პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამ პროდუქტებს ყოველდღიურად მოიხმართ, თუმცა არ იცით, რომ მათი შეძენისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ
ამ პროდუქტებს ყოველდღიურად მოიხმართ, თუმცა არ იცით, რომ მათი შეძენისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ

ნე­ბის­მი­ერ დი­ა­სახ­ლისს შე­უ­ძე­ნია გა­ყი­ნუ­ლი ხინ­კა­ლი, პელ­მე­ნი ან სხვა სა­ხის ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი. ასე­თი საკ­ვე­ბი სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი ჩანს, არ არის მალ­ფუ­ჭე­ბა­დი და არც ძვი­რი ღირს. თან, მის მომ­ზა­დე­ბა­ზე დიდი დროც არ იკარ­გე­ბა, რაც ჩვენს და­ძა­ბულ დრო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ღა­ვა­თია, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბი­სა, გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სას მა­ინც სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს. რა­ტომ? - ამის თა­ო­ბა­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი, ეთერ სარ­ჯვე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- თა­ვის­თა­ვად, კარ­გი ხა­რის­ხის გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი უვ­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ თუ ვა­და­გა­სუ­ლია ან მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, ძალ­ზე ვნებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს. ამის დას­ტუ­რად ორი­ო­დე მა­გა­ლითს მო­ვიშ­ვე­ლი­ებ: 2017 წლის 25 ივ­ლისს მომ­ხმა­რე­ბელ­მა ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­რე­კა და გვთხო­ვა, რუს­თავ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის გა­ყი­ნუ­ლი ხინ­კა­ლი შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. მომ­ხმა­რებ­ლის თქმით, ხინ­კალ­მა მის ოჯახ­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი მო­წამ­ლა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მის მიერ მი­თი­თე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნეთ გა­ყი­ნუ­ლი ხინ­კა­ლი ცა­ლო­ბით და გა­მო­საკ­ვლე­ვად ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რეთ. ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით, პრო­დუქ­ტი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი იყო ანა­ე­რო­ბუ­ლი, ფა­კულ­ტა­ტუ­რი და ფე­კა­ლუ­რი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბით.

- რო­გორ მოხ­ვდა ეს მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი გა­ყი­ნულ და შე­ფუ­თულ ხინ­კალ­ში?

- თუ ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი დარ­ღვე­უ­ლია, ასე­თი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის მოხ­ვედ­რა ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ მსგავ­სი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვლას იწ­ვევს. უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მის გა­უ­წყლო­ე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს. კი­დევ ერთ ფაქტს და­ვა­სა­ხე­ლებ, რო­მე­ლიც უფრო ადრე მოხ­და: 2017 წლის 6 მა­ისს მომ­ხმა­რე­ბელ­მა გვთხო­ვა, თბი­ლის­ში, პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში გა­სა­ყი­დი თევ­ზი - სკუმბრია შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. მომ­ხმა­რებ­ლის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ ფო­ტო­ებ­ზე თევ­ზის გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღად 2016 წლის 14 აგ­ვის­ტო იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ეს სა­ჩი­ვა­რი გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ. მომ­ხმა­რებ­ლის მიერ მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე შე­ვი­ძი­ნეთ ეს პრო­დუქ­ტი, მო­ვა­თავ­სეთ სპე­ცი­ა­ლურ მა­ცი­ვარ-კონ­ტე­ი­ნერ­ში და ანა­ლი­ზის­თვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ჩა­ვა­ბა­რეთ. ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით, პრო­დუქ­ტი დაშ­ვე­ბულ ნორ­მებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და, მომ­ჟა­ვო სუნი და უსი­ა­მოვ­ნო გემო ჰქონ­და და იო­ლად იშ­ლე­ბო­და. ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა კი­დევ შე­იძ­ლე­ბა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ამ პროდუქტებს ყოველდღიურად მოიხმართ, თუმცა არ იცით, რომ მათი შეძენისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ

ამ პროდუქტებს ყოველდღიურად მოიხმართ, თუმცა არ იცით, რომ მათი შეძენისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ

ნებისმიერ დიასახლისს შეუძენია გაყინული ხინკალი, პელმენი ან სხვა სახის ნახევარფაბრიკატები. ასეთი საკვები სრულიად უწყინარი ჩანს, არ არის მალფუჭებადი და არც ძვირი ღირს. თან, მის მომზადებაზე დიდი დროც არ იკარგება, რაც ჩვენს დაძაბულ დროში სერიოზული შეღავათია, მაგრამ მიუხედავად მრავალი დადებითი თვისებისა, გაყინული პროდუქტების შეძენისას მაინც სიფრთხილე გვმართებს. რატომ? - ამის თაობაზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, თსუ-ის პროფესორი, ეთერ სარჯველაძე გვესაუბრება:

- თავისთავად, კარგი ხარისხის გაყინული პროდუქტი უვნებელია, მაგრამ თუ ვადაგასულია ან მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული, ძალზე ვნებს ადამიანის ორგანიზმს. ამის დასტურად ორიოდე მაგალითს მოვიშველიებ: 2017 წლის 25 ივლისს მომხმარებელმა ჩვენს ორგანიზაციაში დარეკა და გვთხოვა, რუსთავში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გაყინული ხინკალი შეგვემოწმებინა. მომხმარებლის თქმით, ხინკალმა მის ოჯახში ოთხი ადამიანი მოწამლა. რამდენიმე დღეში მის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ გაყინული ხინკალი ცალობით და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში ჩავაბარეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტი დაბინძურებული იყო ანაერობული, ფაკულტატური და ფეკალური მიკროორგანიზმებით.

- როგორ მოხვდა ეს მიკროორგანიზმები გაყინულ და შეფუთულ ხინკალში?

- თუ ჰიგიენური ნორმები დარღვეულია, ასეთი მიკროორგანიზმების მოხვედრა ყველგან შეიძლება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მსგავსი მიკროორგანიზმები ადამიანის მოწამვლას იწვევს. უფრო მეტიც, შეიძლება ორგანიზმის გაუწყლოებაც გამოიწვიოს. კიდევ ერთ ფაქტს დავასახელებ, რომელიც უფრო ადრე მოხდა: 2017 წლის 6 მაისს მომხმარებელმა გვთხოვა, თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გასაყიდი თევზი - სკუმბრია შეგვემოწმებინა. მომხმარებლის მიერ გამოგზავნილ ფოტოებზე თევზის გამოშვების თარიღად 2016 წლის 14 აგვისტო იყო მითითებული. ჩემმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, ეს საჩივარი გადაემოწმებინათ. მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე შევიძინეთ ეს პროდუქტი, მოვათავსეთ სპეციალურ მაცივარ-კონტეინერში და ანალიზისთვის ლაბორატორიას ჩავაბარეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტი დაშვებულ ნორმებს არ შეესაბამებოდა, მომჟავო სუნი და უსიამოვნო გემო ჰქონდა და იოლად იშლებოდა. ამგვარი ფაქტების დასახელება კი­დევ შეიძლება... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს