თბილისის მერობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, შესაბამისდ, კანდიდატები საარჩევნო კამპანიას აქტიურად იწყებენ. მათ შორის, თბილისის მერად კენჭს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილიც იყრის.
ელისაშვილმა საზოგადოებას თავი ხელისუფლების აქტიური კრიტიკითა და ხმამაღალი განცხადებებით უკვე წლებია დაამახსოვრა, ახლა კი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას თბილისის მერის პოზიციაზე გეგმავს. მერობის კანდიდატმა ჩვენთან საუბარში განმარტა, თუ როგორ აპირებს თბილისში არსებული პრობლემების გადაჭრას და აღნიშნა, რომ ამისთვის შესაძლოა, მტკივნეული რეფორმების გატარებაც მოუწიოს.
გაქვთ თუ არა თბილისელების მხარდაჭერის იმედი?
- თბილისელების მხარდაჭერის იმედი რომ არ მქონდეს, ამ დავიდარაბაში თავს ნამდვილად არ გავყოფდი. ასე თუ ისე მგონია, რომ თბილისის მცხოვრებლები მხარს დამიჭერენ.
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერი გახდებით, პირველს რას შეცვლით ქალაქში?
- თბილისის მერის თანამდებობას დავიკავებ თუ არა, თავდაპირველად, "სითი პარკის" აქედან გაგდების განკარგულებას მოვაწერ ხელს და პარკინგის მომწესრიგებელი კომპანიის შესარჩევად, ახალ ტენდერს გამოვაცხადებ. ქალაქში პარკინგის ინფრასტრუქტურის შექმნაზე ორიენტირებული კომპანია უნდა ოპერირებდეს და არა "სითი პარკი," რომელიც მარტო საღებავში ხარჯავს ფულს და ავტომობილის მოპარვასა და ჯარიმის გამოწერაზეა დაგეშილი. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა არა შეღებილი და დახატული ტროტუარები, არამედ მიწისქვეშა და მიწისზედა ადეკვატური სადგომებია და კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, ამის შექმნის პირობა უნდა ჰქონდეს. წაიკითხეთ გაგრძელება