პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთარ აბესაძე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა და თავს შეუძლოდ გრძნობს" - ადვოკატის კომენტარი სუს-იდან გამოსვლის შემდეგ
"ოთარ აბესაძე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა და თავს შეუძლოდ გრძნობს" - ადვოკატის კომენტარი სუს-იდან გამოსვლის შემდეგ

ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ ოთარ აბე­სა­ძეს ბრალს ხვალ წა­რუდ­გე­ნენ. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ოთარ აბე­სა­ძის ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც სუს-ის შე­ნო­ბა­ში მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის სა­ნა­ხა­ვად და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ჭკა­დუ­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთარ აბე­სა­ძე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვე­შაა, თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს, რის გა­მოც მას­თან ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი ვერ მო­ა­ხერ­ხა.

ად­ვო­კა­ტი ამ დრომ­დე არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, აღი­ა­რებს თუ არა ბრალს ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ოთარ აბე­სა­ძე. იმის გამო, რომ და­კა­ვე­ბულ­თაც ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ად­ვო­კა­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში შეს­ვლას ღა­მის სა­ა­თებ­შიც გეგ­მა­ვენ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­ნო­ბას­თან ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან და­კა­ვე­ბულ ოთარ აბე­სა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, თუმ­ცა, მათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვეს.

თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ აბე­სა­ძე სუს-მა ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. სა­ხელ­მწი­ფო მას 3 ათა­სი დო­ლა­რის აღე­ბას ედა­ვე­ბა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: თბი­ლი­სის მე­რია ოთო აბე­სა­ძის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ოთარ აბესაძე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა და თავს შეუძლოდ გრძნობს" - ადვოკატის კომენტარი სუს-იდან გამოსვლის შემდეგ

"ოთარ აბესაძე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა და თავს შეუძლოდ გრძნობს" - ადვოკატის კომენტარი სუს-იდან გამოსვლის შემდეგ

ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულ ოთარ აბესაძეს ბრალს ხვალ წარუდგენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, რომელიც სუს-ის შენობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სანახავად დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ჭკადუას ინფორმაციით, ოთარ აბესაძე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა, თავს შეუძლოდ გრძნობს, რის გამოც მასთან ხანგრძლივი საუბარი ვერ მოახერხა.

ადვოკატი ამ დრომდე არ ფლობს ინფორმაციას, აღიარებს თუ არა ბრალს ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე. იმის გამო, რომ დაკავებულთაც ხანგრძლივი საუბარი ვერ მოახერხეს, ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლას ღამის საათებშიც გეგმავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ ოთარ აბესაძის ოჯახის წევრები, თუმცა, მათ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო მას 3 ათასი დოლარის აღებას ედავება.

ასევე წაიკითხეთ: თბილისის მერია ოთო აბესაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ