სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია, სად გააგრძელებს საქმიანობას დავით ნარმანია მერის არჩევნების შემდეგ
ცნობილია, სად გააგრძელებს საქმიანობას დავით ნარმანია მერის არჩევნების შემდეგ

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში (სე­მეკ­ში) გა­და­ი­ნაც­ვლოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მმარ­თველ გუნდში ნარ­მა­ნი­ას სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ ეტაპ­ზე სწო­რედ მისი სე­მე­კის წევ­რად არ­ჩე­ვის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­მა­ნია სა­ბო­ლო­ოდ სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე მო­ი­აზ­რე­ბა, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ კო­მი­სი­ის მოქ­მედ თავ­მჯდო­მა­რე ირი­ნა მი­ლო­რა­ვას, რო­მე­ლიც 6-წლი­ა­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­უდ­გა, საქ­მი­ა­ნო­ბის ვადა 2019 წელს ეწუ­რე­ბა.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, კო­მი­სი­ის წევ­რებს პარ­ლა­მენ­ტი ირ­ჩევს, რო­მელ­საც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით წა­რუდ­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის სა­კითხს, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რედ პარ­ლა­მენ­ტი კო­მი­სი­ის ერთ-ერთ წევ­რს ირ­ჩევს, რო­მელ­საც ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტი სთა­ვა­ზობს კა­ნონ­მდებ­ლებს მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით.

ამ­ჟა­მად სე­მეკ­ში, რო­მე­ლიც 5 წევ­რით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, 2 ად­გი­ლი ვა­კან­ტუ­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ცნობილია, სად გააგრძელებს საქმიანობას დავით ნარმანია მერის არჩევნების შემდეგ

ცნობილია, სად გააგრძელებს საქმიანობას დავით ნარმანია მერის არჩევნების შემდეგ

დავით ნარმანიამ თბილისის მერის თანამდებობიდან, შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკში) გადაინაცვლოს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მმართველ გუნდში ნარმანიას სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სწორედ მისი სემეკის წევრად არჩევის საკითხი განიხილება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნარმანია საბოლოოდ სემეკის თავმჯდომარის პოსტზე მოიაზრება, თუმცა, მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კომისიის მოქმედ თავმჯდომარე ირინა მილორავას, რომელიც 6-წლიანი უფლებამოსილების შესრულებას 2013 წლის სექტემბერში შეუდგა, საქმიანობის ვადა 2019 წელს ეწურება.

კანონმდებლობის თანახმად, კომისიის წევრებს პარლამენტი ირჩევს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს.

რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სემეკის თავმჯდომარედ პარლამენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ირჩევს, რომელსაც ასევე პრეზიდენტი სთავაზობს კანონმდებლებს მთავრობასთან შეთანხმებით.

ამჟამად სემეკში, რომელიც 5 წევრით არის განსაზღვრული, 2 ადგილი ვაკანტურია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."