მსოფლიო
სამართალი
სპორტი

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო წლებში რუსეთი 27 ქვეყნის არჩევნებში ჩარევას შეეცადა
ბოლო წლებში რუსეთი 27 ქვეყნის არჩევნებში ჩარევას შეეცადა

ბოლო ხა­ნებ­ში, რუ­სე­თი გავ­ლე­ნე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად შეც­ვლი­ლი, ან სუ­ლაც კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, დღემ­დე გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ობ­და და "ბრალ­დე­ბებს" კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და... თუმ­ცა, გერ­მა­ნი­ის მარ­შა­ლის ფონ­დის მიერ მომ­ზა­დე­ბულ­მა ან­გა­რიშ­მა რუ­სე­თის მის­წრა­ფე­ბებს ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა - 2004 წლის შემ­დეგ, რუ­სე­თი 27 ქვეყ­ნის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას შე­ე­ცა­და, რაც "ფე­ის­ბუქ­ზე", "ტვი­ტერ­ზე" და სხვა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას, კი­ბერ-შე­ტე­ვებს და სხვა არა­ციფ­რულ მე­თო­დებს გუ­ლის­ხმობს...

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­გრეს­ში "ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის" მოს­მე­ნა­ზე, რუ­სე­თის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის ფორ­მა და ში­ნა­არ­სი გა­ნი­ხი­ლეს. აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც და­სავ­ლურ არ­ჩევ­ნებ­ში აგ­რე­სი­ულ ჩა­რე­ვას გუ­ლის­ხმობს, "რუ­სე­თი ცდი­ლობს გა­ყი­დოს შიში, უთან­ხმო­ე­ბა და პა­რა­ლი­ზე­ბა, რაც ძირს უთხრის დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს და ასუს­ტებს და­სავ­ლურ ალი­ან­სებს, რო­გო­რი­ცაა ნატო და ევ­რო­კავ­ში­რი", - გა­ნა­ცხა­და დე­მოკ­რატ­მა სე­ნა­ტორ­მა კორი გარ­დნერ­მა.

ამე­რი­კის აღ­შფო­თე­ბა "რაშა თუ­დე­ის" და მისი შვი­ლო­ბი­ლი "სპუტ­ნი­კის" სა­შუ­ა­ლე­ბით რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. "რაშა თუ­დე­ის" გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც "რაშა თუ­დე­ის" ფლობს და ამე­რი­კა­ში მა­უ­წყებ­ლობს, მოს­თხო­ვა "უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტის რე­გის­ტრა­ცი­ის" (FARA) აქ­ტის შე­სა­ბა­მი­სად რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­როს, რაც ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა პირი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უცხო ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას­თან, ვალ­დე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­დოს. რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, "რაშა თუ­დე­ის" და "სპუტ­ნიკს" მო­უ­წევთ თა­ვი­ანთ მსმე­ნე­ლებს გა­უმ­ხი­ლონ, რომ მათ რუ­სე­თის მთავ­რო­ბა აფი­ნან­სებს.

ზო­გა­დად, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი რუ­სე­თის მხრი­დან შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად სა­უბ­რო­ბენ. ამ­ჯე­რად, რუ­სეთს მი­ზან­ში გერ­მა­ნია ჰყავს, რო­მე­ლიც 24 სექ­ტემ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. არც ისე დიდი ხნის, ერთ-ერთი გერ­მა­ნუ­ლი პარ­ტია, "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის", მოს­კოვ­ში მიმ­დი­ნა­რე წელს უკვე მე­ო­რედ იმ­ყო­ფე­ბო­და და დუ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა. პარ­ტი­ის ჩას­ვლა და შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი პრე­სის­თვის და­ხუ­რუ­ლი იყო, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ინ­ფორ­მა­ცი­ამ პრე­სა­ში გა­ჟო­ნა, მხო­ლოდ მცი­რე გან­მარ­ტე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ, - მათი თქმით, "ეს ვი­ზი­ტი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და".

გერ­მა­ნულ პარ­ტი­ას­თან შეხ­ვედ­რას რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პეტ­რე ტოლსტოი და "ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი" პარ­ტი­ის ლი­დე­რი ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკი, ასე­ვე დუ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლე­ო­ნიდ სლუც­კი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის თქმით, ბოლო ხა­ნებ­ში, ეს პარ­ტია, რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, გერ­მა­ნი­ა­ში მე­სა­მეა და არ­ჩევ­ნებ­ში, ხმე­ბის 10-20%-მდე რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბის იმე­დი აქვს.

bbc.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბობს სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე, რომ პარ­ტი­ამ "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის", მე­სა­მე ად­გი­ლი მო­ი­პო­ვოს. საქ­მე ის არის, რომ გერ­მა­ნი­ა­ში მა­სობ­რი­ვი ემიგ­რა­ცი­ის ფონ­ზე, რა­მაც უკვე დიდი ხა­ნია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, პარ­ტი­ამ ან­ტი­ის­ლა­მუ­რი და ან­ტი­ე­მიგ­რა­ცი­უ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ლო­ზუნ­გე­ბით მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გული მო­ი­გო...

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ვე­ლად მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, ბუნ­დეს­ტაგ­ში მოხ­ვდეს 6 მარ­ტია და მათ შო­რის "მე­მარ­ჯვე­ნე ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი"... ახლა გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტში მო­სახ­ვედ­რად სულ 34 პარ­ტია იბ­რძვის. 

თა­ვის მხრივ, რუ­სუ­ლი მე­დია ცდი­ლობს, მის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სი­ტუ­ა­ცია სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. არც ისე დიდი ხნის წინ, მარ­ტინ შულ­ცი რუ­სულ სტა­ტი­ებ­ში "პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭერ" პერ­სო­ნად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რა­საც მის მომ­ხრე­ებ­ში აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. მი­ზა­ნი - ელექ­ტო­რატ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბის შე­ტა­ნა და კან­დი­და­ტე­ბის გარ­შე­მო ბუნ­დო­ვა­ნი სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნა იყო. სხვა­დას­ხვა კან­დი­და­ტე­ბის შან­სებ­ზე სა­უბ­რი­სას, რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ შე­საძ­ლოა, ან­გე­ლა მერ­კე­ლი კი­დევ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყოს გერ­მა­ნი­ის სა­თა­ვე­ში. თუმ­ცა, არა­და­მა­ი­მე­დე­ბელ ვერ­სი­ას ავ­რცე­ლებს bbc.com, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­გე­ლა მერ­კელს გა­მარ­ჯვე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი არ აქვს, რად­გან წი­ნას­წა­რი გა­მო­კი­თხვე­ბით, ამომ­რჩე­ველ­თა 46% მარ­ტინ შულცს უჭერს მხარს, რაც მერ­კელს ნამ­დვი­ლად აძ­ლევს სიმ­შვი­დის და­კარ­გვის სა­ფუძ­ველს...

ერთი სი­ტყვით, გერ­მა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. გა­მო­ცე­მის თქმით, რუ­სეთ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია კარ­გად აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ გერ­მა­ნი­ის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ევ­რო­პის­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან ევ­რო­პულ სივ­რცე­ში გერ­მა­ნი­ას ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა აქვს. ამი­ტო­მაც, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რუ­სე­თი მის­თვის ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­დეს.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ბოლო წლებში რუსეთი 27 ქვეყნის არჩევნებში ჩარევას შეეცადა

ბოლო წლებში რუსეთი 27 ქვეყნის არჩევნებში ჩარევას შეეცადა

ბოლო ხანებში, რუსეთი გავლენების მოსაპოვებლად შეცვლილი, ან სულაც კარგად აპრობირებული, დღემდე გაუხმაურებელი მეთოდებით მუშაობდა და "ბრალდებებს" კატეგორიულად უარყოფდა... თუმცა, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა რუსეთის მისწრაფებებს ნათელი მოჰფინა - 2004 წლის შემდეგ, რუსეთი 27 ქვეყნის არჩევნებში ჩარევას შეეცადა, რაც "ფეისბუქზე", "ტვიტერზე" და სხვა სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის კამპანიას, კიბერ-შეტევებს და სხვა არაციფრულ მეთოდებს გულისხმობს...

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, კონგრესში "ჰელსინკის კომისიის" მოსმენაზე, რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიის ფორმა და შინაარსი განიხილეს. აქტიური ქმედებების საშუალებით, რომელიც დასავლურ არჩევნებში აგრესიულ ჩარევას გულისხმობს, "რუსეთი ცდილობს გაყიდოს შიში, უთანხმოება და პარალიზება, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასუსტებს დასავლურ ალიანსებს, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი", - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა კორი გარდნერმა.

ამერიკის აღშფოთება "რაშა თუდეის" და მისი შვილობილი "სპუტნიკის" საშუალებით რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. "რაშა თუდეის" განცხადებით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა კომპანიას, რომელიც "რაშა თუდეის" ფლობს და ამერიკაში მაუწყებლობს, მოსთხოვა "უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის" (FARA) აქტის შესაბამისად რეგისტრაცია გაიაროს, რაც ნიშნავს, რომ ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის მთავრობასთან, ვალდებულია საკუთარი კავშირების შესახებ საჯაროდ განაცხადოს. რეგისტრაციის შემთხვევაში, "რაშა თუდეის" და "სპუტნიკს" მოუწევთ თავიანთ მსმენელებს გაუმხილონ, რომ მათ რუსეთის მთავრობა აფინანსებს.

ზოგადად, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევაზე სისტემატურად საუბრობენ. ამჯერად, რუსეთს მიზანში გერმანია ჰყავს, რომელიც 24 სექტემბრის არჩევნებისთვის ემზადება. არც ისე დიდი ხნის, ერთ-ერთი გერმანული პარტია, "ალტერნატივა გერმანიისთვის", მოსკოვში მიმდინარე წელს უკვე მეორედ იმყოფებოდა და დუმის წარმომადგენლებს შეხვდა. პარტიის ჩასვლა და შეხვედრის დეტალები პრესისთვის დახურული იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ინფორმაციამ პრესაში გაჟონა, მხოლოდ მცირე განმარტებით შემოიფარგლნენ, - მათი თქმით, "ეს ვიზიტი ურთიერთობების განვითარებას ემსახურებოდა".

გერმანულ პარტიასთან შეხვედრას რუსეთის სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელის მოადგილე პეტრე ტოლსტოი და "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი, ასევე დუმის წარმომადგენელი ლეონიდ სლუცკი ესწრებოდნენ.  ადგილობრივი მედიის თქმით, ბოლო ხანებში, ეს პარტია, რეიტინგის მიხედვით, გერმანიაში მესამეა და არჩევნებში, ხმების 10-20%-მდე რაოდენობის მიღების იმედი აქვს.

bbc.com-ის ინფორმაციით, არსებობს სრულიად რეალური საფრთხე, რომ პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის", მესამე ადგილი მოიპოვოს. საქმე ის არის, რომ გერმანიაში მასობრივი ემიგრაციის ფონზე, რამაც უკვე დიდი ხანია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, პარტიამ ანტიისლამური და ანტიემიგრაციული რადიკალური ლოზუნგებით მხარდამჭერების გული მოიგო...

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ბუნდესტაგში მოხვდეს 6 მარტია და მათ შორის "მემარჯვენე ნაციონალისტები"... ახლა გერმანიის პარლამენტში მოსახვედრად სულ 34 პარტია იბრძვის. 

თავის მხრივ, რუსული მედია ცდილობს, მის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებით სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. არც ისე დიდი ხნის წინ, მარტინ შულცი რუსულ სტატიებში "პუტინის მხარდამჭერ" პერსონად იყო მოხსენიებული,  რასაც მის მომხრეებში აჟიოტაჟი მოჰყვა. მიზანი - ელექტორატში დაბნეულობის შეტანა და კანდიდატების გარშემო ბუნდოვანი სიტუაციის შექმნა იყო. სხვადასხვა კანდიდატების შანსებზე საუბრისას, რუსული გამოცემები არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ანგელა მერკელი კიდევ ოთხი წლის განმავლობაში იყოს გერმანიის სათავეში. თუმცა, არადამაიმედებელ ვერსიას ავრცელებს  bbc.com, მისი ინფორმაციით, ანგელა მერკელს გამარჯვება გარანტირებული არ აქვს, რადგან წინასწარი გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 46% მარტინ შულცს უჭერს მხარს, რაც მერკელს ნამდვილად აძლევს სიმშვიდის დაკარგვის საფუძველს...

ერთი სიტყვით, გერმანია პოლიტიკური ცვლილებისთვის ემზადება. გამოცემის თქმით, რუსეთში, რასაკვირველია კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ გერმანიის არჩევნების შედეგებს ევროპისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროპულ სივრცეში გერმანიას ძალიან დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რუსეთი მისთვის ხელსაყრელი მომენტების გამოყენებას ცდილობდეს.  

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე