სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული მეკუმშება ბოროტებზე, ვისთვისაც ოთოს არაფერი დაუშავებია" - რას წერს დაკავებული ოთარ აბესაძის შეყვარებული
"გული მეკუმშება ბოროტებზე, ვისთვისაც ოთოს არაფერი დაუშავებია" - რას წერს დაკავებული ოთარ აბესაძის შეყვარებული

ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ ოთარ აბე­სა­ძეს ბრალს დღეს წა­რუდ­გე­ნენ. მას 3 0000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ქრთა­მის აღე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

აბე­სა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ამ დრომ­დე არ აკე­თე­ბენ კო­მენ­ტარს მე­დი­ას­თან მისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ. და­კა­ვე­ბუ­ლის მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ დეა აფ­ცი­ა­ურ­მა პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ცოტა ხნის წინ გა­ა­კე­თა:

"ჩემ­ზეც და­ი­წყებთ ლა­პა­რაკს, რა­ტომ მცა­ლია პოს­ტე­ბის წე­რის­თვის. მცა­ლია იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რი­თიც შე­მიძ­ლია ჩემი ოთოს გვერ­დში დგო­მა ჩემი, ჩვე­ნი და თქვე­ნი ადა­მი­ა­ნო­ბა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლია. გული მე­კუმ­შე­ბა ბო­როტ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვის­თვი­საც ოთოს არას­დროს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია და ზო­გა­დად არ და­უ­შა­ვე­ბია არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი!!!!! ოთო, ოთო აბე­სა­ძე სუ­ბი­ექ­ტუ­რად და ობი­ექ­ტუ­რად არის სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, შვი­ლი, მამა, მე­გო­ბა­რი და მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი!

არ შე­იძ­ლე­ბა ოთო იყოს ცუ­დად და აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა კარ­გად, ისე რო­გორც იმ­სა­ხუ­რებს, სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა, რომ იყოს!!!!!! თქვენც ხომ გყავთ ოჯა­ხე­ბი, გყავთ შვი­ლე­ბი???? მათ­ზე იფიქ­რეთ და მერე ილა­პა­რა­კეთ ადა­მი­ან­ზე რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ გან­საც­დელ­შია და ყვე­ლა­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დში დგო­მა ჭირ­დე­ბა!!!! თქვენ ყვე­ლას გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ერ და მშვიდ ცხოვ­რე­ბას, რომ არას­დროს, არას­დროს გა­ხა­რებ­დეთ სხვი­სი უბე­დუ­რე­ბა!!!!!!! ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ბი­ჭია, მიყ­ვარს!" - წერს დეა აფ­ცი­ა­უ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ აბე­სა­ძე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მას ქრთა­მის სა­ხით 3 000 აშშ დო­ლა­რის აღე­ბას ედა­ვე­ბა. ბრა­ლი ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ არის და რა­ტომ და­ა­კა­ვეს 28 წლის ოთარ აბე­სა­ძე, რო­მელ­საც "ოც­ნე­ბის ბიჭს" ეძა­ხი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"გული მეკუმშება ბოროტებზე, ვისთვისაც ოთოს არაფერი დაუშავებია" - რას წერს დაკავებული ოთარ აბესაძის შეყვარებული

"გული მეკუმშება ბოროტებზე, ვისთვისაც ოთოს არაფერი დაუშავებია" - რას წერს დაკავებული ოთარ აბესაძის შეყვარებული

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ თბილისის მერიის თანამშრომელ ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. მას 3 0000 დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაში ედება ბრალი.

აბესაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს მედიასთან მისი დაკავების შესახებ. დაკავებულის მეგობარმა გოგონამ დეა აფციაურმა პირველი კომენტარი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ცოტა ხნის წინ გააკეთა:

"ჩემზეც დაიწყებთ ლაპარაკს, რატომ მცალია პოსტების წერისთვის. მცალია იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი რითიც შემიძლია ჩემი ოთოს გვერდში დგომა ჩემი, ჩვენი და თქვენი ადამიანობა, დადებითი ემოციები და სიყვარულია. გული მეკუმშება ბოროტ ადამიანებზე, ვისთვისაც ოთოს არასდროს არაფერი დაუშავებია და ზოგადად არ დაუშავებია არასდროს არავისთვის არაფერი!!!!! ოთო, ოთო აბესაძე სუბიექტურად და ობიექტურად არის საუკეთესო ადამიანი, შვილი, მამა, მეგობარი და მეორე ნახევარი!

არ შეიძლება ოთო იყოს ცუდად და აუცილებლად იქნება კარგად, ისე როგორც იმსახურებს, სხვანაირად არ შეიძლება, რომ იყოს!!!!!! თქვენც ხომ გყავთ ოჯახები, გყავთ შვილები???? მათზე იფიქრეთ და მერე ილაპარაკეთ ადამიანზე რომელიც ძალიან დიდ განსაცდელშია და ყველაზე მეტად ადამიანების გვერდში დგომა ჭირდება!!!! თქვენ ყველას გისურვებთ ბედნიერ და მშვიდ ცხოვრებას, რომ არასდროს, არასდროს გახარებდეთ სხვისი უბედურება!!!!!!! ყველაზე მაგარი ბიჭია, მიყვარს!" - წერს დეა აფციაური.

შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს. გამოძიება მას ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარის აღებას ედავება. ბრალი ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის და რატომ დააკავეს 28 წლის ოთარ აბესაძე, რომელსაც "ოცნების ბიჭს" ეძახიან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს