სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თევ­ზი, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს კი­ბო­სა და ინ­ფარ­ქ­ტის რისკს
თევ­ზი, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს კი­ბო­სა და ინ­ფარ­ქ­ტის რისკს

პა­პუ­ნა კოხ­ტაშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში 15 წლის ასა­კი­და­ნაა ჩარ­თუ­ლი. 23 წლის იყო, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი, რე­ცირ­კუ­ლა­რუ­ლი აკ­ვა­კულ­ტუ­რის სის­ტე­მა შე­მო­ი­ტა­ნა და უცხო­ელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად სარ­თი­ჭა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფ­რი­კუ­ლი ლო­ქოს ორი სა­ხე­ო­ბის წარ­მო­ე­ბა და­იწყო...

პა­პუ­ნა კოხ­ტაშ­ვი­ლი:

- რო­დე­საც თავ­და­პირ­ვე­ლად აკ­ვა­კულ­ტუ­რის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ წა­ვი­კი­თხე, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა გა­მი­ჭირ­და. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ლო­ქოს სპე­ცი­ფი­კა და სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი შე­ვის­წავ­ლე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ რთულ და სა­რის­კო პრო­ექ­ტ­ში ჩე­მი უცხო­ე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით საკ­მა­ოდ დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი დო­ლა­რი ჩა­ი­დო. გვქონ­და კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც. იმ­დე­ნად რთუ­ლი სის­ტე­მაა, მცი­რე შეც­დო­მამ შე­საძ­ლოა, თევ­ზის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის ერთ დღე­ში და­ხოც­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს. ჩვე­ნი მე­ურ­ნე­ო­ბა სა­მას კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობს მო­ი­ცავს. შე­მიძ­ლია, 80 ტო­ნა ლო­ქო ჩავ­ს­ვა და წე­ლი­წად­ში 150 ტო­ნა გავ­ყი­დო, რაც და­მე­თან­ხ­მე­ბით, საკ­მა­ოდ ბევ­რია. იმა­ვე შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად ტბის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ჰექ­ტა­რია სა­ჭი­რო. წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ტ­რო­ლის სის­ტე­მა, მე­ქა­ნი­კუ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ფილ­ტ­რე­ბი ჯან­სა­ღი თევ­ზის გა­მოყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პუ­ლი ლო­ქოა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, თქვენ კი აფ­რი­კუ­ლი ლო­ქოს სა­ხე­ო­ბე­ბი გა­ამ­რავ­ლეთ...

- კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ ჯი­შის ლო­ქოს გაზ­რ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან თბი­ლი წყა­ლი უყ­ვარს. შე­სა­ბა­მი­სად, ტბა­ში გაშ­ვე­ბუ­ლი ზამ­თარ­ში და­ი­ღუ­პე­ბა. რე­ცირ­კუ­ლა­რუ­ლი სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით არა მხო­ლოდ აფ­რი­კუ­ლი ლო­ქოს, არა­მედ ბევ­რი სხვა ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის უცხო ჯი­შის წყლის ბი­ნად­რე­ბის - ზვი­გე­ნე­ბის, ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი... აფ­რი­კუ­ლი ლო­ქო ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცხი­მის მჟა­ვებს, B და D ვი­ტა­მი­ნებს შე­ი­ცავს. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ლო­ქო­თი კვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, საგ­რ­ძ­ნობ­ლად მცირ­დე­ბა კი­ბოს, გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ინ­ფარ­ქ­ტის რის­კი. თევ­ზი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კვე­ბის პრო­დუქ­ტია. მას­ში შე­მა­ვალ ვი­ტა­მი­ნებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თ­ვა აქვს ბავ­შ­ვის ტვი­ნის ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, მხედ­ვე­ლო­ბის, გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და ძვალ-სახ­ს­რო­ვა­ნი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს პრო­ტე­ინს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ბოს­ტ­ნე­უ­ლით ან ხორ­ც­პ­რო­დუქ­ტე­ბით ის ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი და ცი­ლე­ბი ჩა­ა­ნაც­ვ­ლო, რა­საც თევ­ზი შე­ი­ცავს.

- თუ ახერ­ხებთ, კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოთ იმ­პორ­ტი­რე­ბულ, გა­ყი­ნულ თევზს?

- ჩვენ­თან თევ­ზის 80% იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, მა­შინ, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო მდი­ნა­რე­ე­ბის ქვე­ყა­ნაა. ფა­სის თვალ­საზ­რი­სით, ად­გი­ლობ­რი­ვად წარ­მო­ე­ბუ­ლი თევ­ზი შე­მო­სულ პრო­დუქტს კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უწევს. ასე რომ, ჩვე­ნი დოვ­ლა­თი გა­რეთ გა­ე­დი­ნე­ბა... თევ­ზი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია. უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რა გა­რე­მო­ში, პი­რო­ბებ­ში გაზ­რ­დი, რო­გორ საკ­ვებს მი­აწ­ვ­დი. მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით ბევ­რი არა­ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­წარ­მო მი­ნა­ხავს, რომ­ლე­ბიც ათი­ა­თა­სო­ბით ტო­ნა თევზს ყი­დი­ან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თევ­ზის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საკ­ვე­ბის მომ­წო­დე­ბე­ლი არ არ­სე­ბობს. სა­ერ­თოდ, თევ­ზის ინ­დუს­ტ­რია სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ღა­რი­ბუ­ლია თევ­ზის კერ­ძე­ბიც. სა­სურ­ვე­ლია, შეფ­მ­ზა­რე­უ­ლებ­მა მე­ტი შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ. სხვა­თა შო­რის, ამ მხრივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ჩვე­ნი ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მაა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თევ­ზი, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს კი­ბო­სა და ინ­ფარ­ქ­ტის რისკს

თევ­ზი, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს კი­ბო­სა და ინ­ფარ­ქ­ტის რისკს

პა­პუ­ნა კოხ­ტაშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში 15 წლის ასა­კი­და­ნაა ჩარ­თუ­ლი. 23 წლის იყო, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი, რე­ცირ­კუ­ლა­რუ­ლი აკ­ვა­კულ­ტუ­რის სის­ტე­მა შე­მო­ი­ტა­ნა და უცხო­ელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად სარ­თი­ჭა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფ­რი­კუ­ლი ლო­ქოს ორი სა­ხე­ო­ბის წარ­მო­ე­ბა და­იწყო...

პა­პუ­ნა კოხ­ტაშ­ვი­ლი:

- რო­დე­საც თავ­და­პირ­ვე­ლად აკ­ვა­კულ­ტუ­რის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ წა­ვი­კითხე, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა გა­მი­ჭირ­და. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ლო­ქოს სპე­ცი­ფი­კა და სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი შე­ვის­წავ­ლე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ რთულ და სა­რის­კო პრო­ექ­ტ­ში ჩე­მი უცხო­ე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით საკ­მა­ოდ დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი დო­ლა­რი ჩა­ი­დო. გვქონ­და კრი­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც. იმ­დე­ნად რთუ­ლი სის­ტე­მაა, მცი­რე შეც­დო­მამ შე­საძ­ლოა, თევ­ზის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის ერთ დღე­ში და­ხოც­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს. ჩვე­ნი მე­ურ­ნე­ო­ბა სა­მას კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობს მო­ი­ცავს. შე­მიძ­ლია, 80 ტო­ნა ლო­ქო ჩავ­ს­ვა და წე­ლი­წად­ში 150 ტო­ნა გავ­ყი­დო, რაც და­მე­თან­ხ­მე­ბით, საკ­მა­ოდ ბევ­რია. იმა­ვე შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად ტბის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ჰექ­ტა­რია სა­ჭი­რო. წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ტ­რო­ლის სის­ტე­მა, მე­ქა­ნი­კუ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ფილ­ტ­რე­ბი ჯან­სა­ღი თევ­ზის გა­მოყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პუ­ლი ლო­ქოა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, თქვენ კი აფ­რი­კუ­ლი ლო­ქოს სა­ხე­ო­ბე­ბი გა­ამ­რავ­ლეთ...

- კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ ჯი­შის ლო­ქოს გაზ­რ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან თბი­ლი წყა­ლი უყ­ვარს. შე­სა­ბა­მი­სად, ტბა­ში გაშ­ვე­ბუ­ლი ზამ­თარ­ში და­ი­ღუ­პე­ბა. რე­ცირ­კუ­ლა­რუ­ლი სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით არა მხო­ლოდ აფ­რი­კუ­ლი ლო­ქოს, არა­მედ ბევ­რი სხვა ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის უცხო ჯი­შის წყლის ბი­ნად­რე­ბის - ზვი­გე­ნე­ბის, ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი... აფ­რი­კუ­ლი ლო­ქო ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცხი­მის მჟა­ვებს, B და D ვი­ტა­მი­ნებს შე­ი­ცავს. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ლო­ქო­თი კვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, საგ­რ­ძ­ნობ­ლად მცირ­დე­ბა კი­ბოს, გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ინ­ფარ­ქ­ტის რის­კი. თევ­ზი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კვე­ბის პრო­დუქ­ტია. მას­ში შე­მა­ვალ ვი­ტა­მი­ნებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თ­ვა აქვს ბავ­შ­ვის ტვი­ნის ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, მხედ­ვე­ლო­ბის, გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და ძვალ-სახ­ს­რო­ვა­ნი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს პრო­ტე­ინს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ბოს­ტ­ნე­უ­ლით ან ხორ­ც­პ­რო­დუქ­ტე­ბით ის ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი და ცი­ლე­ბი ჩა­ა­ნაც­ვ­ლო, რა­საც თევ­ზი შე­ი­ცავს.

- თუ ახერ­ხებთ, კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოთ იმ­პორ­ტი­რე­ბულ, გა­ყი­ნულ თევზს?

- ჩვენ­თან თევ­ზის 80% იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, მა­შინ, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო მდი­ნა­რე­ე­ბის ქვე­ყა­ნაა. ფა­სის თვალ­საზ­რი­სით, ად­გი­ლობ­რი­ვად წარ­მო­ე­ბუ­ლი თევ­ზი შე­მო­სულ პრო­დუქტს კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უწევს. ასე რომ, ჩვე­ნი დოვ­ლა­თი გა­რეთ გა­ე­დი­ნე­ბა... თევ­ზი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია. უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რა გა­რე­მო­ში, პი­რო­ბებ­ში გაზ­რ­დი, რო­გორ საკ­ვებს მი­აწ­ვ­დი. მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით ბევ­რი არა­ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­წარ­მო მი­ნა­ხავს, რომ­ლე­ბიც ათი­ა­თა­სო­ბით ტო­ნა თევზს ყი­დი­ან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თევ­ზის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საკ­ვე­ბის მომ­წო­დე­ბე­ლი არ არ­სე­ბობს. სა­ერ­თოდ, თევ­ზის ინ­დუს­ტ­რია სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ღა­რი­ბუ­ლია თევ­ზის კერ­ძე­ბიც. სა­სურ­ვე­ლია, შეფ­მ­ზა­რე­უ­ლებ­მა მე­ტი შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ. სხვა­თა შო­რის, ამ მხრივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ჩვე­ნი ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მაა...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი