მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მუშაობს მაღაზიაში კონსულტანტად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებული, რომელიც ასტროფიზიკოსობას აპირებს
რატომ მუშაობს მაღაზიაში კონსულტანტად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებული, რომელიც ასტროფიზიკოსობას აპირებს

მა­რი­ამ ჯე­ლა­ძე 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი გახ­და. მან და მის­მა კლა­სელ­მა, ლაშა ჭი­პაშ­ვილ­მა სკო­ლის სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის რვა­ვე სა­გან­ში 10 ქულა მი­ი­ღეს. ერთი წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, მა­რი­ა­მი გა­მო­ტყდა, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს და თვლის, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა გან­სა­ზღვრავს.

ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­რი­ა­მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე დღეს უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტია - ილი­ა­უ­ნის სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. რო­გორც ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გა­მორ­ჩე­ულ­მა სტუ­დენ­ტმა, პირ­ვე­ლი­ვე წელს 1000-ლა­რი­ა­ნი სტი­პენ­დია და­იმ­სა­ხუ­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან. ას­ტრო­ფი­ზი­კა მა­რი­ა­მის მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­აა. აინ­ტე­რე­სებს სფე­რო, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე არ არის გა­მოკ­ვლე­უ­ლი და სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა­საც აპი­რებს.

"ყო­ველ­თვის დიდ დროს ვუთ­მობ­დი სწავ­ლას, თუმ­ცა მივ­ხვდი, რომ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. სწავ­ლას­თან ერ­თად, გჭირ­დე­ბა თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბა. ეს ზა­ფხუ­ლი იმის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნე, რომ სხვა კუ­თხი­თაც განვვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი" - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი მოს­წავ­ლე.

იმის გამო, რომ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი სხვა სფე­რო­შიც ეცა­და, მა­რი­ა­მი სა­მუ­შა­ოდ სუ­პერ­მარ­კეტ­ში, კონ­სულ­ტან­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე მო­ე­წყო. ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - ეს ის თვი­სე­ბე­ბია, რო­მე­ლიც აქ მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ი­ძი­ნა.

"ჩემ­თვის მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა გა­მოწ­ვე­ვა იყო, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მხო­ლოდ გო­ნებ­რივ შრო­მას ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­მეხ­მა­რა და გა­მოწ­ვე­ვას წარ­მა­ტე­ბით გა­ვუმკლავ­დი", - ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

გრა­ფი­კის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გამო, სწავ­ლის და­წყე­ბას­თან ერ­თად მა­რი­ა­მი სამ­სა­ხურს და­ემ­შვი­დო­ბე­ბა. წინ დატ­ვირ­თუ­ლი, ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლია. მო­მა­ვა­ლი ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში წვლი­ლის შე­ტა­ნას გეგ­მავს.

ეკა მე­ლი­ქი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რატომ მუშაობს მაღაზიაში კონსულტანტად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებული, რომელიც ასტროფიზიკოსობას აპირებს

რატომ მუშაობს მაღაზიაში კონსულტანტად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებული, რომელიც ასტროფიზიკოსობას აპირებს

მარიამ ჯელაძე 2016 წელს საქართველოში ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებული გახდა. მან და მისმა კლასელმა, ლაშა ჭიპაშვილმა სკოლის საატესტატო გამოცდების რვავე საგანში 10 ქულა მიიღეს. ერთი წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მარიამი გამოტყდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობაზე ოცნებობს და თვლის, რომ წარმატებას მიზანდასახულობა განსაზღვრავს.

ერთი წლის განმავლობაში, მარიამის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. წარმატებული მოსწავლე დღეს უკვე წარმატებული სტუდენტია - ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამორჩეულმა სტუდენტმა, პირველივე წელს 1000-ლარიანი სტიპენდია დაიმსახურა უნივერსიტეტისგან. ასტროფიზიკა მარიამის მომავალი პროფესიაა. აინტერესებს სფერო, რომელიც ბოლომდე არ არის გამოკვლეული და საკუთარი წვლილის შეტანასაც აპირებს.

"ყოველთვის დიდ დროს ვუთმობდი სწავლას, თუმცა მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ არის. სწავლასთან ერთად, გჭირდება თვისებები, რომელიც ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარება. ეს ზაფხული იმისთვის გამოვიყენე, რომ სხვა კუთხითაც განვვითარებულიყავი" - ამბობს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე.

იმის გამო, რომ საკუთარი ძალები სხვა სფეროშიც ეცადა, მარიამი სამუშაოდ სუპერმარკეტში, კონსულტანტის პოზიციაზე მოეწყო. ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება, პასუხისმგებლობა - ეს ის თვისებებია, რომელიც აქ მუშაობის პერიოდში შეიძინა.

"ჩემთვის მაღაზიაში მუშაობა გამოწვევა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ გონებრივ შრომას ვიყავი მიჩვეული. შრომისმოყვარეობა დამეხმარა და გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდი", - ამბობს მარიამი.

გრაფიკის შეუთავსებლობის გამო, სწავლის დაწყებასთან ერთად მარიამი სამსახურს დაემშვიდობება. წინ დატვირთული, ახალი სასწავლო წელია. მომავალი ასტროფიზიკოსი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და სამეცნიერო სფეროში წვლილის შეტანას გეგმავს.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა