიხეილ კალაშნიკოვი მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში რამდენიმე თვე გაატარა. სწორედ მაშინ გაუჩნდა იარაღის შექმნის იდეა, რომლის ხორცშესხმასაც 5 წელი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში, კონსტრუქტორმა ავტომატური შაშხანის საცდელი ნიმუში ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღ კალაშნიკოვად გადააქცია. 1949 წელს "კალაშნიკოვი" საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიიღეს.

თუმცა, АК-47-ს არაერთხელ გაუკეთდა მოდერნიზება, შეიქმნა მისი მრავალი მოდიფიკაცია, რომლებიც ასევე მრავალი ქვეყნის შეიარაღებაში წარმატებით გამოიყენება...

მიხაილ კალაშნიკოვმა სიცოცხლეში რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვა სინანული, რომ სახელი იარაღის შექმნით გაითქვა, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალი სხვა სფეროშიც ჰქონდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, АК-47-ის შემქმნელმა სიკვდილამდე წელიწადნახევრით ადრე, პატრიარქ კირილს მიწერა წერილი, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის შექმნის გამო სინანულს გამოთქვამდა. მაშინ ბლოგერებმა დაახლოებით ასეთი შინაარსის პოსტებიც დაწერეს – "მთავარი მკვლელის აღსარება..."

"ბოლო ხანებია მუდმივად მტანჯავს ერთი და იგივე კითხვა, რომლის პასუხიც ვერ მიპოვია - რადგან ჩემი ავტომატით ადამიანები იხოცებოდნენ, გამოდის, რომ დამნაშავე ვარ ადამიანების, თუნდაც მტრების, სიკვდილში?"- ეკითხება კალაშნიკოვი რუსეთის პატრიარქს.

კალაშნიკოვი მართლმადიდებლად მოინათლა. ასევე იგონებდა იმ ფაქტს, რომ იჟევსკში მისი სახელობის მუზეუმის აშენების წინააღმდეგ გამოვიდა და გასული საუკუნის 30-იან წლებში, საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ აფეთქებული წმინდა მიხეილის ტაძრის აღდგენის იდეა წამოაყენა.

BBC-სთან ინტერვიუში, რუსეთის წმინდა სინოდის ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის თავმჯდომარე ვსევოლოდ ჩაპლინმა აღნიშნა, რომ ამ წერილს აღსარებად არ განიხილავდნენ. მისი თქმით, ეკლესიამ იარაღთან დამოკიდებულება უკვე არაერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ "მართლმადიდებლობა ნებისმიერი ერის მიმართ აგრესიის წინააღმდეგია, მაგრამ, როდესაც შენს ერს თავს ესხმიან, იარაღის გამოყენებას ალტერნატივა არ აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სარწმუნოებას საფრთხე ემუქრება", - აღნიშნა მან.

მოსკოვში მიხაილ კალაშნიკოვის ძეგლის დადგმას, რუსული საზოგადოებაში მცირე პროტესტი მოჰყვა, თუმცა, უმეტესობამ აღნიშნა, რომ ის ამას ნამდვილად იმსახურებდა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"