სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90-იანი წლების ქართული კინემატოგრაფის ჟანრული სივრცე
90-იანი წლების ქართული კინემატოგრაფის ჟანრული სივრცე

თუ ქარ­თულ საბ­ჭო­თა კი­ნე­მა­ტოგ­რაფს ჟან­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, აშ­კა­რა გახ­დე­ბა, რომ ჟან­რუ­ლი კინო მუ­დამ მისი "აქი­ლევ­სის ქუს­ლი" იყო. მკა­ფი­ოდ იკ­ვე­თე­ბა, რომ ქარ­თუ­ლი საბ­ჭო­თა კინო ჟან­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით ნაკ­ლე­ბად ხა­სი­ათ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სულ რამ­დე­ნი­მე ჟან­რის ვიწ­რო ველ­შია მოქ­ცე­უ­ლი. კერ­ძოდ, ქარ­თუ­ლი კი­ნოს ჟან­რუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი ორ ძი­რი­თა­დი ჟანრს - დრა­მა­სა და კო­მე­დი­ას, მათ ქვე­სა­ხე­ო­ბებ­სა თუ სა­ხეც­ვლი­ლე­ბებს შო­რის ტრი­ა­ლებს.

რაც ეხე­ბა სხვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ,ე.წ. მა­სობ­რივ, სა­მა­ყუ­რებ­ლო ჟან­რებს, მათი რი­ცხვი იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას - ქარ­თუ­ლი კინო მათ სა­ერ­თოდ უგულ­ვე­ბელ­ჰყოფს. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი დე­ტექ­ტი­ვე­ბის, სა­თავ­გა­და­სავ­ლო ფილ­მე­ბის, წმინ­და ჟან­რის მე­ლოდ­რა­მე­ბის, კრი­მი­ნა­ლუ­რი დრა­მე­ბის ჩა­მო­სათ­ვლე­ლად ათი თი­თიც საკ­მა­რი­სია. მა­ინ­ცდა­მა­ინც ვერც ის­ტო­რი­უ­ლი ფილ­მე­ბით და­ვიკ­ვეხ­ნით, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ისეთ ჟან­რებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ფილ­მი, თრი­ლე­რი, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი და ა.შ.

ქარ­თუ­ლი კი­ნოს ამ­გვა­რი გულ­გრი­ლო­ბა მა­სობ­რი­ვი ჟან­რე­ბის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა ამ უკა­ნას­კნე­ლი­სად­მი საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ი­სა და ოფი­ცი­ო­ზის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც აიხ­სნას. მა­სობ­რი­ვი ჟან­რე­ბის მთა­ვა­რი მა­საზ­რდო­ე­ბე­ლი წყა­რო და სა­ფუძ­ვე­ლი ხომ მა­სობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის არ­ქე­ტი­პუ­ლო­ბაა. საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გია კი მთე­ლი შეგ­ნე­ბით იბ­რძო­და სწო­რედ ასე­თი არ­ქე­ტი­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ცდი­ლობ­და ახა­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი შე­ექ­მნა.

თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ეს მხო­ლოდ ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო და ქარ­თუ­ლი საბ­ჭო­თა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ჟან­რუ­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე თა­ვი­სე­ბურ გავ­ლე­ნას ასე­ვე ახ­დენ­და ეროვ­ნუ­ლი ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სკა­ლა თუ სხვა ფაქ­ტო­რე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

90-იანი წლების ქართული კინემატოგრაფის ჟანრული სივრცე

90-იანი წლების ქართული კინემატოგრაფის ჟანრული სივრცე

თუ ქართულ საბჭოთა კინემატოგრაფს ჟანრების განვითარების კუთხით გავაანალიზებთ, აშკარა გახდება, რომ ჟანრული კინო მუდამ მისი "აქილევსის ქუსლი" იყო. მკაფიოდ იკვეთება, რომ ქართული საბჭოთა კინო ჟანრული მრავალფეროვნებით ნაკლებად ხასიათდება. წარმატებების უდიდესი ნაწილი სულ რამდენიმე ჟანრის ვიწრო ველშია მოქცეული. კერძოდ, ქართული კინოს ჟანრული უპირატესობები ორ ძირითადი ჟანრს - დრამასა და კომედიას, მათ ქვესახეობებსა თუ სახეცვლილებებს შორის ტრიალებს.

რაც ეხება სხვა, განსაკუთრებით ,ე.წ. მასობრივ, სამაყურებლო ჟანრებს, მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ შეიძლება ითქვას - ქართული კინო მათ საერთოდ უგულვებელჰყოფს. საბჭოთა პერიოდში შექმნილი დეტექტივების, სათავგადასავლო ფილმების, წმინდა ჟანრის მელოდრამების, კრიმინალური დრამების ჩამოსათვლელად ათი თითიც საკმარისია. მაინცდამაინც ვერც ისტორიული ფილმებით დავიკვეხნით, აღარაფერს ვამბობ ისეთ ჟანრებზე, როგორიცაა მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, თრილერი, საშინელებათა ფილმი და ა.შ.

ქართული კინოს ამგვარი გულგრილობა მასობრივი ჟანრების მიმართ შეიძლება ამ უკანასკნელისადმი საბჭოთა იდეოლოგიისა და ოფიციოზის დამოკიდებულებითაც აიხსნას. მასობრივი ჟანრების მთავარი მასაზრდოებელი წყარო და საფუძველი ხომ მასობრივი ცნობიერების არქეტიპულობაა. საბჭოთა იდეოლოგია კი მთელი შეგნებით იბრძოდა სწორედ ასეთი არქეტიპული აზროვნების წინააღმდეგ და ცდილობდა ახალი, ისტორიული მეხსიერებისგან თავისუფალი ადამიანი შეექმნა.

თუმცა შესაძლოა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო და ქართული საბჭოთა კინემატოგრაფის ჟანრული სისტემის ჩამოყალიბებაზე თავისებურ გავლენას ასევე ახდენდა ეროვნული ხასიათის თავისებურებები, კულტურული პრიორიტეტები, ღირებულებათა დამკვიდრებული სკალა თუ სხვა ფაქტორები.

წაიკითხეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება