მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იხსნა ისრაელმა 102 მძევალი 59 წუთში - უპრეცედენტო ანტიტერორისტული რეიდი ენტებეში
როგორ იხსნა ისრაელმა 102 მძევალი 59 წუთში - უპრეცედენტო ანტიტერორისტული რეიდი ენტებეში

4.000 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, სხვა ქვე­ყა­ნა­ში ასე­უ­ლი კო­მან­დო­სის გაგ­ზავ­ნა, სხვა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო­ებ­თან ბრძო­ლა­ში ჩაბ­მა, ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ აყ­ვა­ნი­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და უკან მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით დაბ­რუ­ნე­ბა - ფიქ­რობთ, ჰო­ლი­ვუ­დის მო­რი­გი ბო­ე­ვი­კის სცე­ნა­რია? არა, ეს ის ოპე­რა­ცი­აა, რო­მე­ლიც 1976 წლის 4 ივ­ლისს ის­რა­ე­ლის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლებ­მა უგან­და­ში, ქა­ლაქ ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ის, რაც ბევ­რის­თვის მხო­ლოდ "ბო­ე­ვი­კის" ჟან­რის ფილ­მებ­ში თუა წარ­მო­სად­გე­ნი, ის­რა­ე­ლის­თვის დიდი ხა­ნია რე­ა­ლო­ბად იქცა...

1976 წლის 27 ივ­ნი­სი. სა­ბერ­ძნე­თი. თელ-ავი­ვი­დან პა­რი­ზის­კენ მი­მა­ვა­ლი Air France-ის რე­ი­სი #139 ათენ­ში ჯდე­ბა, რათა კი­დევ 58 მგზავ­რი აიყ­ვა­ნოს. ოთხი ახა­ლი მგზავ­რი ყალ­ბი პას­პორ­ტე­ბით ჯდე­ბა რე­ის­ზე. ისი­ნი სუ­ლაც არ მი­ე­მარ­თე­ბი­ან პა­რიზ­ში. ისი­ნი რა­დი­კა­ლუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "პა­ლეს­ტი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხალ­ხო ფრონ­ტის" წევ­რე­ბი არი­ან. ამ­ჯე­რად მათი სა­მიზ­ნე ათე­ნის აე­რო­პორ­ტი გახ­და. თვითმფრი­ნავ­ში 246 მგზავ­რია, მათი უმე­ტე­სო­ბა კი ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. ათე­ნის აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ად­გი­ლე­ბი­დან სამი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და ქალი ადგა - მათ მგზავ­რებს აც­ნო­ბეს, რომ თვითმფრი­ნა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლია.

"ისი­ნი მზად იყ­ვნენ მო­ვე­კა­ლით. ამა­ში ეჭვი არ გვე­პა­რე­ბო­და. ჩვენ ვი­ცო­დით, რომ ისი­ნი მოგ­ვკლავ­დნენ" - იხ­სე­ნებს ერთ-ერთ მგზავ­რი, ილან ჰარ­ტუ­ვი.

ერთ-ერთ ტე­რო­რის­ტი პი­ლო­ტის კა­ბი­ნა­ში შე­დის და ბრძა­ნე­ბას აძ­ლევს, კურ­სი შეც­ვა­ლოს და რა­დი­ო­კავ­ში­რი გა­მორ­თოს. ამ დროს ავი­ა­დის­პეტ­ჩე­რე­ბი ის­რა­ე­ლის მხა­რეს უკავ­შირ­დე­ბი­ან და აც­ნო­ბენ, რომ #139 რე­ი­სი გა­ტა­ცე­ბუ­ლია. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იცხაკ რა­ბი­ნი სას­წრა­ფო ტე­ლეგ­რა­მას მი­ი­ღებს: "Air France-ის რე­ი­სი #139 გა­ტა­ცე­ბუ­ლია ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ".

გა­ტა­ცე­ბი­დან 2,5 სა­ათ­ში თვითმფრი­ნა­ვი ლი­ბი­ა­ში, ქა­ლაქ ბენ­ღაზ­ში ჯდე­ბა. ტე­რო­რის­ტე­ბი ლი­ბი­ის პრე­ზი­დენტს მუ­ა­მარ კა­და­ფის საწ­ვა­ვის ჩას­ხმას თხო­ვენ, რა­ზეც თან­ხმო­ბას იღე­ბენ. ერთ-ერთი მგზავ­რი, პატ­რი­შია მარ­ტე­ლი ტე­რო­რის­ტებს ეუბ­ნე­ბა, რომ ორ­სუ­ლა­დაა და თხოვს გა­უშ­ვან ის. ტე­რო­რის­ტებ­მა ის გა­უშ­ვეს. 7-სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ გა­ტა­ცე­ბულ­მა თვითმფრი­ნავ­მა და­ტო­ვა ბენ­ღა­ზის აე­რო­პორ­ტი და უც­ნო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავ­რა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მგზავ­რი სახ­ლში, ლონ­დონ­ში და­აბ­რუ­ნეს. მის და­სა­კი­თხად ლონ­დონ­ში ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­ვი­და. პატ­რი­შია მარ­ტელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ თვითმფრი­ნა­ვი რა­დი­კა­ლუ­რი პა­ლეს­ტი­ნუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს და რომ ორი ტე­რო­რის­ტი გერ­მა­ნე­ლია. მან ისი­ნი ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის არ­ქი­ვე­ბი­დან ამო­იც­ნო.

დიქ­ტა­ტო­რი იდი ამი­ნი

ბენ­ღა­ზის აე­რო­პორ­ტის და­ტო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი უგან­და­ში, ქა­ლაქ ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტში ჯდე­ბა. ტე­რო­რის­ტებ­მა ენ­ტე­ბე შემ­თხვე­ვით არ შე­არ­ჩი­ეს. ქა­ლა­ქი თელ-ავი­ვი­დან 3,200 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ეს კი მათ­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი იყო.

იმ დროს უგან­დას დიქ­ტა­ტო­რი იდი ამი­ნი მარ­თავ­და. ის ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და ექ­სცენ­ტრი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა. ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად დიქ­ტა­ტო­რი ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტში მი­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც იდი ამი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა ის­რა­ელ­თან მტკი­ცე იყო, თუმ­ცა შემ­დეგ 1972 წელს ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გოლ­და მე­ირ­მა მას უარი გა­ნუ­ცხა­და თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ის მე­ზო­ბე­ლი კე­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გეგ­მავ­და. შე­დე­გად კი, იდი ამინ­მა პრო­პა­ლეს­ტი­ნუ­რი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა.

29 ივ­ნი­სი. გა­ტა­ცე­ბის მე­სა­მე დღე

ტე­რო­რის­ტე­ბი მო­თხოვ­ნას უყე­ნე­ბენ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას. ისი­ნი ითხო­ვენ, რომ ის­რა­ელ­მა ათე­უ­ლო­ბით ტე­რო­რის­ტი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს პა­ტიმ­რო­ბი­დან. ის­რა­ელს პა­სუ­ხის მი­სა­ცე­მად 45 სა­ათს აძ­ლე­ვენ. თუ ტე­რო­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, ისი­ნი მძევ­ლე­ბის მოკ­ვლას და­ი­წყე­ბენ. მძევ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვებ­მა იცოდ­ნენ, რომ ის­რა­ე­ლი არ და­ი­წყებ­და ტე­რო­რის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. სი­ტუ­ა­ცია გა­მო­უ­ვა­ლი იყო.

ში­მონ პე­რე­სის, მა­შინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან: "იდი ამინ­ზე ბევ­რი მსმე­ნია. ვი­ცო­დი, რომ ის ნატ­რობს სა­ხელ­გან­თქმუ­ლი იყოს მსოფ­ლი­ო­ში. ჩვენ მას ვუ­თხა­რით, თუ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში, მშვი­დო­ბის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ას მი­ი­ღებს. ის უცებ და­ინ­ტე­რეს­და ამ შე­თა­ვა­ზე­ბით".

1 ივ­ლი­სი. გა­ტა­ცე­ბის მე­ხუ­თე დღე

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა მტკი­ცედ ამ­ბობს უარს ტე­რო­რის­ტებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მარ­თვა­ზე. მძევ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი პრო­ტესტს გა­მოთ­ქვა­მენ და ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ ტე­რო­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი შე­ას­რუ­ლონ. სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი იყო და ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და­თან­ხმე­ბო­და ტე­რო­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნებს. თუმ­ცა, რო­გორც შემ­დგომ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, ეს ტაქ­ტი­კუ­რი სვლა იყო.

ში­მონ პე­რე­სი: "მე მეს­მო­და მძევ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გრძნო­ბე­ბი, მაგ­რამ ერთი წუ­თი­თაც არ მე­ეჭ­ვე­ბო­და, რომ ჩვენ მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მოგ­ვი­წევ­და ან კი­დე­ვაც ჩვენ მათ დავ­კარ­გავ­დით".

უგან­დის ლი­დე­რი მი­იჩ­ნევ­და, რომ მან უკან და­ა­ხე­ვი­ნა ის­რა­ელს. მისი მო­საზ­რე­ბით, მან ხელი შე­უ­წყო მშვი­დო­ბი­ა­ნი კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვას და მსოფ­ლი­ოს პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა. მან ტე­რო­რის­ტე­ბი და­არ­წმუ­ნა, გა­ე­ხან­გრძლი­ვე­ბი­ნათ ულ­ტი­მა­ტუ­მის სა­ბო­ლოო ვადა 72 სა­ა­თით. ტე­რო­რის­ტებ­მა ასე­ვე ყვე­ლა არა­ებ­რა­ე­ლი მგზავ­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ის­რა­ე­ლის ტაქ­ტი­კუ­რი სვლა ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა. მათ დრო მო­ი­გეს, რო­მე­ლიც ასე სჭირ­დე­ბო­დათ.

ასამ­დე არა­ებ­რა­ე­ლი მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ახ­ლე იყო მუკი ბე­ცე­რის­თვის, იმ დროს ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი და­ნა­ყო­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი. "იმ დროს მე ვერ შე­ვი­კა­ვე ემო­ცი­ე­ბი. ტე­რო­რის­ტებ­მა დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვი­ღებ­დით" - იხ­სე­ნებს ბე­ცე­რი.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბის და­კი­თხვის შემ­დეგ მუკი ბე­ცე­რის­თვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ტე­რო­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ექვს ადა­მი­ანს შე­ად­გენს, რომ ისი­ნი მო­ნაც­ვლე­ო­ბით მო­რი­გე­ო­ბენ, ორი მათ­გა­ნი მუდ­მი­ვად ის­ვე­ნებს აე­რო­პორ­ტის პირ­ვე­ლი კლა­სის დარ­ბაზ­ში, თი­თო­ე­ულ მათ­განს ავ­ტო­მა­ტი აქვს, ზო­გი­ერთ მათ­განს კი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბიც. კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, შუ­ა­ღა­მი­სას მძევ­ლე­ბი ია­ტაკ­ზე წვე­ბი­ან და ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თის­თვის უკვე სძი­ნავთ. ამ დროს სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბი­დან ბრუნ­დე­ბა იონი ნე­თა­ნი­აჰუ (ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ძმა) და კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას სა­თა­ვე­ში უდ­გე­ბა. გეგ­მა, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი ამუ­შა­ვებს, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტოა, რო­მე­ლიც ოდეს­მე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა!

ჯო­შუა შანი ჯგუფ­თან ერ­თად

გეგ­მა სამ ეტაპს მო­ი­ცავს. პირ­ვე­ლი ეტა­პი: ის­რა­ე­ლის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი ენ­ტე­ბე­ში უნდა მოხ­ვდეს. ეს პი­ლო­ტი ჯო­შუა შა­ნის და­ვა­ლე­ბაა. მან "ჰერ­კუ­ლე­სის" ტი­პის ოთხი თვითმფრი­ნა­ვი 4,000 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე უგან­და­ში უნდა გა­იყ­ვა­ნოს. ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტში ორი ტერ­მი­ნა­ლია. ერთი ახა­ლი და მე­ო­რე ძვე­ლი. მძევ­ლე­ბი ძველ ტერ­მი­ნალ­ში არი­ან. გეგ­მის თა­ნახ­მად, "ჰერ­კუ­ლე­სის" ტი­პის ოთხი თვითმფრი­ნა­ვი ღა­მით შე­უმ­ჩნევ­ლად უნდა დაჯ­დეს ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტში. პირ­ვე­ლი ჯო­შუა შა­ნის თვითმფრი­ნა­ვი დაჯ­დე­ბა, შვი­დი წუ­თის შემ­დეგ კი და­ნარ­ჩე­ნი სამი. ჯო­შუა შანი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ და­საშ­ვებ ბი­ლიკ­ზე შე­საძ­ლოა გა­ნა­თე­ბა არ იყოს და მას ბრმად მო­უ­წევს თვითმფრი­ნა­ვის და­ჯე­ნა.

ჯო­შუა შანი იხ­სე­ნებს: "წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თუ ტე­რო­რის­ტე­ბი ჩვენ შეგ­ვამ­ჩნევ­დნენ და სრო­ლას და­ი­წყებ­დნენ, ხუთ წუთ­ში ყვე­ლა მძე­ვა­ლი მკვდა­რი იქ­ნე­ბო­და".

მე­ო­რე ეტა­პი: ტრან­სპორ­ტი­რე­ბა. პირ­ვე­ლი "ჰერ­კუ­ლე­სის" დაჯ­დო­მის შემ­დეგ, ის­რა­ე­ლის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის 30 კო­მან­დო­სი ტერ­მი­ნა­ლის კა­რებ­თან შე­უმ­ჩნევ­ლად უნდა აღ­მოჩ­ნდეს. სა­ა­მი­სოდ მათ ორი კი­ლო­მეტ­რი უნდა გა­ი­ა­რონ. ასაფ­რენ ბი­ლიკს და­ახ­ლო­ე­ბით 30 უგან­დი­ე­ლი სამ­ხედ­რო იცავს. მუკი ბე­ცე­რი გა­მო­სა­ვალს სთა­ვა­ზობს: ებ­რა­ე­ლი კო­მან­დო­სე­ბი უგან­დე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის უნი­ფორ­მას გა­და­იც­ვა­მენ და რო­გორც უგან­დე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის კორ­ტე­ჟი, ამ მარ­შრუტს გა­ივ­ლი­ან. მუკი ბე­ცერს ახ­სოვს, რომ იდი ამი­ნი და უგან­დი­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი დიდი შავი ფე­რის მან­ქა­ნე­ბით, სამ­ხედ­რო "ჯი­პე­ბის" თან­ხლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. უგან­დელ სამ­ხედ­რო­ებს ეში­ნი­ათ იდი ამი­ნის და მისი კორ­ტე­ჟის და­ნახ­ვა­ზე, შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­უშ­ვე­ბენ. "ჰერ­კუ­ლე­სის" თვითმფრი­ნა­ვით ენ­ტე­ბე­ში ის­რა­ე­ლის მხა­რემ სწო­რედ იდი ამი­ნის კორ­ტე­ჟის მსგავ­სი მან­ქა­ნე­ბი ჩა­იყ­ვა­ნა.

მე­სა­მე ეტა­პი: შტურ­მი. იონი ნე­თა­ნი­აჰუ და მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფი უგან­დელ სამ­ხედ­რო­ებ­თან ბრძო­ლა­ში ჩა­ებ­მე­ბა. ამ დროს სამი კო­მან­დო­სი შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რე­ბა, ტე­რო­რის­ტებს გა­ა­ნად­გუ­რებს და მძევ­ლებს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს.

იონი ნე­თა­ნი­აჰუ

3 ივ­ლი­სი. ენ­ტე­ბე. ულ­ტი­მა­ტუ­მის ვა­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე ერთი დღე. მძევ­ლე­ბი იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, თუ რო­გორ მოკ­ვდე­ბი­ან...

ერთ-ერთი მძე­ვა­ლი, სარა დე­ვიდსო­ნი იხ­სე­ნებს: "ერ­თა­დერ­თი, რაც მინ­დო­და იყო, რომ წა­მე­ბით არ მომ­კვდა­რი­ყა­ვი. მეტი სხვა არა­ფე­რი მინ­დო­და". თუმ­ცა, რაც სარა დე­ვიდსონ­მა არ იცო­და, ის იყო, რომ ის­რა­ე­ლის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი, "ჰერ­კუ­ლე­სის" ტი­პის ოთხი თვითმფრი­ნა­ვით უკვე გზა­ში იყო.

9 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ 4,000 კი­ლო­მეტ­რის და­ფარ­ვა მო­უ­წევთ. ოპე­რა­ცია "ელვა" და­ი­წყო.

ში­მონ პე­რე­სის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან: "მშვე­ნივ­რად მეს­მო­და, რომ პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე ვა­გებ­დი ამ ოპე­რა­ცი­ა­ზე. თუ მი­სია წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა შე­თან­ხმდე­ბო­და იმა­ზე, რომ ეს ჩემი ბრა­ლია. თუ ჯა­რის­კა­ცი თა­ვის სი­ცო­ცხლეს ხი­ფათ­ში აგ­დებს, მა­შინ რა ვთქვათ მის ხელ­მძღვა­ნელ­ზე? მა­ნაც ხი­ფათ­ში უნდა ჩა­აგ­დოს თა­ვი­სი კა­რი­ე­რა. ამი­ტო­მაც, მა­შინ ჩემს თავს ჯა­რის­კა­ცად ვგრძნობ­დი".

თუმ­ცა, "ჰერ­კუ­ლე­სე­ბის" ენ­ტე­ბე­ში მოხ­ვედ­რის მარ­შრუ­ტი საფრ­თხე­ე­ბით აღ­სავ­სე იყო. წი­თე­ლი ზღვის თავ­ზე მდე­ბა­რე მარ­შრუტს ეგ­ვიპ­ტეს, სა­უ­დის არა­ბე­თი­სა და სუ­და­ნის რა­და­რე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ. ამი­ტო­მაც, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ "ჰერ­კუ­ლე­სე­ბის" ეს­კად­რი­ლია 1,500 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილს ზღვი­დან 30 მეტ­რის და­შო­რე­ბა­ზე გა­და­უფ­რენ­და. ეს ძალ­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა იყო 30 წლის პი­ლო­ტის­თვის, ჯო­შუა შა­ნის­თვის.

ჯო­შუა შანი

ჯო­შუა შანი იხ­სე­ნებს: "მა­შინ გა­ვი­ფიქ­რე - აი, ეს მო­მენ­ტიც დად­გა! ან უნდა გა­ვა­კე­თო, რაც სა­ჭი­როა ან კი­დე­ვაც ის­ტო­რი­ა­ში შეხ­ვალ, რო­გორც ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ის ყვე­ლა­ზე დიდი მარ­ცხის ავ­ტო­რი".

მუკი ბე­ცერ­მა, რო­მე­ლიც პირ­ველ "ჰერ­კუ­ლეს­ში" იჯდა, ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო და­ვა­ლე­ბა აიღო თა­ვის თავ­ზე: ის სამ­კა­ცი­ან ჯგუფს გა­უ­ძღვე­ბა, რო­მე­ლიც იმ შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რე­ბა, სა­დაც მძევ­ლე­ბი არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ზუს­ტად გეგ­მის მი­ხედ­ვით, 3 ივ­ლისს 23:59 სა­ათ­ზე "ჰერ­კუ­ლე­სის" პი­ლო­ტი ჯო­შუა შანი მზად არის ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტში და­საფ­რე­ნად. მან ღრმად ამო­ი­სუნ­თქა, ვი­ნა­ი­დან 72-ტო­ნი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვის შე­უმ­ჩნევ­ლად და­ჯე­ნა მო­უ­წევსდას­მა მო­უ­წევ­და. ჯო­შუა შა­ნიმ და­საფ­რენ ბი­ლიკ­ზე გა­ნა­თე­ბა შე­ამ­ჩნია.

ჯო­შუა შანი იხ­სე­ნებს: "ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­დალ­მა რა­დი­ო­კავ­ში­რის მეშ­ვე­ო­ბით მკი­თხა: "ხომ ხარ კარ­გად? ხე­დავ და­საფ­რენ ბი­ლიკს? შეძ­ლებ დაჯ­დო­მას?". ძა­ლე­ბი მო­ვიკ­რი­ფე, ღრმად ამო­ვი­სუნ­თქე, რომ ჩემი ხმა მშვი­დი ყო­ფი­ლი­ყო და ვუ­პა­სუ­ხე: მზად ვარ. ეს და­უ­ვი­წყა­რი მო­მენ­ტი იყო!"

პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი იცხაკ რა­ბი­ნი და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბი

პირ­ვე­ლი "ჰერ­კუ­ლე­სი" 4 ივ­ლი­სის 00:05 სა­ათ­ზე ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტში დაჯ­და. ის­რა­ე­ლელ­მა კო­მან­დო­სებ­მა იცი­ან, რომ ამ დროს 2,5 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, აე­რო­პორ­ტის ძველ ტერ­მი­ნალ­ში მძევ­ლე­ბი და­სა­ძი­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. ფეხ­ზე მხო­ლოდ ტე­რო­რის­ტე­ბი დგა­ნან. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის თავ­ში სრო­ლა იოლი იქ­ნე­ბა. "ჰერ­კუ­ლე­სის" დაჯ­დო­მა არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია. ოპე­რა­ცია მე­ო­რე ფა­ზა­ზე გა­და­ვი­და.

"ჰერ­კუ­ლე­სი­დან" პირ­ვე­ლი გა­მო­დის უგან­დის ლი­დე­რის, იდი ამი­ნის მსგავ­სი კორ­ტე­ჟი. მაში მუკი ბე­ცე­რი და კი­დევ რვა კო­მან­დო­სი იმ­ყო­ფე­ბა. ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ნათ­ლად ხე­და­ვენ ტერ­მი­ნალს. უგან­დელ სამ­ხედ­რო­ებს, რომ­ლე­ბიც სა­დის­პეტ­ჩე­რო კოშ­კზე იმ­ყო­ფე­ბი­ან, არც კი გა­ჩე­ნი­ათ ეჭვი, რომ მათ წი­ნა­შე კო­მან­დო­სე­ბი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ას იწყე­ბენ. უეც­რად, კო­მან­დო­სე­ბის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, გი­ო­რა ზუს­მან­მა რა­ღაც შე­ამ­ჩნია. "ჩვენ უეც­რად და­ვი­ნა­ხეთ ორი უგან­დე­ლი ჯა­რის­კა­ცი. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ავ­ტო­მა­ტით დაგ­ვიქ­ნია და ჩვენ­სკენ მო­იშ­ვი­რა" - იხ­სე­ნებს გი­ო­რა ზუს­მა­ნი.

მუკი ბე­ცერ­მა იცო­და, რომ ეს უგან­დე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი ჟეს­ტია. ბე­ცე­რი კო­ლე­გებს მო­უ­წო­დებს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ონ ამას და გა­ნაგ­რძონ გზა ტერ­მი­ნა­ლის­კენ. "წინ გზას ვხე­დავ­დი. მეს­მო­და, რომ ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა. მი­სია წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩან­და. სულ რა­ღაც 30 წამ­ში შე­ნო­ბა­ში შე­ვიჭ­რე­ბო­დით" - იხ­სე­ნებს მუკი ბე­ცე­რი.

მაგ­რამ ამ დროს რაზ­მის მე­თა­ურ­მა ონი ნე­თა­ნი­აჰუმ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და გი­ო­რა ზუს­მანს უგან­დი­ე­ლი ჯა­რის­კა­ცის ლიკ­ვი­დი­რე­ბა უბ­რძა­ნა. "ჩვენ უნდა მოგ­ვეკ­ლა ის, ვი­ნა­ი­დან ხელს გვიშ­ლი­და. ამას გა­ვა­კე­თებთ და გზას გან­ვაგ­რძობთ. მე და იო­ნის მა­ყუ­ჩი­ა­ნი პის­ტო­ლე­ტე­ბი გვქონ­და" - იხ­სე­ნებს ზუს­მა­ნი.

უგან­დელ სამ­ხედ­როს რამ­დე­ნი­მე ტყვია მოხ­ვდა, თუმ­ცა მან მო­ა­ხერ­ხა ად­გო­მა და მას უკვე უკან მო­მა­ვა­ლი სამ­ხედ­რო ჯი­პი­დან ავ­ტო­მა­ტით ეს­რო­ლეს, რო­მე­ლიც მა­ყუ­ჩი­ა­ნი არ იყო. სრო­ლის ხმა აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ის­მა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტი და­ი­კარ­გა. უგან­დელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ის­რა­ე­ლელ კო­მან­დო­სებს. მათ ტერ­მი­ნა­ლი­დან 70 მეტრში მო­უ­წი­ათ გა­ჩე­რე­ბა და სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლის გახ­სნა. მუკი ბე­ცე­რი ში­შობ­და, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი მძევ­ლე­ბის დას­ჯას და­ი­წყებ­დნენ.

მუკი ბე­ცე­რი და მისი ხალ­ხი ტერ­მი­ნალ­ში შე­იჭრ­ნენ, სა­დაც მძევ­ლე­ბი იყ­ვნენ. ერთ-ერთი მძე­ვა­ლი, სარა დე­ვიდსო­ნი იხ­სე­ნებს: "ყველ­გან სრო­ლა გა­ის­მო­და, ყუმ­ბა­რე­ბის აფეთ­ქე­ბის ხმა. ეს ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი იყო".

გი­უ­რა ზუს­მა­ნის და­ნა­ყო­ფი მე­ხუ­თე დარ­ბაზ­ში შე­იჭ­რა, სა­დაც სხვა ტე­რო­რის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. იონი ნე­თა­ნი­აჰუ და მისი ხალ­ხი კი აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უგან­დელ სამ­ხედ­რო­ებ­თან ბრძო­ლას აგ­რძე­ლებ­დნენ. მუკი ბე­ცე­რი და მისი რაზ­მი კი ამ დროს ტერ­მი­ნალ­ში გა­დარ­ჩე­ნილ ტე­რო­რის­ტებს ეძე­ბენ. "და­ძა­ბუ­ლი მო­მენ­ტი იყო. ჩვე­ნი თვა­ლე­ბი სკა­ნე­რი­ვით მუ­შა­ობ­და. მზად ვი­ყა­ვით ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში გვეს­რო­ლა. ტყვია ტე­რო­რის­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ნამ უნდა გაგ­ვეშ­ვა, ვიდ­რე ის გვეს­რო­და" - იხ­სე­ნებს ბე­ცე­რი.

მძე­ვა­ლი სარა დე­ვიდსო­ნის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან: "შემ­დეგ სი­ჩუ­მემ და­ი­სად­გუ­რა. ვი­ღა­ცამ ივ­რით­ზე თქვა: "ნა­ხეთ, აქ ის­რა­ე­ლე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი არი­ან". მე ოდ­ნავ წა­მოვ­წიე თავი და ჯა­რის­კა­ცი და­ვი­ნა­ხე. მან მი­თხრა: "მო­ვე­დით, რომ სახ­ლში წა­გიყ­ვა­ნოთ".

ის­რა­ე­ლის კო­მან­დო­სებ­მა ყვე­ლა ტე­რო­რის­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს. თუმ­ცა, ოპე­რა­ცია ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. უგან­დე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ჯერ კი­დევ აგ­რძე­ლე­ბენ ბრძო­ლას ებ­რა­ე­ლი კო­მან­დო­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. შე­ტა­კე­ბი­სას სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა სპეც­რაზ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი იონი ნე­თა­ნი­აჰუ. ოპე­რა­ცია "ელვა" უკვე შვი­დი წუ­თია, რაც გრძელ­დე­ბა. უპი­რა­ტე­სო­ბა უგან­დელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მო­ი­პო­ვეს. ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მუკი ბე­ცერ­მა ჩა­ი­ბა­რა. ამ დროს აე­რო­პორ­ტში ის­რა­ე­ლე­ლი კო­მან­დო­სე­ბის კი­დევ სამი "ჰერ­კუ­ლე­სი" დაჯ­და. მუკი ბე­ცერ­მა მა­სი­უ­რი შე­ტე­ვის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. "მე ჩემს ხალ­ხს ბრძა­ნე­ბა მი­ვე­ცი სრულ შე­ტე­ვა­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. სა­ა­მი­სოდ მთე­ლი არ­სე­ნა­ლი გა­მო­ვი­ყე­ნეთ, რაც გაგ­ვაჩ­ნდა" - იგო­ნებს ბე­ცე­რი.

შე­ტე­ვის შე­დე­გად ებ­რა­ელ­მა კო­მან­დო­სებ­მა 40-მდე უგან­დე­ლი სამ­ხედ­რო გა­ა­ნად­გუ­რეს. ასე­ვე აე­რო­პორ­ტში გან­ლა­გე­ბუ­ლი უგან­დის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის 11 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი გა­ა­ნად­გუ­რეს.

პირ­ვე­ლი "ჰერ­კუ­ლე­სის" ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტში დაფ­რე­ნი­დან 59 წუ­თის შემ­დეგ, ეს­კად­რი­ლია აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რინ­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ მძევ­ლებ­თან ერ­თად. 102 მძე­ვა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყო, ხუთი მძე­ვა­ლი კი ოპე­რა­ცი­ი­სას და­ი­ღუ­პა. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა ის­რა­ელ­მა გა­ი­მარ­ჯვა. 59 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა პა­ტა­რა ერმა მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნა, რომ ტე­რო­რიზ­მის და­მარ­ცხე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ ძმის, იონი ნე­თა­ნი­აჰუს საფ­ლავ­ზე

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და კახა დგე­ბუ­ა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
1

ღმერთო დიდებულო, ამ დიდმა ერმა 2500 წლის შემდეგ სახელმწიფოებრივობა აღადგინა, ჩვენ 4000 წლის მერე ვკარგავთ

არბაით მახთ ფრაი :)
0

მეჰრ!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები

როგორ იხსნა ისრაელმა 102 მძევალი 59 წუთში - უპრეცედენტო ანტიტერორისტული რეიდი ენტებეში

როგორ იხსნა ისრაელმა 102 მძევალი 59 წუთში - უპრეცედენტო ანტიტერორისტული რეიდი ენტებეში

4.000 კილომეტრის დაშორებით, სხვა ქვეყანაში ასეული კომანდოსის გაგზავნა, სხვა ქვეყნის სამხედროებთან ბრძოლაში ჩაბმა, ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება და უკან მინიმალური დანაკარგებით დაბრუნება - ფიქრობთ, ჰოლივუდის მორიგი ბოევიკის სცენარია? არა, ეს ის ოპერაციაა, რომელიც 1976 წლის 4 ივლისს ისრაელის სპეცდანიშნულების ძალებმა უგანდაში, ქალაქ ენტებეს აეროპორტში განახორციელეს. ის, რაც ბევრისთვის მხოლოდ "ბოევიკის" ჟანრის ფილმებში თუა წარმოსადგენი, ისრაელისთვის დიდი ხანია რეალობად იქცა...

1976 წლის 27 ივნისი. საბერძნეთი. თელ-ავივიდან პარიზისკენ მიმავალი Air France-ის რეისი #139 ათენში ჯდება, რათა კიდევ 58 მგზავრი აიყვანოს. ოთხი ახალი მგზავრი ყალბი პასპორტებით ჯდება რეისზე. ისინი სულაც არ მიემართებიან პარიზში. ისინი რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია "პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის" წევრები არიან. ამჯერად მათი სამიზნე ათენის აეროპორტი გახდა. თვითმფრინავში 246 მგზავრია, მათი უმეტესობა კი ისრაელის მოქალაქეები არიან. ათენის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, ადგილებიდან სამი შეიარაღებული მამაკაცი და ქალი ადგა - მათ მგზავრებს აცნობეს, რომ თვითმფრინავი გატაცებულია.

"ისინი მზად იყვნენ მოვეკალით. ამაში ეჭვი არ გვეპარებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი მოგვკლავდნენ" - იხსენებს ერთ-ერთ მგზავრი, ილან ჰარტუვი.

ერთ-ერთ ტერორისტი პილოტის კაბინაში შედის და ბრძანებას აძლევს, კურსი შეცვალოს და რადიოკავშირი გამორთოს. ამ დროს ავიადისპეტჩერები ისრაელის მხარეს უკავშირდებიან და აცნობენ, რომ #139 რეისი გატაცებულია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი სასწრაფო ტელეგრამას მიიღებს: "Air France-ის რეისი #139 გატაცებულია ტერორისტების მიერ".

გატაცებიდან 2,5 საათში თვითმფრინავი ლიბიაში, ქალაქ ბენღაზში ჯდება. ტერორისტები ლიბიის პრეზიდენტს მუამარ კადაფის საწვავის ჩასხმას თხოვენ, რაზეც თანხმობას იღებენ. ერთ-ერთი მგზავრი, პატრიშია მარტელი ტერორისტებს ეუბნება, რომ ორსულადაა და თხოვს გაუშვან ის. ტერორისტებმა ის გაუშვეს. 7-საათიანი ლოდინის შემდეგ გატაცებულმა თვითმფრინავმა დატოვა ბენღაზის აეროპორტი და უცნობი მიმართულებით გაემგზავრა.

გათავისუფლებული მგზავრი სახლში, ლონდონში დააბრუნეს. მის დასაკითხად ლონდონში ისრაელის სპეცსამსახურების წარმომადგენელი ჩავიდა. პატრიშია მარტელმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავი რადიკალური პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა გაიტაცეს და რომ ორი ტერორისტი გერმანელია. მან ისინი ისრაელის დაზვერვის არქივებიდან ამოიცნო.

დიქტატორი იდი ამინი

ბენღაზის აეროპორტის დატოვებიდან რამდენიმე საათში გატაცებული თვითმფრინავი უგანდაში, ქალაქ ენტებეს აეროპორტში ჯდება. ტერორისტებმა ენტებე შემთხვევით არ შეარჩიეს. ქალაქი თელ-ავივიდან 3,200 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ეს კი მათთვის უსაფრთხოების გარანტი იყო.

იმ დროს უგანდას დიქტატორი იდი ამინი მართავდა. ის ცნობილი იყო, როგორც არაპროგნოზირებადი და ექსცენტრიული პიროვნება. ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად დიქტატორი ენტებეს აეროპორტში მიდის. აღსანიშნავია, რომ იყო პერიოდი, როდესაც იდი ამინის ურთიერთობა ისრაელთან მტკიცე იყო, თუმცა შემდეგ 1972 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეირმა მას უარი განუცხადა თვითმფრინავების გაყიდვაზე, რომლის გამოყენებას ის მეზობელი კენიის წინააღმდეგ გეგმავდა. შედეგად კი, იდი ამინმა პროპალესტინური პოზიცია დაიკავა.

29 ივნისი. გატაცების მესამე დღე

ტერორისტები მოთხოვნას უყენებენ ისრაელის მთავრობას. ისინი ითხოვენ, რომ ისრაელმა ათეულობით ტერორისტი გაათავისუფლოს პატიმრობიდან. ისრაელს პასუხის მისაცემად 45 საათს აძლევენ. თუ ტერორისტების მოთხოვნა შესრულებული არ იქნება, ისინი მძევლების მოკვლას დაიწყებენ. მძევლების ნათესავებმა იცოდნენ, რომ ისრაელი არ დაიწყებდა ტერორისტებთან მოლაპარაკებებს. სიტუაცია გამოუვალი იყო.

შიმონ პერესის, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მოგონებებიდან: "იდი ამინზე ბევრი მსმენია. ვიცოდი, რომ ის ნატრობს სახელგანთქმული იყოს მსოფლიოში. ჩვენ მას ვუთხარით, თუ დაგვეხმარება მძევლების გათავისუფლებაში, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მიიღებს. ის უცებ დაინტერესდა ამ შეთავაზებით".

1 ივლისი. გატაცების მეხუთე დღე

ისრაელის მთავრობა მტკიცედ ამბობს უარს ტერორისტებთან მოლაპარაკებების წარმართვაზე. მძევლების ოჯახის წევრები პროტესტს გამოთქვამენ და ისრაელის მთავრობას მოუწოდებენ ტერორისტების მოთხოვნები შეასრულონ. სიტუაცია დაძაბული იყო და ისრაელის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო დათანხმებოდა ტერორისტების მოთხოვნებს. თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდება, ეს ტაქტიკური სვლა იყო.

შიმონ პერესი: "მე მესმოდა მძევლების ოჯახის წევრების გრძნობები, მაგრამ ერთი წუთითაც არ მეეჭვებოდა, რომ ჩვენ მძევლების გათავისუფლება ან ძალის გამოყენებით მოგვიწევდა ან კიდევაც ჩვენ მათ დავკარგავდით".

უგანდის ლიდერი მიიჩნევდა, რომ მან უკან დაახევინა ისრაელს. მისი მოსაზრებით, მან ხელი შეუწყო მშვიდობიანი კომპრომისის მიღწევას და მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურა. მან ტერორისტები დაარწმუნა, გაეხანგრძლივებინათ ულტიმატუმის საბოლოო ვადა 72 საათით. ტერორისტებმა ასევე ყველა არაებრაელი მგზავრი გაათავისუფლეს. ისრაელის ტაქტიკური სვლა ეფექტური აღმოჩნდა. მათ დრო მოიგეს, რომელიც ასე სჭირდებოდათ.

ასამდე არაებრაელი მძევლის გათავისუფლება შესანიშნავი სიახლე იყო მუკი ბეცერისთვის, იმ დროს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ანტიტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელი. "იმ დროს მე ვერ შევიკავე ემოციები. ტერორისტებმა დიდი შეცდომა დაუშვეს. გათავისუფლებული მძევლების საშუალებით ჩვენ საჭირო ინფორმაციას მივიღებდით" - იხსენებს ბეცერი.

გათავისუფლებული მძევლების დაკითხვის შემდეგ მუკი ბეცერისთვის ცნობილი ხდება, რომ ტერორისტების რაოდენობა ექვს ადამიანს შეადგენს, რომ ისინი მონაცვლეობით მორიგეობენ, ორი მათგანი მუდმივად ისვენებს აეროპორტის პირველი კლასის დარბაზში, თითოეულ მათგანს ავტომატი აქვს, ზოგიერთ მათგანს კი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, შუაღამისას მძევლები იატაკზე წვებიან და ღამის პირველი საათისთვის უკვე სძინავთ. ამ დროს სამხედრო სწავლებიდან ბრუნდება იონი ნეთანიაჰუ (ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა) და კონტრტერორისტულ ოპერაციას სათავეში უდგება. გეგმა, რომელსაც ისრაელი ამუშავებს, ერთ-ერთი ყველაზე უპრეცედენტოა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა!

ჯოშუა შანი ჯგუფთან ერთად

გეგმა სამ ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი: ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმი ენტებეში უნდა მოხვდეს. ეს პილოტი ჯოშუა შანის დავალებაა. მან "ჰერკულესის" ტიპის ოთხი თვითმფრინავი 4,000 კილომეტრის მანძილზე უგანდაში უნდა გაიყვანოს. ენტებეს აეროპორტში ორი ტერმინალია. ერთი ახალი და მეორე ძველი. მძევლები ძველ ტერმინალში არიან. გეგმის თანახმად, "ჰერკულესის" ტიპის ოთხი თვითმფრინავი ღამით შეუმჩნევლად უნდა დაჯდეს ენტებეს აეროპორტში. პირველი ჯოშუა შანის თვითმფრინავი დაჯდება, შვიდი წუთის შემდეგ კი დანარჩენი სამი. ჯოშუა შანი გააფრთხილეს, რომ დასაშვებ ბილიკზე შესაძლოა განათება არ იყოს და მას ბრმად მოუწევს თვითმფრინავის დაჯენა.

ჯოშუა შანი იხსენებს: "წარმოიდგინეთ, თუ ტერორისტები ჩვენ შეგვამჩნევდნენ და სროლას დაიწყებდნენ, ხუთ წუთში ყველა მძევალი მკვდარი იქნებოდა".

მეორე ეტაპი: ტრანსპორტირება. პირველი "ჰერკულესის" დაჯდომის შემდეგ, ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმის 30 კომანდოსი ტერმინალის კარებთან შეუმჩნევლად უნდა აღმოჩნდეს. საამისოდ მათ ორი კილომეტრი უნდა გაიარონ. ასაფრენ ბილიკს დაახლოებით 30 უგანდიელი სამხედრო იცავს. მუკი ბეცერი გამოსავალს სთავაზობს: ებრაელი კომანდოსები უგანდელი ჯარისკაცების უნიფორმას გადაიცვამენ და როგორც უგანდელი სამხედროების კორტეჟი, ამ მარშრუტს გაივლიან. მუკი ბეცერს ახსოვს, რომ იდი ამინი და უგანდიელი სამხედროები დიდი შავი ფერის მანქანებით, სამხედრო "ჯიპების" თანხლებით გადაადგილდებიან. უგანდელ სამხედროებს ეშინიათ იდი ამინის და მისი კორტეჟის დანახვაზე, შეუფერხებლად გაუშვებენ. "ჰერკულესის" თვითმფრინავით ენტებეში ისრაელის მხარემ სწორედ იდი ამინის კორტეჟის მსგავსი მანქანები ჩაიყვანა.

მესამე ეტაპი: შტურმი. იონი ნეთანიაჰუ და მცირერიცხოვანი ჯგუფი უგანდელ სამხედროებთან ბრძოლაში ჩაებმება. ამ დროს სამი კომანდოსი შენობაში შეიჭრება, ტერორისტებს გაანადგურებს და მძევლებს გაათავისუფლებს.

იონი ნეთანიაჰუ

3 ივლისი. ენტებე. ულტიმატუმის ვადის დასრულებამდე ერთი დღე. მძევლები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ მოკვდებიან...

ერთ-ერთი მძევალი, სარა დევიდსონი იხსენებს: "ერთადერთი, რაც მინდოდა იყო, რომ წამებით არ მომკვდარიყავი. მეტი სხვა არაფერი მინდოდა". თუმცა, რაც სარა დევიდსონმა არ იცოდა, ის იყო, რომ ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმი, "ჰერკულესის" ტიპის ოთხი თვითმფრინავით უკვე გზაში იყო.

9 საათის განმავლობაში მათ 4,000 კილომეტრის დაფარვა მოუწევთ. ოპერაცია "ელვა" დაიწყო.

შიმონ პერესის მოგონებებიდან: "მშვენივრად მესმოდა, რომ პირად პასუხისმგებლობაზე ვაგებდი ამ ოპერაციაზე. თუ მისია წარუმატებელი იქნებოდა, ყველა შეთანხმდებოდა იმაზე, რომ ეს ჩემი ბრალია. თუ ჯარისკაცი თავის სიცოცხლეს ხიფათში აგდებს, მაშინ რა ვთქვათ მის ხელმძღვანელზე? მანაც ხიფათში უნდა ჩააგდოს თავისი კარიერა. ამიტომაც, მაშინ ჩემს თავს ჯარისკაცად ვგრძნობდი".

თუმცა, "ჰერკულესების" ენტებეში მოხვედრის მარშრუტი საფრთხეებით აღსავსე იყო. წითელი ზღვის თავზე მდებარე მარშრუტს ეგვიპტეს, საუდის არაბეთისა და სუდანის რადარები აკონტროლებდნენ. ამიტომაც, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ "ჰერკულესების" ესკადრილია 1,500 კილომეტრის მანძილს ზღვიდან 30 მეტრის დაშორებაზე გადაუფრენდა. ეს ძალზე რთული დავალება იყო 30 წლის პილოტისთვის, ჯოშუა შანისთვის.

ჯოშუა შანი

ჯოშუა შანი იხსენებს: "მაშინ გავიფიქრე - აი, ეს მომენტიც დადგა! ან უნდა გავაკეთო, რაც საჭიროა ან კიდევაც ისტორიაში შეხვალ, როგორც ისრაელის საჰაერო ძალების ოპერაციის ყველაზე დიდი მარცხის ავტორი".

მუკი ბეცერმა, რომელიც პირველ "ჰერკულესში" იჯდა, ყველაზე სახიფათო დავალება აიღო თავის თავზე: ის სამკაციან ჯგუფს გაუძღვება, რომელიც იმ შენობაში შეიჭრება, სადაც მძევლები არიან მოთავსებული.

ზუსტად გეგმის მიხედვით, 3 ივლისს 23:59 საათზე "ჰერკულესის" პილოტი ჯოშუა შანი მზად არის ენტებეს აეროპორტში დასაფრენად. მან ღრმად ამოისუნთქა, ვინაიდან 72-ტონიანი თვითმფრინავის შეუმჩნევლად დაჯენა მოუწევსდასმა მოუწევდა. ჯოშუა შანიმ დასაფრენ ბილიკზე განათება შეამჩნია.

ჯოშუა შანი იხსენებს: "ისრაელის საჰაერო ძალების სარდალმა რადიოკავშირის მეშვეობით მკითხა: "ხომ ხარ კარგად? ხედავ დასაფრენ ბილიკს? შეძლებ დაჯდომას?". ძალები მოვიკრიფე, ღრმად ამოვისუნთქე, რომ ჩემი ხმა მშვიდი ყოფილიყო და ვუპასუხე: მზად ვარ. ეს დაუვიწყარი მომენტი იყო!"

პრემიერ მინისტრი იცხაკ რაბინი და გათავისუფლებული მძევლები

პირველი "ჰერკულესი" 4 ივლისის 00:05 საათზე ენტებეს აეროპორტში დაჯდა. ისრაელელმა კომანდოსებმა იციან, რომ ამ დროს 2,5 კილომეტრის დაშორებით, აეროპორტის ძველ ტერმინალში მძევლები დასაძინებლად ემზადებიან. ფეხზე მხოლოდ ტერორისტები დგანან. შესაბამისად, მათთვის თავში სროლა იოლი იქნება. "ჰერკულესის" დაჯდომა არავის შეუმჩნევია. ოპერაცია მეორე ფაზაზე გადავიდა.

"ჰერკულესიდან" პირველი გამოდის უგანდის ლიდერის, იდი ამინის მსგავსი კორტეჟი. მაში მუკი ბეცერი და კიდევ რვა კომანდოსი იმყოფება. ისრაელელი ჯარისკაცები ნათლად ხედავენ ტერმინალს. უგანდელ სამხედროებს, რომლებიც სადისპეტჩერო კოშკზე იმყოფებიან, არც კი გაჩენიათ ეჭვი, რომ მათ წინაშე კომანდოსები მძევლების გათავისუფლების ოპერაციას იწყებენ. უეცრად, კომანდოსების ერთ-ერთმა წევრმა, გიორა ზუსმანმა რაღაც შეამჩნია. "ჩვენ უეცრად დავინახეთ ორი უგანდელი ჯარისკაცი. ერთ-ერთმა მათგანმა ავტომატით დაგვიქნია და ჩვენსკენ მოიშვირა" - იხსენებს გიორა ზუსმანი.

მუკი ბეცერმა იცოდა, რომ ეს უგანდელი სამხედროების სტანდარტული ჟესტია. ბეცერი კოლეგებს მოუწოდებს ყურადღება არ მიაქციონ ამას და განაგრძონ გზა ტერმინალისკენ. "წინ გზას ვხედავდი. მესმოდა, რომ ჩვენ გაგვიმართლა. მისია წარმატებული ჩანდა. სულ რაღაც 30 წამში შენობაში შევიჭრებოდით" - იხსენებს მუკი ბეცერი.

მაგრამ ამ დროს რაზმის მეთაურმა ონი ნეთანიაჰუმ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და გიორა ზუსმანს უგანდიელი ჯარისკაცის ლიკვიდირება უბრძანა. "ჩვენ უნდა მოგვეკლა ის, ვინაიდან ხელს გვიშლიდა. ამას გავაკეთებთ და გზას განვაგრძობთ. მე და იონის მაყუჩიანი პისტოლეტები გვქონდა" - იხსენებს ზუსმანი.

უგანდელ სამხედროს რამდენიმე ტყვია მოხვდა, თუმცა მან მოახერხა ადგომა და მას უკვე უკან მომავალი სამხედრო ჯიპიდან ავტომატით ესროლეს, რომელიც მაყუჩიანი არ იყო. სროლის ხმა აეროპორტის ტერიტორიაზე გაისმა და მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგა. უგანდელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელელ კომანდოსებს. მათ ტერმინალიდან 70 მეტრში მოუწიათ გაჩერება და საპასუხო ცეცხლის გახსნა. მუკი ბეცერი შიშობდა, რომ ტერორისტები მძევლების დასჯას დაიწყებდნენ.

მუკი ბეცერი და მისი ხალხი ტერმინალში შეიჭრნენ, სადაც მძევლები იყვნენ. ერთ-ერთი მძევალი, სარა დევიდსონი იხსენებს: "ყველგან სროლა გაისმოდა, ყუმბარების აფეთქების ხმა. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო".

გიურა ზუსმანის დანაყოფი მეხუთე დარბაზში შეიჭრა, სადაც სხვა ტერორისტები იმყოფებოდნენ. იონი ნეთანიაჰუ და მისი ხალხი კი აეროპორტის ტერიტორიაზე უგანდელ სამხედროებთან ბრძოლას აგრძელებდნენ. მუკი ბეცერი და მისი რაზმი კი ამ დროს ტერმინალში გადარჩენილ ტერორისტებს ეძებენ. "დაძაბული მომენტი იყო. ჩვენი თვალები სკანერივით მუშაობდა. მზად ვიყავით ნებისმიერ მომენტში გვესროლა. ტყვია ტერორისტის მიმართულებით მანამ უნდა გაგვეშვა, ვიდრე ის გვესროდა" - იხსენებს ბეცერი.

მძევალი სარა დევიდსონის მოგონებებიდან: "შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა. ვიღაცამ ივრითზე თქვა: "ნახეთ, აქ ისრაელელი სამხედროები არიან". მე ოდნავ წამოვწიე თავი და ჯარისკაცი დავინახე. მან მითხრა: "მოვედით, რომ სახლში წაგიყვანოთ".

ისრაელის კომანდოსებმა ყველა ტერორისტი გაანადგურეს. თუმცა, ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. უგანდელი სამხედროები ჯერ კიდევ აგრძელებენ ბრძოლას ებრაელი კომანდოსების წინააღმდეგ. შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა სპეცრაზმის ხელმძღვანელი იონი ნეთანიაჰუ. ოპერაცია "ელვა" უკვე შვიდი წუთია, რაც გრძელდება. უპირატესობა უგანდელმა სამხედროებმა მოიპოვეს. ოპერაციის ხელმძღვანელობა მუკი ბეცერმა ჩაიბარა. ამ დროს აეროპორტში ისრაელელი კომანდოსების კიდევ სამი "ჰერკულესი" დაჯდა. მუკი ბეცერმა მასიური შეტევის ბრძანება გასცა. "მე ჩემს ხალხს ბრძანება მივეცი სრულ შეტევაზე გადასულიყვნენ. საამისოდ მთელი არსენალი გამოვიყენეთ, რაც გაგვაჩნდა" - იგონებს ბეცერი.

შეტევის შედეგად ებრაელმა კომანდოსებმა 40-მდე უგანდელი სამხედრო გაანადგურეს. ასევე აეროპორტში განლაგებული უგანდის საჰაერო ძალების 11 გამანადგურებელი გაანადგურეს.

პირველი "ჰერკულესის" ენტებეს აეროპორტში დაფრენიდან 59 წუთის შემდეგ, ესკადრილია აეროპორტიდან აფრინდა გათავისუფლებულ მძევლებთან ერთად. 102 მძევალი გათავისუფლებული იყო, ხუთი მძევალი კი ოპერაციისას დაიღუპა. მიუხედავად ყველაფრისა ისრაელმა გაიმარჯვა. 59 წუთის განმავლობაში ერთმა პატარა ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ტერორიზმის დამარცხება შესაძლებელია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძმის, იონი ნეთანიაჰუს საფლავზე

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის მოამზადა კახა დგებუაძემ

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდება - "ყოველთვის მსურდა ამის გაკეთება“

სპორტი, პოლიტიკა და სკანდალი ევროპის ჩემპიონატზე - რა არის დატანილი უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურზე, რის გამოც რუსეთი აღშფოთებულია

"ბატონო სტოლტენბერგ, დააბრუნეთ თქვენი კარი სათამაშო მოედანზე და ჩვენ გოლს გავიტანთ" - მარია ზახაროვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"