მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქმარი დამიხვრიტეს, მე ციხე-ციხე მატარეს, შვილი სარდაფში გაიზარდა..." - სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც ბევრს გაახსენებს წინაპრებს
"ქმარი დამიხვრიტეს, მე ციხე-ციხე მატარეს, შვილი სარდაფში გაიზარდა..." - სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც ბევრს გაახსენებს წინაპრებს

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ თბი­ლი­სე­ლი ნინო ისა­კა­ძის ის­ტო­რი­ას:

"ზა­ფხუ­ლის ერთ დღეს მარ­ტო ვი­ყა­ვი სახ­ლში და კა­კუნ­ზე გა­ვა­ღე კარი. კა­რებ­ში იდგა სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის სიმ­პა­ტი­უ­რი ქალი. იკი­თხა ლა­მა­რა თუ აქ ცხოვ­რობ­სო, ვერ ვი­ცა­ნი... მე მახ­სოვ­და დედა მა­ღა­ლი. მე რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი ქვე­ვი­დან ზე­ვით ვუ­ყუ­რებ­დი. ამ ქალს კი ზე­ვი­დან ვუ­ყუ­რებ­დი. "მე ვარ ლა­მა­რა", ვუ­თხა­რი. "შვი­ლო ვერ მი­ცა­ნი?" და მერე ვი­ცა­ნი ჩემი საყ­ვა­რე­ლი დედა, ლა­მა­ზი, ჭკვი­ა­ნი და რო­გო­რი თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი. ჩემი ცხოვ­რე­ბა სულ მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. მო­ნატ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლი გა­ცო­ცხლდა ჩემ­თვი­საც." (ლა­მა­რა კო­პა­ძის მო­გო­ნე­ბი­დან).

"მა­ნამ­დე იყო 37 წელი და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის და­კარ­გუ­ლი წარ­სუ­ლი. მახ­სოვს 15-16 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, როცა 90-იან წლებ­ში, უშუ­ქო­ბის დროს, შე­შის "ფეჩ­თან" ვიკ­რი­ბე­ბო­დით და ლი­ზი­კო, ჩემი დიდი ბე­ბია გვიყ­ვე­ბო­და თა­ვის ის­ტო­რი­ებს. მა­შინ პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხე სხვა, ჩემ­თვის უც­ნო­ბი ბე­ბია, რო­მელ­მაც საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ის ფა­შიზ­მი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და.

ბა­ბუა, ან­დრო კო­პა­ძე, ლი­ზი­კოს ქმა­რი, ჟურ­ნალ­ში "კო­მუ­ნის­ტი" მუ­შა­ობ­და, რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და სჯე­რო­და, რომ კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი უმი­ზე­ზოდ არა­ვის სჯი­და, სა­ნამ ერთ დღეს, მოს­კო­ვი­დან ახალ­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბე­რი­ამ თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში არ და­ი­ბა­რა და მის ხელ­მძღვა­ნელ­ზე ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა არ მოს­თხო­ვა. ბა­ბუ­ამ უარი უთხრა. მე­ო­რე დღეს­ვე სახ­ლის კარ­ზე კა­კუ­ნი გა­ის­მა თურ­მე. სახ­ლში 3-4 ადა­მი­ა­ნი შე­მოც­ვე­ნი­ლა და ჩხრე­კა და­უ­წყი­ათ. იმ დროს სახ­ლში ან­დროს და ლი­ზი­კოს 8 წლის შვი­ლი, ჩემი ბე­ბია, ლა­მა­რა და ლი­ზი­კოს დედა ცხოვ­რობ­დნენ.

"აქ დამ­თავ­რდა ჩვე­ნი სცხოვ­რე­ბაც.. ბოლო წუ­თამ­დე არ სჯე­რო­და, თუ და­ი­ჭერ­დნენ: ქვე­ყა­ნა ჩა­ლით კი არ არის და­ხუ­რუ­ლიო, სულ ამას ამ­ბობ­და. მე­ო­რე დღეს­ვე წა­იყ­ვა­ნეს და მისი ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი ვე­ღარ გა­ვი­გე.... არა­ვინ ხმას არ მცემ­და, ქუ­ჩა­ში რომ და­მი­ნა­ხავ­დნენ, პირს მა­რი­დებ­დნენ, ჩემი ფე­ხის ხმა­ზე ფარ­დებს ჩა­მო­ა­ფა­რებ­დნენ ხოლ­მე. ოი, ღმერ­თო, ამა­ზე უფრო სა­ში­ნე­ლე­ბა არა­ფე­რია, ასე მე­გო­ნა სიკ­ვდილს ვუ­ყუ­რებ­დი თვა­ლებ­ში, მაგ­რამ არ ვე­გუ­ე­ბო­დი, თავს არ ვაძ­ლევ­დი იმის უფ­ლე­ბას, ცრემ­ლი მომ­რე­ო­და" (ლი­ზი­კო კო­პა­ძის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან).

ზუს­ტად ერთი თვის თავ­ზე, მე­ო­რედ გა­ის­მა სახ­ლის კარ­ზე კა­კუ­ნი. ამ­ჯე­რად ლი­ზი­კოს მო­ა­კი­თხეს. ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, რომ ეს მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. სახ­ლის ფან­ჯრი­დან სკო­ლის შე­ნო­ბა იყო, სა­დაც ყო­ველ­დღე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით მო­ყავ­დათ "მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის" ცო­ლე­ბი და გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში ანა­წი­ლებ­დნენ. ბე­ბი­ას თბი­ლი ტან­საც­მე­ლიც კი ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ქონ­და. რომ და­ა­კა­კუ­ნეს, ამო­ვი­სუნ­თქე კი­დე­ცო. ძა­ლი­ან მძი­მე იყო 1 თვი­ა­ნი სტრე­სუ­ლი ლო­დი­ნის პე­რი­ო­დი.

სხვა ქა­ლებ­თან ერ­თად შინ­სა­ხკომ­ში მი­იყ­ვა­ნეს ბე­ბია, სა­დაც მოს­თხო­ვეს რომ ქმრის არარ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ეღი­ა­რე­ბი­ნათ. ძა­ლი­ან კარ­გარ იცოდ­ნენ, რაზე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლიყ­ვნენ ქა­ლე­ბი სენ­სი­ტი­უ­რე­ბი - ემუქ­რე­ბოდ­ნენ შვი­ლე­ბის წარ­თმე­ვით, ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ჭე­რით, ცემ­დნენ, აწა­მებ­დნენ. მა­ინც არ ტყდე­ბოდ­ნენ ქა­ლე­ბი. ეს უტე­ხი ქა­ლე­ბი აღ­მოჩ­დნენ ერთ მა­ტა­რე­ბელ­ში, რო­მე­ლიც გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით 1 თვე მი­დი­ო­და. მი­დი­ო­და სი­ჩუ­მე­ში. მა­შინ ბე­ბი­ამ არ იცო­და, რომ ამ სი­ჩუ­მეს 10 წელი ვერ და­აღ­წევ­და თავს.

"სხვი­სი" სახ­ლი

ლი­ზი­კოს და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, მისი 8 წლის შვი­ლი, ლა­მა­რა და დედა სახ­ლი­დან გა­მო­ა­სახ­ლეს და იმა­ვე კორ­პუ­სის სარ­დაფ­ში შე­ა­სახ­ლეს. იმ ბი­ნა­ში, სა­დაც ერთ დროს ბე­ბია და ბა­ბუა ცხოვ­რობ­დნენ, რუსი გე­ნერ­ლის ოჯა­ხი და­სახ­ლდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლა­მა­რა ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, რო­გო­რი მძი­მე სა­ნა­ხა­ო­ბა იყო ბავ­შვის­თვის იმის ყუ­რე­ბა, რო­გორ და­დი­ოდ­ნენ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მის სახ­ლში, სა­დაც ერთ დროს დე­დას­თან და მა­მა­სა­თან ერ­თად უდარ­დე­ლად ცხოვ­რობ­და.

ქა­ლე­ბი მი­წა­ში

ქვა­ნახ­ში­რის მა­ტა­რე­ბე­ლი ყა­ზა­ხეთ­ში, ახ­ლან­დე­ლი ქა­ლა­ქის ჯე­ზკაზ­გა­ნის მი­სად­გო­მებ­თან გა­ჩე­რე­ბუ­ლა. სულ ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი თოვ­ლი­ან სტე­პებს გა­უ­ყე­ნეს და ცი­ხე­ში, სა­დაც მკვლე­ლო­ბა­სა და ყა­ჩა­ღო­ბა­ზე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი სას­ჯელს იხ­დიდ­ნენ, იქ გა­და­ა­ნა­წი­ლეს. ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, რო­გორ აით­ვალ­წუ­ნეს რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი სხვა პა­ტიმ­რებ­მა სწო­რედ იმის გამო, რომ "სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის ცო­ლე­ბის" იარ­ლიყს ატა­რებ­დნენ.

რამ­დენ­ჯერ­მე ნა­ჯა­ხე­ბით თავ­დას­ხმა­საც გა­და­ურჩნენ თურ­მე.

ცი­ხი­დან ქა­ლე­ბი უკაც­რი­ელ სტეპ­ზე წა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მხო­ლოდ მავ­თულხლარ­თე­ბი და ხის მო­რე­ბი იყო. სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ა­თხრე­ვი­ნეს მიწა, მო­რე­ბი გა­და­ა­ფა­რე­ბი­ნეს და თავ­შე­სა­ფა­რი გა­ა­კე­თე­ბი­ნეს. ეს გახ­და ბე­ბი­ას "ახა­ლი სახ­ლი"...

ბე­ბი­ას გა­უ­მარ­თლა. იმ პე­რი­ოდ­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი­დან სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­ის ქა­ლებს ასაქ­მებ­დნენ.

ლი­ზი­კოს თა­ვი­სი ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რით არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რაც მა­შინ ქა­ლის­თვის იშ­ვი­ა­თი პრო­ფე­სია იყო. ამი­ტომ, ბე­ბია შე­და­რე­ბით უკე­თეს სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ჯე­ზკაზ­გა­ნის დაპ­რო­ექ­ტე­ბა­ზე და­ა­საქ­მეს. ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, სა­ხა­ზა­ვი რომ მის­ცეს, ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და. მის­თვის იმ ად­გი­ლას ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ნივ­თი სა­ხა­ზა­ვი იყო. და ასე გა­ვი­და 10 წელი. შრო­მა­ში, გეგ­მის 110%-ით გა­და­ჭარ­ბე­ბით შეს­რუ­ლე­ბა­ში, რომ წე­რი­ლე­ბის მი­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცე­მო­დათ ქა­ლებს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის, თავ­დაც­ვა­ში, ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რა­სა და დახ­მა­რე­ბა­ში.

დაბ­რუ­ნე­ბა...

10 გრძე­ლი წლის მერე ბე­ბია დაბ­რუნ­და. ლა­მა­რა უკვე 18 წლის დახ­ვდა და მისი თა­ვი­დან გაც­ნო­ბა მო­უ­წია. ლა­მა­რა მა­შინ მის მა­მი­დას­თან ცხოვ­რობ­და, დედა გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა... მა­მი­დას­თან ოჯახ­ში ბევ­რი სული ცხოვ­რობ­და ერ­თად, ამი­ტომ შვილ­თან ერ­თად პარკში გან­მარ­ტოვ­დე­ბო­და და იქ სა­უბ­რით ეც­ნო­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. თა­ვი­დან და­ი­წყო ლი­ზი­კომ ცხოვ­რე­ბა - ცხოვ­რე­ბა ნუ­ლი­დან. ერთხელ ისიც გა­იხ­სე­ნა, რო­გორ მი­ა­კი­თხა რუს გე­ნე­რალს თა­ვის სახ­ლში და მშობ­ლე­ბის რე­ლიქ­ვია - ლამ­პა სთხო­ვა. უა­რით გა­მო­ის­ტუმ­რეს. მას მერე იქ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

ბო­დი­ში სიკ­ვდი­ლის­თვის

ბა­ბუა აღა­რას­დროს უნა­ხავს ლი­ზი­კოს. 10 წლის მერე წე­რი­ლი მი­ი­ღო.

"რო­დე­საც დავ­ბრუნ­დი, ან­დროს ამ­ბა­ვი ვი­კი­თხე. ოფი­ცი­ა­ლუ­რად მისი დახ­ვრე­ტის ცნო­ბა არ მო­სუ­ლა. მხო­ლოდ ქა­ღალ­დი მო­ვი­და. თურ­მე ცი­ხე­ში ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით გარ­დაც­ვლი­ლაო. მერე ინა­ურ­თან შე­ვე­დი და იმან მი­თხრა, რომ ან­დრო მა­შინ­ვე "ტრო­ი­კის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­უხვრე­ტი­ათ. ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა კი ჩემ­თვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ქა­ღალ­დის მოს­ვლა იყო. ქმა­რი და­მიხვრი­ტეს, მე ციხე-ციხე მა­ტა­რეს, შვი­ლი სა­დღაც სარ­დაფ­ში გა­ი­ზარ­და და ბო­ლოს თურ­მე "თქვენ დამ­ნა­შა­ვე არ ყო­ფილ­ხართ და ყვე­ლაფ­რის­თვის ბო­დიშს გიხ­დი­თო". ამა­ზე უფრო სა­ში­ნე­ლი ბო­დი­ში ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს" (ლი­ზი­კო კო­პა­ძის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან).

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, 37 წლის რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბის არ­ქი­ვის გა­მო­ფე­ნა­ზე ვი­ყა­ვი. რა­ტომ­ღაც ინ­სტინ­ქტუ­რად, პირ­და­პირ იმ სტენ­დს მი­ვა­დე­ქი სა­დაც ბა­ბუ­ას სა­ხე­ლი და გვა­რი ეწე­რა. წაყ­ვა­ნი­დან მე­სა­მე დღეს და­უხვრე­ტი­ათ ან­დრო კო­პა­ძე, "ხალ­ხის მტე­რი"...

რამ­დე­ნი სა­ღა­მოც იყო ბნელ 90-ია­ნებ­ში, იმ­დენ ახალ ის­ტო­რი­ას ვის­მენ­დი ბე­ბი­ა­ზე. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი ლი­ზი­კო კო­პა­ძე გა­ვი­ცა­ნი. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ ნებ­დე­ბა და ამ ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ტკი­ვი­ლის შემ­დე­გაც არ და­კარ­გა ადა­მი­ა­ნე­ბის რწმე­ნა და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე იყო სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე. ყვე­ლას მი­უ­ტე­ვა და არ და­კარ­გა სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი. ლი­ზი­კომ მისი შვი­ლის­შვი­ლე­ბი ზაზა და ლუ­ლუ­კა და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი ეკა, მე და შოთა სიყ­ვა­რუ­ლით და მზრუნ­ვე­ლო­ბით გაგვზარ­და.

სი­ცო­ცხლის ბოლო წა­მამ­დე ჩვენ­ზე ფიქ­რში გა­ა­ტა­რა. სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში, დე­და­ჩე­მის თხოვ­ნით ბე­ბი­ამ თა­ვი­სი მო­გო­ნე­ბე­ბი ჩა­წე­რა. ამ მო­გო­ნე­ბებ­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი ბე­ბი­ას 10 წლი­ა­ნი ის­ტო­რია ყა­ზა­ხეთ­ში. იქ­ნებ ვინ­მემ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ამ­ბა­ვიც ამო­იც­ნოს ან ფოტო არ­ქივ­ში მისი ახ­ლო­ბე­ლი ამო­იც­ნონ.

ახლა ჩემი მი­ზა­ნია, ამ მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნად გა­მო­ცე­მა, რომ სულ გვახ­სოვ­დეს, ფა­შიზ­მი ნე­ბის­მი­ერ ეპო­ქა­ში და ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ცო­ცხლდეს. და თუ სულ გახ­სოვს, მას­თან ბრძო­ლაც უფრო მარ­ტი­ვია."

© სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ქმარი დამიხვრიტეს, მე ციხე-ციხე მატარეს, შვილი სარდაფში გაიზარდა..." - სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც ბევრს გაახსენებს წინაპრებს

"ქმარი დამიხვრიტეს, მე ციხე-ციხე მატარეს, შვილი სარდაფში გაიზარდა..." - სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც ბევრს გაახსენებს წინაპრებს

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ თბილისელი ნინო ისაკაძის ისტორიას:

"ზაფხულის ერთ დღეს მარტო ვიყავი სახლში და კაკუნზე გავაღე კარი. კარებში იდგა საშუალო სიმაღლის სიმპატიური ქალი. იკითხა ლამარა თუ აქ ცხოვრობსო, ვერ ვიცანი... მე მახსოვდა დედა მაღალი. მე რომ პატარა ვიყავი ქვევიდან ზევით ვუყურებდი. ამ ქალს კი ზევიდან ვუყურებდი. "მე ვარ ლამარა", ვუთხარი. "შვილო ვერ მიცანი?" და მერე ვიცანი ჩემი საყვარელი დედა, ლამაზი, ჭკვიანი და როგორი თავგამოდებული. ჩემი ცხოვრება სულ მთლიანად შეიცვალა. მონატრებული სახელი გაცოცხლდა ჩემთვისაც." (ლამარა კოპაძის მოგონებიდან).

"მანამდე იყო 37 წელი და ათასობით ადამიანის დაკარგული წარსული. მახსოვს 15-16 წლის ვიქნებოდი, როცა 90-იან წლებში, უშუქობის დროს, შეშის "ფეჩთან" ვიკრიბებოდით და ლიზიკო, ჩემი დიდი ბებია გვიყვებოდა თავის ისტორიებს. მაშინ პირველად დავინახე სხვა, ჩემთვის უცნობი ბებია, რომელმაც საბჭოთა ისტორიის ფაშიზმი საკუთარ თავზე გამოსცადა.

ბაბუა, ანდრო კოპაძე, ლიზიკოს ქმარი, ჟურნალში "კომუნისტი" მუშაობდა, რედაქტორის მოადგილედ და სჯეროდა, რომ კომუნისტური რეჟიმი უმიზეზოდ არავის სჯიდა, სანამ ერთ დღეს, მოსკოვიდან ახალდაბრუნებული ბერიამ თავის კაბინეტში არ დაიბარა და მის ხელმძღვანელზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ მოსთხოვა. ბაბუამ უარი უთხრა. მეორე დღესვე სახლის კარზე კაკუნი გაისმა თურმე. სახლში 3-4 ადამიანი შემოცვენილა და ჩხრეკა დაუწყიათ. იმ დროს სახლში ანდროს და ლიზიკოს 8 წლის შვილი, ჩემი ბებია, ლამარა და ლიზიკოს დედა ცხოვრობდნენ.

"აქ დამთავრდა ჩვენი სცხოვრებაც.. ბოლო წუთამდე არ სჯეროდა, თუ დაიჭერდნენ: ქვეყანა ჩალით კი არ არის დახურულიო, სულ ამას ამბობდა. მეორე დღესვე წაიყვანეს და მისი ასავალ-დასავალი ვეღარ გავიგე.... არავინ ხმას არ მცემდა, ქუჩაში რომ დამინახავდნენ, პირს მარიდებდნენ, ჩემი ფეხის ხმაზე ფარდებს ჩამოაფარებდნენ ხოლმე. ოი, ღმერთო, ამაზე უფრო საშინელება არაფერია, ასე მეგონა სიკვდილს ვუყურებდი თვალებში, მაგრამ არ ვეგუებოდი, თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, ცრემლი მომრეოდა" (ლიზიკო კოპაძის მოგონებებიდან).

ზუსტად ერთი თვის თავზე, მეორედ გაისმა სახლის კარზე კაკუნი. ამჯერად ლიზიკოს მოაკითხეს. ბებია იხსენებდა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სახლის ფანჯრიდან სკოლის შენობა იყო, სადაც ყოველდღე სატვირთო მანქანით მოყავდათ "მოღალატეების" ცოლები და განყოფილებებში ანაწილებდნენ. ბებიას თბილი ტანსაცმელიც კი ჩალაგებული ქონდა. რომ დააკაკუნეს, ამოვისუნთქე კიდეცო. ძალიან მძიმე იყო 1 თვიანი სტრესული ლოდინის პერიოდი.

სხვა ქალებთან ერთად შინსახკომში მიიყვანეს ბებია, სადაც მოსთხოვეს რომ ქმრის არარსებული დანაშაული ეღიარებინათ. ძალიან კარგარ იცოდნენ, რაზე შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ქალები სენსიტიურები - ემუქრებოდნენ შვილების წართმევით, ოჯახის წევრების დაჭერით, ცემდნენ, აწამებდნენ. მაინც არ ტყდებოდნენ ქალები. ეს უტეხი ქალები აღმოჩდნენ ერთ მატარებელში, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით 1 თვე მიდიოდა. მიდიოდა სიჩუმეში. მაშინ ბებიამ არ იცოდა, რომ ამ სიჩუმეს 10 წელი ვერ დააღწევდა თავს.

"სხვისი" სახლი

ლიზიკოს დაპატიმრების შემდეგ, მისი 8 წლის შვილი, ლამარა და დედა სახლიდან გამოასახლეს და იმავე კორპუსის სარდაფში შეასახლეს. იმ ბინაში, სადაც ერთ დროს ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, რუსი გენერლის ოჯახი დასახლდა. მოგვიანებით ლამარა ბებია იხსენებდა, როგორი მძიმე სანახაობა იყო ბავშვისთვის იმის ყურება, როგორ დადიოდნენ უცხო ადამიანები მის სახლში, სადაც ერთ დროს დედასთან და მამასათან ერთად უდარდელად ცხოვრობდა.

ქალები მიწაში

ქვანახშირის მატარებელი ყაზახეთში, ახლანდელი ქალაქის ჯეზკაზგანის მისადგომებთან გაჩერებულა. სულ ახალგაზრდა ქალები თოვლიან სტეპებს გაუყენეს და ციხეში, სადაც მკვლელობასა და ყაჩაღობაზე დაპატიმრებული ქალები სასჯელს იხდიდნენ, იქ გადაანაწილეს. ბებია იხსენებდა, როგორ აითვალწუნეს რეპრესირებული ქალები სხვა პატიმრებმა სწორედ იმის გამო, რომ "სამშობლოს მოღალატეების ცოლების" იარლიყს ატარებდნენ.

რამდენჯერმე ნაჯახებით თავდასხმასაც გადაურჩნენ თურმე.

ციხიდან ქალები უკაცრიელ სტეპზე წაიყვანეს, სადაც მხოლოდ მავთულხლართები და ხის მორები იყო. საკუთარი ხელით გაათხრევინეს მიწა, მორები გადააფარებინეს და თავშესაფარი გააკეთებინეს. ეს გახდა ბებიას "ახალი სახლი"...

ბებიას გაუმართლა. იმ პერიოდში გადასახლებული ქალებიდან საჭირო პროფესიის ქალებს ასაქმებდნენ.

ლიზიკოს თავისი ოჯახის მხარდაჭერით არქიტექტურული ქონდა დამთავრებული, რაც მაშინ ქალისთვის იშვიათი პროფესია იყო. ამიტომ, ბებია შედარებით უკეთეს საცხოვრებელ პირობებში გადაიყვანეს და ჯეზკაზგანის დაპროექტებაზე დაასაქმეს. ბებია იხსენებდა, სახაზავი რომ მისცეს, ცრემლები წამოუვიდა. მისთვის იმ ადგილას ყველაზე ახლობელი ნივთი სახაზავი იყო. და ასე გავიდა 10 წელი. შრომაში, გეგმის 110%-ით გადაჭარბებით შესრულებაში, რომ წერილების მიწერის საშუალება მისცემოდათ ქალებს საკუთარი შვილებისთვის, თავდაცვაში, ერთმანეთის მხარდაჭერასა და დახმარებაში.

დაბრუნება...

10 გრძელი წლის მერე ბებია დაბრუნდა. ლამარა უკვე 18 წლის დახვდა და მისი თავიდან გაცნობა მოუწია. ლამარა მაშინ მის მამიდასთან ცხოვრობდა, დედა გარდაცვლილი დახვდა... მამიდასთან ოჯახში ბევრი სული ცხოვრობდა ერთად, ამიტომ შვილთან ერთად პარკში განმარტოვდებოდა და იქ საუბრით ეცნობოდნენ ერთმანეთს. თავიდან დაიწყო ლიზიკომ ცხოვრება - ცხოვრება ნულიდან. ერთხელ ისიც გაიხსენა, როგორ მიაკითხა რუს გენერალს თავის სახლში და მშობლების რელიქვია - ლამპა სთხოვა. უარით გამოისტუმრეს. მას მერე იქ აღარ დაბრუნებულა.

ბოდიში სიკვდილისთვის

ბაბუა აღარასდროს უნახავს ლიზიკოს. 10 წლის მერე წერილი მიიღო.

"როდესაც დავბრუნდი, ანდროს ამბავი ვიკითხე. ოფიციალურად მისი დახვრეტის ცნობა არ მოსულა. მხოლოდ ქაღალდი მოვიდა. თურმე ციხეში ფილტვების ანთებით გარდაცვლილაო. მერე ინაურთან შევედი და იმან მითხრა, რომ ანდრო მაშინვე "ტროიკის" გადაწყვეტილებით დაუხვრეტიათ. ყველაზე დიდი უბედურება კი ჩემთვის რეაბილიტაციის ქაღალდის მოსვლა იყო. ქმარი დამიხვრიტეს, მე ციხე-ციხე მატარეს, შვილი სადღაც სარდაფში გაიზარდა და ბოლოს თურმე "თქვენ დამნაშავე არ ყოფილხართ და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდითო". ამაზე უფრო საშინელი ბოდიში ჩემთვის არ არსებობს" (ლიზიკო კოპაძის მოგონებებიდან).

რამდენიმე წლის წინ, 37 წლის რეპრესირებულების არქივის გამოფენაზე ვიყავი. რატომღაც ინსტინქტურად, პირდაპირ იმ სტენდს მივადექი სადაც ბაბუას სახელი და გვარი ეწერა. წაყვანიდან მესამე დღეს დაუხვრეტიათ ანდრო კოპაძე, "ხალხის მტერი"...

რამდენი საღამოც იყო ბნელ 90-იანებში, იმდენ ახალ ისტორიას ვისმენდი ბებიაზე. აბსოლუტურად ახალი ლიზიკო კოპაძე გავიცანი. ეს არის ადამიანი, რომელიც არ ნებდება და ამ ჯოჯოხეთური ტკივილის შემდეგაც არ დაკარგა ადამიანების რწმენა და სიცოცხლის ბოლომდე იყო სიყვარულით სავსე. ყველას მიუტევა და არ დაკარგა სიყვარულის უნარი. ლიზიკომ მისი შვილისშვილები ზაზა და ლულუკა და შვილთაშვილები ეკა, მე და შოთა სიყვარულით და მზრუნველობით გაგვზარდა.

სიცოცხლის ბოლო წამამდე ჩვენზე ფიქრში გაატარა. სიცოცხლის ბოლო წლებში, დედაჩემის თხოვნით ბებიამ თავისი მოგონებები ჩაწერა. ამ მოგონებებში დეტალურად არის აღწერილი ბებიას 10 წლიანი ისტორია ყაზახეთში. იქნებ ვინმემ საკუთარი ოჯახის წევრების ამბავიც ამოიცნოს ან ფოტო არქივში მისი ახლობელი ამოიცნონ.

ახლა ჩემი მიზანია, ამ მოგონებების წიგნად გამოცემა, რომ სულ გვახსოვდეს, ფაშიზმი ნებისმიერ ეპოქაში და ქვეყანაში შეიძლება გაცოცხლდეს. და თუ სულ გახსოვს, მასთან ბრძოლაც უფრო მარტივია."

© სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"ლარი რომ მყარდება, სასიამოვნოა, მაგრამ…" - თემურ ჭყონიას თქმით, ლარის დასტაბილურების მიზეზი აუხსნელია

ჩეხეთის საელჩო - ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს სტუმრობს, მიმდინარეობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ძიება

აჭარაში კორონავირუსით ექიმი ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა - "პაციენტის მდგომარეობა მეშვიდე დღეს დამძიმდა"