პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90-იანების ქართული კომპანიები, რომლებიც დღეს ბაზრის ლიდერები არიან
90-იანების ქართული კომპანიები, რომლებიც დღეს ბაზრის ლიდერები არიან

90-იან წლე­ბის და­სა­წყის­ში, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა ფაქ­ტობ­რი­ვად მოშ­ლი­ლი იყო - სა­მომ­ხმა­რებ­ლო პრო­დუქ­ტებ­სა და პურ­ზე ფა­სე­ბი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლად იზ­რდე­ბო­და, და­ი­წყო ინფლა­ცია, რო­მელ­მაც 1994 წელს 7 741%-ს მი­აღ­წია… ადა­მი­ა­ნე­ბი უშუ­ქო­ბი­სა და უგა­ზო­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდნენ...

ამ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში ხალ­ხმა ბრძო­ლა და­ი­წყო გა­დარ­ჩე­ნის­თვის - ზოგ­მა მცი­რე ბიზ­ნე­სიც წა­მო­ი­წყო, რო­მელ­საც მა­შინ ბევ­რი წვრილ ბიზ­ნე­სად მო­იხ­სე­ნი­ებ­და.

თან­და­თან ბა­ზარ­ზე გაჩ­ნდნენ ბან­კე­ბი, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. 90-იანი წლე­ბის სირ­თუ­ლეს ყვე­ლამ ვერ გა­უძ­ლო - ბევ­რი გა­კოტ­რდა, ზოგ­მაც კი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ა­ჩე­რა. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც - კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა სირ­თუ­ლე გა­და­ლა­ხეს და დღეს, თა­ვი­ანთ სფე­რო­ში, ლი­დე­რი პო­ზი­ცი­ე­ბი უჭი­რავთ - ჰყავთ ათა­სო­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ნაგ­რძო­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბას.

გთა­ვა­ზობთ 5 კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­თაც 90-იან წლებ­ში აიდ­გეს ფეხი და მა­შინ­დე­ლი გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბა­ზარ­ზე ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ებს მყა­რად ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

თი­ბი­სი ბან­კი

ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის და­სა­წყის­ში, საქრთვე­ლო­ში, 300 ბანკზე მეტი იყო. ამ ბან­კე­ბი­დან ერ­თე­უ­ლე­ბი გა­დარ­ჩნენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი თი­ბი­სი ბან­კია, რო­მე­ლიც 1992 წელს და­ფუძნ­და. ბან­კის და­ფუძ­ნე­ბა ორმა მე­გო­ბარ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ გა­და­წყვი­ტეს. ახალ­ბე­და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი 500 დო­ლა­რი იყო...

დღეს თი­ბი­სი ბან­კი ბაზ­რის ერთ-ერთი ლი­დე­რია. 2016 წელს ბან­კი წლის სა­უ­კე­თე­სო ბან­კად და­სა­ხელ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. "თი­ბი­სი ბან­კი" ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟის პრე­მი­უმ სეგ­მენ­ტშია. ბან­კის თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 6 282-ს აღ­წევს, სერ­ვის ცენ­ტრე­ბი­სა და ფი­ლი­ა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი 152-ია.

"ნი­კო­რა"

200-ზე მეტი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 4 000-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი, სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის 500-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი, 10 სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ბრენ­დი - ასე­თია 1998 წელს და­არ­სე­ბუ­ლი "ნი­კო­რას" მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბით და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­გა­რი.

ერთი მცი­რე სა­წარ­მო­თი წა­მო­წყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ ბიზ­ნე­სად იქცა, რო­მე­ლიც ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს, თევ­ზე­ულს, რძის ნა­წარმს, ნა­ყინს, პურ-ფუნ­თუ­შე­ულს, სა­ლა­თებს, ღვი­ნის სა­წარ­მო­ებ­სა და იმ­პორ­ტი­ორ კომ­პა­ნი­ებს აერ­თი­ა­ნებს.

"1998 წელს, რო­დე­საც "ნი­კო­რა" ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ალ­ბათ, არც კი იყო იმის შეგ­რძნე­ბა, რომ კომ­პა­ნია ამ­ხე­ლა მას­შტა­ბებს მი­აღ­წევ­და... თა­ვი­დან ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და საბ­ჭო­თა ტი­პის სა­წარ­მო­ში - ძვე­ლი და­ნად­გა­რე­ბით. თუმ­ცა, 2000 წლის ბო­ლოს, მოხ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბა - ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­სტრი­უ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი და­ნად­გა­რე­ბი, რა­მაც კი­დევ უფრო დახ­ვე­წა და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხი.

სო­სი­სე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია რომ გა­მო­ვუშ­ვით, მისი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვის გამო, დის­ტრი­ბუ­ტო­რებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს პრო­დუქ­ცი­ის ქსელ­ში გა­ტა­ნა­ზე. მოგ­ვი­წია, რომ პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე პარ­ტია სო­სი­სი სა­კუ­თა­რი კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლით ჩა­მოგ­ვე­რი­გე­ბი­ნა და თი­თო­ე­უ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლი­სა­გან პი­რა­დად აგ­ვე­ღო მისი დახ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბის ნე­ბარ­თვა," - ჰყვე­ბი­ან "ნი­კო­რას" მეს­ვე­უ­რე­ბი სხვა­დას­ხვა მე­დია არ­ხე­ბი­სათ­ვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში.

ავერ­სი

ავერ­სის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძე ბიზ­ნეს­ში პე­დი­ატ­რო­ბი­დან მო­ვი­და. პრო­ფე­სი­ით ექი­მი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ოდეს­მე ბიზ­ნეს­მე­ნი იქ­ნე­ბო­და.

"1994 წელს, მე-6 კურ­სზე რომ ვი­ყა­ვი, კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცი­ებს ვეს­წრე­ბო­დი, ყვე­ლა­ფე­რი პა­ცი­ენტს უნდა მო­ე­ტა­ნა - იქ­ნე­ბო­და ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი თუ შე­სახ­ვე­ვი მა­სა­ლე­ბი. თვი­თონ კლი­ნი­კას არ ჰქონ­და, რად­გან მოშ­ლი­ლი იყო ცენ­ტრა­ლუ­რი მო­მა­რა­გე­ბა. მა­შინ გა­მიჩ­ნდა იდეა, მოს­კო­ვი­დან ან კი­ე­ვი­დან შე­სახ­ვე­ვი მა­სა­ლე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ჩა­მო­მე­ტა­ნა და კლი­ნი­კის­თვის შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, თუმ­ცა კლი­ნი­კის მთა­ვარ­მა ექიმ­მა უარი თქვა - ამის არც ფი­ნან­სე­ბი მაქვს, მაგ­რამ ფართს გა­მო­გი­ყოფ და კლი­ნი­კა­ში გახ­სე­ნი აფ­თი­ა­ქი - ამით პა­ცი­ენ­ტე­ბიც და მათი პატ­რო­ნე­ბიც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ა­ნო. ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დავ­წყვი­ტე აფ­თი­ა­ქის გახ­სნა. პირ­ვე­ლად აფ­თი­აქ­ში 16 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი იყო: ამ­პი­ცი­ლი­ნი, პე­ნი­ცი­ლი­ნი, სტრეპ­ტო­მი­ცი­ნი", - იხ­სე­ნებს პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძე.

გა­სულ წელს "ავერ­სმა" 22 წლის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა. დღეს სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი 232 ობი­ექტს აერ­თი­ა­ნებს. 2005 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და­ი­წყო ფარ­მა­ცევ­ტულ­მა სა­წარ­მო "ავერ­სი რა­ცი­ო­ნალ­მა", 2007 წლი­დან კი "ავერ­სის" კლი­ნი­კა­თა ქსელ­მა.

"კოკა-კოლა"

თე­მურ ჭყო­ნია თა­ვის წარ­მა­ტე­ბას ბიზ­ნეს­ში გა­მარ­თლე­ბას მი­ა­წერს. "კოკა-კო­ლას" ის­ტო­რია მარ­თლაც იღ­ბლი­ა­ნი შემ­თხვე­ვით და­ი­წყო - თე­მურ ჭყო­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში "კოკა-კო­ლას" ჩა­მოს­ხმის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ თა­ვად "კოკა-კო­ლას" პრე­ზი­დენტს დო­ნალდ ქიუს მი­წე­რა. ორ კვი­რა­ში "კოკა-კო­ლას" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყ­ვნენ.

"ქვე­ყა­ნა­ში 90-იანი წლე­ბი დად­გა. წლე­ბი, როცა ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა კი არა, მო­სახ­ლე­ო­ბას თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის უწევ­და ყო­ველ­დღი­უ­რი ზრუნ­ვა. მაგ­რამ ხან­და­ხან გა­მო­უც­დე­ლო­ბამ და უცო­დინ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნოს ადა­მი­ანს, ვიდ­რე ცოდ­ნამ და გა­მოც­დი­ლე­ბამ", - იხ­სე­ნებს თე­მურ ჭყო­ნია.

კოკა-კოლა ბოთ­ლერს ჯორ­ჯი­ას პორ­ტფელ­ში დღეს­დღე­ო­ბით ისე­თი ბრენ­დე­ბია, რო­გო­რე­ბი­ცაა: Coca-Cola, Coca-Cola Light, Coca-Cola Zero, Fanta, Fanta Tropic, Sprite, Schweppes, BonAqua, Burn, Fuze Tea, Cappy.

"ჯე­ო­სე­ლი"

1997 წლის და­სა­წყის­ში "ჯე­ო­სე­ლის" მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მო­ბი­ლუ­რი ზარი გან­ხორ­ცი­ელ­და. მა­შინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი იყო, რომ ქვე­ყა­ნა­ში გლო­ბა­ლუ­რი, პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი იწყე­ბო­და. კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი თურ­ქუ­ლი და ქარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბი იყ­ვნენ. დღე­ის­თვის "ჯე­ო­სე­ლის" აბო­ნენ­ტთა რი­ცხვი 2 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს, და­ფარ­ვის ზონა კი სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის 98%-ს მო­ი­ცავს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

90-იანების ქართული კომპანიები, რომლებიც დღეს ბაზრის ლიდერები არიან

90-იანების ქართული კომპანიები, რომლებიც დღეს ბაზრის ლიდერები არიან

90-იან წლების დასაწყისში, ჩვენი ეკონომიკა ფაქტობრივად მოშლილი იყო - სამომხმარებლო პროდუქტებსა და პურზე ფასები ასტრონომიულად იზრდებოდა, დაიწყო ინფლაცია, რომელმაც 1994 წელს 7 741%-ს მიაღწია… ადამიანები უშუქობისა და უგაზობის პირისპირ აღმოჩნდნენ...

ამ უმძიმეს ვითარებაში ხალხმა ბრძოლა დაიწყო გადარჩენისთვის - ზოგმა მცირე ბიზნესიც წამოიწყო, რომელსაც მაშინ ბევრი წვრილ ბიზნესად მოიხსენიებდა.

თანდათან ბაზარზე გაჩნდნენ ბანკები, ფარმაცევტული და სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელი კომპანიები. 90-იანი წლების სირთულეს ყველამ ვერ გაუძლო - ბევრი გაკოტრდა, ზოგმაც კი საქმიანობა შეაჩერა. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც - კომპანიები, რომლებმაც ყველა სირთულე გადალახეს და დღეს, თავიანთ სფეროში, ლიდერი პოზიციები უჭირავთ - ჰყავთ ათასობით დასაქმებული და წარმატებულად განაგრძობენ საქმიანობას.

გთავაზობთ 5 კომპანიას, რომელთაც 90-იან წლებში აიდგეს ფეხი და მაშინდელი გარემო ფაქტორების მიუხედავად, ბაზარზე ლიდერის პოზიციებს მყარად ინარჩუნებენ.

თიბისი ბანკი

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, საქრთველოში, 300 ბანკზე მეტი იყო. ამ ბანკებიდან ერთეულები გადარჩნენ. ერთ-ერთი მათგანი თიბისი ბანკია, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა. ბანკის დაფუძნება ორმა მეგობარმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტეს. ახალბედა ბიზნესმენების საწყისი კაპიტალი 500 დოლარი იყო...

დღეს თიბისი ბანკი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. 2016 წელს ბანკი წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში. "თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია. ბანკის თანამშრომელთა რაოდენობა 6 282-ს აღწევს, სერვის ცენტრებისა და ფილიალების რაოდენობა კი 152-ია.

"ნიკორა"

200-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი საქართველოს მასშტაბით, 4 000-მდე თანამშრომელი, საკუთარი წარმოების 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, 10 სხვადასხვა მიმართულების ბრენდი - ასეთია 1998 წელს დაარსებული "ნიკორას" მცირე მეწარმეობით დაწყებული ბიზნესის დღევანდელი მონაგარი.

ერთი მცირე საწარმოთი წამოწყებული საქმიანობა წლების განმავლობაში დიდ ბიზნესად იქცა, რომელიც ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, თევზეულს, რძის ნაწარმს, ნაყინს, პურ-ფუნთუშეულს, სალათებს, ღვინის საწარმოებსა და იმპორტიორ კომპანიებს აერთიანებს.

"1998 წელს, როდესაც "ნიკორა" ბაზარზე გამოჩნდა, დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ, არც კი იყო იმის შეგრძნება, რომ კომპანია ამხელა მასშტაბებს მიაღწევდა... თავიდან ხორცპროდუქტების დამზადების პროცესი მიმდინარეობდა საბჭოთა ტიპის საწარმოში - ძველი დანადგარებით. თუმცა, 2000 წლის ბოლოს, მოხდა ინფრასტრუქტურის განახლება - ჩამოვიტანეთ თანამედროვე ავსტრიული და გერმანული დანადგარები, რამაც კიდევ უფრო დახვეწა და გააუმჯობესა პროდუქციის ხარისხი.

სოსისების პირველი პარტია რომ გამოვუშვით, მისი განსხვავებული შეფუთვის გამო, დისტრიბუტორებმა უარი განაცხადეს პროდუქციის ქსელში გატანაზე. მოგვიწია, რომ პირველი რამდენიმე პარტია სოსისი საკუთარი კერძო ავტომობილით ჩამოგვერიგებინა და თითოეული სავაჭრო ობიექტის მფლობელისაგან პირადად აგვეღო მისი დახლებზე განთავსების ნებართვა," - ჰყვებიან "ნიკორას" მესვეურები სხვადასხვა მედია არხებისათვის მიცემულ ინტერვიუებში.

ავერსი

ავერსის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ბიზნესში პედიატრობიდან მოვიდა. პროფესიით ექიმი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ბიზნესმენი იქნებოდა.

"1994 წელს, მე-6 კურსზე რომ ვიყავი, კლინიკაში ოპერაციებს ვესწრებოდი, ყველაფერი პაციენტს უნდა მოეტანა - იქნებოდა ეს მედიკამენტები თუ შესახვევი მასალები. თვითონ კლინიკას არ ჰქონდა, რადგან მოშლილი იყო ცენტრალური მომარაგება. მაშინ გამიჩნდა იდეა, მოსკოვიდან ან კიევიდან შესახვევი მასალები და მედიკამენტები ჩამომეტანა და კლინიკისთვის შემეთავაზებინა, თუმცა კლინიკის მთავარმა ექიმმა უარი თქვა - ამის არც ფინანსები მაქვს, მაგრამ ფართს გამოგიყოფ და კლინიკაში გახსენი აფთიაქი - ამით პაციენტებიც და მათი პატრონებიც ძალიან კმაყოფილი იქნებიანო. ასე მოულოდნელად გადავწყვიტე აფთიაქის გახსნა. პირველად აფთიაქში 16 დასახელების მედიკამენტი იყო: ამპიცილინი, პენიცილინი, სტრეპტომიცინი", - იხსენებს პაატა კურტანიძე.

გასულ წელს "ავერსმა" 22 წლის იუბილე აღნიშნა. დღეს სააფთიაქო ქსელი 232 ობიექტს აერთიანებს. 2005 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ფარმაცევტულმა საწარმო "ავერსი რაციონალმა", 2007 წლიდან კი "ავერსის" კლინიკათა ქსელმა.

"კოკა-კოლა"

თემურ ჭყონია თავის წარმატებას ბიზნესში გამართლებას მიაწერს. "კოკა-კოლას" ისტორია მართლაც იღბლიანი შემთხვევით დაიწყო - თემურ ჭყონიამ საქართველოში "კოკა-კოლას" ჩამოსხმის სურვილის შესახებ თავად "კოკა-კოლას" პრეზიდენტს დონალდ ქიუს მიწერა. ორ კვირაში "კოკა-კოლას" წარმომადგენლები საქართველოში იყვნენ.

"ქვეყანაში 90-იანი წლები დადგა. წლები, როცა ბიზნესის წარმოება კი არა, მოსახლეობას თვითგადარჩენისთვის უწევდა ყოველდღიური ზრუნვა. მაგრამ ხანდახან გამოუცდელობამ და უცოდინრობამ შეიძლება უფრო დიდი წარმატება მოუტანოს ადამიანს, ვიდრე ცოდნამ და გამოცდილებამ", - იხსენებს თემურ ჭყონია.

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პორტფელში დღესდღეობით ისეთი ბრენდებია, როგორებიცაა: Coca-Cola, Coca-Cola Light, Coca-Cola Zero, Fanta, Fanta Tropic, Sprite, Schweppes, BonAqua, Burn, Fuze Tea, Cappy.

"ჯეოსელი"

1997 წლის დასაწყისში "ჯეოსელის" მეშვეობით საქართველოში პირველი მობილური ზარი განხორციელდა. მაშინდელ საქართველოში ეს ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყო, რომ ქვეყანაში გლობალური, პოზიტიური ცვლილებები იწყებოდა. კომპანიის დამფუძნებლები თურქული და ქართული მხარეები იყვნენ. დღეისთვის "ჯეოსელის" აბონენტთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს, დაფარვის ზონა კი საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს მოიცავს.

sponsored by ContentRoom

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი