პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიო მუზეუმების" სერია თქვენი ბიბლიოთეკისთვის
"მსოფლიო მუზეუმების" სერია თქვენი ბიბლიოთეკისთვის

"მსოფ­ლიო მუ­ზე­უ­მე­ბის" სე­რი­ა­ში შე­სუ­ლი წიგ­ნე­ბი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გა­ი­ყი­დე­ბა

ლუვ­რი, უფი­ცი, პრა­დოს მუ­ზე­უ­მი მად­რიდ­ში, ლონ­დო­ნის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა, ვა­ტი­კა­ნის მუ­ზე­უ­მე­ბი, ერ­მი­ტა­ჟი, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი, ვე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი, ბერ­ლი­ნის სუ­რა­თე­ბის გა­ლე­რეა, ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ლე­რეა ტე­ი­ტი - თუ ჩა­მოთ­ვლი­ლი მუ­ზე­უ­მე­ბის ნახ­ვას გეგ­მავთ, ან უბ­რა­ლოდ, გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა ის­ტო­რი­ულ სიმ­დიდ­რეს ინა­ხავს მსოფ­ლიო, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მო­რი­გი უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი შე­უც­ვლელ მეგ­ზუ­რო­ბას გა­გი­წევთ. გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ი­დან შე­მო­ნა­ხუ­ლი იმ ექ­სპო­ნა­ტე­ბი­სა თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად მო­გი­თხროთ, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. პრო­ექ­ტის დე­ტა­ლებ­ზე "პა­ლიტ­რა L"-ის რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი­ გვი­ამ­ბობს:

- მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მუ­ზე­უ­მე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იტა­ლი­ურ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სკა­ლამ" შეკ­რი­ბა და 30 წიგ­ნის­გან შემ­დგარ მარ­თლაც უნი­კა­ლურ სე­რი­ად გა­მოს­ცა. პრო­ექ­ტი პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან ტექ­სტებ­სა და ფო­ტო­მა­სა­ლას მო­ი­ცავს და მუ­ზე­უ­მებ­ში და­ცულ სიმ­დიდ­რე­ებ­სა თუ ის­ტო­რი­ულ ექ­სპო­ნა­ტებ­ზე ვრცლად მოგ­ვი­თხრობს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ უფრო მა­ღა­ლია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტე­რე­სი, მუ­ზე­უ­მე­ბის გრძე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან რამ­დე­ნი­მე შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნე­ბის­მი­ერ­მა მო­ქა­ლა­ქემ იცის. ვფიქ­რობ, ახალ სე­რი­ას მკი­თხვე­ლი ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღებს, რად­გან ის ან­ტი­კუ­რი ხა­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვა­ნე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის ჩათ­ვლით სრულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­ცავს და ღი­რე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის, მათ­თვი­საც, ვინც მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან სულ ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და და სურს კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნი­სა და მუ­ზე­უ­მის შე­სა­ხებ მო­გო­ნე­ბე­ბი წიგ­ნის სა­ხით შე­მო­ი­ნა­ხოს, ან პი­რი­ქით, სა­მოგ­ზა­უ­როდ ემ­ზა­დე­ბა და წი­ნას­წარ ეძებს მა­სა­ლებს, რამ­დე­ნად ღი­რე­ბულ ექ­სპო­ნა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა მო­უ­წევს; ან თუნ­დაც მათ­თვის, ვინც მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვა­სა და მუ­ზე­უ­მე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ვერ ახერ­ხებს, თუმ­ცა, მათ­ზე უნი­კა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვს.

- ალ­ბათ, მსგავ­სი მას­შტა­ბის პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ჯგუ­ფიც შეკ­რი­ბეთ...

- ბუ­ნებ­რი­ვია, წიგ­ნის თარ­გმნა­ზე მხო­ლოდ ენის უბად­ლოდ მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ იმუ­შა­ვებ­დნენ, რად­გან თუ ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე არა ხარ, თუნ­დაც მხატ­ვრუ­ლი ნი­მუ­შე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბებს პირ­და­პირ ვერ თარ­გმნი, ასე რომ, რო­დე­საც პრო­ექ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, თა­ვი­დან­ვე გა­აზ­რე­ბუ­ლი გვქონ­და, რომ მსგავ­სი სე­რი­ის გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მიდ­გო­მა და ღრმა ცოდ­ნა სჭირ­დე­ბო­და. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით და­ვა­კომ­პლექ­ტეთ სა­მუ­შაო ჯგუ­ფიც - თარ­გმან­ზე თსუ-ის ბი­ზან­ტო­ლო­გი­ის კა­თედ­რი­დან ეკა­ტე­რი­ნე კო­ბა­ხი­ძე და ასე­ვე, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი მაია დო­ნა­ძე მუ­შა­ო­ბენ, შემ­დეგ თარ­გმა­ნებს ხე­ლოვ­ნე­ბის დოქ­ტო­რი ნინო ხუნ­და­ძე ამოწ­მებს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, წიგ­ნი სტან­დარ­ტულ პრო­ცე­დუ­რებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ხელ­ში გა­დის.

- რო­გორც ვიცი, სე­რი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის შე­სა­ხებ წიგ­ნიც ემა­ტე­ბა.

- დიახ, სე­რი­ის ფარ­გლებ­ში აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თა­ნაც. ჯერ ერთი, ჩვე­ნი მუ­ზე­უ­მი ამას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, მე­ო­რე მხრივ კი გა­მო­ცე­მა ხელს შე­უ­წყობს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მკი­თხვე­ლებ­ში, რაც ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. რო­გორც ყო­ველ­თვის, პრო­ექ­ტის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი ჩვე­ნი პარტნი­ო­რია და ახ­ლაც წარ­მა­ტე­ბით ვთა­ნამ­შრომ­ლობთ.

რაც შე­ე­ხე­ბა წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის ინ­ტენ­სი­ვო­ბას, მსოფ­ლიო მუ­ზე­უ­მე­ბის სე­რი­ა­ში შე­სუ­ლი წიგ­ნე­ბი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გა­ი­ყი­დე­ბა.

რო­გორც ყვე­ლა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას, ახ­ლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­მო­ცე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის მკი­თხვე­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს - შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, ამ უნი­კა­ლუ­რი სე­რი­ით სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­ამ­დიდ­როს.

რუ­სუ­დან შე­ლია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"მსოფლიო მუზეუმების" სერია თქვენი ბიბლიოთეკისთვის

"მსოფლიო მუზეუმების" სერია თქვენი ბიბლიოთეკისთვის

"მსოფლიო მუზეუმების" სერიაში შესული წიგნები გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად ყოველკვირეულად გაიყიდება

ლუვრი, უფიცი, პრადოს მუზეუმი მადრიდში, ლონდონის ეროვნული გალერეა, ვატიკანის მუზეუმები, ერმიტაჟი, მეტროპოლიტენი, ვენის ხელოვნების მუზეუმი, ბერლინის სურათების გალერეა, ბრიტანული გალერეა ტეიტი - თუ ჩამოთვლილი მუზეუმების ნახვას გეგმავთ, ან უბრალოდ, გაინტერესებთ, რა ისტორიულ სიმდიდრეს ინახავს მსოფლიო, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მორიგი უნიკალური პროექტი შეუცვლელ მეგზურობას გაგიწევთ. გამომცემლობამ გადაწყვიტა, კაცობრიობის ისტორიიდან შემონახული იმ ექსპონატებისა თუ ხელოვნების ნიმუშების შესახებ დეტალურად მოგითხროთ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ მუზეუმშია დაცული. პროექტის დეტალებზე "პალიტრა L"-ის რედაქტორი მაია ალუდაური­ გვიამბობს:

- მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუზეუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია იტალიურმა გამომცემლობა "სკალამ" შეკრიბა და 30 წიგნისგან შემდგარ მართლაც უნიკალურ სერიად გამოსცა. პროექტი პირველხარისხოვან ტექსტებსა და ფოტომასალას მოიცავს და მუზეუმებში დაცულ სიმდიდრეებსა თუ ისტორიულ ექსპონატებზე ვრცლად მოგვითხრობს. იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ქვეყნების მიმართ უფრო მაღალია ჩვენს საზოგადოებაში ინტერესი, მუზეუმების გრძელი ჩამონათვალიდან რამდენიმე შევარჩიეთ, რომლის სახელწოდებაც, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერმა მოქალაქემ იცის. ვფიქრობ, ახალ სერიას მკითხველი ინტერესით მიიღებს, რადგან ის ანტიკური ხანიდან მოყოლებული თანამედროვე ხელოვანების შემოქმედების ჩათვლით სრულყოფილ ინფორმაციას მოიცავს და ღირებულია არა მხოლოდ ხელოვნების მოყვარულებისთვის, მათთვისაც, ვინც მოგზაურობიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სურს კონკრეტული ქვეყნისა და მუზეუმის შესახებ მოგონებები წიგნის სახით შემოინახოს, ან პირიქით, სამოგზაუროდ ემზადება და წინასწარ ეძებს მასალებს, რამდენად ღირებულ ექსპონატებთან შეხვედრა მოუწევს; ან თუნდაც მათთვის, ვინც მოგზაურობის დაგეგმვასა და მუზეუმების დათვალიერებას ვერ ახერხებს, თუმცა, მათზე უნიკალური ინფორმაციის მიღებისა და ოჯახის წევრებისთვის გაზიარების სურვილი აქვს.

- ალბათ, მსგავსი მასშტაბის პრო­ექტის განსახორციელებლად შესაბამისი კვალიფიკაციის ჯგუფიც შეკრიბეთ...

- ბუნებრივია, წიგნის თარგმნაზე მხოლოდ ენის უბადლოდ მცოდნე ადამიანები ვერ იმუშავებდნენ, რადგან თუ ხელოვნებათმცოდნე არა ხარ, თუნდაც მხატვრული ნიმუშების სახელწოდებებს პირდაპირ ვერ თარგმნი, ასე რომ, როდესაც პროექტის საქართველოში განხორციელება გადავწყვიტეთ, თავიდანვე გააზრებული გვქონდა, რომ მსგავსი სერიის გადმოქართულებას კვალიფიციური მიდგომა და ღრმა ცოდნა სჭირდებოდა. სწორედ ამ პრინციპით დავაკომპლექტეთ სამუშაო ჯგუფიც - თარგმანზე თსუ-ის ბიზანტოლოგიის კათედრიდან ეკატერინე კობახიძე და ასევე, ფილოლოგიის დოქტორი მაია დონაძე მუშაობენ, შემდეგ თარგმანებს ხელოვნების დოქტორი ნინო ხუნდაძე ამოწმებს, მოგვიანებით კი, წიგნი სტანდარტულ პროცედურებს პროფესიონალების ხელში გადის.

- როგორც ვიცი, სერიას საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ წიგნიც ემატება.

- დიახ, სერიის ფარგლებში აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთანაც. ჯერ ერთი, ჩვენი მუზეუმი ამას ნამდვილად იმსახურებს, მეორე მხრივ კი გამოცემა ხელს შეუწყობს ეროვნული მუზეუმის პოპულარიზაციას არა მხოლოდ ქართულენოვან მკითხველებში, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ყოველთვის, პროექტის სრულყოფილად განხორციელებაში საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩვენი პარტნიორია და ახლაც წარმატებით ვთანამშრომლობთ.

რაც შეეხება წიგნების გამოცემის ინტენსივობას, მსოფლიო მუზეუმების სერიაში შესული წიგნები გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად ყოველკვირეულად გაიყიდება.

როგორც ყველა პროექტზე მუშაობისას, ახლაც მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის გამოცემების მიუხედავად, ის მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი იყოს - შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, ამ უნიკალური სერიით საოჯახო ბიბლიოთეკა გაამდიდროს.

რუსუდან შელია

sponsored by ContentRoom

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს