პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს - შსს ვიდეომასალას აქვეყნებს
შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს - შსს ვიდეომასალას აქვეყნებს

შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი დღეს შა­ტი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე რე­ისს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნილ ტუ­რის­ტებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვანს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს-ს მაშ­ვე­ლე­ბი დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შა­ტი­ლის ხე­ო­ბა­ში მყო­ფი 5 უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ.

"დუ­შე­თის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­მა გან­საც­დელ­ში მყოფ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, დად­გინ­და მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის ზუს­ტი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი. უა­მინ­დო­ბი­სა და მდი­ნა­რე გუ­როს­ჭა­ლის ადი­დე­ბის გამო, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ გზებ­ზე ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია ქვე­ი­თად მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, პა­რა­ლე­ლუ­რად, შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თა­ნა­ვე, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი ჩა­ერ­თო.

"ამ წუ­თებ­ში ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, ტუ­რის­ტე­ბის შა­ტი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თა­ნა­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნით მაშ­ვე­ლებ­მა შა­ტი­ლი­დან თბი­ლის­ში რუს­თა­ვის მე-11 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი უკვე ჩა­მო­იყ­ვა­ნეს.

უგ­ზო­ო­ბი­სა და უა­მინ­დო­ბის გამო, ექ­სკურ­სი­ა­ზე მყო­ფი 15 ბავ­შვი, 2 მას­წავ­ლე­ბელ­თან და 2 მშო­ბელ­თან ერ­თად, ხევ­სუ­რე­თი­დან უკან დაბ­რუ­ნე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებ­და. ისი­ნი მაშ­ვე­ლებ­მა დღეს გა­მო­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს - შსს ვიდეომასალას აქვეყნებს

შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტების გამოყვანა მიმდინარეობს - შსს ვიდეომასალას აქვეყნებს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს შატილის მიმართულებით რამდენიმე რეისს განახორციელებს და ადგილზე დარჩენილ ტურისტებსა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს.

შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს მაშველები დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ხეობაში მყოფი 5 უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.

"დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა განსაცდელში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარება მოახერხა, დადგინდა მათი ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატები. უამინდობისა და მდინარე გუროსჭალის ადიდების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია და სამაშველო ოპერაცია ქვეითად მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო

როგორც უწყებაში განმარტავენ, პარალელურად, შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

"ამ წუთებში ერთობლივი ძალისხმევით, ტურისტების შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოყვანა მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მაშველებმა შატილიდან თბილისში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე ჩამოიყვანეს.

უგზოობისა და უამინდობის გამო, ექსკურსიაზე მყოფი 15 ბავშვი, 2 მასწავლებელთან და 2 მშობელთან ერთად, ხევსურეთიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. ისინი მაშველებმა დღეს გამოიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი